დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 სამ. 14 ივლისი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას თითოეული სიტყვა აკონტროლეთ და მოერიდეთ უსაფუძვლო კრიტიკას, თორემ უთანხმოებას ვერსად გაექცევით. კარიერული თვალსაზრისით პერსპექტიული დღეა და მნიშვნელოვან ცვლილებებს გპირდებათ — შესაძლოა, ახალი თანამდებობაც კი შემოგთავაზონ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით. ჩვენს არასტაბილურ დროში ფინანსური აქტივები ხშირად წარმავალია, ამიტომ კეთილდღეობის დევნაში ნერვებსა და ენერგიას ნუ დახარჯავთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას. ვარსკვლავები გირჩევენ, შვებულება აიღოთ და სადმე გაემგზავროთ. ახალი შთაბეჭდილებები განტვირთვასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

კურო

აშკარაა, რომ თქვენს ცხოვრებას რომანტიკა და ამაღლებული ურთიერთობები აკლია. თუ მთელ დროს ფულის შოვნასა და ყოფით პრობლემებს დაუთმობთ, ცხოვრების საუკეთესო წუთებს ხელიდან გაუშვებთ! სასწრაფოდ მოაწესრიგეთ სახლი და გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გადაყარეთ ყველაფერი ძველი და გატეხილი, რაც ადგილს იკავებს და გარემოს აბინძურებს. თამამად შეეჭიდეთ რთულ პროექტებს, მაშინაც კი, თუ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ — ენერგია, გამჭრიახობა და შეუპოვრობა ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ. შეინარჩუნეთ თვითკონტროლი, რომ შეცდომები თავიდან აიცილოთ. ფრთხილად იყავით — მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა, ძველმა პრობლემებმა თავი იჩინონ ან ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავდეთ.

ტყუპები

დეპრესიულ განწყობას ნუ აჰყვებით და უთხარით თბილი სიტყვები მათ, ვინც გიყვართ. მცირედი ყურადღებაც კი საყვარელი ადამიანის განწყობაზე დადებითად აისახება. ახლა ზუსტად ის დროა, რომ საკუთარი თავი ლამაზი ნივთით, მაგალითად, ახალი ჩანთით გაანებივროთ. სამსახურებრივ საქმიანობაში აქტიურობამ, მტრების ფარულმა ქმედებებმა ან პირადმა შეცდომებმა შესაძლოა დაგეგმილი საქმეები შეაფერხოს. შეეცადეთ, ძალები მოიკრიბოთ და ენერგიას წვრილმანებზე ნუ დახარჯავთ — ჯერჯერობით სჯობს, მომლოდინე პოზიცია დაიკავოთ. ხელსაყრელი დღეა მიღწეული შედეგების შესაჯამებლად, რაც სამომავლოდ ფულის უფრო კარგად მართვაში დაგეხმარებათ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უარყოფით ემოციებს გარშემომყოფებზე ნუ გადმოანთხევთ.

კირჩხიბი

საყვარელი ადამიანი დღეს თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს. ხომ არ მოვიდა დრო, რომ ურთიერთობის ოფიციალურ გაფორმებაზე იფიქროთ? გრძნობების გამხელა ნუ მოგერიდებათ, თქვენი მომავალი დიდწილად ამაზეა დამოკიდებული. სამსახურში ზედმეტ აქტიურობას ნუ გამოიჩენთ — არსებობს რისკი, რომ კოლეგებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ, სიტუაციის გამოსწორება კი საკმაოდ გაგიჭირდებათ. მსხვილ ფინანსურ გარიგებებს მოერიდეთ და წვრილმან ხარჯებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და თუ გრძნობთ, რომ სპორტის რომელიმე სახეობა თქვენთვის საფრთხის შემცველია, სჯობს მასზე დროებით უარი თქვათ.

ლომი

მარტოხელა ლომებს მოგზაურობისას საინტერესო ადამიანის გაცნობა ელით. შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემებს შეეჯახოთ, მაგრამ მონდომების შემთხვევაში, მარტივად მოაგვარებთ. საღამო საყვარელ ჰობის დაუთმეთ. გაითვალისწინეთ, რომ მოულოდნელად შეცვლილი გარემოებების გამო, დაგეგმილი მგზავრობა შეიძლება ბოლო წუთს ჩაიშალოს. საუკეთესო პერიოდია ხელშეკრულებებისა და გარიგებების დასადებად — თქვენს ჰოროსკოპში მერკურის გავლენა ძლიერდება, რაც ბიზნესში წარმატებას მოგიტანთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას, რათა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები თავიდან აიცილოთ. გადაჭარბებულმა მგრძნობელობამ შეიძლება შაკიკი და ჰიპერტენზია გამოიწვიოს.

ქალწული

საუკეთესო დროა სასიყვარულო საქმეების, შემოქმედებითი წამოწყებებისა და ნებისმიერი სახის ცვლილებისთვის. ახალი ნაცნობობა ხანგრძლივი და საინტერესო აღმოჩნდება. მალე მოგეცემათ შანსი, რომ დიდი ოჯახური დღესასწაული მოაწყოთ. მთავარია, საკუთარი მოვალეობები სხვებს არ გადააბაროთ. გადაწყვეტილებების მიღებისას ინტუიციას ენდეთ და ნუ ინერვიულებთ, თუ ვინმეს თქვენი ნაბიჯები ალოგიკური მოეჩვენა. შემოსავლის ახალი წყაროები ენერგიულად უნდა ეძებოთ, მაგრამ ამასთანავე, საეჭვო შემოთავაზებებს უნდა მოერიდოთ. საღამოს საათებში მოსალოდნელია მცირე ფინანსური შემოსავალი. ჯანმრთელობის გაუარესება რომ თავიდან აიცილოთ, სასურველია ალკოჰოლსა და ხორცპროდუქტებზე დროებით უარი თქვათ.

სასწორი

იუპიტერი მეხუთე სახლშია, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეალური დროა, საკუთარ გარეგნობას მიხედოთ. ოჯახის წევრებმა შესაძლოა დახმარება შემოგთავაზონ, თუმცა ახლა უმჯობესია, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. ახალი ნაცნობობისთვის არახელსაყრელი დროა. დღევანდელი დღე შემოქმედებით ადამიანებს დიდ წარმატებას მოუტანს. მომდევნო 24 საათში შეგიძლიათ, გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მოსალოდნელია კარგი შემოსავალიც, ასე რომ, შეგიძლიათ ინვესტიციებიც კი დაგეგმოთ. ფრთხილად იყავით - ბოლო დროს ადვილად ექცევით სხვების გავლენის ქვეშ და შეიძლება სრულიად უსარგებლო ნივთი შეიძინოთ. შინაგანი ენერგიის კლების გამო, ფიზიკურ გადატვირთვასა და სარისკო ქმედებებს უნდა მოერიდოთ.

მორიელი

თუ ამჟამად მარტო ხართ, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან შეხვედრა რომანტიკაზე თქვენს წარმოდგენებს სრულიად შეცვლის. ნათესავებთან ხანგრძლივი კამათი თქვენს ემოციურ ფონზე უარყოფითად აისახება, ამიტომ ამ დღეს მტკივნეული და ორაზროვანი თემების განხილვას მოერიდეთ. ხელსაყრელი დღეა ძველი გეგმების განხორციელებისა და ახალი საქმეების დასაწყებად — ცხოვრების ყველა სფეროში სასიამოვნო ცვლილებები გელით. ვარსკვლავები ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს ურჩევენ, რომ სარისკო გარიგებებისგან თავი შეიკავონ — თვალი ადევნეთ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან თქვენი კლიენტების რაოდენობა პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული. მოერიდეთ აქტიურ სპორტს, რადგან ტრავმების მიღების დიდი რისკია.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ვიღაცამ სხვა ადამიანების დაპირისპირებასა და კონფლიქტებში ჩაგითრიოთ, მაგრამ ვარსკვლავების დახმარებით გამოსავალს იპოვით. მოულოდნელი ნაცნობობა საკუთარ თავზე წარმოდგენას შეგაცვლევინებთ და ხასიათის ახალ შტრიხებს გაპოვნინებთ. ნათესავებთან ურთიერთობა დიდ სიხარულსა და მხარდაჭერას მოგიტანთ. მზად იყავით საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. ემოციები აკონტროლეთ და ნეგატიურ ფიქრებს ნუ აჰყვებით. გადაღლილობის გამო შესაძლოა, იმუნიტეტი დაგიქვეითდეთ. თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას აგდებულად ნუ მოეკიდებით — თუ საჭიროება მოითხოვს, აუცილებლად დაისვენეთ!

თხის რქა

ჰოროსკოპი გირჩევთ, საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. დღეს ყურადღების ცენტრში ოჯახური საზრუნავი იქნება და ახლობლების მრავალრიცხოვანი საქმეების მოგვარება თქვენს მხრებზე გადაივლის. სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარი ნანატრ სიმშვიდეს მოგიტანთ. სამსახურებრივ საქმიანობაში გარკვეული სირთულეების დაძლევა მოგიწევთ. იცოდეთ, იღბალი უკვე თქვენს კართანაა! მალე ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად გაიუმჯობესებთ და თავს ბევრი ისეთი რამის უფლებას მისცემთ, რაც ადრე მიუწვდომელი გეგონათ. ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება კვებას დაუთმეთ და მენიუდან ცხიმიანი საკვები და შაქარი მთლიანად ამოიღეთ.

მერწყული

თუ ბოლო დროს თქვენ შორის ყინულის კედელი აღიმართა, ახლა შესაფერისი დროა მის გასალღობად! ბუნებამ შესანიშნავი შემოქმედებითი შესაძლებლობებით და ფანტაზიის უნარით დაგაჯილდოვათ, ამიტომ ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელიც ამ ნიჭის შეზღუდვას მოითხოვს. ეს დღე მეწარმეებს ბიზნესის განვითარებისთვის უამრავ ახალ შესაძლებლობას ჰპირდება — შესაძლოა, საერთაშორისო ასპარეზზეც კი გახვიდეთ! ვარსკვლავები გაფრთხილებენ, საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკასთან სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან დენის დარტყმისა თუ სხვა ტრავმების მიღების ალბათობა საკმაო მაღალია.

თევზები

ვარსკვლავების განლაგება რომანტიკული ნაცნობობის შანსებს საგრძნობლად ზრდის. საყოფაცხოვრებო პრობლემამ შეიძლება თქვენი დღის განრიგი შეცვალოს, ამიტომ სანტექნიკისა და ელექტროხელსაწყოების მუშაობას ყურადღებით დააკვირდით. ფინანსური პრობლემები ნამდვილად არ გემუქრებათ. ეს თქვენი დაუღალავი შრომისა და იმ ახალი პროექტების შედეგია, რომლებიც მოულოდნელად დიდ მოგებას მოგიტანთ. ცხოვრება მუდმივი მოძრაობაა, ტყუილად როდი ამბობდნენ ძველი ფილოსოფოსები: „თუ გსურს იყო ძლიერი — ირბინე, თუ გსურს იყო ლამაზი — ირბინე, თუ გსურს იყო ჯანმრთელი — ირბინე!“თქვენი იმუნური სისტემა ბოლოდროინდელი სტრესების გამო შესუსტებულია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაისვენოთ და არაფერზე ინერვიულოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge