11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შემოქმედებითი და მოვლენებით დატვირთული დღეა, რომელიც სიბრძნესა და დიდსულოვნებას განასახიერებს. უახლოეს მომავალში იღბალი მათ მხარეს იქნება, ვინც სიყვარულს ეძებს. იმოქმედეთ უფრო თამამად და ყველაფერი გამოგივათ! ეცადეთ, თავისუფალი დრო იმ საოჯახო საქმეებს დაუთმოთ, რომელთა გადადება აღარ შეიძლება. ახალ ცოდნასა და უნარებს მარტივად აითვისებთ, წინ კი სასიამოვნო შეხვედრები და ნაცნობობა გელით. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს იურიდიული შეცდომები და გაუგებრობები ელით — ფრთხილად იყავით, რომ ფინანსურ მახეში არ გაებათ. განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკურ ჯანმრთელობას მიაქციეთ. უარი თქვით ალკოჰოლსა და გადამეტებულ ჭამაზე.
კურო
ამ დღეს სახლში გამოკეტვას საზოგადოებაში ტრიალი ჯობია. დიდია შანსი, რომ საინტერესო თანამოსაუბრე იპოვოთ და სოციალური სტატუსიც კი შეიცვალოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას უთანხმოებამდე ნუ მიიყვანთ — დროებით კომპრომისს დათანხმდით, მოგვიანებით ის თქვენს სიმართლეში თავად დარწმუნდება. თუ ხელმძღვანელობასთან მნიშვნელოვან საუბარს დიდი ხანია გეგმავთ, ახლა დროა, გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგათ. მალე მოგეცემათ შანსი, რომ ხმამაღლა თქვათ ის, რასაც აქამდე გულში ინახავდით. დილიდანვე ენერგიის მოზღვავებასა და შემოქმედებით მუხტს იგრძნობთ. შესანიშნავი დროა სამსახურის ან პროფესიის შესაცვლელად — თქვენი პრაგმატიზმი და ინტუიცია სასურველი შედეგის გარანტიაა. შეეცადეთ, უარყოფით ემოციებსა და უაზრო ნერვიულობას თავი აარიდოთ. თუ მომავალს მხოლოდ შავ ფერებში ხედავთ, აზროვნების წესი სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ!
ტყუპები
მოულოდნელი აღიარება თქვენს ფარულ სურვილებს ფარდას ახდის. ამ დღეს კომფორტის ზონიდან გასვლა და დიპლომატიის სასწაულების ჩვენება მოგიწევთ. ნუ ღელავთ, რუტინა დიდხანს არ გაგრძელდება. შეეცადეთ, საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ — სავსებით შესაძლებელია, უფროსობამ ეს შეამჩნიოს და დააფასოს. ფინანსური მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდება. მერკურის მფარველობა საშუალებას მოგცემთ, ძველი ვალები გაისტუმროთ და, ბოლოს და ბოლოს, შვებით ამოისუნთქოთ! საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ, რათა გონება დაასვენოთ და განწყობა აიმაღლოთ.
კირჩხიბი
პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა თქვენი ბედი თქვენს ხელშია და ურთიერთობის გაგრძელება თუ დასრულება თავად უნდა გადაწყვიტოთ! მოიკრიბეთ ძალა და ზედმეტ კითხვებს ნუ დასვამთ — საყვარელი ადამიანის წარსულმა არ უნდა შეგაშინოთ. ეცადეთ, საკუთარი ამბიციები უნარებს შეუსაბამოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ახლობელი ადამიანების მოლოდინი ვერ გაამართლოთ. შუადღისას მოსალოდნელია სასიხარულო სიახლე ან სარფიანი კომერციული წინადადება, რომელიც დიდ შემოსავალს მოგიტანთ. სასურველია, საღამოს საათები სახლში გაატაროთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უმნიშვნელო კამათმა შეიძლება დიდი უსიამოვნება გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.
ლომი
მოვლენათა განვითარების გამო, ბევრ თქვენგანს მოქმედების სტრატეგიის შეცვლა მოუწევს. გადაწყვეტილებების მიღებისას არა მხოლოდ რომანტიკული, არამედ პრაგმატული მოტივებითაც იხელმძღვანელებთ. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, კომპრომისის პოვნისა და ურთიერთობის აღდგენის დროა. ნებისმიერ კამათში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ. ეს შეიძლება რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს მოგიტანთ. ამჟამად ფულის სესხებისგან თავი შეიკავეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება საერთოდ ვერ დაიბრუნოთ. ვარსკვლავები ხანდაზმულ ლომებს აფრთხილებენ, რომ შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ.
ქალწული
შესაძლოა, ამ დღეს ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ. სახლში სისუფთავე და წესრიგი ოჯახის თითოეული წევრისთვის ჰარმონიისა და სიმშვიდის გარანტიაა. ახალი ცოდნის მისაღებად სამსახურებრივ ტრენინგებზე უარს ნუ იტყვით. ფინანსური პრობლემები არ გემუქრებათ, ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ვარსკვლავები ჯანმრთელობის მხრივ გაფრთხილებენ — მოერიდეთ ფიზიკურ და ნერვულ გადატვირთვას, სარისკო აქტივობებს და ავტომობილის სწრაფად ტარებას.
სასწორი
საკმაოდ რთული და დამღლელი დღეა. საყვარელი ადამიანი მუდმივად პროვოკაციულ კითხვებს გისვამთ და თქვენს ქცევას აკრიტიკებს? აჩვენეთ, რომ შენიშვნები არ გწყინთ და კრიტიკას ითვალისწინებთ. ამ დღეს საკუთარი ინტერესების გვერდზე გადადება და ოჯახის წევრების პრობლემებზე ზრუნვა მოგიწევთ. საკუთარი გამოცდილება გაიხსენეთ და წარსული შეცდომები არ გაიმეოროთ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტის შესადგენად — გონება ნათლად და მკაფიოდ მუშაობს, რაც მიმდინარე სიტუაციის სწორად შეფასებაში დაგეხმარებათ. ხანდაზმულ სასწორებში მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების სეზონური გამწვავება. დაავადების სიმპტომებს ნუ უგულებელყოფთ, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ.
მორიელი
ყოველდღიურ, რუტინულ საქმეებს თავს მშვენივრად გაართმევთ. სასიყვარულო ურთიერთობებში გამორიცხული არ არის მოულოდნელი სიურპრიზი. დაოჯახებულ მორიელებს ამ დღეებში არაერთი პრობლემა ელით, თუმცა, ნამდვილი სიყვარული ამ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს. სამსახურში საუკეთესო პროფესიული თვისებების გამოვლენა და არასტანდარტული პრობლემების გადაჭრა მოგიწევთ. დროა, შემოსავლის ახალი წყაროები ეძებოთ, თუმცა საეჭვო და სარისკო წინადადებებს ერიდეთ. გირჩევთ, საღამოს საკუთარ სხეულს მოუსმინოთ, დაისვენოთ და ყურადღება სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანოთ.
მშვილდოსანი
მოიშორეთ ეჭვები და ბნელი ფიქრები! თუ ადამიანი ნამდვილად გიყვართ, გარშემომყოფების ნაცვლად, საკუთარ გულს უსმინეთ. მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად ღრუბლებიდან მიწაზე დაშვება მოგიწევთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანი მოულოდნელი სიურპრიზით გაახაროთ — ის თქვენს ყურადღებას დიდი ხანია ელის. ინტუიცია დღეს სწორ დასკვნებამდე მიგიყვანთ, მთავარია, ყურადღებით უსმინოთ. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, რაც ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ. დროა, ვალების დაფარვის გეგმა შეადგინოთ, სანამ სიტუაცია გართულებულა. ნუ ინერვიულებთ, თუ ჯანმრთელობის გამო სამსახურში წასვლას ვერ ახერხებთ. ზოგჯერ სახლში დარჩენის უფლება ყველას აქვს.
თხის რქა
მარტოხელა თხის რქებს დღეს შანსი აქვთ, რომ რომანტიკული ნაცნობობა გააბან. ეცადეთ, ცოტა ხნით საოჯახო საქმეებს მოწყდეთ და ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ გეგმას მიჰყევით და წესები დაიცავით. ამ დღეს მოქმედების მკაფიო გეგმა გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე შეუსრულებელი დაგრჩებათ. ასტროლოგები გირჩევენ, მოდურ ტენდენციებს ბრმად არ აჰყვეთ და ფული უაზროდ არ გადაყაროთ. ეს დღე მხოლოდ დასვენებას დაუთმეთ. თუ შეძლებთ, ყოველდღიურ საზრუნავსა და პრობლემებს მოწყდეთ, ენერგიის საოცარ მოზღვავებას იგრძნობთ.
მერწყული
სასიყვარულო საქმეებში არასტაბილურობამ შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს. მოსალოდნელია მკვეთრი, გაუთვალისწინებელი ცვლილებები და ორმხრივი პრეტენზიები. ეს დღე ძირითადად სამომავლო ღონისძიების — წვეულების თუ გასართობი მოგზაურობის დაგეგმვას დაუთმეთ. თქვენი თავდაუზოგავი შრომა დაფასდება - მალე შესაძლოა ნანატრი აღიარება მოიპოვოთ. უარი თქვით ჩვეულ რუტინაზე და რაიმე ახალი გამოცადეთ — ეს პროფესიულ ზრდაში დაგეხმარებათ. ნუ ეცდებით დეპრესიის შემოტევა „გარე სტიმულატორებით“ - მაგალითად, ტორტით ან ალკოჰოლით ჩაახშოთ.
თევზები
ამ დღეს სულიერ განწმენდას და სიყვარულის უსაზღვრო ენერგიას იგრძნობთ. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, სიტუაციას მიენდეთ და ცხოვრებას საშუალება მიეცით, რომ თავისი დინებით იაროს. დაგეგმილი მივლინება დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ მიზანს მიაღწიოთ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. შესანიშნავი დღეა სულიერი ზრდისთვის. თუ მთელი გულით მოინდომებთ, მიიღებთ იმას, რაც სრულყოფილი ბედნიერებისთვის ასე გაკლდათ. გამორიცხული არ არის, რომ ცხოვრების სიყვარული იპოვოთ. ეს დღე თითქოს თქვენი სიამოვნებისთვის შეიქმნა, ამიტომ სარელაქსაციო მასაჟზე ჩაეწერეთ ან, უბრალოდ, ახალი ვარცხნილობა გაიკეთეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან