25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ახალი ნაცნობობა და მსუბუქი ფლირტი შეიძლება მალე ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდოს! სიყვარულში ვენერა მფარველობას არ მოგაკლებთ. დატვირთული სამუშაო განრიგის მიუხედავად, ოჯახის წევრებზე ზრუნვა და ახლობლების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა მოგიწევთ, თუმცა, ეს მძიმე ტვირთად არ დაგაწვებათ. არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. თუ გრძნობთ, რომ თქვენს მცდელობას შედეგი არ მოაქვს, უმჯობესია პაუზა აიღოთ. დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ - უმჯობესია, სიტუაციის განვითარებას დააკვირდეთ. გადახედეთ თქვენს ხარჯებს და გაუმართლებელ შენაძენზე უარი თქვით. მალე ხელსაყრელი შესაძლებლობა გამოჩნდება, მაგრამ მის გამოსაყენებლად მნიშვნელოვანი თანხა დაგჭირდებათ. შუადღე და საღამო დილასთან შედარებით აქტიურად ჩაივლის, შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავება კი მოქმედებისკენ გიბიძგებთ.
კურო
ამ დღეს თქვენი სასიყვარულო საქმეები სამუშაო პროცესზე აისახება, რაც კოლეგების გაღიზიანებას გამოიწვევს. ნათესავები მოულოდნელ დავალებას მოგცემენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერში უნდა დაეთანხმოთ და მათი ყველა იდეა მოიწონოთ. პლანეტების დღევანდელი განლაგება ბიზნესის სფეროში დასაქმებულ კუროებს წარმატებას ჰპირდება. ზოგიერთ თქვენგანს საქმიანი შეხვედრები და უცხოელ პარტნიორებთან ხელშეკრულებების გაფორმება ელის, ზოგი კი კონკურენტებთან შეთანხმებას და საერთო ენის პოვნას შეძლებს. მენეჯმენტთან და ბიზნესპარტნიორებთან კონფლიქტი წარსულს ჩაჰბარდება. მთლიანობაში, საკმაოდ დაძაბული, მაგრამ ნაყოფიერი დღეა, რაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. საქმიანი პარტნიორის კეთილი რჩევა გაითვალისწინეთ და გადაწყვეტილების მიღებისას არ აჩქარდეთ.
ტყუპები
სავარაუდოდ, ძალებს ახალ სფეროში მოსინჯავთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. გარშემო მყოფებს თქვენს აზრს თავზე ნუ მოახვევთ, თორემ შედეგებზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ. პროფესიული წარმატებები თქვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება ან კარიერულ წინსვლას ბიძგს მისცემს. ყველა საქმეში საკუთარ გონებასა და ინტუიციას მიენდეთ. ფინანსური ნაკადების ენერგია დიდწილად თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული — თუ ყველაფერს შავ ფერებში დაინახავთ, შანსს ხელიდან გაუშვებთ. თუ პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებთ ბევრი კითხვა და პრობლემა, რომელიც ადრე გაწუხებდათ, ძალიან მარტივად და სწრაფად მოგვარდება. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ თქვენ წინაშე სრულიად ახალი პერსპექტივები გაიხსნას.
კირჩხიბი
დღეს ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი გაუთვალისწინებელ სირთულეებს შეეჯახება. მიუხედავად ყველაფრისა, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი და მხნეობა. შესაძლოა, გარკვეულ დაბრკოლებებს წააწყდეთ, თუმცა მომატებული ენერგია და თქვენი პირადი აქტიურობა დაგეხმარებათ ყველა უსიამოვნების დამარცხებასა და ნებისმიერი ბარიერის გადალახვაში. ცოტათი დაისვენეთ საქმეებისგან — ეს აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ემოციური კეთილდღეობისთვის და ახალი ურთიერთობების დასაწყებად. ნეგატიური ემოციების გავლენამ შესაძლოა ცუდად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. დადგა დრო, შეცვალოთ ცხოვრებისადმი მიდგომა და ისწავლოთ ყოველდღიური წვრილმანებით გახარება.
ლომი
არ დაგავიწყდეთ საყვარელ ადამიანს უთხრათ, თუ როგორ გიყვართ და აფასებთ. ეს სიტყვები თქვენს დღეს განსაკუთრებულს გახდის. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა ან ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ჰოროსკოპი აჩვენებს, რომ თქვენი ოჯახური ცხოვრება თანდათან მშვიდდება, კოლეგებთან ურთიერთობა კი უმჯობესდება. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, თუმცა სწრაფ შედეგებს ნუ ელოდებით. მომავალ კვირას მნიშვნელოვანი ხარჯები გელით, ამიტომ შეეცადეთ, მაღაზიებში სიარული დროებით, მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ცხარე საკვებს, მას გასტრიტისა და ანთებითი პროცესების გამოწვევა შეუძლია.
ქალწული
შესაძლოა, მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი, მგზნებარე რომანი დაიწყოს. მომავალი სიყვარული უკვე თქვენ გვერდითაა, თუმცა ჯერჯერობით ვერ ამჩნევთ. დღის მეორე ნახევრიდან გარკვეული სირთულეები გელით, თუმცა ამას კატასტროფად ნუ აღიქვამთ — საბოლოოდ, პრობლემებს გამარჯვებად აქცევთ. შესანიშნავი დღეა მუშაობისთვის. განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვინც თანამოაზრეებთან ერთად, გუნდში მუშაობს. მალე თქვენ წინაშე ახალი ფინანსური ჰორიზონტები გადაიშლება. მზად იყავით პატარა რისკისთვის და ეს კარგ მოგებას მოგიტანთ. ინფექციური დაავადებების რისკი მაღალია, ამიტომ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდეთ და იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნეთ.
სასწორი
ამ დღეს პირადი ურთიერთობები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. საყვარელი ადამიანის კრიტიკით და მის მიმართ ზედმეტი მოთხოვნების წაყენებით დიდ შეცდომას უშვებთ! ამით მხოლოდ იმას მიაღწევთ რომ თქვენს მიმართაც ასეთივე მომთხოვნი გახდება. ბრწყინვალე დროა კარიერული წინსვლისთვის. თუ არ იზარმაცებთ შეძლებთ კონკურენტებს გაუსწროთ და მოგებიანი ხელშეკრულება გააფორმოთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სიცრუესა და ილუზიებთან შეჯახება. დაღლილობა გაღიზიანებისა და უკმაყოფილების მიზეზი გახდება. ამ დღეს ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ.
მორიელი
მარტოხელა მორიელებს რომანტიკული შეხვედრა ელით, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. დაოჯახებულებს საოჯახო პრობლემების მოგვარება მოუწევთ, რის გამოც სამუშაოსთვის ნაკლები დრო დაგრჩებათ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო დისციპლინა დაიცვათ. სამსახურში მოსალოდნელია უსიამოვნება, რომელიც მაკონტროლებლების ვიზიტს ან ხელმძღვანელობის მხრიდან უსაფუძვლო პრეტენზიებს უკავშირდება. ფრთხილად იყავით, რომ თქვენი სიკეთე და თანაგრძნობა ვიღაცამ სარგებლის მისაღებად არ გამოიყენოს. ეცადეთ, იღბლის იმედად ყოფნის ნაცვლად საქმეების დაგეგმვას მიეჩვევით. ეს დაგეხმარებათ, რომ ფინანსური პრობლემები სირთულეების შემთხვევაშიც კი სწრაფად გადაჭრათ. შემოქმედებითი საქმიანობა ან საყვარელი ჰობი შინაგან ჰარმონიას მოგიტანთ.
მშვილდოსანი
დროა, საკუთარ გრძნობებსა და საჭიროებებზე დაფიქრდეთ. პირად ცხოვრებაში შეიძლება ნათესავებთან ძველი წყენის გამო პრობლემები გაჩნდეს. სამსახურში უფროსთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია მცირე უსიამოვნება. უმნიშვნელო კამათი ან დაუფიქრებელი ფრაზა შეიძლება სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ურთიერთობებში ემოციებს ნუ აჰყვებით. ფულთან დაკავშირებითაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ — ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მეტისმეტად ბევრს ხარჯავთ. საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებები იმედის მომცემი შედეგით დასრულდება, რაც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.
თხის რქა
პარტნიორთან ურთიერთობაში შესაძლოა უთანხმოებები წარმოიშვას — სავარაუდოდ, ერთმანეთისგან ცოტა ხნით დასვენება გჭირდებათ. ხანდახან ხანმოკლე განშორება ურთიერთობას აცოცხლებს და ეს სწორედ ის შემთხვევაა. ეცადეთ, სამსახურში მეტი მონდომება გამოიჩინოთ, რადგან თქვენი მომავალი ამაზეა დამოკიდებული. ვარსკვლავები ამბობენ, რომ წარმატების მისაღწევად მიზეზსა და მოტივაციას აუცილებლად იპოვით. მოსალოდნელია მატერიალური შემოსავალი, საჩუქარი ან მოგებიანი წინადადება. ამ ღამეს ნანახი სიზმარი მცდარია და არასოდეს აგიხდებათ. სავარაუდოდ, მალე თავს შეგახსენებთ ქრონიკული დაავადებები, ძველი დაჭიმულობა ან სპორტული ტრავმები. დაავადების სიმპტომებს ნუ უგულებელყოფთ და მკურნალობის კურსი დაიწყეთ.
მერწყული
თქვენი თავმოყვარეობა ახლა განსაკუთრებით გამძაფრებულია, რამაც შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. კარგი დღეა სახლის დასუფთავებისა და დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. მოერიდეთ უხეშობას და უპატივცემულობას — გარშემომყოფები ამას მტრულად შეხვდებიან. ახლა პრინციპულობის გამოვლენას და გაჯიუტებას სხვების აზრის გათვალისწინება და კომპრომისზე წასვლა ჯობია. მკურნალობის მეთოდის შერჩევისას მხოლოდ თერაპევტების რჩევებს უნდა ენდოთ — ხალხური მედიცინის რჩევებმა შესაძლოა, ამჯერად მხოლოდ ზიანი მოგიტანოთ.
თევზები
ამ დღეს მობილურ ტელეფონს თავს ვერაფრით დააღწევთ. დღის განმავლობაში საყვარელი ადამიანი გამუდმებით რეკავს და ყურადღებას ითხოვს. დროა, ოჯახში პასუხისმგებლობები და უფლებამოსილებები გაანაწილოთ, თავადაც ხვდებით, რომ ყველაფერს მარტო ვერ გაუმკლავდებით. სამსახურში უფრო გაბედული იყავით და პასუხისმგებლობის ნუ შეგეშინდებათ — ეს ლიდერის თვისება და წარმატების საწინდარია. ჰოროსკოპი მოწმობს, რომ მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან ადრე დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება. მოიშორეთ ბნელი ფიქრები და იმ სასიამოვნო მოვლენებზე იფიქრეთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან