დღის ჰოროსკოპი

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:23 ორშ. 27 ივლისი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს სიყვარულისთვის არ გცალიათ — მთელი ყურადღება სამუშაოზე და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე გაქვთ გადატანილი. კარგი ამბავი ის არის, რომ მეუღლე სამსახურებრივ სირთულეებზე წუწუნს შეწყვეტს და ოჯახში მშვიდობა დამყარდება.

მოთმინება გამოიჩინეთ. ახლა ხელმძღვანელობასა და კოლეგებთან დაპირისპირება არ შეიძლება, მაგრამ არც საკუთარ პრინციპებს უნდა უღალატოთ. გამორიცხული არ არის, რომ ზოგი საქმის რამდენჯერმე ნულიდან დაწყებაც კი მოგიწიოთ.

უახლოეს მომავალში ფინანსური იღბალი არ მიგატოვებთ, თუმცა ბიუჯეტის კონტროლი მაინც აუცილებელია — იზრუნეთ, რომ ხარჯებმა შემოსავლებს არ გადააჭარბოს. თუ მსუბუქ დაღლილობასა და ემოციურ გადაწვას არ ჩავთვლით თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ნუ უგულებელყოფთ ამ სიმპტომებს, რომ საქმე ღრმა დეპრესიამდე არ მივიდეს.

კურო

მარტოხელა კუროებს პირადი ცხოვრების მოწესრიგების შესანიშნავი შანსი ეძლევათ. გახსოვდეთ, ბედნიერების დაკარგვა მის პოვნაზე ადვილია, ასე რომ, ხელიდან შანსი არ გაუშვათ!

ელვისებური რეაქციითა და სწრაფი შეფასებებით გამოირჩევით, თუმცა გარკვეული სულსწრაფობა გახასიათებთ. ნუ დაარღვევთ კანონსა და საყოველთაოდ მიღებულ წესებს, რათა გარშემომყოფთა უკმაყოფილება არ გამოიწვიოთ.

შეგიძლიათ რამდენიმე მოგებიანი ხელშეკრულების დადების იმედი გქონდეთ, რაც თქვენს კარიერაზე დადებითად აისახება. ეცადეთ დადებითაც განეწყოთ და იზრუნეთ, რომ თქვენი ოჯახის წევრებიც იგივე განწყობაზე იყვნენ. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით, თუ დილაობით თავს შეუძლოდ გრძნობთ.

ტყუპები

ამ დღეს წარმატება სახლიდან შორს გელით — ეს პირველ რიგში მათ ეხება, ვინც მარტოხელაა და რომანტიკული ურთიერთობების წამოწყება სურს. ყურადღება მიაქციეთ საყვარელი ადამიანის ემოციურ მდგომარეობას — შესაძლოა, რაღაც უჭირს და მხარდაჭერა სჭირდება. თქვენი შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულების მიუხედავად, სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას ვერ შეძლებთ.

ეცადეთ, ნებისმიერი ინფორმაცია უმცირეს წვრილმანამდე შეისწავლოთ და გადაწყვეტილება ისე მიიღოთ. აუჩქარებლად იმოქმედეთ, მაშინაც თუ უფროსი და კოლეგები აჩქარებას გთხოვთ. ერიდეთ რისკსა და მსხვილ შენაძენებს. ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ახალ გარემოებებს მოერგოთ. თუ კუჭის არეში სიმძიმეს იგრძნობთ, იცოდეთ, ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ კვების მენიუ სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ.

კირჩხიბი

დაივიწყეთ მორიდება და იმოქმედეთ ისე, როგორც სწორად მიგაჩნიათ. შესანიშნავი დროა ოჯახური წვეულების მოწყობისა და დიდი ხნის უნახავი ნათესავების შესაკრებად. დილას მოულოდნელი საქმიანი შეხვედრები გელით, რომლებიც უახლოეს მომავალში მოვლენათა მსვლელობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. გამორიცხული არ არის ინვესტორების მხრიდან დაინტერესება.

დროა დანაზოგის შესაქმნელად თუნდაც მცირე თანხების გადადება დაიწყოთ. მაღაზიაში გასვლამდე ყურადღება მიაქციეთ ფასდაკლებებსა და აქციებს — ამით გარკვეული თანხა დაგეზოგებათ. იზრუნეთ ჯანმრთელობის პროფილაქტიკაზე — თუ რამე გაწუხებთ, გამოკვლევა არ გადადოთ.

ლომი

პირად ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესოდ აეწყობა — პარტნიორთან ურთიერთობა ყოველდღიურად ვითარდება და მტკიცდება. გირჩევთ ამ დღის ენერგეტიკა უახლოესი მომავლის დასაგეგმად გამოიყენოთ.

ინტელექტუალურ დავალებებთან გამკლავება გაგიჭირდებათ, ამიტომ უმჯობესია რუტინული საქმეები შეასრულოთ. თუ გარშემომყოფები ცდილობენ მუშაობას მოგწყვიტონ და ყურადღებას გიფანტავენ, ეცადეთ, განმარტოებით იმუშაოთ. დროა, საყიდლების დაგეგმვა და მსხვილი ხარჯების გადანაწილება ისწავლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ბიუჯეტს ბზარი გაუჩნდება.

ზოგი ლომი შეიძლება კიდურების შეშუპებამ შეაწუხოს. არ ინერვიულოთ, ეს დროებითი პრობლემაა და რამდენიმე დღეში გაივლის.

ქალწული

მშვენიერი დღეა სასიყვარულო ავგადასავლებისთვის. სავარაუდოდ, დღის დასაწყისში პარტნიორთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დაგჭირდეთ. თუ მარტოხელა ხართ, გამორიცხული არ არის, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი ნაცნობი გამოჩნდეს, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გახდება.

ეცადეთ მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები მკვეთრად გამიჯნოთ. თუ მეგობარს ფულს ასესხებთ, შესაძლოა მისი დაბრუნებისთვის დიდი ბრძოლის გადატანა მოგიწიოთ. უახლოეს დღეებში ფიზიკური დატვირთვა და ხანგრძლივი სეირნობა უნდა შეამციროთ. საღამო რელაქსაციას ან იოგას დაუთმეთ და ხერხემლის გადატვირთვას მოერიდეთ.

სასწორი

წვრილმან საკითხებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ - ბედნიერება უფრო მნიშვნელოვან საკითხებში უნდა ეძებოთ. თუ გულხელდაკრეფილი იჯდებით, შესაძლოა, შანსი ხელიდან გაუშვათ.

მარსისა და სატურნის კვინკონსი სამსახურში დაწინაურებას გპირდებათ. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ ხელმძღვანელობის კეთილგანწყობა მოიპოვოთ? მოერიდეთ ფულის გასესხებას, რადგან შეიძლება სამუდამოდ დაკარგოთ.

დაღლილობის დაძლევაში საყვარელი საქმე დაგეხმარებათ, ხოლო თუ აპათია შეგიპყრობთ, შეგიძლიათ თავს დასვენების უფლება მისცეთ. გაითვალისწინეთ, რომ დღის ძილი არა მხოლოდ ძალებს აღადგენს, არამედ ნერვულ სისტემასაც აჯანსაღებს.

მორიელი

დღეს ჰოროსკოპი ნებას გრთავთ, სრულად დატკბეთ იმ გავლენით, რომელსაც გარშემომყოფებზე ახდენთ. ჯადოსნობის, სიყვარულისა და ცდუნების აურა განსაკუთრებულ ხიბლს შეგძენთ!

დროა ახლობლების მიმართ თქვენს დამოკიდებულებას გადახედოთ. სამუშაოს მეტისმეტად დიდ დროს უთმობთ, ოჯახი კი ყურადღების გარეშე რჩება — მალე არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი.

ბოლოს და ბოლოს მოიცლით საქმისთვის, რომელიც სამომავლოდ გადადეთ. ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ ფულის შოვნის კარგი შანსი გაგიჩნდებათ. იღბალი თქვენ მხარესაა, თუმცა მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი სიტუაციებიც, რომელთა მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. შესაძლოა, თვითდინებაზე მიშვებულმა პრობლემებმა სამომავლოდ ცხოვრება გაგიფუჭოთ, ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.

მშვილდოსანი

მარსისა და იუპიტერის სექსტილი რომანტიკულ პაემანს გპირდებათ. ოჯახის წევრებს ნუ აიძულებთ, რომ ყველაფერში დაგეთანხმონ. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის უფლება! ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არასტაბილურ სიტუაციაში მთელი ენერგია სამუშაოსა და კარიერისკენ მიმართოთ. სურვილი გექნებათ, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ გუნდური მუშაობა უფრო შედეგიანია. ხელმძღვანელობასთან დიალოგი წარმატებით ჩაივლის და თქვენი იდეები მოწონებას დაიმსახურებს.

ამ დღეს შეძენილი ნივთი მოლოდინს არ გაამართლებს, ამიტომ შოპინგი სხვა დღისთვის გადადეთ. შეძლებისდაგვარად, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე — ყოველდღიური გასეირნება თქვენს ემოციურ განწყობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

თხის რქა

ნუ მოერიდებით გრძნობების გამოხატვას და პარტნიორთან საკუთარი ოცნებებისა თუ ფიქრების გაზიარებას. გრძნობთ, რომ ოჯახური კერის სიმყუდროვე და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა თავდაჯერებას გმატებთ.

თქვენ ზუსტად იცით, რომ გრძელვადიანი წარმატება მხოლოდ დაუღალავი შრომით მიიღწევა. არჩევანი თქვენზეა — შეგიძლიათ ეს დღე პასიურ დასვენებას დაუთმოთ, ან გააკეთოთ რაღაც სასარგებლო, რაც პროფესიულ ზრდაში დაგეხმარებათ.

მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები ან ფულის ნაკლებობა სწორედ იმ დროს, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდებათ. ამ დღეს საკმარისი დრო გექნებათ ვარჯიშისა და თავის მოწესრიგებისთვის. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო ხდება. ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

მერწყული

შესანიშნავი დღეა რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად. პატივი ეცით ოჯახის წევრების აზრებს და გახსოვდეთ რომ სამყაროს ღერძი არ ხართ, რომ ყველამ თქვენს გარშემო იტრიალოს.

ფინანსური პრობლემების დაძლევაში უფროსი ნათესავების რჩევა დაგეხმარებათ — ბიუჯეტის ერთობლივი დაგეგმვა დადებით შედეგს მოიტანს.

მოსალოდნელია უთანხმოება სამსახურში, თუმცა საკუთარი პოზიციის დაცვას ისე შეძლებთ, რომ არავის აწყენინოთ. ახლა კრედიტის ასაღებად საუკეთესო დრო არ არის — დღეს ნასესხები თანხის დაბრუნება გაგიჭირდებათ. ჯანმრთელობის მხრივ მოსალოდნელია მცირე პრობლემები. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში არ გადაიღალოთ, რადგან ზედმეტმა დაძაბულობამ შეიძლება ნერვულ აშლილობამდე მიგიყვანოთ.

თევზები

სიყვარულში მოსალოდნელია მოვლენების მოულოდნელი, მაგრამ სასურველი მიმართულებით განვითარება. ეცადეთ წარსული შეცდომები არ გაიმეოროთ და ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ - ზოგჯერ ეს ახალი გამოცდილების მიღებაში გვეხმარება.

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიტუაციის ანალიზის უნარი სამსახურში წარმატებას მოგიტანთ და ავტორიტეტს მნიშვნელოვნად აგიმაღლებთ. ყურადღებით იყავით საბუთებთან მუშაობისას. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მატერიალური პრობლემები, დანაკარგები ან ნივთების დაკარგვა. ამასთან ემოციურ და ფიზიკურ გადაღლას უნდა მოერიდოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge