22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 სამ. 21 ივლისი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, თქვენს რჩეულს როგორ უყვარხართ. თქვენც ნუ დაიშურებთ სითბოსა და სიყვარულს მათთვის, ვინც თქვენთვის ძვირფასია! შეეცადეთ, შინაგანი კრიტიკოსი ცოტა ხნით „გამორთოთ“ და ყველაფერში ნაკლი თუ უზუსტობა არ ეძებოთ. პროფესიული საკითხების მოგვარებაში საიმედო მოკავშირეების პოვნას შეძლებთ. თანამოაზრეების გარემოცვაში შრომა ხომ ყოველთვის სასიამოვნოა! შესაძლებლობა გექნებათ, ხარისხიანი ნივთი საკმაოდ კარგი ფასდაკლებით შეიძინოთ. ნუ მისცემთ გარშემომყოფებს უფლებას, განწყობა გაგიფუჭონ. ყურადღება საკუთარ გეგმებზე გადაიტანეთ და ნერვებს ნუ აჰყვებით.
კურო
თუ ურთიერთობა ახლახან დაიწყეთ, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მაქსიმალური თავშეკავება გმართებთ. აბობოქრებული მარსი თქვენს წყვილს კონფლიქტებისკენ უბიძგებს. შესაძლოა, უფროსი თაობის წარმომადგენლებს თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევა მოუნდეთ. დროსა და ნერვებს დაზოგავთ, თუ საუბარს მშვიდ, ნეიტრალურ თემაზე გადაიტანთ. შემოქმედებითი საქმიანობა დიდ კმაყოფილებასა და აღიარებას მოგიტანთ. თუ საკუთარ ძალებს ირწმუნებთ და თავდაუზოგავად იმუშავებთ საკუთარ სფეროში მწვერვალების დაპყრობას შეძლებთ. მშვენიერი პერიოდია მსხვილი ფინანსური გარიგებების, ასევე მიწის ნაკვეთის, ბინის ან ავტომობილის შესაძენად. ამ დღეს თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად და თავისუფლად იგრძნობთ — ისარგებლეთ ამით და თამამად დაელაპარაკეთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ.
ტყუპები
ამ დღეს ახლობელ ადამიანთან კამათის რისკი მაღალია. სატურნი ვენერასთან ოპოზიციაშია, ამიტომ სკანდალების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანოთ. ნუ მოსთხოვთ საყვარელ ადამიანებს იმას, რაც თავად არ შეგიძლიათ. ასტროლოგები შეგახსენებენ, რომ გადაჭარბებული პერფექციონიზმი ყოველთვის სასარგებლო არ არის. შესაძლოა, ამ დღეს მოულოდნელმა პრობლემებმა თავი იჩინონ, ამიტომ ახალი საქმის დაწყებას არ გირჩევთ. მოერიდეთ საეჭვო ავანტიურებს, განსაკუთრებით, თუ მათში თითქმის უცნობი ადამიანი გითრევთ — შესაძლოა, სასწორზე არა მხოლოდ თქვენი ავტორიტეტი, არამედ ფული და თავისუფლებაც კი დადგეს. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა ფსიქოლოგიურ დაძაბულობას მოგიხსნით და სხეულს გაგიკაჟებთ.
კირჩხიბი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა გარკვეული გაუცხოება გაჩნდეს. ეს რომ თავიდან აირიდოთ, ასტროლოგები გირჩევენ, ერთად მეტი დრო გაატაროთ. ბობოქარი ვნებები, ეჭვიანობის შემოტევა, კამათი და შერიგება — უახლოესი რამდენიმე დღეში თქვენი ცხოვრება სწორედ ამ სცენარით განვითარდება. დღე სავსეა პროვოკაციებითა და დაპირისპირებებით. სამსახურებრივმა ინტრიგებმა, კოლეგების შურმა და მოულოდნელმა დაბრკოლებებმა შესაძლოა თქვენი გეგმების განხორციელება შეაფერხოს, თუმცა, მალე შემოსავლის დამატებითი წყარო გამოჩნდება, რაც მიმდინარე ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ლომი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნას, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. შეეცადეთ, ყველაფერი ღიად განიხილოთ და ერთმანეთის გაგება სცადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მშობლებსა და უფროს ნათესავებს მეტი ყურადღება დაუთმოთ — მით უმეტეს, რომ მათგან დიდ მორალურ მხარდაჭერას იგრძნობთ. მშვენიერი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის — ეცადეთ, ეს დრო საკუთარი ნიჭის განვითარებისთვის გამოიყენოთ. ხომ არ დადგა დრო, რომ სტომატოლოგს ეწვიოთ? პროფილაქტიკური შემოწმება სამომავლო პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.
ქალწული
დღის მეორე ნახევარში შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება. მოემზადეთ პარტნიორთან მნიშვნელოვანი საუბრისთვის და გახსოვდეთ, რომ ერთად ყველაფერს შეძლებთ. წარმატებული დღეა მნიშვნელოვანი წამოწყებებისა და ინფორმაციის ხელსაყრელად გამოყენებისთვის. გარშემომყოფები აუცილებლად დააფასებენ თქვენს აქტიურობას, თუმცა, ამ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ. შეეცადეთ, ეს დღე ჩვეულებრივი რუტინისგან განსხვავებულად გაატაროთ —ყოველდღიური ერთფეროვნება თქვენს ნერვულ სისტემაზე მძიმედ მოქმედებს.
სასწორი
სიყვარულში დიდი წარმატება გელით. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომ მეორე ნახევარი იპოვოთ. ბინის რემონტის დასაწყებად არახელსაყრელი დროა — ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლის მასშტაბური კეთილმოწყობისგან თავი შეიკავოთ. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კამათს — შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწევთ, საქმიან ურთიერთობას კი ნამდვილად გაიფუჭებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღევანდელი შენაძენი ფულის ამაო ფლანგვა იქნება. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე სირბილის და სიარულის დრო გამონახოთ — მსუბუქი კარდიოდატვირთვა ძალიან წაგადგებათ.
მორიელი
თუ ცხოვრების მეგზური ნაპოვნი გყავთ, არ არის გამორიცხული, რომ მეგობრის ან ახლო ნათესავის ბედის განკარგვას დიდი ენთუზიაზმით შეუდგეთ. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების მოსმენა და გაგება — ამით ოჯახში ჰარმონიულ და ბედნიერ გარემოს შექმნით. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდება, ამიტომ მზად იყავით, რომ კოლეგები და ხელმძღვანელობა თქვენს მიღწევებს ყურადღებას მიაქცევენ. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ რაიმე ახალი და ორიგინალური შეიძინოთ. არახელსაყრელი გარემოებები საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე, რომლებიც ბოლო დროს ასე გაწუხებთ — ასტროლოგები სიმშვიდის შენარჩუნებას გირჩევენ.
მშვილდოსანი
ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს ახალი, ხანმოკლე გატაცება ელით. მშვენიერი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისა და კავშირების გასამყარებლად. ყურადღება, ზრუნვა, სულიერი კომფორტი და სითბო სწორედ ისაა, რაც ახლა საყვარელ ადამიანს უნდა აჩუქოთ. ნუ დახარჯავთ ფულს იმპულსურ შენაძენზე — ის უსარგებლო აღმოჩნდება. ეცადეთ, უახლოეს დღეებში მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტები მიირთვათ და ფიზიკური აქტივობა არ დაივიწყოთ — ვარჯიში როგორც აღნაგობას, ისე განწყობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.
თხის რქა
მალე სახლიდან მოშორებით გელით შეხვედრა, რომელსაც შეუძლია თქვენი ბედისწერა შეცვალოს. შეწყვიტეთ დახურულ კარზე კაკუნი — ახლა თქვენი აქტიურობა შესაძლოა ზეწოლად ჩათვალონ. ამ დღეს თქვენში წინააღმდეგობის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერ საკითხზე კამათობთ მაშინაც, როცა არავინ გეკამათებათ. მალე შეძლებთ თავს დაუგეგმავი საყიდლების უფლებაც მისცეთ, მანამდე კი შეეცადეთ, შემოსავლების ფარგლებში იცხოვროთ და ვალებს მოერიდოთ. შესაფერისი დროა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში. მშვენიერი პერიოდია ორგანიზმის გაჯანსაღების, სპორტისა და იმიჯის შესაცვლელად.
მერწყული
ეცადეთ, ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. გულახდილი საუბარი ურთიერთობებს გაამყარებს და ენერგეტიკულ ბალანსს აღადგენს. დღევანდელი სამუშაო გაკმაყოფილებთ და პროფესიის შეცვლას არ გეგმავთ. შეცდომები რომ თავიდან აირიდოთ, შეეცადეთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები და საპასუხისმგებლო მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ. ფინანსური სირთულეების ასაცილებლად, „დაზოგვის რეჟიმი“ უნდა ჩართოთ. მშვიდი და ჰარმონიული დღეა, თუმცა ნუ გადაიღლებით — რელაქსაცია ან მედიტაცია სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
თევზები
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა? ასეთ შემთხვევაში, ეცადეთ, ცოტა ხნით საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ. მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც სულიერ და ზნეობრივ გარდასახვას უკავშირდება. მცდარმა რჩევამ ან არასწორად გაგებულმა ინფორმაციამ შეიძლება შეცდომები და ოჯახის წევრებთან დაპირისპირება გამოიწვიოს. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც ინტრიგებს ხლართავს, რომ დაგაზიანოთ. შეეცადეთ, სიტუაციაში ჩუმი, შეუმჩნეველი გამოძიებით გაერკვეთ. სატურნი-იუპიტერის ტრინის გავლენით, შეიძლება ენერგია ოდნავ დაგიქვეითდეთ, ამიტომ ყურადღება დადებით ფიქრებზე გადაიტანეთ და განწყობის ასამაღლებელი საშუალება იპოვეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან