9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
19:52
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თქვენს ცხოვრებას გარემოებები კი არა, თავად თქვენ ქმნით! მხოლოდ გულის კარნახით იმოქმედეთ, რადგან თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. თქვენი ნიშნის წარმომადგენლებისთვის პლანეტების განლაგება მეტად ხელსაყრელია — ერთბაშად რამდენიმე პლანეტა (ვენერა, ცერერა (ჯუჯა პლანეტა), მერკური) თქვენს VII სახლში იყრის თავს. ეს პერიოდი იდეალურია საქმეებისთვის, რომლებიც არასტანდარტულ, შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. ვარსკვლავები მიგვანიშნებენ, რომ მზად ხართ, რაღაც უჩვეულო და განსაკუთრებული შექმნათ. თუ ბოლო დროს ფინანსური პრობლემები გაქვთ, შეიძლება სიტუაციის გამოსასწორებლად თავში ბრწყინვალე იდეა დაგებადოთ. საკუთარ გეგმებს უცხო ადამიანებს ნუ გაუზიარებთ, თორემ შეიძლება ცუდი რჩევა მოგცენ. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ და გამოკვლევებს გეგმავთ, ეცადეთ, გამოცდილი ექიმი შეარჩიოთ.
კურო
თქვენს პირად ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. უმჯობესია, პირველ რიგში პირადი ცხოვრების პრობლემები მოაგვაროთ, შემდეგ კი სამსახურის საქმეებზე იზრუნოთ. შოპინგს და ფულის უსარგებლოდ ხარჯვას ნუ იჩქარებთ, განსაკუთრებით - თუ უახლოეს ხანებში შემოსავალს არ ელოდებით. ეცადეთ, საყვარელი ადამიანები ისეთები მიიღოთ, როგორებიც არიან და გამუდმებით არ აკრიტიკოთ. სავარაუდოდ, მოგეცემათ შანსი, ხელმძღვანელობას რამდენიმე საინტერესო იდეა შესთავაზოთ, რაც კომპანიას მოგებას გაუზრდის, თქვენ კი ფინანსურ ბონუსს მოგიტანთ. დღეს თქვენი ფინანსური ინტუიცია მწვერვალზეა, შეგიძლიათ თამამი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ მოთხოვნილებებს — ნუ შეგეშინდებათ „არას“ თქმის, თუკი რაღაც არ მოგწონთ.
ტყუპები
შეგიძლიათ რომანტიკისთვის განეწყოთ — ეს დღე სასიამოვნო შთაბეჭდილებებსა და ემოციებს გპირდებათ. ეცადეთ, საკუთარ პრობლემებს სხვა კუთხიდან შეხედოთ. შესაძლოა, რაღაცას აზვიადებთ და სანერვიულო არაფერი გაქვთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოვლენები არ დააჩქაროთ და ერთმანეთის მოსმენა ისწავლოთ. თუ პარტნიორზე უფრო გონიერი ხართ, ურთიერთობის სწორად წარმართვაზე თქვენ უნდა იზრუნოთ. თუ ფულთან მუშაობა გიწევთ, უმჯობესია ნებისმიერი გაურკვევლობისას დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართოთ. მოიშორეთ უსაფუძვლო შიშები, რომლებიც მხოლოდ ცხოვრებას გირთულებთ. უძილობის გამო გამორიცხული არ არის თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ მოაწესრიგეთ ძილის რეჟიმი და დასვენებას მეტი დრო დაუთმეთ.
კირჩხიბი
ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებმა ცხოვრების მეგზურის ძიება დროებით უნდა გადადონ — ახლა სიყვარულისა და ოჯახის შექმნისთვის არახელსაყრელი პერიოდია. შესაძლოა, პრობლემების მოგვარებაში ხელი იმ საკითხებმა შეგიშალოთ, რომლებიც წარსულში ბოლომდე ვერ მოაგვარეთ. ყველაფრის ერთბაშად მოწესრიგებას ნუ შეეცდებით და ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედეთ. დღევანდელი დღე ხელსაყრელია ახალი პროექტების შემუშავებისა და საქმიანი ინიციატივების გამოვლენისთვის — თქვენს უნარებს ღირსეულად დააფასებენ. ნუ დაივიწყებთ, რომ ფულის სესხება ხშირად კონფლიქტებისა და უსიამოვნებების მიზეზი ხდება. მეგობრებს შორის ფინანსურმა ანგარიშსწორებამ შესაძლოა ისეთი წყენა და გაუგებრობა გამოიწვიოს, რომლის მოგვარებაც ძალიან გაგირთულდებათ. ეს დღე ბუნების ძალების გამოღვიძებას და სასიცოცხლო პოტენციალის ამაღლებას უკავშირდება. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ, დღეს თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.
ლომი
სულ მალე თქვენს ურთიერთობებში ისეთ რამეს დაინახავთ და გააცნობიერებთ, რასაც ადრე ვერ ამჩნევდით. კამათმა და ორმხრივმა ბრალდებებმა შესაძლოა ჩიხში შეგიყვანოთ, ამის თავიდან ასაცილებლად კი კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ. კანონს ნუ დაარღვევთ და საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეთ, რადგან ამან შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს. მომავალი მგზავრობა შეიძლება ხელსაყრელი გამოდგეს, საქმიანი თანამშრომლობა კი ნაყოფიერი აღმოჩნდეს. გამორიცხული არ არის, რომ მეგობრებისა და ნათესავების მხარდაჭერით დამატებითი შემოსავალი მიიღოთ. ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებსა და საჩუქრებს. საუკეთესო დროა შენაძენებისა და პირად ცხოვრებაში სიახლეებისთვის, თუმცა, ვარსკვლავები მეტ დასვენებას გირჩევენ — ზედმეტი გადატვირთვა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.
ქალწული
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება — კონფლიქტები, წვრილმანი პრეტენზიები და უნდობლობა წარსულს ჩაჰბარდება. დღეს მოერიდეთ რადიკალურ ნაბიჯებს, უსაფუძვლო რისკსა და ცდუნებებს. შესაძლოა, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ ან მეგობართან უთანხმოება მოგივიდეთ. ამავდროულად, საინტერესო პროექტზე თანამშრომლობის შეთავაზება გელით, სადაც თქვენი ნიჭისა და ოსტატობის სრულად გამოვლენას შეძლებთ. ბევრ ქალწულს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ამან შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოიტანოს! შეეცადეთ, საღამო მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ. ამ დღეს ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს.
სასწორი
შეეცადეთ, ის საყრდენი წერტილი იპოვოთ, რომელიც გზას გაგინათებთ. ეს შეიძლება საყვარელი საქმე ან ახლობელი ადამიანი იყოს, რომელიც თქვენს შეხედულებებსა და მისწრაფებებს იზიარებს. ამ დღეს ფულის სესხად გაცემას მოერიდეთ, რადგან უახლოეს მომავალში შესაძლოა, თავად დაგჭირდეთ. ნუ ესტუმრებით ხალხმრავალ ადგილებს, სჯობს უპირატესობა ოჯახურ გარემოს მიანიჭოთ. ბიზნესის წარმომადგენლებს პარტნიორების კეთილგანწყობის მოპოვებისა თუ სარფიანი ხელშეკრულებების დადების შანსი ექნებათ, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. მატერიალური გეგმების განხორციელებისას სიმტკიცე გამოიჩინეთ და ხელი მხოლოდ იმ საქმეს მოჰკიდეთ, რომლის სწრაფად და ბოლომდე მიყვანა შეგიძლიათ. თუ შეუძლოდ ხართ, უახლოეს ხანებში თავს უკეთ იგრძნობთ, თუმცა ნაადრევად ნუ მოდუნდებით და მძიმე სამუშაოს მოერიდეთ.
მორიელი
ვენერას არასტაბილურობის გამო, შესაძლოა პირადი ურთიერთობები არაპროგნოზირებადი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრადაა, შესაძლოა არჩევანის სისწორეში ეჭვი შეგეპაროთ. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არაფრის შეცვლა არ ღირს — საბოლოო დასკვნების დრო მოგვიანებით დადგება. შესაძლოა, დღეს მივლინება შემოგთავაზონ, რაც კარიერული ზრდის ახალ პერსპექტივებს გადაგიშლით. მზად იყავით პასუხისმგებლობის აღებისა და ლიდერული თვისებების გამოსავლენად. იღბალი თქვენს მხარესაა, განსაკუთრებით ფინანსურ საქმეებში. არაკეთილმოსურნეთა ცილისწამების ან საკუთარი ჯიუტობის გამო, დღეს შესაძლოა სულიერი წონასწორობა დაკარგოთ. ამასთან, დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ ვალდებულებებზე, რომლებიც მხრებზე მოულოდნელად დაგაწვებათ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას მოერიდოთ და ჯერ საყვარელი ადამიანის არგუმენტებს მოუსმინოთ. ახალი ამბავი, რომელსაც დღეს გაიგებთ, სავარაუდოდ, თქვენი ოჯახის ერთ-ერთ წევრს შეეხება. სავარაუდოდ, მალე ახალი იდეები გაგიჩნდებათ, რომლებსაც ხელმძღვანელობა მოიწონებს. მოერიდეთ ადამიანს, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის თქვენს გამოყენებას ცდილობს და გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება დაგაზიანოთ. იფიქრეთ იმაზეც, როგორ აქციოთ თქვენი ჰობი ან გატაცება დამატებითი შემოსავლის წყაროდ — ეს შეიძლება ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს. თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს ექიმებთან ვიზიტი სძულთ, თუმცა სანერვიულო არაფერია — ვარსკვლავები კრიტიკულსა და საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.
თხის რქა
ეს დღე თითქოს იმისთვის შეიქმნა, რომ ყველა შიში დაივიწყოთ და ცხოვრებით დატკბეთ. დღის პირველ ნახევარში შეიძლება უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწიოთ, ამიტომ შეეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობისას დაუფიქრებლად მოქმედებას მოერიდეთ — ეს შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტად იქცეს. ამ დღეს თქვენი სხეულის ყველაზე დაუცველი ნაწილი ხელებია — გაუფრთხილდით მათ ვარჯიშის თუ მუშაობის დროს.
მერწყული
შეხვედრებისა და ურთიერთობების დღეა. მოსალოდნელია მეგობრების სტუმრობა და სასიამოვნო სიურპრიზი, ასე რომ, დროის მხიარულად გატარებას შეძლებთ. საკუთარი გამარჯვების გჯერათ და ეს რწმენა სირთულეების გადალახვასა და სასურველი შედეგის მიღწევაში გეხმარებათ. ამ დღეს ნუ დაგეგმავთ ისეთ საქმეებს, რომლებიც ფიზიკურ ან ემოციურ გამძლეობას მოითხოვენ. ამის ნაცვლად, თავი ლამაზი ნივთით გაანებივრეთ, მით უმეტეს, თუ ამისთვის თანხა წინასწარ გქონდათ გადანახული. მოერიდეთ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში წახემსებას — დიდია საკვებით მოწამვლის ალბათობა, რამაც შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიაყენოს.
თევზები
მალე მეგობრობა შეიძლება რაღაც უფრო დიდ გრძნობაში გადაიზარდოს — ვენერასა და იუპიტერის ტრიგონი საუკეთესო პირობებს ქმნის ახალი სიყვარულის დასაწყებად. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი დღეს შეიძლება დიდ უთანხმოებაში გადაიზარდოს, ხოლო დაუფიქრებელ სიტყვას უსიამოვნო შედეგების მთელი წყება მოჰყვეს. თქვენს ინიციატივებს ხელმძღვანელობა დიდი სიამოვნებით შეხვდება, თუმცა შეეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. მალე თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სანდო პარტნიორები გახდებიან. მათი რჩევების წყალობით ბევრი თქვენი წამოწყება წარმატებით დასრულდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან