16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
00:14
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თაყვანისმცემელთა გრძნობებზე ნუ ითამაშებთ, თორემ შეიძლება სრულიად მარტო დარჩეთ. სავარაუდოდ, ისეთი საქმეების კეთება მოგიწევთ, რომლებიც თქვენს ოჯახურ კეთილდღეობას უკავშირდება. გამორიცხული არ არის, რომ ბევრ ვერძს გამოცდილი ადამიანის ან იურისტის დახმარება დასჭირდეს. ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან სამომავლო გეგმების განხილვისთვის. ეცადეთ, სამყაროს მიმართ უფრო გახსნილი იყოთ, ინტერესების დიაპაზონი გააფართოოთ და პასუხისმგებლობის აღების არ შეგეშინდეთ. ფულს საეჭვო წამოწყებებში ნუ ჩადებთ, თორემ შეიძლება დაკარგოთ. საღამოს შეგიძლიათ საქმეებისა და სამსახურის შესახებ დაივიწყოთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ.
კურო
ამ დღეს თქვენს პირად ცხოვრებაში მოხდება მოვლენა, რომელიც სამყაროს სხვა თვალით დაგანახვებთ! ეცადეთ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ სასიამოვნო ამბებზე იფიქროთ და დარდი გულთან არ მიიკაროთ. მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ საღამოს კულინარიული შედევრი მოამზადოთ და საყვარელი ადამიანისთვის დღესასწაული მოაწყოთ. ამ დღეს მიზნის მისაღწევად თავდაჯერებული მოქმედება და ენერგიული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. გირჩევთ, სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რათა შეფერხების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ. იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი ძველი გატაცება დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციოთ. შესაძლოა, ძველმა ტრავმამ ან სხვა დაზიანებამ თავი შეგახსენოთ, ამიტომ ეცადეთ გარკვეული დროის განმავლობაში არ გადაიღალოთ.
ტყუპები
დღეს ამ ნიშნის ზოგ წარმომადგენელს სტუმრების მიღება, მეგობრებთან და სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა ელის. სახლი კარგად დაალაგეთ — ეს ბინის ენერგეტიკას განაახლებს და სტუმრებზე საუკეთესო შთაბეჭდილებას მოახდენს. სამსახურში საქმიანი დღიურის წარმოება აზრების დალაგებასა და უარყოფითი აზრებისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ. ეს დღე ბევრს შფოთვისა და ნერვიულობისკენ უბიძგებს. ფრთხილად იყავით გარიგებების დადებისას, რათა ვინმემ თქვენი ნდობით ბოროტად არ ისარგებლოს. გარშემო მყოფებს თქვენი გამოყენების უფლებას ნუ მისცემთ და ენერგია მომავალი გამარჯვებებისთვის დაზოგეთ. თუ მაღალი არტერიული წნევისკენ მიდრეკილი ხართ, ალკოჰოლურ სასმელებს და ნერვიულობას უნდა მოერიდოთ.
კირჩხიბი
მარტოხელა კირჩხიბებს იმედის მომცემი შეხვედრები და საინტერესო, თუმცა ხანმოკლე ნაცნობობა ელით. გირჩევთ, ახლობლებთან ურთიერთობაში ბოლომდე გულახდილი იყოთ, თორემ ადრე თუ გვიან, თქვენი ტყუილი გაცხადდება და ნდობას დაკარგავთ. სამსახურებრივ საქმეებში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, დავალებებს თავს ბრწყინვალედ ართმევთ და სხვებსაც სიამოვნებით ეხმარებით. ახლა ყველაზე მეტად ხალისიანი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და საყვარელი საქმეების კეთება გჭირდებათ. ეცადეთ, გარშემო მყოფებს დაანახვოთ, რომ ნიჭიერი და მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი ხართ. თქვენი გულისხმიერება ერთგული მეგობრების შეძენაში დაგეხმარებათ. მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურ მენიუში და ნაკლები სტრესი — აი, ჯანმრთელობის მთელი საიდუმლო!
ლომი
ამ დღის პლანეტების გავლენა ზოგ ადამიანს ურთიერთობების გაწყვეტისკენ უბიძგებს. თუ ერთად ყოფნა სიხარულს აღარ განიჭებთ, ცოტა ხნით ცალ-ცალკე ყოფნა სცადეთ და მიხვდებით, ურთიერთობის გაგრძელება გინდათ თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო საქმეები დიდ დროსა და ენერგიას გართმევთ, მათ კმაყოფილების გრძნობა მოაქვთ. ამ დღეს არასასურველია ტურიზმთან ან სასტუმრო ბიზნესთან დაკავშირებული საქმის წამოწყება — შესაძლოა, უცხოელმა პარტნიორებმა მოგატყუონ. შეეცადეთ, ყოველი თეთრი აკონტროლოთ, რადგან მალე გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით. სატურნი თქვენი ნიშნის წარმომადგენლებზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ამიტომ ეცადეთ, ამ დღეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. მოერიდეთ მკურნალობას ხალხური მედიცინით — თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ექიმს მიმართეთ.
ქალწული
კარგად მიმოიხედეთ გარშემო და მიხვდებით, ოჯახში უთანხმოების მიზეზი რა არის. თუ საყვარელი ადამიანისგან პატივისცემას ელით, ბოლომდე გულწრფელი უნდა იყოთ. სახიფათო პერიოდი დადგა, ეცადეთ სხვისი გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. დღის პირველ ნახევარში ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს გარშემო მყოფები თქვენთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ. საეჭვო ავანტიურებში ფულის შოვნის მცდელობა წარმატებას არ მოგიტანთ, პირიქით, შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ. გამორიცხული არ არის კუჭის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ პროდუქტების ვადას კარგად დააკვირდით.
სასწორი
ეცადეთ, ცივი გონება შეინარჩუნოთ მაშინაც კი, თუ განრისხებული და აღშფოთებული ხართ. უარყოფითი ემოციები ჩაახშეთ და ფუჭ კამათში ნუ ჩაებმებით. ახლობლების სტუმრობით დიდ სიამოვნებას მიიღებთ. გამოიყენეთ ეს დრო სიყვარულისა და მხარდაჭერის გამოსახატავად. თუ ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან საბუთებზე მუშაობას დაგავალებთ, ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. შემოსავლის დამატებითი წყაროს ძებნა წარმატებით დასრულდება. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ხანებში მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. თუ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას ცდილობთ, მენიუდან ცომეული და ტკბილეული უნდა ამოიღოთ.
მორიელი
ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ და ერთმანეთი დადებითი ემოციებითა და ენერგიით დამუხტოთ. შესაძლოა, უფროსი თაობის ადამიანებისგან ღირებული რჩევა მიიღოთ, რომელიც დავალების შესრულებაში დაგეხმარებათ. სამსახურში მეტი დისციპლინა უნდა გამოიჩინოთ და წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. მოსალოდნელია ახალ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც მომავალში თქვენი საქმიანი პარტნიორები ან საუკეთესო მეგობრები გახდებიან. დროს ნუ დაკარგავთ უსარგებლო კამათზე, რომელიც გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ ორპირ ქარს. სხეულის ნებისმიერი ნაწილის გაცივება შესაძლოა, ჯანმრთელობის დიდ პრობლემად შემოგიბრუნდეთ.
მშვილდოსანი
ცდუნებების დღეა, როგორც საქმეში, ისე პირად ცხოვრებაში. დაფიქრდით, ღირს თუ არა შეთავაზებაზე დათანხმება — შესაძლოა, მცირედის მიღებით გაცილებით მეტი დაკარგოთ. ოჯახური ურთიერთობები უფრო მყარი და ჰარმონიული გახდება — ამის გარანტი ვენერაა, რომელიც თქვენი ნიშნის ქალებსა და მამაკაცებს მფარველობას გაუწევს. სამსახურში ვითარება შეიძლება დაიძაბოს, რისი მიზეზიც კოლეგებს შორის კონკურენციის გამწვავებაა. თუ კონკურენტების აგრესიას იგრძნობთ, პირდაპირ იერიშზე ნუ გადახვალთ — ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ. დღეს გექნებათ შესაძლებლობა, აპატიოთ მათ, ვინც წარსულში გული გატკინათ. ასეთი ნაბიჯი დადებითად აისახება თქვენს აურაზე. თუ შინაგან შფოთს და მოუსვენრობას ვერ ერევით, ჯობია დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართოთ.
თხის რქა
პირადი ცხოვრების პრობლემებმა შეიძლება კარიერულ წინსვლაზე ფიქრი დროებით დაგავიწყოთ. გაჩნდება შანსი, რომ დიდი ხნის წინ დასახული გეგმები ცხოვრებაში განახორციელოთ. გამორიცხული არ არის საიმედო მოკავშირე გამოგიჩნდეთ, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ. ამ დღეს ახალი საქმის წამოწყებას არ გირჩევთ – მისი დროულად დასრულება გაგიჭირდებათ. ფრთხილად იყავით - ვარსკვლავები ფულის შესაძლო დაკარგვის შესახებ გაფრთხილებენ. თუ ბოლო დროს დაღლილობას სულ უფრო ხშირად გრძნობთ, დღის რეჟიმის შეცვლა სცადეთ და დასვენებასა და ღამის ძილს მეტი დრო დაუთმეთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ამ დღის სირთულეებს დაგავიწყებთ.
მერწყული
ხელიდან არ გაუშვათ საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსი, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში თქვენს საუკეთესო დამხმარედ იქცევა. სამსახურში მოსალოდნელია შემოწმება. გირჩევთ, საბუთები მოაწესრიგოთ, რათა საყვედური არ დაიმსახუროთ. ამ დღეს შეგიძლიათ გავლენიანი ქალის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მოსალოდნელია შემოსავალი, შეგიძლიათ ინვესტიციები განახორციელოთ შემოწმებულ კომპანიებში. უახლოესი 24 საათის განმავლობაში მეტი დრო დაუთმეთ სპორტულ ვარჯიშებს. ხელსაყრელი პერიოდია დიეტის დასაწყებად — სწორად შერჩეული კვების რაციონი საუცხოო შედეგს მოგცემთ.
თევზები
ვინც უკვე იპოვა მეორე ნახევარი, პარტნიორისგან უდიდეს სიყვარულსა და თაყვანისცემას იგრძნობს. ფრთხილად იყავით — საყოველთაო აღიარებამ შეიძლება გარშემომყოფებში შური აღძრას. დღეს ისეთი საქმეები დაგეგმეთ, რომლებიც დიდ ყურადღებასა და ძალისხმევას არ მოითხოვს. ენერგიის გარკვეულ კლებას გრძნობთ, ამიტომ რთულ პროექტებს ნუ შეეჭიდებით. ავტორიტეტების აზრს ნუ დაეყრდნობით — ამით საკუთარ შესაძლებლობებს ზღუდავთ და განვითარებაში ხელს უშლით. სჯობს, საკუთარი შეცდომები დაუშვათ, ვიდრე მთელი ცხოვრება სხვისი სიბრძნით ისარგებლოთ. მოსალოდნელია ფულადი შემოსავალი, შესაძლოა ძველი ვალებიც დაგიბრუნონ. თუ შინაგან სიმშვიდეს შეინარჩუნებთ და საყვარელი საქმით დაკავდებით, ჯანმრთელობის პრობლემები გვერდს აგივლით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან