13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შესაძლოა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უთანხმოებამ თავი იჩინოს. ეცადეთ, სადავო თემების განხილვას მოერიდოთ. არ არის გამორიცხული პრობლემები ხელმძღვანელთან ან კოლეგებთან, ასე რომ, სჯობს ენა კბილს დააჭიროთ და მთელი ყურადღება საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე გადაიტანეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ — ასეთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შეიძლება ახლობლებთან დაპირისპირება გამოიწვიოს. საღამოს აუცილებლად შხაპი მიიღეთ — ეს დაგროვილი დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.
კურო
ამ დღეს განვითარებული მოვლენები თქვენს მომავალ ცხოვრებაზე გავლენას მოახდენენ. შესაძლოა, თქვენამდე უსიამოვნო ჭორებმა მოაღწიოს, რომლებსაც შურიანი ადამიანები ავრცელებენ, მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. გარშემომყოფები თქვენს თავდადებას, გულწრფელობასა და სამართლიანობისკენ სწრაფვას სათანადოდ დააფასებენ. წარმატებული დღეა ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად. საინტერესო შემოთავაზებები გელით, რომლებიც სასურველია, პარტნიორთან ერთად განიხილოთ. მოერიდეთ ორპირ ქარს და გაციებას, თორემ რამდენიმე დღის ლოგინში გატარება მოგიწევთ.
ტყუპები
საყვარელი ადამიანის მიმართ მადლიერება გამოხატეთ და ამით თქვენს რომანტიკულ კავშირს უფრო გაამყარებთ. უფროს თაობაზე ზრუნვას ნუ დაივიწყებთ — უბრალო ყურადღება და ერთი სატელეფონო ზარიც კი მშობლებს და ბებია-ბაბუებს განწყობას აუმაღლებს. სამსახურში ახალ პროექტებს ხელი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოჰკიდეთ, თუ ისინი შემოქმედებით საქმიანობასთან არის დაკავშირებული. კარგი დღეა მაღაზიების შემოვლისა და ტანსაცმლის შეძენისთვის. სანამ კომერციულ წინადადებას დათანხმდებით კარგად დაფიქრდით - იქნებ მონაცემები შელამაზებულია და ვიღაც თქვენს გაცურებას ცდილობს. ემოციურ ენერგიას ფუჭ კამათზე ნუ დახარჯავთ, განსაკუთრებით — თუ საპასუხისმგებლო თანამდებობა გიკავიათ ან საზოგადოებაში გამორჩეული პოზიცია გაქვთ.
კირჩხიბი
ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს მოგზაურობა საინტერესო ნაცნობობას ჰპირდება. გირჩევთ, ოჯახის წევრებთან ფინანსურ საკითხებზე არ იკამათოთ — სუსტი არგუმენტები გაქვთ. ოჯახური საზრუნავი მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ, სამაგიეროდ, საღამოს საათებში შანსი გექნებათ, დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. თუ ოცნების ასასრულებლად ფული არ გყოფნით, ასტროლოგები გირჩევენ მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ. არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება კარიერულ წინსვლაში ხელი შეგიშალოთ ან მისი განვითარება შეაჩეროს. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, ეს იმუნიტეტის გამაგრებაში დაგეხმარებათ.
ლომი
სასარგებლო ნაცნობობის, პაემნებისა და სიყვარულის ახსნისთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება. ვენერა აქტიურ ფაზაში გადადის, ასე რომ, მომენტს ხელიდან ნუ გაუშვებთ! ამ ნიშნის დაოჯახებულმა წარმომადგენლებმა ემოციები განსაკუთრებულად უნდა აკონტროლონ, მარტოხელებმა კი სასურველია მეორე ნახევრის ძებნა დროებით შეაჩერონ. ოჯახის მატერიალური მდგომარეობა შეიძლება გაზრდილმა ხარჯებმა შეარყიოს, განსაკუთრებით — თუ მსხვილი შენაძენის გაკეთებას გეგმავთ. თუ საღამოს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, იცოდეთ, რომ ეს გადაღლის ბრალია, ახლა ყველაზე მეტად დასვენება და სრულფასოვანი ძილი გჭირდებათ.
ქალწული
გარემოებები საშუალებას მოგცემთ რომანტიკულ ურთიერთობებში სიახლე შეიტანოთ და ისევ ვნების ცეცხლი აანთოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვინმემ თქვენი სიმტკიცის გამოცდა მოინდომოს. გამოწვევის მიღება მოგიწევთ, თუნდაც ამის სურვილი არ გქონდეთ. არახელსაყრელი დღეა საქმიანი თანამშრომლობისა და ფინანსური ოპერაციებისთვის, განსაკუთრებით — თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთ შენობაში მუშაობთ. სამაგიეროდ, შეგიძლიათ, ახალი პროექტის განხორციელებას შეუდგეთ, რომელიც პროფესიული თვისებების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ვიტამინების ნაკლებობამ, დასუსტებულმა იმუნიტეტმა, არასწორმა კვებამ და ძილის დარღვევამ შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
სასწორი
საყვარელ ადამიანთან მორიგი კინკლაობის გამო ნუ ინერვიულებთ — მცირე გაუგებრობა მალე დავიწყებას მიეცემა. ახალი იდეების ხელაღებით უარყოფას ნუ იჩქარებთ, თორემ კარგ შანსს გაუშვებთ ხელიდან! ეცადეთ, ოჯახის წევრებისთვის დრო გამონახოთ, მაშინაც კი, თუ ძალიან დაკავებული ხართ. ბოლო დროს თქვენი ენერგეტიკა საგრძნობლად გამოიფიტა, ამიტომ საოჯახო საქმეებით ნუ გადაიტვირთებით. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომლებსაც სამყარო გიგზავნით და ეცადეთ, სწორად გაიგოთ. ბევრი სასწორი ხელმოკლეობის გამო, ჩანაფიქრების განხორციელებას ვერ ახერხებდა, მაგრამ მალე ვითარება შეიცვლება და დამატებითი დაფინანსების წყაროს იპოვით. უარი თქვით ფეხზე მდგარ წახემსებასა და მავნე საკვებზე — ჯანსაღი კვების შემთხვევაში თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
მორიელი
ახალი თაყვანისმცემლები ყურადღებითა და ქათინაურებით აგავსებენ, თუმცა ხანგრძლივი ურთიერთობის დაწყების იმედი ნუ გექნებათ. დღის მეორე ნახევარში შანსი გექნებათ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა მოაწესრიგოთ. მნიშვნელოვანი საქმის მოგვარებას სამომავლოდ ნუ გადადებთ, თორემ სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. შესაძლოა, შორეულ ქვეყანაში მცხოვრების ნათესავისგან გარკვეული თანხა მიიღოთ, მაგრამ დახარჯვას ნუ იჩქარებთ — თუ ვალები გაქვთ, ეცადეთ, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაისტუმროთ. დასვენება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ დაივიწყოთ, თორემ ახალი კვირისთვის ძალების აღდგენა გაგიჭირდებათ.
მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში რომანტიკულ შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ — ზედმეტად დაძაბული იქნებით და შეიძლება, გამოიწვიოთ კამათი, რასაც მერე ბევრჯერ ინანებთ. ამ დღეს თქვენი კარიერული წინსვლა მთლიანად თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. დროა შემოსავლის ახალი წყაროები ეძებოთ. შესაძლოა, შორეულმა ნათესავებმა მომგებიანი წინადადება შემოგთავაზონ. საკუთარი ძალების ირწმუნეთ და იღბალი აუცილებლად გაგიღიმებთ. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნოთ. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ჟანგბადის ნაკლებობა თქვენი ნიშნის წარმომადგენლებზე უარყოფითად აისახება.
თხის რქა
პირად ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება, ასე რომ, გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მოემზადეთ. თუ თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ამაზე მუშაობა მოგიწევთ. გირჩევთ, თქვენი ენერგია სახლის კეთილმოწყობისკენ მიმართოთ — უბრალოდ, ავეჯს გადააადგილებთ თუ კაპიტალურ რემონტს დაიწყებთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. სავარაუდოდ, ხელმძღვანელობას თქვენი ახალი ინიციატივა არ მოეწონება, ამიტომ ჯობია, თქვენი იდეები ჯერჯერობით თქვენთვის შეინახოთ. დიდია ფინანსური დანაკარგების ალბათობა, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ და შესაბამისი ზომები მიიღეთ. სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენი უძილობა კოფეინის დიდი რაოდენობით იყოს გამოწვეული, ამიტომ გირჩევთ, დღეში 2 ჭიქაზე მეტი ყავა არ დალიოთ.
მერწყული
შესაძლოა, უახლოეს დღეებში გრძნობებმა მთლიანად ჩაგითრიოთ და დაუვიწყარი წუთები გაჩუქოთ. გამორიცხული არ არის წვრილმანი პრობლემები, მაგალითად, მილების დაზიანება ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაუმართაობა. ამ დღეს, დიდი ალბათობით, რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გელით. მიმზიდველ შეთავაზებას მიიღებთ, თუმცა სანამ დათანხმდებით, ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ. მოერიდეთ ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც რისკთან არის დაკავშირებული, რადგან იმაზე მეტს დაკარგავთ, ვიდრე მოიგებთ. ცდუნებების აყოლა პირად ცხოვრებაში სირთულეებს შეგიქმნით. სტომატოლოგიური პროცედურები სრულიად უმტკივნეულოდ ჩაივლის, ასე რომ, ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ.
თევზები
ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად, მისი პრობლემები განიხილოთ, თუმცა ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ ამან შეიძლება პარტნიორი გაანაწყენოს. ხელსაყრელი დღეა ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის — ბევრი მათგანი ამ დღეს მომგებიანი გარიგების დადებას შეძლებს, თუმცა, სრულიად უპერსპექტივო დღეა მათთვის, ვისი საქმიანობაც შოუბიზნესს, მოდის ინდუსტრიას, სანახაობებს, სასტუმრო ბიზნესსა და საიუველირო ნაკეთობების გაყიდვას უკავშირდება. ამ დღეს ფიზიკური დატვირთვა სჯობს შეამციროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან