8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 სამ. 7 ივლისი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ახალი ნაცნობობა, სავარაუდოდ, დიდ სიყვარულში გადაიზრდება, დაოჯახებული წყვილების კავშირი კი კიდევ უფრო განმტკიცდება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროა, მთავარია, არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული თქვენი პირადი ცხოვრება. დღის დასაწყისი საუკეთესო დროა ერთობლივი გეგმების განხორციელების, ასევე ხელმძღვანელობასთან თუ სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობებისთვის. ფინანსური თვალსაზრისით ყველაფერი თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება. არ არის გამორიცხული, რომ პირადი კავშირები ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების ან სამსახურებრივი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოთ. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლება — კარგი იქნება, თუ მედიტაციას დაიწყებთ ან მასაჟის სეანსზე ჩაეწერებით.
კურო
თუ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ახლა იწყება, მოვლენებს წინ ნუ გაასწრებთ — სანამ სიყვარულის მორევში გადაეშვებით, პარტნიორს კარგად დააკვირდით. ამ დღეს ახლობელი ადამიანები სასიამოვნო სიახლით გაგახარებენ, თქვენი ოჯახური იდილია კი სასურველ სტუმრებს მიიზიდავს. პლანეტების მხარდაჭერა ჩინოვნიკებთან შეხვედრისას, საქმიანი მოლაპარაკებებისას და საბუთების გაფორმებისას სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, მეგობრობა და ბიზნესი ერთმანეთში არ აურიოთ — მეგობრებისთვის ფულის სესხებამ შესაძლოა უსიამოვნება მოგიტანოთ. შეინარჩუნეთ აქტიური ცხოვრების წესი — სუფთა ჰაერზე ხანმოკლე გასეირნებაც კი თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე საოცრად იმოქმედებს.
ტყუპები
ეს დღე ახალ ნაცნობობასა და რომანტიკულ თავგადასავლებს მწვანე შუქს აუნთებს. განსაკუთრებით იმ ტყუპებს გაუმართლებთ, რომლებიც მეორე ნახევარს ეძებენ. მშვენიერი დღეა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად — დაუთმეთ მათ დრო და თქვენი ზრუნვა აგრძნობინეთ. დღეს შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი, რომ ყველას მიუთითოთ და უხელმძღვანელოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ კოლეგები ვალდებულნი არ არიან, თქვენს ყველა ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილონ. პლანეტების განლაგება აჩვენებს, რომ თქვენი შემოსავლების ზრდისა და პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ყველა პირობა არსებობს. ღამით სრულფასოვანი ძილი ძალებსაც აღგიდგენთ და ხასიათზეც მოგიყვანთ.
კირჩხიბი
მოსალოდნელია, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში თავი გაუგებრობამ იჩინოს — მზად იყავით იმისთვის, რომ მან შესაძლოა თქვენი გატაცებები და გეგმები არ გაიზიაროს. სავარაუდოდ, პარტნიორთან რთული საუბარი გელით, მაგრამ ეცადეთ, კამათი კონფლიქტში და დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. ნუ აჰყვებით ჭორებს, რომლებიც თქვენამდე მოაღწევს — ვიღაც ცდილობს, საყვარელ ადამიანებს დაგაშოროთ. სამსახურში უსიამოვნებებს თავს თქვენი ინტუიციის წყალობით დააღწევთ. ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა გახსოვდეთ, რომ ფორტუნა ცვალებადია და სტაბილურობის პერიოდი მუდმივად ვერ გაგრძელდება. ზოგადად, საკმაოდ რთული და დაძაბული დღეა. არსებობს ჯანმრთელობის გაუარესების, უსიამოვნო თავგადასავალში გახვევის ან ნათესავებთან დაკავშირებული პრობლემების რისკი.
ლომი
ამ დღეს სასიყვარულო ფრონტზე წარმატების შანსები მკვეთრად გაიზრდება. იდეალური დროა მათთვის, ვინც ეძებს რომანტიკულ თავგადასავლებს ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. გულახდილობა და სიმართლე ერთმანეთის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ — ნუ შეგეშინდებათ იმის თქმა, რაც ურთიერთობაში გაღელვებთ. მიზნების მისაღწევად არაერთხელ მოგიწევთ, რომ სხვადასხვა ეშმაკობას მიმართოთ, რის გამოც შეიძლება მტრები გაიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ან ავტომობილის გამოცვლაზე იფიქროთ, მით უმეტეს, რომ დღეს ხელსაყრელ საკრედიტო შემოთავაზებას მიიღებთ. სუფთა ჰაერი და ბუნებასთან კავშირი სასწაულებს ახდენს! ხშირად ისეირნეთ და შეამჩნევთ, როგორ გაგიუმჯობესდებათ განწყობა.
ქალწული
თუ მოინდომებთ, ურთიერთობებში ჰარმონიის პოვნასა და საერთო ენის გამონახვას შეძლებთ. ყურადღება დაუთმეთ იმას, რაც ორივესთვის მართლაც ძვირფასია. ეს დღე პირად ცხოვრებაში სასიამოვნო აღმოჩენებს გპირდებათ. შეგიძლიათ თამამად დაგეგმოთ საქმეები, რომლებიც აქამდე გაეჭვებდათ — ამ დღეს ნაჩქარევი, მაგრამ ძალიან მოგებიანი გადაწყვეტილებების მიღება შეგიძლიათ. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო და პერსპექტიული აღმოჩნდება და თქვენს მომავალზე გავლენას იქონიებს. ეს დღე კოსმოსური ენერგიით სავსეა — თქვენი ბიოველი, ქარიზმა და თვითრეალიზაციის უნარი ძლიერდება. ეცადეთ, ეს დრო შეხვედრებს, პარტნიორობასა და შემოქმედებით ძიებას მიუძღვნათ.
სასწორი
პირად ცხოვრებაში გარკვეული გამოცოცხლება გელოდებათ, თუმცა ახალი ამბავი სასიყვარულო თავგადასავლებს დროებით დაგავიწყებთ. დროა, უფროს ნათესავებს ესტუმროთ და მათი საჭიროებებით დაინტერესდეთ. არ დაივიწყოთ, რომ საყვარელი ადამიანებისთვის თქვენი ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. გირჩევთ, ამ დღეებში მეტი მოქნილობა გამოიჩინოთ. საკუთარ აზრს თავგამოდებით ნუ დაიცავთ, თორემ გარშემომყოფები პრინციპულ კი არა, უტაქტო ადამიანად მიგიჩნევენ. შესაძლოა, მალე ძალები სრულიად ახალ საქმეში მოსინჯოთ, თუმცა ერთჯერად, დიდ მოგებას არ უნდა გამოეკიდოთ. ამ დღეს შესაძლოა ჯანმრთელობის ძველმა პრობლემებმა თავი შეგახსენოთ — მკურნალობას ნუ გადადებთ, დაავადება თავისით არ გაივლის. ფიზიკური დატვირთვა სამომავლოდ გადადეთ და დღეს ადრე დაიძინეთ.
მორიელი
გაბრაზების დროს ხშირად ვამბობთ სიტყვებს, რომლებმაც შეიძლება ურთიერთობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ, ამიტომ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მშობლების ან უფროსი ნათესავების ხანგრძლივი სტუმრობისთვის მოემზადოთ. ნუ ინერვიულებთ იმის გამო, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის — ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, ერთგან თუ დაკარგავთ, სხვაგან აუცილებლად იპოვით. კომერციის სფეროში დასაქმებულებს წინ დიდი წარმატება ელით — დროა, მიღებული თანხის სარფიანად დაბანდებაზე იფიქროთ. თუ ამ დღეს დაავადების სიმპტომებმა შეგაწუხათ, ნუ წაუყრუებთ და ეცადეთ, ექიმს დროულად მიმართოთ.
მშვიდოსანი
არაკეთილისმსურველთა მიერ დაყრილი ჭორების გამო საყვარელი ადამიანის ერთგულებაში ეჭვს ნუ შეიტანთ. გირჩევთ, თქვენი ეჭვები პარტნიორთან განიხილოთ და დარწმუნდებით, რომ ცდებით. ამაღლებული განწყობა, რომელიც დღეს ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს დაეუფლება, იმაზე მეტყველებს, რომ სულს დღესასწაული მოსწყურდა. რაც შეეხება ფინანსებს, ამ დღეს საკუთარ სახსრებს უნდა დასჯერდეთ და კრედიტებით თავი არ დაიტვირთოთ. რკინის ჯანმრთელობაც რომ გქონდეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორგანიზმს უყურადღებოდ მოეპყროთ — ეცადეთ, ფიზიკური დატვირთვა და დასვენება სწორად გადაანაწილოთ.
თხის რქა
ეს დღე იდეალურია სასიყვარულო პაემნებისთვის. საკუთარ ენერგიას და შესაძლებლობებს ტყუილუბრალოდ ნუ გაფანტავთ. ყურადღება მთავარ საკითხებზე გადაიტანეთ, მეორეხარისხოვანი საქმეები კი დროებით გვერდზე გადადეთ. ეცადეთ, კოლეგებთან და პარტნიორებთან კავშირი არ გაწყვიტოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მათთან შეთანხმებით მიიღოთ. მატერიალურ კეთილდღეობაზე ფიქრი მნიშვნელოვანია, მაგრამ მიუწვდომელ მიზნებს არ შეეპოტინოთ. ახალ პროექტებზე მუშაობა თამამად დაიწყეთ — ჰოროსკოპი აჩვენებს, რომ ნებისმიერ ასპარეზზე წინსვლა გელით. გახსოვდეთ, რომ უკიდურესობები ყოველთვის საზიანოა — იქნება ეს ქანცის გაწყვეტამდე მუშაობა თუ ტკბილეულის ჭარბი მიღება. დაიცავით ბალანსი სამუშაოსა და დასვენებას შორის, რათა ზედმეტი სტრესი თავიდან აიცილოთ.
მერწყული
ვარსკვლავები დაუვიწყარი რომანტიკული თავგადასავლის დაწყებაზე მიგანიშნებენ. იყავით აქტიური და საკუთარი იდეები ახალ თანამოაზრეებს გაუზიარეთ. გაითვალისწინეთ, რომ პლანეტების ამჟამინდელი განლაგება სამსახურში შრომის ნაყოფიერებას ხელს არ უწყობს. გულდასმით დაგეგმეთ ბიუჯეტი — ეს ზედმეტი ხარჯებისგან დაგიცავთ. სულიერი და ფიზიკური აღმავლობის ფონზე ბევრის მიღწევას შეძლებთ, სამყარო კი პოზიტივითა და დასახული გეგმების განხორციელებისთვის საჭირო ენერგიით აგავსებთ.
თევზები
უკუაგდეთ შიშები და ეჭვები, რადგან პირადი ცხოვრების მოწესრიგებისთვის შეიძლება ასეთი შანსი აღარც მოგეცეთ! დღეს ნაკლებად ახლობელი ადამიანი — სავარაუდოდ, მეზობელი თქვენს ოჯახურ საქმეებში მცირე არეულობას შეიტანს. არ არის გამორიცხული, რომ კორპუსის საერთო საჭიროებებზე მსჯელობა მოგიწიოთ. წარმატების მიღწევისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ფინანსური მდგომარეობა იმაზე სტაბილურია, ვიდრე გეგონათ, ასე რომ შეგიძლიათ ეს პერიოდი დანაზოგის გასაკეთებლად გამოიყენოთ. გირჩევთ ბოსტნეულის დიეტა დაიწყოთ — ის ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან