დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 კვი. 12 ივლისი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გამოიყენეთ თქვენი ნიჭი და შემოქმედებითი უნარები რომანტიკული ატმოსფეროს შესაქმნელად. მარტოხელა ვერძმა შეიძლება ვირტუალურ სივრცეში გაიცნოს ადამიანი, რომელიც მისი მესაიდუმლე და საუკეთესო მეგობარი გახდება. ფინანსური თვალსაზრისით, შეფერხებები არ გელით. ფულის ხარჯვა შესანიშნავად გეხერხებათ, რადგან თანდაყოლილი პრაგმატულობით გამოირჩევით. ნუ ეცდებით, დიაგნოზი ინტერნეტში ამოკითხული ინფორმაციის მიხედვით დაისვათ. თუ დაავადების სიმპტომები გაწუხებთ, ჯობია ექიმთან ვიზიტზე ჩაეწეროთ. მოერიდეთ ზედმეტ კვებას, კარგად გამოიძინეთ და ეცადეთ, ენერგია დაზოგოთ. ასეთ შემთხვევაში, ვერანაირი დაავადება ვერ მოგერევათ.

კურო

პარტნიორის ნაკლოვანებების მოთმენამ ძალიან დაგღალათ, თუმცა ეს თქვენი არჩევანია და ვერავის ვერაფერს დააბრალებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობაში მცირე პაუზა აიღოთ და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოთ. იზრუნეთ ახლობლებზე ისევე, როგორც საკუთარ თავზე. გამოხატეთ სიყვარული, მხარდაჭერა და ეცადეთ ოჯახში ნდობაზე დამყარებული გარემო შექმნათ. ახალი საქმეების დაწყებას ჯერჯერობით ნუ იჩქარებთ — შესაძლოა, ერთი შეხედვით პერსპექტიული გეგმები ნაკლებად მომგებიანი აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ — შესაძლოა, ძირითადი შემოსავლის გარდა, დამატებითი შემოსავალიც მიიღოთ. მოერიდეთ გადაღლას, რადგან ორგანიზმის დასუსტებამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ეცადეთ, სპორტული აქტივობების ან ფიზიკური დატვირთვის დროს სიფრთხილე გამოიჩნოთ.

ტყუპები

გამორიცხული არ არის, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეებს წააწყდეთ, თუმცა პრობლემების ნაჩქარევად მოგვარებას ნუ შეეცდებით. ახალი ნაცნობობისთვის ეს დღე არახელსაყრელია. კარგი იქნება, თუ ოჯახურ წვეულებას ან ბუნებაში გასვლას მოაწყობთ — ეს დღის ერთად გატარების საუკეთესო საშუალება გახდება. შესაძლოა, ასაკოვანმა ადამიანმა მფარველობა გაგიწიოთ, თუმცა წინდახედულობა გმართებთ, რადგან ამ შემთხვევამ შეიძლება თქვენი იმიჯი დააზიანოს. ეძებეთ გზები სამსახურში პოზიციების გასამყარებლად, ინიციატივა და მიზანსწრაფულობა გამოიჩინეთ. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ თქვენს ჯანმრთელობას გარკვეული საფრთხე ემუქრება. მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვასა და რისკთან დაკავშირებულ სამუშაოს. ახლა მხოლოდ სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს გარშემომყოფებს უფრო ყურადღებით უნდა დააკვირდეთ — რომანტიკული ნაცნობობა გელით, რომელმაც შეიძლება სრულიად ახალი და უჩვეულო პერსპექტივები გადაგიშალოთ. დროა, დიდი ხნის უნახავი ნათესავების მონახულებაზე იფიქროთ. სხვის ვალდებულებებს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ და დროებით უარი თქვით კერძო შეხვედრებზე. ეცადეთ, ფული უფრო გონივრულად გადაანაწილოთ და მომჭირნედ ხარჯოთ. გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე ნუ მიიღებთ. ფინანსური სიტუაცია მოითხოვს, რომ ყველაფერი საგულდაგულოდ მოიფიქროთ. ეს დღე შეგიძლიათ გამაჯანსაღებელი პროცედურების დასაწყებად გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ დღის დასაწყისში შეიძლება თქვენს საკუთრებას გარკვეული საფრთხე დაემუქროს.

ლომი

ადამიანი, რომელსაც ზედმეტად აიდეალებდით, თქვენს მოლოდინებს ვერ გაამართლებს. ეცადეთ, ამ იმედგაცრუებაზე ბევრი არ იფიქროთ. ამ დღეს შანსი გაქვთ, ოჯახური პრობლემები და მეუღლესთან უთანხმოება მოაგვაროთ, თუმცა ამისთვის ემოციური გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საკითხი სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. ხელმძღვანელობა თქვენს შრომას ღირსეულად დააფასებს, ასე რომ, შეგიძლიათ მენეჯმენტს ხელფასის მომატებაზე დაელაპარაკოთ. ფულისა და მატერიალური კეთილდღეობის დევნაში ახლობლებს ნუ დაივიწყებთ — ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ, თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იდგნენ. ახლა თქვენთვის ვიტამინები და დასვენება აუცილებელია. თუ გრძნობთ, რომ ძალები გელევათ, მეორეხარისხოვანი საქმეები რამდენიმე დღით გადადეთ.

ქალწული

მოერიდეთ ეჭვიანობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიყვარულის შენარჩუნებას ვერ შეძლებთ. დრო ოჯახთან ერთად გაატარეთ და სასიამოვნო მოგონებები შექმენით. იყავით ყურადღებიანი ახლობლების საჭიროებების მიმართ და დაეხმარეთ მათ, რათა თქვენი სახლი ბედნიერებისა და სიყვარულის კერად იქცეს. გირჩევთ, ძველ გეგმებზე და საქმეებზე მუშაობა დროებით შეაჩეროთ. ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა უიმედოა, თუმცა ძველ ნაცნობს ან ახლო ნათესავს შეუძლია, ღირებული რჩევა მოგცეთ. ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები უმჯობესია ოჯახის წევრებთან ერთად განიხილოთ — მათი ხედვა შესაძლოა ძალზე სასარგებლო აღმოჩნდეს. დადებითი კოსმოსური ენერგიების წყალობით, თქვენი ემოციური ფონი სრულად გაწონასწორებულია. ეს წამოჭრილი სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.

სასწორი

მოემზადეთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი რაღაც მნიშვნელოვანს გეტყვით. დღევანდელი დღე სასიხარულო მოვლენით დაგამახსოვრდებათ. ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა იმისათვის, რომ თქვენი სამსახურებრივი უნარები და ლიდერული თვისებები გამოავლინოთ და კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ფულთან და ძვირფას ნივთებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ — მათ შეიძლება თაღლითების ყურადღება მიიპყრონ. გულ-სისხლძარღვთა სისტემას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გადაღლას და სტრესულ სიტუაციებს შეძლებისდაგვარად, თავი აარიდოთ.

მორიელი

სანამ ცდუნებებს აჰყვებით და მძაფრი შეგრძნებების დევნა დაიწყებთ, მოსალოდნელ შედეგებზე დაფიქრდით. ამ დღეს უპირატესობა პასიურ დასვენებას მიანიჭეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ და ერთ სფეროში არსებული უძრაობის პერიოდი სხვა მიმართულებების განვითარებისთვის გამოიყენოთ. წარმატების მიღწევაში, პირველ რიგში, კომუნიკაბელურობა, ადამიანების მიზიდვისა და ნდობის მოპოვების უნარი დაგეხმარებათ. აუცილებლად შეურიგდით მათ, ვისაც უნებლიეთ აწყენინეთ — ამით არა მხოლოდ კარგ რჩევას, არამედ მატერიალურ სარგებელსაც მიიღებთ. საკუთარ თავს ზედმეტს ნუ მოსთხოვთ, რადგან დღეს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი ძალიან შემცირებულია. ეცადეთ, ძალების ნარჩენებს გაუფრთხილდეთ და საღამოს საათებში პასიურად დაისვენოთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ემოციები მოთოკოთ და თავს უხეშობის უფლება არ მისცეთ. თქვენი ენერგია სკანდალებისა და ჩხუბისკენ კი არა, კონსტრუქციული საქმეებისკენ მიმართეთ — მაგალითად, სახლი საფუძვლიანად დაალაგეთ. სამსახურის საქმეები ყურადღების კონცენტრაციას, მოთმინებას და გამძლეობას მოითხოვს. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩება. სამსახურში უმცირესი ტყუილის თქმაც კი პრობლემებს შეგიქმნით — შესაძლოა, ხელმძღვანელობამ სიმართლე გაიგოს, რაც თქვენთვის არასასიამოვნო შედეგებით დასრულდება. ახალმა ნაცნობობამ შეიძლება სამომავლოდ თქვენს სამსახურებრივ წინსვლას ან მატერიალურ ზრდას საფუძველი ჩაუყაროს. გამორიცხული არ არის, გავლენიანი მფარველიც კი შეიძინოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ან მსუბუქი მოწამვლა, ამიტომ კვებას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თხის რქა

მათ, ვინც მეორე ნახევარს ეძებს, ასტროლოგიური პროგნოზი ვარცხნილობის შეცვლასა და გარდერობის განახლებას ურჩევს. დაოჯახებული თხის რქები შესაძლოა, არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ: საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესოთ თუ ყველაფერი ისე დატოვოთ, როგორც არის. გარეგნულად ყველაფერი მშვენივრადაა, თუმცა შინაგან შფოთვასა და მძიმე წინათგრძნობას იგრძნობთ, რაც, საბედნიეროდ, მცდარი აღმოჩნდება. ფინანსური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება, თუმცა არსებობს წვრილმანი საყოფაცხოვრებო ტრავმების ან მცირე საგზაო შემთხვევის ალბათობა. ეცადეთ გზებზე, ასევე მჭრელ საგნებთან მუშაობისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.

მერწყული

ნუ ეცდებით პარტნიორ ოჯახის შექმნის იდეა ზედმეტად კატეგორიულად მიაწოდოთ. შეიძლება ამან ისე დააფრთხოს, რომ საერთოდ დაკარგოთ. თუ ოჯახის წევრებთან კამათმა დუღილის ტემპერატურას მიაღწია, ეცადეთ კომპრომისული გამოსავალი გამონახოთ. ამ დღის სამუშაო გეგმაა შრომა და კიდევ შრომა! გახსოვდეთ, რომ დაგროვილი პრობლემების მოგვარებას მხოლოდ დაუღალავი ძალისხმევით შეძლებთ. არახელსაყრელი დროა ინვესტიციებისა და ზოგადად, ნებისმიერ გარიგებაში მონაწილეობისთვის. მერკური დასუსტებულია, ამიტომ გირჩევთ ფინანსური მარაგი ხელუხლებლად შეინახოთ. საღამოს მოსალოდნელია თავის ტკივილი, რაც სტრესს უკავშირდება.

თევზები

ეცადეთ, თავი აარიდოთ კონფლიქტებს და ყურადღება იმაზე გაამახვილოთ, რაც თქვენს პარტნიორთან გაერთიანებთ. ურთიერთგაგება ურთიერთობაში ჰარმონიის აღდგენაში დაგეხმარებათ. ახლა გულახდილი საუბრებისთვის შესაფერისი დრო არ არის. არსებობს საფრთხე, რომ თქვენი სიტყვები თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. სამსახურში მიიღებთ საინტერესო შეთავაზებას თანამშრომლობაზე - ეს შეიძლება თქვენი პროფესიული ზრდის ახალი წერტილი გახდეს. ტკბილეულისა და ცომეულის მიღება ამ დღეს უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე, ასე რომ, საკუთარ ორგანიზმს მსგავს გამოცდას ნუ მოუწყობთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge