დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:23 კვი. 14 ივნისი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

პირად ცხოვრებაში რაღაც რიგზე არაა და ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს მოჯადოებულ წრეზე დადიხართ. მსხვერპლის როლის მორგებას ნუ იჩქარებთ, უმჯობესია მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებზე გადაიტანოთ — შეგიძლიათ ინტერიერი შეცვალოთ ან საფუძვლიანი დასუფთავება მოაწყოთ. თუ სამსახური დაკარგეთ, ნუ იდარდებთ — ახლობლები უფრო შემოსავლიანი სამსახურის პოვნაში დაგეხმარებიან. შესაძლოა, ძველი სამსახურის კონკურენტებმა თქვენი გადაბირებაც კი სცადონ. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყების, გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და შეხვედრების ჩატარებისთვის. დროთა განმავლობაში ყველაზე ავანტიურისტული პროექტიც კი კარგ დივიდენდებს მოგიტანთ. უახლოეს ხანებში ყველა სნეულება მოულოდნელად, თავისთავად გაქრება, თითქოს არასდროს ყოფილა.

კურო

ამ დღეს შეიძლება ისეთი რამ გააკეთოთ, რის გაკეთებასაც ძალიან დიდი ხანია გეგმავდით. მოსალოდნელია, რომ ახლობელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაში რადიკალური ცვლილებები მოხდეს. შეეცადეთ რომანტიკული ვახშმისთვის დრო გამონახოთ. ეს თქვენს კავშირს განამტკიცებს და ურთიერთობაში სიახლეს შემოიტანს. რჩევა მეწარმეებს — იფიქრეთ იმ უნიათო თანამშრომლების გათავისუფლებაზე, რომლებიც თქვენს საქმეს აფერხებენ. ყურადღება მიაქციეთ შემოსავლის მიღების ახალ შესაძლებლობებს. შესანიშნავი დღეა ფინანსური წიგნიერების შესწავლისა და უნარების ასამაღლებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, მავნე ჩვევებს დაემშვიდობოთ და სპორტული დარბაზის აბონემენტი შეიძინოთ.

ტყუპები

უახლოესი 24 საათის განმავლობაში საკუთარი გრძნობების საჯაროდ წარმოჩენას უნდა მოერიდოთ. დაე, ამის შესახებ მხოლოდ მან იცოდეს, ვისაც ეს ეხება. დამალეთ თქვენი საიდუმლო უცხო თვალისგან! მერკური ლომის თანავარსკვლავედში გადადის, ამიტომ დღეს სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ. სამსახურში როგორც იქნა, შეგამჩნიეს, თუმცა წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არ არის. ეცადეთ ხელმძღვანელობის კეთილგანწყობა მოიპოვოთ. შეეცადეთ, ამ დღეს სავაჭრო ცენტრებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ, რადგან შეიძლება ქურდბაცაცების სამიზნე გახდეთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია — წინ მშვიდი, გაწონასწორებული პერიოდი გელით. ეცადეთ, ის საკუთარი თავისა და ახლობლების საკეთილდღეოდ გაატაროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სამსახურის საქმეები დროებით გვერდზე გადადეთ და მთელი დღე ურთიერთობას დაუთმეთ. ნათესავებთან კამათი რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კონფლიქტის რომელიმე მხარემ სასამართლოს მიმართოს. სამუშაო გარემოში მოგიწევთ უაღრესად კორექტული და ყურადღებიანი იყოთ და დრო უქმად არ ფლანგოთ. კოლეგებთან დაპირისპირება მიმდინარე პრობლემების გადაჭრაში არ დაგეხმარებათ — პირიქით, მხოლოდ სირთულეებს დაგიმატებთ. მომსახურების სფეროში დასაქმებულ კირჩხიბებს წარმატებული და ნაყოფიერი დღე ელით. შესაძლოა, ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ. ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლოდინით პრობლემა მოგვარდეს.

ლომი

საყვარელი ადამიანი მიეჩვია, რომ გამუდმებით მისი კეთილდღეობისთვის ზრუნავთ. ახლობლებს თქვენი ჩივილითა ნუ შეაწუხებთ. შეეცადეთ, დაფიქრდეთ და საკუთარი პრობლემების მიზეზი თავად იპოვოთ. კარიერული და ფინანსური ზრდის თვალსაზრისით საინტერესო მოვლენები გელით. ნებისმიერი ახალი წამოწყება წარმატებული იქნება, მაგრამ ეცადეთ, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ. ამ დროისთვის ჯობია, ყველაფერი ისე დატოვოთ, როგორც არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება სანანებელი გაგიხდებათ.

ქალწული

თუ მოინდომებთ, ამ დღეს ყველაფერს შეძლებთ: საყვარელ ადამიანთან შერიგებას, ძველი ურთიერთობის აღდგენას ან ახალი რომანის გაჩაღებას. ოჯახში ვითარება შეიძლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე გამწვავდეს. ნუ ეცდებით, ოჯახის წევრებს თქვენი სურვილი თავზე მოახვიოთ. არსებობს ალბათობა, რომ შემთხვევითმა გარემოებებმა თქვენი დღის განრიგი დაარღვიოს. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ფულად გზავნილებსა თუ ცვლილებებს გპირდებათ, თუმცა მოულოდნელი ხარჯები მოგების ნაწილს შეიწირავს. სასიცოცხლო ძალების დაქვეითება თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს გიშლით. ძილის წინ მედიტაცია ორგანიზმზე სასარგებლო გავლენას მოახდენს, რაც დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ჰოროსკოპი ირწმუნება, რომ სულ მალე ყველა უთანხმოებას დაძლევთ და მშვიდი ოჯახური ცხოვრებით დატკბებით. ამ დღეს თქვენი ნიჭის ბრწყინვალედ წარმოჩენას შეძლებთ, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებს საზღვრები უნდა დაუწესოთ. შესაძლოა, აზარტულ თამაშებში გაგიმართლოთ, თუმცა ზედმეტად ნუ გარისკავთ. შესაძლოა, ოჯახის წევრები თქვენს მოსაზრებას არ იზიარებენ, მაგრამ ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით. საღამოს ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით — გამორიცხული არ არის, რომ ოფიციალური ურთიერთობა მეგობრულში გადაიზარდოს. მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად უკეთეს დროს ვერ იპოვით! თავი დაანებეთ მოწევას, ეს უკვე დიდი ხანია, მოდური აღარ არის.

მორიელი

საკუთარი ნიჭის გამოსავლენად საუკეთესო მონაკვეთი შუადღე და საღამოა, ხოლო დილის საათები ყველაზე მეტად რომანტიკულ შეხვედრებს შეეფერება. შესაძლებლობა გექნებათ, რომ წარსული შეცდომებიდან სასარგებლო გამოცდილება მიიღოთ. ახლა ხელმძღვანელობისთვის საკუთარი იდეების გაზიარების დრო არ არის — არსებობს რისკი, რომ თქვენი იდეები სხვამ მიითვისოს. ვარსკვლავები კომერციულ საქმიანობაში, ახალი ხელშეკრულებების დადებასა და ფასიან ქაღალდებთან მუშაობაში წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. ბევრი რამ თქვენს აქტიურობასა და პირად არჩევანზეა დამოკიდებული. ამ დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მეტად ძვირფასი ადამიანების მხრიდან ემოციური მხარდაჭერა დაგჭირდებათ.

მშვილდოსანი

თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, მოემზადეთ — მალე შეძლებთ, ძალიან საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას სრულიად შეცვლის. შესაძლოა, შორს მცხოვრებ ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემები წარმოიშვას. უახლოესი 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ პოლიტიკისა და სხვა მწვავე თემების განხილვისგან — ეს ახლობელ ადამიანებთან უთანხმოებამდე მიგიყვანთ. დღეს კარგი დღე გაქვთ რისკისა და გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად! თუ დიდი ხანია, მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობთ, ამ დღეს ერთადერთი და სწორი გამოსავლის პოვნას შეძლებთ. შესაძლოა, ღვიძლმა თავი შეგახსენოთ. გირჩევთ, უსიამოვნო სიმპტომების ასაცილებლად რაციონიდან მავნე პროდუქტები და ალკოჰოლი ამოიღოთ.

თხის რქა

დღეს თქვენი გული სიყვარულით იქნება სავსე. ყველა საოჯახო პრობლემის ერთბაშად გადაჭრას ნუ შეეცდებით. თავიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები მოაგვარეთ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლო საქმისა და კოლეგებისადმი კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება გახდება. ხელმძღვანელობა ეშმაკობის ყოველგვარ მცდელობას ძალიან უარყოფითად შეაფასებს. თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ასეთ სიტუაციაში მოიფიქროთ, კრედიტის აღებაა. შეეცადეთ, არსებული სახსრები იმყოფინოთ. რაც შეიძლება ჯანმრთელობას, უმჯობესია ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ, რადგან მოსალოდნელია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები.

მერწყული

პირად ცხოვრებაში სასურველის მისაღწევად მეტი მეტი აქტიურობა მოგიწევთ. შეგიძლიათ იმ ადამიანის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რომელიც დიდი ხანია, მოგწონთ. სამსახურში ნურავის მისცემთ უფლებას, რომ აგაჩქარონ ან შეგაფერხონ — ეცადეთ, თქვენთვის კომფორტული რიტმი შეინარჩუნოთ. ამ დღეს ხელმძღვანელს თხოვნით ნუ მიმართავთ — შესაძლოა, უარი გითხრან და დამატებითი მოვალეობებითაც დაგტვირთონ. ვარსკვლავები გირჩევენ, სარისკო წამოწყებებს მოერიდოთ, განსაკუთრებით თუ მათში თითქმის უცნობი ადამიანი გითრევთ — შეიძლება თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ავტორიტეტი ისე დაზარალდეს, რომ დიდხანს ვეღარ აღიდგინოთ. ეს პერიოდი კარგია წყლის პროცედურებისთვის.

თევზები

ამ დღეს ახლობელი ადამიანი ყურადღებითა და ზრუნვით გაგახარებთ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოგიწევთ, ყოველდღიური ამოცანების გადაჭრას ენერგიულად შეუდგეთ. ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელშიც ვერ ერკვევით, თორემ ხელმძღვანელობისგან საყვედურს დაიმსახურებთ. გირჩევთ, სახლსა და სამსახურს შორის დრო სწორად გაანაწილოთ, თორემ მეუღლის საყვედურებს ვერ გადაურჩებით. თუ სამსახურში კარიერული ზრდის პერსპექტივას ვერ ხედავთ, დროა პროფესიის შეცვლაზე იზრუნოთ. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას, რადგან შესაძლოა, ღვიძლმა შეგაწუხოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge