დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღევანდელი ასტროლოგიური ენერგია მარტოხელა ვერძებს სულიერად ახლობელი ადამიანის ძებნისკენ უბიძგებს. მზად იყავით ახალი გამოცდილებისთვის. ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან, რომ თქვენს სახლში მუდამ სიყვარულისა და ზრუნვის ატმოსფერო სუფევდეს. უახლოესი დღე-ღამის ჰოროსკოპი ახალ ნაცნობობას ან წარმატებას გპირდებათ. შესაძლოა, სამსახურში თქვენი გავლენა საგრძნობლად გაიზარდოს, თუმცა, ყოველი მომდევნო ნაბიჯი კარგად უნდა გათვალოთ. აზარტული თამაშები არავითარ შემთხვევაში არ ითამაშოთ, თორემ დიდ ფულს დაკარგავთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ხალხმრავალ ადგილებში, სტადიონებსა და ციცაბო კიბეებზე — მოსალოდნელია კიდურების ტრავმები.

კურო

ამ დღეს საყვარელ ადამიანს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდება, თანაც მისთვის სრულიად მოულოდნელ და ახალ სფეროში. შესაძლოა, დავალებასთან გამკლავება თქვენც გაგიჭირდეთ, თუმცა საქმის დასრულებას მაინც შეძლებთ. ოჯახური დასვენება სწორედ ის არის, რაც ამ დღეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. ეცადეთ გარშემო ის ადამიანები შემოიკრიბოთ, ვინც გიყვართ და ვისაც უყვარხართ. შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ — სავარაუდოდ, ხელმძღვანელი რიგგარეშე შვებულებაზე უარს არ გეტყვით. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს და მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, რადგან მოსალოდნელია ფეხის მყესების გაჭიმვა.

ტყუპები

სასიყვარულო საქმეებში შეგიძლიათ საკუთარ ინტუიციას მიენდოთ. ახლა ვენერა იუპიტერთან კვინკონსში იმყოფება, ასე რომ, მეექვსე გრძნობა არ გიღალატებთ. შესანიშნავი დროა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. რაც შეეხება რომანტიკულ განწყობას, ახლა ამაზე ნაკლებად ფიქრობთ. იყავით გახსნილი ყველა შესაძლებლობისთვის — ვარსკვლავები კარიერული ზრდის ბრწყინვალე პერსპექტივას გიწინასწარმეტყველებენ! ყველაზე მეტი სიფრთხილე ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში გმართებთ. ეცადეთ, ოჯახის წევრების მიმართ მეტი ლმობიერება გამოიჩინოთ, თუნდაც თქვენთან შეუთანხმებლად ძვირად ღირებული ნივთები შეიძინონ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას — მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ კვების მენიუ უფრო ყურადღებით უნდა შეადგინოთ.

კირჩხიბი

თუ მოინდომებთ ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლა შეგიძლიათ, თუმცა თქვენმა პრეტენზიულობამ შესაძლოა, ურთიერთობის გაგრძელებაში ხელი შეგიშალოთ. ახლობელ ადამიანებთან მოსალოდნელია უთანხმოება, რაც ურანისა და მერკურის ნეგატიური განლაგებით აიხსნება. მთლიანობაში, რთული პერიოდია, ამიტომ ეცადეთ ეს დრო მაქსიმალურად პასიურად გაატაროთ. ხელმძღვანელობა თქვენს შეხედულებებს არ იზიარებს? ახლა ინიციატივების გამოსაჩენად საუკეთესო დრო არ არის, აჯობებს, მიმდინარე მოვალეობები შეასრულოთ. ფინანსურ სფეროში სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა გაუაზრებელ ხარჯებს მაინც უნდა მოერიდოთ. ენდეთ ინტუიციას — ის რთულ სიტუაციაში სწორ გამოსავალს გიკარნახებთ. მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში ინფექციებს ერიდეთ და მოერიდეთ სიახლოვეს მათთან, ვინც ახველებს ან აცემინებს.

ლომი

რომანტიკული თვალსაზრისით განსაკუთრებულ წარმატებებს ნუ ელოდებით — სავარაუდოდ, იმედგაცრუება გელით. ადამიანი, რომლითაც აღფრთოვანებული იყავით, სულ სხვა ვინმე აღმოჩნდება. სამსახურში გადაჭარბებულ აქტიურობას ნუ გამოიჩენთ — გამორიცხული არ არის, ამან გარშემომყოფები მხოლოდ გააღიზიანოს. აჯობებს, თქვენი ენერგია სხვა საოჯახო საქმეებისკენ მიმართოთ. თუ მიზნისკენ შეუპოვრად ივლით, მას აუცილებლად მიაღწევთ. ნუ მოუსმენთ „კეთილის მსურველებს“, რომლებიც წარუმატებლობას გიწინასწარმეტყველებენ. თქვენი სამსახურის საქმეები და შემოსავლები ყველასგან დაფარული უნდა იყოს. ზოგჯერ ოჯახის წევრებმაც კი არ უნდა იცოდნენ, რომელმა საქმემ მოგიტანათ მოგება. გაუფრთხილდით გულსა და ნერვებს —თქვენი იმუნური სისტემა ახლა დასუსტებულია.

ქალწული

შესაძლოა, მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დანახვისთანავე მოგხიბლავთ და მიგიზიდავთ. ეცადეთ, ხარჯები შეამციროთ — კომუნალური გადასახადების, ბენზინისა და პროდუქტების დანაზოგი დაგეხმარებათ, რომ სასიამოვნო საქმეებისთვის, მაგალითად, გართობისა და მოგზაურობისთვის მეტი ფული გადადოთ. ეცადეთ, მიმდინარე მოვლენებში უფრო აქტიურად ჩაერთოთ. მალე მოგეცემათ შანსი, რომ თქვენი ლიდერული და ორგანიზატორული თვისებები გამოავლინოთ. სამსახურსა და ბიზნესში გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნაჩქარევად მოქმედებით შესაძლოა, დიდი შეცდომა დაუშვათ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, შეეცადეთ დღის რეჟიმში მსუბუქი ფიზიკური და კარდიო-დატვირთვა ჩართოთ.

სასწორი

მარსი მეხუთე სახლში გადადის და ვენერას უპირისპირდება, ამიტომ გარშემომყოფებთან ურთიერთობა არამდგრად და ხანდახან აგრესიულ ხასიათსაც კი მიიღებს. დააფასეთ თქვენი განსხვავებულობა და თავისებურებები, მაგრამ ერთმანეთს ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა მიეცით. სამსახურში მოსალოდნელია წვრილმანი უსიამოვნებები, უფროსთან ან კოლეგებთან დაპირისპირება. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს შეიძლება ნებისმიერი დაუფიქრებელი სიტყვა შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას ემოციებს ნუ აჰყვებით. მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ ეკონომიკური კრიზისები ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია და ყოველთვის ვერ გავაკონტროლებთ. შფოთვისა და შიშის ნაცვლად, ეცადეთ, რეალობა მიიღოთ და იმოქმედოთ, რათა უარყოფითი შედეგები მინიმუმამდე დაიყვანოთ. საღამოს მოერიდეთ მძიმე საკვებსა და ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მიღებას.

მორიელი

ეს დღე ძალიან ხელსაყრელია რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თუ მეორე ნახევარი ჯერ კიდევ არ გყავთ, შეგიძლიათ ახალი სასიყვარულო თავგადასავალი დაიწყოთ. ამ დღეს თქვენი ოჯახი განსაკუთრებულ სიმშვიდესა და სტაბილურობას იგრძნობს. ისიამოვნეთ ერთად გატარებული დროით და ეცადეთ, რაიმე ერთობლივი საქმიანობა მოიფიქროთ. სამსახურში მნიშვნელოვან პროექტს შემოგთავაზებენ, რომელსაც დაუფიქრებლად უნდა დათანხმდეთ. თავი შეიკავეთ სარისკო გარიგებების დადებისგან. იუპიტერი მთლიანად ჩაკეტილია სატურნის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსურ საქმეებში წარმატებას არ უნდა ელოდოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ და როდესაც სასურველ შედეგს მიიღებთ, თავი ნამდვილ გმირად იგრძნოთ. ნერვულმა გადატვირთვამ შესაძლოა, დაავადებების გამწვავება და დეპრესიული განწყობა გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

სანამ მიღებულ შემოთავაზებას უპასუხებთ, შეეცადეთ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აწონ-დაწონოთ. დიდ შეცდომას დაუშვებთ, თუ დათანხმდებით ადამიანს, რომელიც ანგარებით მოქმედებს. ოჯახში დაძაბული ვითარება ღია კონფლიქტამდე მივა. თუ საქმის გარჩევას თავს ვერ არიდებთ, ეცადეთ, თავდაცვის არგუმენტები წინასწარ მოიფიქროთ. ხელსაყრელი დროა გარიგებებისა და ხელშეკრულებების დასადებად. მერკური თქვენს ჰოროსკოპში გავლენას აძლიერებს, რაც საქმიან საკითხებში წარმატებას გპირდებათ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ.

თხის რქა

საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნი ხართ! გამორიცხული არ არის, რომ ბედნიერებისა და ჰარმონიის პოვნაში ხელს სწორედ ეს გიშლით. თქვენი რომელიმე ნათესავის გადაწყვეტილებამ შესაძლოა აგანერვიულოთ, თუმცა მის უგულებელყოფას ნუ იჩქარებთ. კარგი დღეა მორიგი საქმის დასაწყებად. დღეს ამ თანავარსკვლავედის მამაკაცებს შანსი ექნებათ, რომ გარშემომყოფები თავიანთი ნიჭით და უნარ-ჩვევებით გააოცონ. გადაამოწმეთ ხელშეკრულებები, რომლებიც გასულ თვეს დადეთ — შესაძლოა, გარიგების ზოგიერთ პირობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. მშვენიერი დღეა სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობისთვის. მალე ძალების მოზღვავებას იგრძნობთ და შეძლებთ თითოეული წუთით დატკბეთ.

მერწყული

ეცადეთ ისწავლოთ, რომ სამსახურის პრობლემები კარის ზღურბლს მიღმა დატოვოთ და ოჯახში არ მიიტანოთ. ეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს რაიმე განსაკუთრებულს ნუ ელოდებით. სავარაუდოდ, იმ რუტინული მოვალეობების შესრულება მოგიწევთ, რომლებიც ბოლო დროს დაგიგროვდათ. ნათესავების დახმარებით ფინანსური სირთულეები მალე მოგვარდება. ბოლო დროს ჯანმრთელობა განსაკუთრებულ პრობლემებს არ გიქმნიდათ, თუმცა ახლა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. ნეგატიური სიმპტომების გაჩენისას თვითმკურნალობას ნუ მიმართავთ, აჯობებს, პირდაპირ ექიმს მიაკითხოთ.

თევზები

წინ ცდუნება გელით, თუმცა სანამ მორევში თავით გადაეშვებით, შეეცადეთ, ყველა შესაძლო შედეგი გათვალოთ. წარმატებული დღეა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. ეცადეთ, პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. მოსალოდნელია საქმიანობის ახალ სფეროზე გადასვლა ან უფრო მაღალ სოციალურ საფეხურზე ასვლა. დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. სუფთა ჰაერზე ხშირი სეირნობა იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ყოველდღიურ განრიგში მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა ჩართოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge