დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:33 პარ. 17 ივლისი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მარტოხელა ვერძების პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები, თუმცა შესაძლოა სასიყვარულო გატაცებასა და სოციალურ სტატუსს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ეცადეთ, ოჯახის თითოეულ წევრს ყურადღება დაუთმოთ — ეს თქვენს ურთიერთობებს საგრძნობლად გააუმჯობესებს. დასახული გეგმების განხორციელებისთვის ახალი სტიმული დაგჭირდებათ, რისთვისაც ყოველდღიურ, რუტინულ საქმეებს შემოქმედებითად უნდა მიუდგეთ. ამ დღეს განხორციელებული ინვესტიციები დიდ მოგებას გპირდებათ, რადგან ვარსკვლავები მთლიანად თქვენს მხარეს არიან. ამ დღეს კვების მენიუს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოერიდეთ ცხიმიან და შებოლილ კერძებს, რათა კუჭ-ნაწლავის პრობლემები თავიდან აიცილოთ. უმჯობესია, უახლოესი 24 საათში უპირატესობა მსუბუქ სალათებს მიანიჭოთ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, ყოყმანი დაივიწყოთ და საკუთარ თავში ეჭვი არ შეგეპაროთ — დროა, თქვენთვის ძვირფასი ადამიანის დაბრუნება სცადოთ. სასურველია, რომ დღის მეორე ნახევარი საკუთარ თავს დაუთმოთ — ესტუმრეთ სილამაზის სალონს, გამოფენა მოინახულეთ ან უბრალოდ პარკში გაისეირნეთ. ამ დღეს თქვენი ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს პრინციპულობის გამოვლენა მოუწევს. პოზიციები არავითარ შემთხვევაში არ დათმოთ! ამავდროულად, დღეს ფინანსურ საკითხებს ნუ შეეჭიდებით და კრედიტს ნუ აიღებთ — მოტყუების რისკი მაღალია. შეუძლოდ ყოფნამ, რომელსაც ბევრი კურო იგრძნობს, შესაძლოა გადაუდებელი საქმეების სრულფასოვნად შესრულებაში ხელი შეგიშალოთ, ამიტომ, თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ, უბრალოდ დაისვენეთ და საყვარელ გატაცებას დრო დაუთმეთ.

ტყუპები

მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოსალოდნელია სასიამოვნო ადამიანის გაცნობა, რომელიც შესაძლოა, თქვენი მეორე ნახევარი გახდეს. ნათესავებისგან განსხვავებული პოზიციის გამო ვითარებას ნუ გაამწვავებთ და კონფლიქტებს მოერიდეთ. დღის ბოლოს გზებზე მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ. ეს დღე ხელსაყრელია სამსახურებრივი თუ ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. დღეს შეძენილი ნივთები ძალიან ხარისხიანი აღმოჩნდება და დიდხანს გაგახარებთ. ეს დღე ასევე ხელსაყრელია ხელშეკრულებებისა და გარიგებების დასადებად. თუ ზედმეტი კილოგრამები თქვენი მუდმივი პრობლემაა, გაითვალისწინეთ, რომ მისი დაძლევაში სკანდინავიური სიარული ან სირბილი დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

თქვენმა გაჯიუტებამ შეიძლება პარტნიორთან კამათი გამოიწვიოს, მაგრამ თუ სულგრძელობას გამოიჩენთ, მოგებული დარჩებით. ამ დღეს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს დიდი მოთმინება დასჭირდებათ — ნუ მისცემთ უარყოფით ემოციებს უფლებას, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიფუჭონ. ერთმანეთში ნუ აურევთ საქმესა და პირად ცხოვრებას, რადგან სამსახურებრივმა რომანმა შესაძლოა თქვენს ავტორიტეტს ჩრდილი მიაყენოს. მაღაზიებში, საყიდლებზე გასვლისას მოსალოდნელია მცირე უთანხმოება გამყიდველთან. სიმართლე თქვენს მხარესაა, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ ან, უბრალოდ, მაღაზიებში გასვლა სხვა დღისთვის გადადოთ. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობას — შესაძლოა, მენიუს შეცვლის დროა.

ლომი

ვარსკვლავები ვნებიანი, ემოციებით სავსე, მაგრამ ხანმოკლე რომანის ალბათობაზე მიგვანიშნებენ. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, ახლობლებთან ურთიერთობა მოაგვაროთ და შეურიგდეთ მათ, ვისაც უმნიშვნელო მიზეზის გამო ეჩხუბეთ. თუ გუნდურად იმუშავებთ, რთულ ამოცანებს თავს გაცილებით მარტივად გაართმევთ. ერთობლივი განხილვა ახალ იდეებსა და საუკეთესო გადაწყვეტილებებს მოგიტანთ. გარემოებათა არახელსაყრელი განვითარების გამო, შესაძლოა გარშემომყოფებთან ურთიერთობაში განსაკუთრებული მოქნილობის გამოჩენა და ტაქტიკის სწრაფად შეცვლა დაგჭირდეთ. გამორიცხული არ არის მოვლენების თქვენთვის არასასურველი შემობრუნებაც. ბედს ნუ გამოცდით და ყოველგვარ რისკს მოერიდეთ — სიმაღლეზე ნუ იმუშავებთ და ელექტროხელსაწყოებთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამცირეთ.

ქალწული

ძველ სიყვარულთან ახალმა შეხვედრამ შესაძლოა გრძნობები განაახლოს. პირად ცხოვრებაზე ბევრს ნუ ისაუბრებთ, თუ არ გსურთ, რომ ის საყოველთაო განხილვის საგნად იქცეს. სამსახურებრივი დატვირთვა ნელ-ნელა შემცირდება, რაც ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ, თუმცა, ხელმძღვანელობამ შეიძლება კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინებაში გაგაგზავნოთ. გირჩევთ, სამსახურში ხელმძღვანელის აზრი გაითვალისწინოთ და დავალება მშვიდად შეასრულოთ. ვარსკვლავები ახალი საქმეების დაწყების, გეგმების განხორციელებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის პერსპექტიულ პერიოდს გპირდებიან. სავარაუდოდ, მოულოდნელი ამბავი გაიძულებთ, საკუთარ ნაბიჯებს კიდევ ერთხელ დაუფიქრდეთ. უახლოეს 24 საათში შეგიძლიათ თავს ინტენსიური სპორტული ვარჯიშის უფლება მისცეთ. დღეს სასურველია ოფთალმოლოგთან ვიზიტი, რადგან თვალების გადაღლა პრობლემაზე მიგვანიშნებს.

სასწორი

დღეს აუცილებლად გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის. გახსოვდეთ: საკუთარი თავის სიყვარული არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ის გრძნობები, რომლებსაც სხვების მიმართ განიცდით. გაუფრთხილდით სიტყვებს — უნებლიეთ ნათქვამმა ფრაზამ შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ ემოციების გამოხატვისა თუ ყვირილის სურვილი რაც უნდა დიდი იყოს, თავი ხელში უნდა აიყვანოთ. არახელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ეცადეთ, თქვენი ანალიტიკური უნარები, საზრიანობა და ბუნებრივი ალღო სწორად გამოიყენოთ — ეს თქვენს საბანკო ანგარიშს სტაბილურად გაზრდის. თქვენი ნიშნის წარმომადგენლებისთვის დღეს წყლის პროცედურები ძალიან სასარგებლოა. ასევე კარგი დროა ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის.

მორიელი

ვარსკვლავები ამ ნიშნის მამაკაცებს პირად ცხოვრებაში ცვლილებებს ჰპირდებიან. ნუ ინერვიულებთ, თუ ეს სიახლეები ერთი შეხედვით უცნაურად და უჩვეულოდ მოგეჩვენათ. ეცადეთ, გარშემომყოფთა გაღიზიანებას ყურადღება არ მიაქციოთ და გახსოვდეთ, რომ შინაგანი ჰარმონია თქვენი მომავალი წარმატების საფუძველია. ასტროლოგები გპირდებიან, რომ რამდენიმე დღეში ურთიერთობები მოწესრიგდება და გაუმჯობესდება. დღეს თქვენი კომუნიკაბელურობა პიკს მიაღწევს, რაც საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა კოლეგებთან მცირე უთანხმოება წარმოიშვას — სანამ თქვენ ხელმძღვანელობის სიმპათიების მოპოვებით იყავით დაკავებული, კოლეგებში ამან უკმაყოფილება გამოიწვია. იმისთვის, რომ ყველა საორგანიზაციო საკითხის მარტოს მოგვარება არ მოგიწიოთ, ეცადეთ, მათთან საერთო ენა გამონახოთ. სატურნის გააქტიურების გამო, შესაძლოა, ამინდზე დამოკიდებული ადამიანები ზურგის ტკივილმა შეაწუხოს, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ.

მშვილდოსანი

უმჯობესია ფლირტზე უარი თქვათ და მისი შესაძლო შედეგები ცივი გონებით შეაფასოთ. ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და თქვენი ნაბიჯები მინიმუმ ერთი სვლით ადრე გათვალოთ — დაუფიქრებელი მოქმედებები სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. ამ დღეს შესაძლოა ნაცნობმა ადამიანმა საეჭვო პროექტში ფულის დაბანდება შემოგთავაზოთ. ნუ დათანხმდებით, მით უმეტეს, თუ მეგობრებიც გაფრთხილებენ, რომ ეს აშკარა ტყუილია. განეწყვეთ წარმატებისთვის, დღევანდელი დღის ენერგეტიკა აუტოტრენინგსა და თვითშთაგონებას ხელს უწყობს. პირად ცხოვრებაში ცვლილებების სურვილმა შეიძლება შეცდომამდე მიგიყვანოთ. მიუხედავად ამისა, ინტუიციას ნუ უგულებელყოფთ.

თხის რქა

ნუ დაუშვებთ იმას, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში ბოლო ადგილზე აღმოჩნდეს. საკმაოდ რთული დღეა, რომელიც საკუთარი პრინციპების დაცვასა მოითხოვს. ოჯახურ საქმეებსა თუ პარტნიორულ ურთიერთობებში დროებითი სირთულეები გელით. სამსახურში უამრავი საქმე დაგემატათ, თუმცა ეს არ შეგაშინებთ! სწრაფად და დიდი დატვირთვით მუშაობას მიჩვეული ხართ, ამიტომ ხელმძღვანელობა ხშირად გადაუდებელ და საპასუხისმგებლო საქმეებს სწორედ თქვენ გავალებთ. თუ შანსს ხელიდან არ გაუშვებთ, შეიძლება ძველი ოცნების განხორციელება შეძლოთ. მიზნის მიღწევის შემდეგ როგორც საკუთარი თავის, ისე საყვარელი ადამიანების გახარება არ დაივიწყოთ. ეცადეთ, დღეს უარყოფით ემოციებს მაქსიმალურად თავი აარიდოთ — სტრესის მაღალმა დონემ შეიძლება თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იმოქმედოს.

მერწყული

ეს დღე იდეალურია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. გრძნობებს ნუ დამალავთ და ორმხრივი სითბო გაეცით. პარტნიორთან ან ახლო ნათესავებთან აზრთა სხვადასხვაობის გამო შეიძლება ოჯახური ურთიერთობები დაიძაბოს. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, მისი გაფართოების გეგმებზე იფიქროთ — შეგიძლიათ საქმიანობის სრულიად ახალი სფერო აითვისოთ ან ბაზრის უფრო ფართო სეგმენტი დაიკავოთ. დღეს შეიძლება მოულოდნელი ხარჯების წინაშე აღმოჩნდეთ, ამიტომ ეცადეთ, წვრილმანი ხარჯები წინასწარ შეამციროთ და ბიუჯეტი უფრო გონივრულად მართოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობის მცირე პრობლემებიც, ამიტომ აჯობებს, დღეს სახლში დარჩეთ და დაისვენოთ.

თევზები

სასიამოვნო, სიყვარულით სავსე საღამო გელით. ინიციატივის საკუთარ თავზე აღება ნუ შეგაშინებთ და თამამად თქვით ის, რაც გსურთ. დაოჯახებულმა თევზებმა მეორე ნახევრის განწყობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ — სრულიად შესაძლებელია, რომ საყვარელ ადამიანს თქვენი მორალური მხარდაჭერა სჭირდება. ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ და თქვენი მისამართით გამოთქმული კრიტიკა უმტკივნეულოდ მიიღოთ. ამ დღეს ფინანსურ საკითხებზე საუბარს, განსაკუთრებით ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან, მოერიდეთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ის მსხვილი შენაძენი განახორციელოთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ. თქვენი ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსი ახლა საკმაოდ მაღალია, ენერგია და აქტიურობა ხელს გიწყობთ, ასე რომ შეგიძლიათ ნებისმიერი საქმე თუ შეხვედრა თამამად დაგეგმოთ. უახლოეს 24 საათში ძალიან ფასეულ რჩევას მიიღებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge