დღის ჰოროსკოპი

1-ელი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს თქვენი ფსიქიკა საკმაოდ მოწყვლადია, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს, თუნდაც ამის მიზეზი გქონდეთ. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ — მეგობრებს ხშირად ესტუმრეთ და გაერთეთ. სასურველია, ამ დღეებში ურთიერთობა მხოლოდ მხიარულ და სასიამოვნო ადამიანებთან გქონდეთ და „ენერგეტიკულ ვამპირებს“ თავი აარიდოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ წარმატებას მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით მიაღწევთ, ასე რომ იღბლის იმედად არ უნდა იყოთ. დასახული გეგმების შესრულებისთვის გარშემომყოფების მიმართ თქვენი დამოკიდებულება მთლიანად უნდა შეცვალოთ. შანსი გაქვთ ფულადი პრიზი მოიგოთ ან ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა და ვარჯიში ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

კურო

დაფიქრდით, ზედმეტად ხომ არ აიდეალებთ ადამიანს, რომელიც თქვენს მომავალ მეორე ნახევრად შეარჩიეთ? ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რათა თქვენმა ზღვარგადასულმა აქტიურობამ ოჯახში დაპირისპირება არ გამოიწვიოს. სჯობს თქვენი ენერგია საყვარელ ადამიანზე ზრუნვას მოახმაროთ. ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანმა შესაძლოა კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან დაუფარავი აგრესია გამოიწვიოს. ამ დღეს მოგეცემათ შანსი, რომ სასურველი ნივთი ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ ან ფული სარფიანად დააბანდოთ. გირჩევთ, საღამოს ყველა საქმე გადადოთ, თავს მოდუნების უფლება მისცეთ და მედიტაციით დაკავდეთ.

ტყუპები

ამ დღეს თქვენი პიროვნული ხიბლი და მიმზიდველობა საგრძნობლად გაიზრდება. ინტუიცია და უჩვეულო ხედვა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ოჯახში სიხარულისა და სიყვარულის ატმოსფერო შექმნათ და ახლობლებთან სასიამოვნო ურთიერთობისთვის განეწყოთ. ფინანსურ საკითხებში დღეს სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ხარჯებსა და ინვესტიციებზე. მალე შეიძლება მოულოდნელი, მაგრამ მოგებიანი გარიგების სახით სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ. ფრთხილად იყავით — გამორიცხული არ არის, რომ თანამშრომლებმა ან ხელქვეითებმა თქვენი კონფლიქტში ჩათრევა სცადონ. ჰოროსკოპი მიგანიშნებთ, რომ დღეს შეიძლება საინტერესო სამსახური შემოგთავაზონ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა — სავარაუდოდ, შენაძენი იმედებს გაგიცრუებთ. ასევე უარი თქვით ცხიმიან საკვებსა და ალკოჰოლურ სასმელებზე — დიდია მოწამვლის ალბათობა.

კირჩხიბი

მხოლოდ საკუთარ ემოციებზე ნუ იფიქრებთ — საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. სითბო და მზრუნველობა ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ, მოუსმინოთ მათ და მხარი დაუჭიროთ. ყველაფერი, რასაც ამ დღეს სამსახურში მიაღწევთ, დიდ ძალისხმევად დაგიჯდებათ. საყვარელი ადამიანისგან მიღებული საჩუქარი დღის განმავლობაში დაგროვილ უარყოფით შთაბეჭდილებებს დაგავიწყებთ. სავარაუდოდ, გზაზე ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდებათ, მაგრამ თუ შეუპოვრობას გამოიჩენთ, მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებთ. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ — ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. მთავარია მუდმივი ვარჯიში არ მიატოვოთ!

ლომი

ეს დღე პაემნებისა და სასიყვარულო საქმეებისთვის არ გამოდგება —ორმხრივი საყვედურებისა და ბრალდებების ალბათობა ძალიან მაღალია. ასტროლოგები გირჩევენ, გამოცდილი ადამიანის რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ. თუ მხოლოდ საკუთარ აზრს დაეყრდნობით, შესაძლოა შეცდომა დაუშვათ. ხელსაყრელი დღეა საქმიან ქაღალდებთან მუშაობისა და ახალი ინიციატივებისთვის. შეგიძლიათ ხელმძღვანელთან ხელფასის მომატებაზეც ილაპარაკოთ. იყავით მშვიდი და თანმიმდევრული - თქვენი პოზიციის სხვებამდე მიტანას მხოლოდ ასე შეძლებთ. ფინანსური ოპერაციები და მსხვილი საყიდლები წარმატებული იქნება. ეცადეთ, მხოლოდ პოზიტიურად იაზროვნოთ. ნეგატიური ფიქრები როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ განწყობას თრგუნავს.

ქალწული

თუ თვლით, რომ პირად ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა, ინიციატივის საკუთარ თავზე აღება ნუ მოგერიდებათ! უფრო გაბედულად იმოქმედეთ და ყველაზე თამამი ოცნებების ასრულებასაც შეძლებთ. გამორიცხული არ არის, რომ ბოლო დროს საკუთარი ფანტაზიების ტყვეობაში ხართ. თუ ასეა, დროა, რეალურ სამყაროში დაბრუნდეთ. მოემზადეთ, რომ ხელმძღვანელობის წინაშე თქვენი ცოდნა და უნარები საუკეთესოდ წარმოაჩინოთ. ამას შეუძლია თქვენს კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ფინანსურ საკითხებში მეტი ყურადღება გმართებთ, დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა შესაძლოა მატერიალური ზარალი მოგიტანოთ. ზედმეტი დატვირთვა სტრესის მიზეზი გახდება და ძილზე უარყოფითად იმოქმედებს.

სასწორი

ამ დღეს ვარსკვლავები მარტოხელებს მფარველობენ, რომლებიც სიყვარულს ეძებენ, ამიტომ ეცადეთ ხალხმრავალ წვეულებაზე ან თუნდაც ინტერნეტით საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. თუ არ იზარმაცებთ, შანსი გექნებათ, რომ ამ დღის ენერგია სასარგებლოდ გამოიყენოთ და გარშემო მყოფებს თქვენი შრომისუნარიანობა და ენთუზიაზმი დაანახვოთ. ჰოროსკოპი აჩვენებს, რომ თქვენი კეთილდღეობის ზრდა ბინის ენერგეტიკასთან მჭიდრო კავშირშია. გირჩევთ, სახლის საფუძვლიანი დასუფთავება დაიწყოთ და ძველი, უსარგებლო ნივთები მოიშოროთ — ეს ფინანსური ნაკადების გააქტიურებასა და მათ სრულად ამუშავებაში დაგეხმარებათ! გირჩევთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ და თავს მთელი დღის მანძილზე კარგად იგრძნობთ.

მორიელი

დაოჯახებულ წყვილებს შორის შესაძლოა, დაპირისპირება წარმოიშვას, თუმცა ნამდვილი სიყვარული ამ გამოცდას გაუძლებს. თუ შვებულების აღებას ვერ ახერხებთ, ჯობია მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ — ეს ურთიერთობის გარჩევას მოგწყვეტთ და კონფლიქტებს აგარიდებთ. თქვენი სტიქიის ბევრ წარმომადგენელს ლიდერული უნარების გახსენება მოუწევს. შექმნილი სიტუაცია თქვენგან ყურადღების გამახვილებას მოითხოვს, სამაგიეროდ ვარსკვლავები გაწეული შრომისთვის ჯილდოს გპირდებიან! ფინანსური გარიგებისთვის შესაფერისი დღეა. ყველა ინვესტიცია წარმატებული აღმოჩნდება. ფრთხილად მოეპყარით ელექტრომოწყობილობებს — შესაძლოა მოკლე ჩართვა მოხდეს, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

მშვილდოსანი

ზედმეტ მოლოდინებს ხშირად იმედგაცრუება მოჰყვება, ამიტომ ეცადეთ, რეალისტი იყოთ. წყენას გულში ნუ დაიტოვებთ — შეცდომას ყველა უშვებს, ძველი წყენა კი ხანგრძლივი კონფლიქტის დაწყების მიზეზი არ უნდა გახდეს. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს თქვენს სურვილებსა და იმედებზე ესაუბროთ. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა და კომუნიკაბელურობა სასარგებლო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ, თუმცა, ზედმეტად გულუბრყვილო ნუ იქნებით და ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც მოისმენთ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, ამიტომ ფინანსურ საკითხებს უფრო ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. უარი თქვით სწრაფ კვებასა და მზა სალათებზე და ეცადეთ, მხოლოდ ახალი და ნატურალური პროდუქტები მიირთვათ, რადგან საკვებით მოწამვლის რისკი არსებობს.

თხის რქა

დღეს შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას რომანტიკით აავსებს. ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებს და ახალი შთაბეჭდილებებით დატკბით. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ შეიძლება მოულოდნელად სტუმრები გეწვიონ, ამიტომ ეცადეთ, სახლის საფუძვლიანი დასუფთავებისთვის ორიოდე საათი გამონახოთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ სწავლისა და პიროვნული ზრდის შესაძლებლობებს. იდეალური დღეა ახალი უნარების ათვისების, ბანკში კრედიტის ან, უბრალოდ, საკრედიტო ბარათის აღებისთვის. ნათესავებისა და მეგობრებისგან მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებთ, რისი წყალობითაც ბევრ პრობლემას მოაგვარებთ.

მერწყული

რთულ საქმეებსა და მნიშვნელოვან შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ, რადგან საუკეთესო ფორმაში არ ხართ. ამის ნაცვლად, სჯობს, დრო შვილებს ან მეგობრებს დაუთმოთ. დღეს თქვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, როგორი ემოციური განწყობა იქნება სახლში. სამსახურში ბევრი მუშაობა მოგიწევთ, თუმცა ჯილდოც არ დააყოვნებს. გამორიცხული არ არის, რომ საქმიანი ან ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით მიმართოთ ადამიანს, ვისთანაც საუკეთესო ურთიერთობა არასოდეს გქონიათ. ამ დღეს თქვენი ნიშნის წარმომადგენლები ინფექციური დაავადებების მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან. ეცადეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იშვიათად გამოიყენოთ, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ და ვიტამინები მიიღოთ.

თევზები

ამ დღეს ოჯახურ ურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაძლოა, რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში მყოფმა ადამიანმა დახმარება ან რჩევა გთხოვოთ. თქვენს კარიერას საფრთხე არ დაემუქრება, თუ საკუთარ რეპუტაციას დარტყმის ქვეშ არ დააყენებთ. გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ყველა ჭორს, რომელიც თქვენს ყურამდე მოაღწევს. სრულიად შესაძლებელია, რომ კონკურენტები ან შურიანი ადამიანები თქვენს გაღიზიანებას განგებ ცდილობენ. იმუნიტეტი მაღალია, ენერგიაც ჭარბად გაქვთ, თუმცა, არსებობს ტრავმის მიღების რისკი, მათ შორის - ყოფით ცხოვრებაში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge