2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 ოთხ. 1 ივლისი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. გაგიჩნდებათ სურვილიც და შანსიც, რომ მეგობართან გულწრფელი საუბრისას თქვენი ნამდვილი სახე გამოაჩინოთ.
თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ, ზურგსა და კისერს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ვარჯიშებს და ფიზიკურ აქტივობას ნუ დაიზარებთ! შეიძლება, ფინანსური მოგება მიიღოთ პროექტიდან, სადაც ფული რამდენიმე ხნის წინ დააბანდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შემოსავლის ნაწილი საყვარელი საქმის განვითარებას და ქველმოქმედებას მოახმაროთ. სასურველია, საღამო ოჯახის წევრებს დაუთმოთ — დიდი ხანია, მათთან სალაპარაკო დაგიგროვდათ.
კურო
რუტინა ურთიერთობისთვის დამღუპველია – ის მხოლოდ მოწყენილობას და უიმედობას იწვევს. იმოგზაურეთ, საყვარელი საქმით დაკავდით და ერთმანეთს ახალი შთაბეჭდილებები გაუზიარეთ! გამორიცხული არ არის, საყვარელმა ადამიანმა უსაფუძვლო ბრალდებები წამოგიყენოთ. შეეცადეთ, ამ გამოწვევას ღირსეულად უპასუხოთ და პიროვნულ შეურაცხყოფაზე არ გადახვიდეთ.
შესაძლოა, ბოლო დროს ბევრი ფული დახარჯეთ, მაგრამ ახლა ვალებისა და კრედიტების აღებას უნდა მოერიდოთ. დღეს კვებისას ყურადღებით იყავით - მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ან მსუბუქი მოწამვლა.
ტყუპები
სიყვარული ისაა, როცა თავს ერთი მთლიანის ნახევრად გრძნობ. თუ ასეთი განცდა არ გაქვთ, ეს უბრალო გატაცებაა. თუ საკუთარი ნიჭის გამოვლენის შანსი მოგეცათ, ხელიდან ნუ გაუშვებთ! დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით, რაც თვითშეფასებას ძალიან აგიმაღლებთ. ფინანსური კუთხით განსაკუთრებულ წარმატებას ნუ ელოდებით — ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, ხარჯები კარგად დაგეგმოთ. ამ დღეს მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რათა ვირუსული ინფექცია არ შეგეყაროთ.
კირჩხიბი
მარსის გავლენით დღეს განსაკუთრებულად მომხიბვლელი და მიმზიდველი ხართ, ამიტომ თქვენი პერსონის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებისთვის უნდა მოემზადოთ! მშვენიერი დღეა თვითგანათლებისა და ნებისმიერი იმ საქმიანობისთვის, რაც თვალსაწიერს გაგიფართოებთ. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენებსა და ფინანსურ დაბანდებებს — შეიძლება რისკმა არ გაამართლოს, შეცდომების დაბრალება კი ისევ საკუთარი თავისთვის მოგიწევთ. აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით.
ლომი
სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად შესანიშნავი დროა. შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, იმ ადამიანის ყურადღება მიიქციოთ, ვინც დიდი ხანია მოგწონთ. ხელმძღვანელობის მხრიდან პროვოკაციებს ნუ აჰყვებით, თუნდაც ბრალი უსამართლოდ დაგდონ. აჯობებს, მოთმინება გამოიჩინოთ, რათა კონფლიქტები თავიდან აირიდოთ და პროფესიული იმიჯი შეინარჩუნოთ. ამ კვირაში ფულს განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ. გამორიცხული არ არის, რომ ერთგვარი დაბნეულობა იგრძნოთ. ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი კარგი დასვენებაა.
ქალწული
შეეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ – ეს ორივეზე კარგად იმოქმედებს, რადგან ერთმანეთს შემოქმედებითი ენერგიით მუხტავთ. რუტინამ და ყოველდღიურობამ დაგღალათ? მაშინ შვებულება აიღეთ და მეორე ნახევართან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავრეთ. ნებისმიერი კონფლიქტი, რომელიც დღეს მოხდება, ენერგიისგან დაგცლით, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მძიმე და ცხიმიან საკვებს მოერიდოთ, რომელმაც შეიძლება საჭმლის მონელების პრობლემები გამოიწვიოს.
სასწორი
პირად ცხოვრებაში მზად იყავით სასიამოვნო ცვლილებებისთვის - თუ დიდი ხანია, მეორე ნახევარს ეძებთ, ამ დღეს ბედი გაგიღიმებთ! ცხოვრება მხოლოდ შავი და თეთრი არ არის, ამიტომ კატეგორიული ნუ იქნებით. ვარსკვლავები გირჩევენ, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროთ — ეს კარიერულ ზრდაში დაგეხმარებათ. არახელსაყრელი დღეა ნებისმიერი ფინანსური ოპერაციისთვის, განსაკუთრებით კი ვალუტის გადასაცვლელად. თავი აარიდეთ ემოციურ რყევებს — გამორიცხული არ არის, რომ სადღაც თქვენს სიახლოვეს ენერგეტიკული ვამპირი ტრიალებს!
მორიელი
თუ ფიქრობთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოთ, მაშინ მოქმედების დროა. საქმე, რომელიც ადრე შეუძლებელი გეგონათ, თქვენ სასარგებლოდ და წარმატებით მოგვარდება. საქმიან და ფინანსურ საკითხებში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ — არსებობს შანსი, რომ დღეს თქვენი მოტყუება სცადონ. იმ მორიელებს, რომლებსაც საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებაში ზომიერების დაცვა უჭირთ, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ.
მშვილდოსანი
მარტოხელა მშვილდოსნებო, შეეცადეთ, ურთიერთობაში უფრო ბუნებრივი იყოთ და მეწყვილის პოვნის შანსი მკვეთრად გაიზრდება! ახლობლების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ხართ. გირჩევთ, უფრო დამთმობი იყოთ – იდეალური ადამიანები არ არსებობენ და თავადაც უამრავ შეცდომას უშვებთ. მერკურის ყოფნა მშვილდოსნის ნიშანში მატერიალურ სტაბილურობას გპირდებათ. გამორიცხული არ არის მნიშვნელოვანი ნაცნობობა ან მოულოდნელი გარემოებათა დამთხვევა, რომელიც საქმეების წინსვლაზე წარმატებით აისახება. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან - მოსალოდნელია ტრავმა.
თხის რქა
ამ დღეს ახალი ნაცნობობისგან თავის შეკავება სჯობს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ არსებობს არასაიმედო ადამიანთან შეხვედრის საფრთხე. თქვენი დამოუკიდებელი ხასიათის გამო, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორი თავისუფლებას გიზღუდავთ, თუმცა შესაძლოა მას უბრალოდ თქვენი გვერდით ყოფნა აკლია. ამ დღეს ეცადეთ, ნებისმიერ დაპირისპირებას თავი აარიდოთ. თქვენი უცებ გამდიდრების გეგმებს ჯერჯერობით ასრულება არ უწერია. კოსმოსური გავლენები მატერიალური საკითხების მოგვარებას ხელს არ უწყობს, განსაკუთრებით - თუ ეს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას ეხება. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული. ცხიმიან საკვებზე და, მით უმეტეს, „ფასთფუდზე“ დროებით უარის თქმა სჯობს.
მერწყული
უახლოეს მომავალში რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით. მიღებული გადაწყვეტილება თქვენს პირად ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს – ან უფრო განამტკიცებს, ან სრულად დაანგრევს. ხელსაყრელი დღეა გაჭიანურებული საქმეების დასრულებისა და ახალი შესაძლებლობებისთვის. მოსალოდნელია წარმატებული კომერციული გარიგებები და ფინანსური ინვესტიციები. მთავარია, ფული სწორად განკარგოთ. ზოგი მერწყული შეიძლება ღვიძლმა შეაწუხოს. ნუ გადატვირთავთ მას ცხიმიანი, მძიმე საკვებითა და ალკოჰოლური სასმელებით.
თევზები
სიყვარულში შეეცადეთ კომპრომისი იპოვოთ. ლიდერობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ზოგჯერ სხვასაც უნდა დაუთმოთ. რომელიღაც კოლეგა შეეცდება საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობა თქვენ გადმოგაბაროთ. იძულებული იქნებით, რომ საკუთარი პოზიცია დაიცვათ. მერკურის ენერგეტიკა სუსტია, ამიტომ ეცადეთ, შოპინგისა და ზედმეტი ხარჯებისგან თავი შეიკავოთ – ახლა, როგორც იტყვიან, ყოველ კაპიკს ანგარიში უნდა გაუწიოთ. მარსის პირისპირ მყოფი მთვარე სევდიან ფიქრებს აღძრავს, ამიტომ ნაღვლიან განწყობასთან გასამკლავებლად გვერდით ხალისიანი მეგობარი დაგჭირდებათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან