17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თავდაჯერება, თანმიმდევრულობა და საკუთარი პოზიციის დაცვის ჩვევა – ეს თქვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნების მთავარი პირობებია. კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ოფიციალური საბუთები. ახალ პროექტზე მუშაობისას უკვე მოპოვებულის შენარჩუნება არ დაივიწყოთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ ყველაზე რთულ საქმეებსაც კი ადვილად გაუმკლავდეთ. ინტუიციის წყალობით ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებთ. შეეცადეთ, გარემოცვა კეთილგანწყობილი ადამიანებით შეავსოთ – მათი ენერგია საიმედოდ დაგიცავთ და გაგაძლიერებთ.
კურო
სასიყვარულო საქმეებში ახლა ყველაზე მთავარი სიფრთხილეა! ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელთა გამო მოგვიანებით შეიძლება ინანოთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ოჯახური ჰარმონია და სიმშვიდე ელით. შეძლებთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და ურთიერთგაგებით დატკბეთ. შინაგანი რესურსების ზრდა თქვენს პროფესიულ საქმიანობასა და ხელმძღვანელობის განწყობაზე დადებითად აისახება. ამ პერიოდში რაც უფრო აქტიური იქნებით, მით მეტ შემოსავალს მიიღებთ. შესაძლოა, მცირე აპათია და სისუსტე იგრძნოთ – ეს მეხუთე სახლში იუპიტერის სტუმრობის ბრალია. ძალების აღსადგენად გვირილისა და ბარამბოს ჩაი მოამზადეთ – ეს ენერგიით აგავსებთ.
ტყუპები
ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უხეშობას მოერიდოთ და უფრო დამთმობი იყოთ. გახსოვდეთ, რომ დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვას საყვარელი ადამიანის გულისტკენა ძალიან ადვილად შეუძლია. მალე წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და ახალი პროექტების დაწყებას შეძლებთ, თუმცა, ჯერჯერობით, თქვენს გეგმებზე ნაკლები უნდა ილაპარაკოთ, რათა უნებურად საკუთარ თავს არ ავნოთ. დღევანდელი დღე ფინანსური თვალსაზრისით პერსპექტიულია – თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება. შესაძლოა შემოსავლის ახალი წყაროს ან საკუთარი ბიზნესის წამოწყების იდეა გაგიჩნდეთ. ფიზიკური ტონუსის შენარჩუნებისთვის თანმიმდევრულობაა საჭირო. თუ ჯერ აქტიურად ვარჯიშობთ, შემდეგ კი დივანზე წამოწოლილი ტორტს მიირთმევთ, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
კირჩხიბი
უახლოესი 24 საათის განმავლობაში ნებისყოფის გამოვლენა დაგჭირდებათ, რათა საყვარელ ადამიანთან თბილი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. დღის მეორე ნახევრის ყველა სირთულე სწორედ ურთიერთობებს უკავშირდება — პარტნიორთან უთანხმოება ან კამათი შეიძლება ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. შესანიშნავი დროა მოგზაურობის დაწყებისა და კომერციული გარიგებებისთვის. სამსახურში თქვენი შრომისმოყვარეობა და დისციპლინა შეუმჩნეველი არ დარჩება და შეიძლება ხელფასის მომატებით ან კარიერული წინსვლით დაგვირგვინდეს. ჯანმრთელობის მხრივ თავს შესანიშნავად იგრძნობთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქმე სახლში უნდა წაიღოთ და გადაიღალოთ. შინაგანი დაძაბულობა და ქრონიკული უძილობა ადრე თუ გვიან პრობლემებს შეგიქმნით.
ლომი
თუ რჩეულთან ურთიერთობა ძველებურად აღარ გახარებთ, შესვენება აიღეთ და ცოტა ხნით ერთმანეთისგან დაისვენეთ. დაოჯახებული ლომების მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ შესაძლოა, ბინაში შპალერის განახლების ან ავეჯის გამოცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. სამსახურში მოსალოდნელია დაუგეგმავი შემოწმება, ამიტომ ფინანსურ საბუთებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ეცადეთ, მეტი გამბედაობა გამოიჩინოთ, როდესაც საქმე ფულს ან მნიშვნელოვან შენაძენს ეხება. დღევანდელი დღე იდეალურია სპორტული აქტივობის დასაწყებად – განსაკუთრებით წელისა და თეძოების გარშემოწერილობის შესამცირებლად.
ქალწული
ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ მალე რომანტიკულ სფეროში ნიჭის გამოვლენის შანსი მოგეცემათ, თავგადასავლების წყურვილი შეგიპყრობთ და ემოციების მორევში გადაეშვებით. დროა, ფსიქოლოგიურ განცდებს თავი დააღწიოთ და საქმიან ტალღაზე გადაერთოთ. ეცადეთ, ნებისმიერი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე ვალებისა თუ მატერიალური ფასეულობების გამო კამათისას უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ მტრულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას, ამან შესაძლოა ემოციურად დაგაზიანოთ.
სასწორი
იუპიტერისა და მარსის სექსტილი მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ძველ ინტერესებზე უარის თქმა და ახალი მიზნების დასახვა მოგიწიოთ. სამუშაო პროცესი საკმაოდ დუნედ წარიმართება და პროექტების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ვერ იგრძნობთ. ამ უმოქმედობის დასაძლევად გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ. უახლოეს დღეებში ფინანსური ნაკადების მოზიდვა მეტწილად თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული — თუ ყველაფერს მუქ ფერებში დაინახავთ, შესაძლებლობებს ხელიდან გაუშვებთ. დღის განმავლობაში მოსალოდნელია ემოციური რყევები მსუბუქი მელანქოლიიდან უმიზეზო სიხარულამდე. შეეცადეთ შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ და უკიდურესობებს მოერიდოთ.
მორიელი
თუ პირადი ცხოვრება ძველებურად აღარ გაკმაყოფილებთ, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს – ცვლილებების დრო დადგა! ზოგისთვის ეს ურთიერთობის დასასრული იქნება, სხვებისთვის კი პერსპექტიული რომანის დასაწყისი. იპოვეთ საქმიანობა, რომელიც მძიმე ფიქრებისგან გაგათავისუფლებთ. ნუ მისცემთ უარყოფით ემოციებს უფლებას დაგეუფლონ და შეეცადეთ, ამ პერიოდში ურთიერთობა შეამციროთ. გარემოებები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. შეგიძლიათ კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მოემზადეთ ინფორმაციის შესაგროვებლად და ფაქტების შესადარებლად. სწორი პასუხები ზედაპირზე არ დევს, თუმცა მათი პოვნა ნამდვილად შეგიძლიათ. თქვენი შრომისუნარიანობა ახლა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მდიდარია თქვენი მენიუ ვიტამინებით და სასარგებლო მიკროელემენტებით. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სრულფასოვან და ხარისხიან ძილსაც.
მშვილდოსანი
ეს პერიოდი უამრავ საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ, რაც მთლიანად თქვენი მომხიბვლელობის დამსახურება იქნება. ბოლო დროს იმდენად იყავით საკუთარ თავზე კონცენტრირებული, რომ გარშემომყოფები სრულიად დაივიწყეთ. დროა, სხვების გრძნობებსაც ყურადღება მიაქციოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ჯერჯერობით რთულ პროექტებს არ შეეჭიდოთ და ძველი შეცდომების გამოსწორებაზე იზრუნოთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობებს, განსაკუთრებით კოლეგებთან და პარტნიორებთან. კარმული ვალების გასტუმრების დღეა, ამიტომ ეცადეთ ნებისმიერ სირთულეს მშვიდად, როგორც გარდაუვალ მოცემულობას ისე შეხვდეთ. გახსოვდეთ, რომ კეთილი საქმეები აუცილებლად დაგიფასდებათ. კვებისას უპირატესობა მიანიჭეთ ფოსფორით, რკინითა და იოდით მდიდარ პროდუქტებს.
თხის რქა
აქტიური ვენერა თავგადასავლებისკენ გიხმობთ! დღეს გაგიჩნდებათ სურვილი, უცნობ ადგილებს ესტუმროთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ. ოჯახში ბედნიერებისა და სიხარულის წუთები სუფევს. გაუფრთხილდით ამ მომენტებს და ახალი მოგონებები შექმენით, რომლებიც ახლობლებთან კავშირს უფრო განამტკიცებს. თქვენი წარმატება შურიან ადამიანებს მოსვენებას არ აძლევს. ეცადეთ, ასეთ სიტუაციაში მოთმინება გამოიჩინეთ და პროვოკაციებს ნუ აჰყვებით. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ანაზღაურების ზრდა ან კარიერული დაწინაურება, ხოლო მეწარმეებს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესანიშნავი შანსი ექნებათ. დღევანდელი დღე საკმაოდ არასტაბილური იქნება და დიდ ენერგიას წაგართმევთ. დამქანცველი დღის შემდეგ ძალების აღსადგენად საღამო სიმშვიდესა და მარტოობაში უნდა გაატაროთ.
მერწყული
სასიყვარულო ფრონტზე შესაძლოა მეტოქე გამოჩნდეს, თუმცა ეს დანებების და დეპრესიის მიზეზი არ არის. შეეცადეთ, ემოციები მოთოკოთ, რათა საკუთარ თავს ზედმეტი პრობლემები არ შეუქმნათ. თქვენ ძალიან დიდხანს უგულებელყოფდით პარტნიორს და მის ზრუნვას მოვალეობად მიიჩნევდით, რის გამოც თქვენი კავშირი საგრძნობლად შეირყა. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა წვრილმან პრობლემებს წააწყდეთ, რომელთა სამომავლოდ გადადებაც არ ღირს. თუ მათ ნაწილს დღესვე მოაგვარებთ, მომავალი დღეების საქმეებს საგრძნობლად შეიმსუბუქებთ. ამ დღეს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კარგი შანსი გექნებათ. საკუთარი თავის რწმენა და პროფესიული აქტივობა მნიშვნელოვან სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
თევზები
სიყვარული არასოდესაა გვიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს წლობით უნდა ელოდოთ. ხანდახან ინიციატივის საკუთარ ხელში აღებაა საჭირო. ეს პერიოდი წარმატებული იქნება როგორც ახალი, ისე არსებული ურთიერთობებისთვის. პარტნიორს თქვენი სიამოვნება სურს და მზადაა, ნებისმიერი კაპრიზი შეგისრულოთ. პროფესიული წინსვლა და მშვიდი ოჯახური ბედნიერება თქვენს ცხოვრებაში პირველობისთვის იბრძვიან და სავარაუდოდ, კარიერა გაიმარჯვებს. გამოიყენეთ თქვენი სოციალური უნარები საქმიან ურთიერთობებში ხიდების გასადებად – სულ მალე ამის შესანიშნავი შანსი მოგეცემათ. თქვენი აურა ძლიერდება, რაც ენერგიისა და სასიცოცხლო ძალების მოზღვავებას უზრუნველყოფს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან