დღის ჰოროსკოპი

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 ოთხ. 22 ივლისი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ისწავლეთ მოსმენა, მიეცით პარტნიორს საშუალება, სათქმელი ბოლომდე თქვას და აგრძნობინეთ, რომ მისი აზრი თქვენთვის ღირებულია. დღეს ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს განსაკუთრებული გამჭრიახობა გამოარჩევს. გამორიცხული არ არის, ყველაზე უიმედო სიტუაციების გამოსწორებაც კი შეძლოთ. თუ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმაზე დიდხანს ყოყმანობდით, ახლა მოქმედების დროა. აქტიურობა ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. ფინანსურ სფეროში თქვენი წამოწყებების წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ძალისხმევას ჩადებთ. საღამო მშვიდ გარემოში დასვენებას დაუთმეთ — ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ დღეს შეიძლება შთაგონების უჩვეულო მოზღვავება იგრძნოთ. შეგიძლიათ ეს ენერგია ახლად გაცნობილი ადამიანის მოსახიბლად გამოიყენოთ, დაოჯახებულები კი ფლირტსა და სასიყვარულო თავგადასავლებს უნდა მოერიდონ. ხელმძღვანელობა თქვენს მონდომებას აუცილებლად შეამჩნევს და შესაძლებელია, ფინანსურად წაგახალისოთ. უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს განდობენ. სურვილის შემთხვევაში, შემოსავლის დამატებითი წყაროს პოვნასაც შეძლებთ. ჯერჯერობით შემოსავალი მცირე იქნება, ხარჯი კი ორჯერ მეტი, მაგრამ ეცადეთ, ვალი არ აიღოთ. თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ორგანიზმის მხარდასაჭერად ვიტამინებისა და მიკროელემენტების კურსის ჩატარება ნამდვილად კარგი იქნება.

ტყუპები

ეცადეთ, საუბრისას და თუნდაც კამათის დროს სიყვარული და ზრუნვა გამოხატოთ. ეს ურთიერთობაში ნდობისა და მხარდაჭერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. დღეს თქვენი მთავარი პრიორიტეტი პირადი საზღვრების დადგენა უნდა იყოს. შესაძლოა, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემო მყოფებისთვის მკაფიო წესების დაწესება მოგიწიოთ. საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, ფინანსურ ავანტიურებსა და საეჭვო გარიგებებს მოერიდეთ. დღის განმავლობაში მოსალოდნელია გარკვეული დაბნეულობა და შინაგანი შფოთვა. ამ მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი სრულფასოვანი დასვენება და შინაგანი ძალების აღდგენაა.

კირჩხიბი

გირჩევთ, პიროვნული მომხიბვლელობა ურთიერთობების მოწესრიგების ან ახალი ადამიანის ყურადღების მოსაზიდად გამოიყენოთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე ან რაინდული ჟესტი გელით. შესაძლოა, დახმარება იმ ადამიანისგან მიიღოთ, ვისგანაც თანაგრძნობას არ ელოდით. გირჩევთ, ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ და ნებისმიერი ინფორმაცია საგულდაგულოდ გადაამოწმოთ. სამსახურში მოსალოდნელია მცირე უთანხმოებები, მაგრამ ეცადეთ, ყველასთვის მისაღები კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ. თუ ბონუსი ან დამატებითი შემოსავალი მიიღეთ, გირჩევთ, ფული რაიმე მნიშვნელოვან შენაძენს მოახმაროთ. ცხიმიან და მძიმე საკვებს მოერიდეთ. ეცადეთ, თქვენი მენიუ მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს.

ლომი

ჭორებს არ აჰყვეთ. გახსოვდეთ, რომ ყველგან არიან შურიანი ადამიანები, რომლებსაც საყვარელ ადამიანებს შორის შუღლის ჩამოგდება სურთ. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა — შესაძლოა, კონფლიქტებს სტაბილური წყვილებიც კი ვერ ასცდნენ. გირჩევთ უახლოესი 24 საათის განმავლობაში სხვა ადამიანების კამათში არ ჩაერიოთ და სიფრთხილე შეინარჩუნოთ. კარიერაში ყველაფერი იმაზე უკეთესადაა, ვიდრე ფიქრობდით! თქვენი წარმატებები ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება. მზად იყავით მოულოდნელი ხარჯებისთვის — გარკვეული დანაზოგი სტრესის აცილებაში დაგეხმარებათ. მიხედეთ საკუთარ ჯანმრთელობას და გარეგნობას — მსუბუქი დიეტა და ფიზიკური ვარჯიში ძალიან წაგადგებათ.

ქალწული

ფრთხილად იყავით — სამსახურებრივი რომანი პრობლემების გარდა არაფერს მოგიტანთ. მოგიწევთ ისეთ მნიშვნელოვან საქმეს შეეჭიდოთ, რომლის გადადება შეუძლებელია. პროექტი, რომელზეც ახლა მუშაობთ, სავარაუდოდ, უპერსპექტივო აღმოჩნდება, მაგრამ თუ შეუპოვრობას გამოიჩენთ, შეიძლება საწადელს მაინც მიაღწიოთ. ფულის ნაკლებობას ოჯახში კამათი და უთანხმოება მოჰყვება, ამიტომ ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთს ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე. დღეს გამოვლენილი უსიამოვნო სიმპტომები ერთგვარი გაფრთხილებაა — დაფიქრდით, საკუთარი ცხოვრების წესში რა უნდა შეცვალოთ.

სასწორი

საყვარელ ადამიანს ვერ გაუგია, მისგან რას ითხოვთ, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი მიზნების შესახებ გულწრფელად და გასაგებად ესაუბროთ. ფრთხილად იყავით — ვარსკვლავების განლაგება კამათისა და პრეტენზიებისკენ განაწყობს, რაც წყენითა და კონფლიქტით დასრულდება. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება რამდენიმე დღით გადადეთ — შესაძლოა ახალი, მოულოდნელი გარემოებები გამოვლინდეს. ხელსაყრელი პერიოდია ფინანსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და გარიგებების დასადებად. ჯანმრთელობის მხრივ, მოსალოდნელია თავის ტკივილი ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები. გირჩევთ კვების მენიუს გადახედოთ და მავნე პროდუქტებს დაემშვიდობოთ.

მორიელი

დროა, თქვენს ძველ შეცდომას ახლებურად შეხედოთ - ეს როგორც სიყვარულს, ისე მეგობრულ ურთიერთობებს ეხება. ძალიან პერსპექტიული დღეა შეხვედრებისთვის, განსაკუთრებით მათთან, ვინც გულწრფელად გიყვართ. შეგიძლიათ ღიად ისაუბროთ გრძნობებზე და ბოლო სიახლეები განიხილოთ. ამ დღეს ნებისმიერი შენაძენი წარმატებული იქნება. თუ უფროსი თქვენს წარმატებებს ვერ ამჩნევს, დროა, ეს მსუბუქად მიანიშნოთ. თუ თქვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, მოძებნეთ სამსახური, სადაც მეტად დაგაფასებენ. ფინანსურ სფეროში სიფრთხილე გმართებთ —ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შესაძლოა თაღლითების ყურადღების ცენტრში მოექცეთ! მოსალოდნელია ჯანმრთელობის მცირე გაუარესებაც, ამიტომ მეტი დაისვენეთ და საკუთარ თავზე იზრუნეთ.

მშვილდოსანი

მარტოობას საბოლოოდ რომ დაემშვიდობოთ, ინიციატივის საკუთარ ხელში აღება მოგიწევთ. თუკი სამსახურში ზუსტ დროს ზუსტ ადგილას აღმოჩნდით, ხელმძღვანელობის თვალში მნიშვნელოვან ქულებს ჩაიწერთ. ზედმეტი აქტიურობა ან შეცდომები შესაძლოა ძვირად დაგიჯდეთ. ფულს გაუფრთხილდით — დაუგეგმავი საყიდლები სარგებელს არ მოგიტანთ. შესაძლოა ჯანმრთელობის ძველმა პრობლემებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ ეცადეთ, ფიზიკური დატვირთვა შეამციროთ.

თხის რქა

გამორიცხული არ არის, ძველმა წყენამ თავი კვლავ იჩინოს. ვარსკვლავები ნათესავებთან თუ მეგობრებთან მოულოდნელ უთანხმოებას გიწინასწარმეტყველებენ. თუ საქმეები შეფერხდა, ეცადეთ, ყველაფერი დიპლომატიურად მოაგვაროთ, თუმცა სამართლიანობის პრინციპები არ დაივიწყოთ. დღეს უამრავი საქმის მოსწრებას შეძლებთ, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომელიც შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. მეგობრების ან ნაცნობების დახმარებით მოსალოდნელია დაუგეგმავი შემოსავალი. ზომიერი კვება და ჯანსაღი ძილი დაგეხმარებათ, ენერგია მომავალი მიღწევებისთვის შეინარჩუნოთ.

მერწყული

ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ ეს დღე განსაკუთრებული იქნება. თუ პარტნიორი ჯერ არ გყავთ, ახალი ნაცნობობის შანსი იზრდება! სამსახურში თქვენს მიღწევებს ღირსეულად შეაფასებენ — ხელმძღვანელობა მზადაა უფრო პერსპექტიული თანამდებობა შემოგთავაზოთ. დასუსტებული მერკურის გამო შესაძლოა ფინანსების ნაკლებობა იგრძნოთ — ფული ყველა საჭიროებას ვერ დაფარავს, ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ სესხის აღებაზეც იფიქროთ. ეს დღე პერსპექტიულია სილამაზის სალონების სტუმრობისა და სხვადასხვა საყიდლებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, ეჭვები გვერდზე გადადოთ და წინასწარ შედგენილი სცენარით იმოქმედოთ.

თევზები

საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. რომანტიკისთვის ხართ განწყობილი, თუმცა თქვენმა მერყევმა ხასიათმა შეიძლება პარტნიორი წყობიდან გამოიყვანოს. სამსახურში დავალება თქვენთვის სრულიად გასაგებია, თუმცა მხოლოდ „გაგება“ საქმეს ნამდვილად ვერ გაგიადვილებთ, რადგან ამ დავალებების შესრულება დიდ დროს და ძალას მოითხოვს. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი ან სხვისი საიდუმლო არ წამოგცდეთ. ნუ გადაიხდით ზედმეტს იმ ნივთებში, რომლებიც ამად არ ღირს. დღეს იქნება ცდუნება, რომ ბრენდული ნივთი შეიძინოთ, რომელიც საბოლოოდ ყალბი აღმოჩნდება. ყურადღება მიაქციეთ ინტუიციურ შეგრძნებებს. თქვენი ორგანიზმი თავად განიშნებთ, თუ რა სჭირდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge