19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 შაბ. 18 ივლისი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
კარგი იქნება, თუ ბინის ინტერიერს განაახლებთ და ავეჯს გადააადგილებთ. თქვენი ნიშნის წარმომადგენელთა შრომისუნარიანობა მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, ყურადღების მოკრებას და სწრაფად მოქმედებას რამდენად შეძლებთ. შანსი გექნებათ, ახლობლებთან ურთიერთობები მოაგვაროთ და შეურიგდეთ მათ, ვისთანაც წვრილმანების გამო იჩხუბეთ. საღამოს იგრძნობთ, რომ გადაიღალეთ და დასვენება გჭირდებათ - განმარტოება და სიმშვიდე ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას, რადგან არსებობს მოწამვლის ალბათობა.
კურო
ეს დღე შესანიშნავია შემოქმედებითი საქმიანობისა და სასიყვარულო შეხვედრებისთვის. კარგი იქნება, იმიჯის და გარემოცვის შეცვლაზე იფიქროთ - თქვენს ცხოვრებაში სიახლეების დროა. გაითვალისწინეთ, რომ პარტნიორზე მბრძანებლობა და მისი მუდმივი კრიტიკა თქვენს ურთიერთობას ნამდვილად არ წაადგება. ერთობლივ თანამშრომლობას ბევრად მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე მარტო ბრძოლას. უახლოესი დღეების ყველაზე პრობლემური თემა შესაძლოა, გადაჭარბებული ხარჯები და ფულის სიმცირე აღმოჩნდეს. ფინანსური ზარალისა და შეცდომების თავიდან ასაცილებლად, აჯობებს რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკავოთ. შესაძლოა საღამოს მსუბუქი შეუძლოდ ყოფნა იგრძნოთ. კარგი იქნება, თუ ჯანსაღ კვებასა და დასვენებას მეტ ყურადღებას მიაქცევთ.
ტყუპები
ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. ახალ კავშირებს წარმატებით დაამყარებთ და ნამდვილ მეგობარს ან სულაც მეორე ნახევარს იპოვით. დაივიწყეთ სიამაყე და ეჭვიანობა და ყურადღება სასიამოვნო ფიქრებზე გადაიტანეთ. ნუ შეეცდებით საკუთარი შეცდომების პარტნიორისთვის გადაბრალებას. დღეს შესანიშნავი შანსი გექნებათ, ფინანსური სარგებელი მიიღოთ ან კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ. თუ შეუპოვრობას გამოიჩენთ, თქვენი ძალისხმევა დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. თქვენი ნიშნის აქტიურ წარმომადგენლებს ჯანმრთელობის მხრივ საფრთხე არ ემუქრებათ – ჰოროსკოპი გპირდებათ, რომ იქნებით მხნედ და სასიცოცხლო ენერგიით სავსე.
კირჩხიბი
სამწუხაროდ, ჯერჯერობით თავბრუდამხვევ სასიყვარულო თავგადასავლებს არ უნდა ელოდეთ – მომდევნო თვის ბოლომდე მშვიდი და უინტერესო ცხოვრება გელით. დიდი ხნის ნანატრი ამბავი ამ დღეს გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ოჯახის წევრებს თხოვნის შესრულებაზე უარს ნუ ეტყვით, თუმცა საკუთარი ნაბიჯები ყოველთვის აკონტროლეთ. საჭირო ადამიანების შემოკრების უნარი წარმატებას მოგიტანთ. მიუხედავად ამისა, თქვენი მოქმედება გააზრებული და ბუნებრივი უნდა იყოს. საყვარელი ნივთის დაკარგვის გამო ნუ ინერვიულებთ – მას მალე იპოვით ან უკეთესით ჩაანაცვლებთ. არსებობს სოკოვანი ინფექციის რისკი, ამიტომ, თუ აუზზე ან საუნაში წასვლას აპირებთ, ჰიგიენის წესები არ დაივიწყოთ.
ლომი
ხანმოკლე მგზავრობის ან მივლინების დროს ახალი ნაცნობობა გელით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. დაოჯახებულ ლომებს გირჩევთ, ყურადღება ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნებაზე გაამახვილოთ. თუ ხელმძღვანელი თქვენთვის დამატებითი მოვალეობების დაკისრებას დააპირებს, შეახსენეთ, რომ ზეგანაკვეთური შრომა უნდა აანაზღაუროს. ახლობელი ადამიანისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც არსებული პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ფინანსური თვალსაზრისით მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები — თქვენი ფულადი წყაროები აქტიურდება. ჯანმრთელობის მხრივ განსაკუთრებულ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ – მებრძოლი მარსი ენერგიის ნაწილს ყველა ნიშანს გაუზიარებს. მიუხედავად ამისა, შეეცადეთ, ცხიმიან კერძებსა და ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდოთ.
ქალწული
დროა, სახლში იდეალური წესრიგი დაამყაროთ, რადგან კომფორტი და სიმყუდროვე საყვარელ ადამიანთან შესანიშნავი ურთიერთობის პირობაა. ნუ მოგერიდებათ დახმარებისთვის მიმართოთ მათ, ვისაც თქვენი ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლია. ფინანსურ გარიგებებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა მომავალში პრობლემები არ შეგექმნათ. ჯანმრთელობა და ენერგეტიკული ფონი სტაბილურია. ერთადერთი, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ, ზედმეტი ეჭვიანობა და გადაჭარბებული ნერვიულობაა. ამ დღეს მსუბუქი ფიზიკური აქტივობა ძალიან დაგეხმარებათ.
სასწორი
ამ დღეს მეუღლეებსა და შეყვარებულებს ერთმანეთის გაგება უჭირთ. ეცადეთ, უთანხმოება არ გააღრმავოთ და საერთო ენა გამონახოთ. ოჯახის წევრები სასიამოვნო სიურპრიზით გაახარეთ – მაგალითად, რესტორანში ან კინოში წადით — დადებითი ემოციები ახლა ძალიან გჭირდებათ. ოცნებების დევნაში შეიძლება ხელიდან გაუშვათ მშვენიერი შანსი, რომელიც ცხვირწინ გაქვთ! ამ დღეს ფინანსებთან დაკავშირებულ დაპირებებს ნუ გასცემთ, რადგან სიტყვის შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ. თუ დაღლილობა გეგმების შეცვლას გაიძულებთ დასვენების დღე ან ხანმოკლე შვებულება აიღეთ და ძალები მომავალი გამარჯვებისთვის აღიდგინეთ.
მორიელი
სასიყვარულო თავგადასავალი ახლოვდება – შესაძლოა, შემთხვევითი ნაცნობობა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. საკუთარი პრობლემების ოჯახის წევრებისთვის გაზიარება, მტკივნეული თემების განხილვა და ერთობლივი გეგმების დასახვა ნუ მოგერიდებათ. თქვენს ბევრ იდეას მხარდაჭერა ელის. ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებაში საკუთარი პოზიციის დაცვას შეეცდებით, თუმცა ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდება. ფულს გაუფრთხილდით! — მაღაზიებში დაუგეგმავმა გასეირნებამ შეიძლება საფულე მთლიანად დაგიცარიელოთ. დაიცავით დიეტა და ცხოველურ საკვებზე დროებით უარი თქვით. შეგიძლიათ განტვირთვის დღეებიც მოაწყოთ, თუმცა ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.
მშვილდოსანი
ნუ იჩქარებთ მეორე ნახევრის დადანაშაულებას, თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობიდან რომანტიკა გაქრა — გრძნობებისთვის სიმძაფრის დაბრუნება თქვენს ხელთაა. ეს დღე ბევრი მიმართულებით სასიამოვნო იქნება. პროფესიულ საქმიანობაში დაყოვნების ტაქტიკა აირჩიეთ და ინფორმაციის შეგროვება დაიწყეთ. ახლა მთავარია, საკუთარი ძალები და შესაძლებლობები სწორად გათვალოთ და შეუძლებელს არ შეეპოტინოთ. მისაღები ოთახის ინტერიერი განახლებას ითხოვს! სახლში მეტი კომფორტის შექმნით ფინანსურ კეთილდღეობასაც მოიზიდავთ. დღის მეორე ნახევარში დასვენების დრო გამონახეთ, თორემ ემოციურ გამოფიტვამდე მიხვალთ. აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ და გარშემო მყოფთა შეგონებებს ნაკლები უსმინეთ.
თხის რქა
სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად ხელსაყრელი დღეა — პლანეტების განლაგება მტკიცე კავშირების შექმნას ხელს უწყობს. თქვენი დამოუკიდებელი ხასიათის გამო შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორი თქვენს თავისუფლებას ზღუდავს – სინამდვილეში კი მას თქვენთან ურთიერთობა აკლია. წინ მშვიდი სამუშაო დღე გელით. ბევრი თხის რქა პასიური მაყურებლის როლში აღმოჩნდება და მართვის სადავეებს ხელიდან გაუშვებს. დროა, უფროსს მიანიშნოთ, რომ ხელფასის მომატება გსურთ. ამ საკითხის მომავალ თათბირზე წამოჭრა ნუ მოგერიდებათ – დიდია შანსი, რომ იღბალი თქვენს მხარეს აღმოჩნდეს. ჯანსაღი გარემო და აქტიური ცხოვრების წესი არ დაივიწყოთ — სუფთა ჰაერზე ხანმოკლე სეირნობა ჯანმრთელობისა და განწყობისთვის სასარგებლო იქნება.
მერწყული
ვენერას აქტიურობა სასიყვარულო ურთიერთობებში სიახლეებს გპირდებათ. შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად წვეულება მოაწყოთ ან რომელიმე საინტერესო ღონისძიებას ეწვიოთ. შანსი მოგეცემათ, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ მათზე, ვინც აქამდე თქვენ მიმართ სკეპტიკურად განწყობილი იყო. მოსალოდნელია ხარჯები, მათ შორის – გაუთვალისწინებელიც. ჩართეთ მკაცრი ეკონომიის რეჟიმი და კურსი ვალებისგან სრული გათავისუფლებისკენ აიღეთ. ეცადეთ, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გასასეირნებლად დრო გამონახოთ. სუფთა ჰაერზე ვარჯიშიც ძალიან გამოგადგებათ, თუმცა ჯანმრთელობას გაუფრთხილდით – არსებობს გაციების რისკი.
თევზები
თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს ცდუნების დიდოსტატები შეიძლება ვუწოდოთ! პიროვნული თვისებების დემონსტრირებით კიდევ უფრო მიმზიდველი და იდუმალი ხდებით. ხელსაყრელი დროა სახლში წესრიგის დასამყარებლად. გამორიცხული არ არის ისეთი ამბავი ან მოვლენა, რომელიც პირადი ცხოვრების სირთულეებზე დაგაფიქრებთ. მორიგი ნაცნობობა შესაძლოა კარიერული წინსვლის ან კომერციული წარმატების საფუძველი გახდეს. ამ კვირაში აუცილებელია მხედველობაზე იზრუნოთ: მიირთვით სტაფილო და მოცვი ან ვიტამინი A მიიღეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან