დღის ჰოროსკოპი

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:22 ხუთ. 23 ივლისი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ საყვარელ ადამიანს აღარ აინტერესებთ, თუმცა ეს მცდარი შთაბეჭდილებაა — მას, უბრალოდ, რთული პერიოდი აქვს და უამრავ პრობლემას ებრძვის. ახლობლებთან მოსალოდნელია მცირე უთანხმოება, ამიტომ შეეცადეთ, ნებისმიერი კონფლიქტი ჩანასახში ჩაახშოთ. ცვლილებები ნუ შეგაშინებთ — ახალი შესაძლებლობები სწორედ მათ მოაქვთ. გარშემომყოფთა საუბრებს ყური დაუგდეთ და თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ.

კურო

თუ საყვარელი ადამიანის ქცევაში რამე არ მოგწონთ, ახლა საუკეთესო დროა ამაზე სასაუბროდ — პარტნიორი მზადაა, ყურადღებით მოგისმინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რთული საკითხების მოგვარება დღის პირველ ნახევარში მოახერხოთ, რადგან ეს პერიოდი თქვენთვის ყველაზე ნაყოფიერი იქნება. ფულთან სიფრთხილე გამოიჩინეთ — მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი დანაკარგი. პარტნიორების საეჭვო შემოთავაზებებს ნუ დათანხმდებით. საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებს განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, რათა ხელმძღვანელობასთან უთანხმოება თავიდან აიცილოთ. ჯანმრთელობის გართულებები მწვავე რესპირატორული ინფექციების კუთხითაა მოსალოდნელი.

ტყუპები

გირჩევთ, ამ დღეს მიღებული ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახოთ — მისი გამჟღავნება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. დაუფიქრებელი ქცევით შესაძლოა, საყვარელ ადამიანს უნებლიეთ, გული ატკინოთ. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა სწრაფ შემოსავალს ნუ ელოდებით — ახლა მთავარია მომავალი ფინანსური კეთილდღეობისთვის მყარი საძირკვლის ჩაყრა. ეს დღე უმჯობესია დასვენებას, ახლობლებთან ურთიერთობასა და სეირნობას დაუთმოთ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვასა და საქმიანობას, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს.

კირჩხიბი

სასიყვარულო სფეროში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. ეცადეთ, მეორე ნახევართან ერთად მეტი დრო გაატაროთ — ეს თქვენს ურთიერთობაზე დადებითად აისახება. თქვენს სახლში ისეთი სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს, რომ გარშემომყოფებს თქვენი ოჯახური სიმყუდროვის შეშურდებათ — ეცადეთ, თქვენს ბედნიერებას „თვალი არ ეცეს“! დრო გამონახეთ რუტინულ საქმეებისთვის: საბუთები დაახარისხეთ, კარადები და სამუშაო მაგიდა მოაწესრიგეთ. ნაშუადღევს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სიახლე. თუ შინაგან შფოთვასა და ყოყმანს იგრძნობთ, დაგეგმილ საქმეებზე უარი თქვით, განსაკუთრებით, თუ საბანკო სესხის გაფორმებას ან ხელშეკრულებებზე ხელის მოწერას გეგმავდით. ივარჯიშეთ, ეს განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ, თუმცა გადაჭარბებული აქტიურობისგან თავი შეიკავეთ.

ლომი

მეგობრობას სიყვარულში ნუ აურევთ — ამ შეცდომამ შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ. ამ დღეს პლანეტები გაძლევენ შანსს, რომ რამე სასარგებლო გააკეთოთ როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის. ოჯახის ყველაზე პატარა წევრებმა შეიძლება იმედი გაგიცრუონ, თუმცა მათ მიმართ ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებით. ხელსაყრელი დღეა მომავლის გეგმების შესადგენად. ახალი საქმეების დაწყებამდე ჯობს ძველი ვალდებულებები ბოლომდე მიიყვანოთ. მერკურის ენერგეტიკა შესუსტებულია, ამიტომ მაღაზიებში სიარულს და გაუმართლებელ ხარჯებს მოერიდეთ — ახლა თითოეულ თეთრს უნდა გაუფრთხილდეთ. სახსრების მსუბუქ დაჭიმულობას თბილი ზეთის მასაჟი მოგიხსნით, ხოლო თუ პრობლემა სერიოზულია, ექიმთან კონსულტაციას ნუ დააგვიანებთ.

ქალწული

თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება წინააღმდეგობა, რომლის გადაჭრა ადვილი არ იქნება. ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ, განსაკუთრებით — ურთიერთობებში. პარტნიორთან გონივრულად იმოქმედეთ და უსაფუძვლო ეჭვიანობასა და უნდობლობას ნუ გამოიჩენთ. ყურადღება არ მიაქციოთ ჭორებს, რომლებიც თქვენამდე მოაღწევს. დაგეგმეთ საქმეები პრიორიტეტების მიხედვით და გეგმას მიჰყევით — სწორად ორგანიზებული სამუშაო დაწინაურების შანსებს გაზრდის. პლანეტა მერკურის მფარველობით არა მარტო მეტის გამომუშავებას, არამედ ფულის გონივრულად მართვასა და ხარჯების სწორად დაგეგმვასაც ისწავლით. ეს დღე სულიერი წონასწორობის ნიშნით ჩაივლის. ენერგეტიკული პოტენციალიც საკმაოდ მაღალია.

სასწორი

ასტროლოგები მარტოხელა სასწორებს ურჩევენ, ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედონ და რომანტიკული თავგადასავლის შანსი ხელიდან არ გაუშვან! სამსახურში უამრავი საქმე გელით, თუმცა სწორად შედგენილი გეგმის და გულისხმიერი კოლეგების დახმარებით ყველაფრის დასრულებას შეძლებთ. თუ რაღაც არ გამოგდით, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით — ეს დაბრკოლებები დროებითია. მათ გადალახვას აუცილებლად შეძლებთ, თუმცა ფინანსური დანაკარგის ფასად. ფიზიკური აქტიურობა თავს უკეთ გაგრძნობინებთ, ამიტომ გამონახეთ დრო ვარჯიშის ან უბრალოდ ფეხით სეირნობისთვის.

მორიელი

ამ დღეს ვენერა თქვენი ნიშნის დინჯ და გაწონასწორებულ წარმომადგენლებზე უცნაურ გავლენას მოახდენს — სავსებით შესაძლებელია, მეგობრული გრძნობები ვნებიან სიყვარულში გადაიზარდოს. შეეცადეთ, თავგზა არ დაკარგოთ, რათა დაშვებული შეცდომები სანანებელი არ გაგიხდეთ. მოთმინებით აღიჭურვეთ — ამ დღეს დამღლელ საუბრებს, დაპირებებსა და საყვედურებს ბოლო არ უჩანს. ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან და ადმინისტრაციულ დაწესებულებებთან ურთიერთობისთვის. თამამად წამოიწყეთ ნებისმიერი საქმე, რისკიანიც კი — ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან. ამ დღეს ფინანსური საკითხები საერთოდ არ შეგაწუხებთ, თავს შესანიშნავად იგრძნობთ და განწყობაც მაღალ დონეზე გექნებათ.

მშვილდოსანი

სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად არახელსაყრელი დროა —შესაძლოა, თაყვანისმცემელმა იმედები გაგიცრუოთ. მოსალოდნელია უთანხმოება ახლობლებთან — საკუთარი ავტორიტეტის დასაცავად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ამ დღეს ერთდროულად ორი პლანეტის — მერკურისა და ვენერას მფარველობით ისარგებლებთ, რაც პირად ცხოვრებაში და ფინანსურ საქმიანობაში წარმატებას გპირდებათ. მოიძიეთ კურსები, წიგნები ან ვიდეოგაკვეთილები სიმდიდრის მოზიდვასა და ფინანსების მართვაზე — ეს ინფორმაცია ძალიან გამოგადგებათ. შესაძლოა ენერგია დღის ბოლომდე არ გეყოთ, მაგრამ ყავისა და სხვა სტიმულატორების გადამეტებული მოხმარებისგან მაინც თავი უნდა შეიკავოთ.

თხის რქა

ნუ მოითმენთ პარტნიორის ქცევას, თუ არ მოგწონთ და თამამად უთხარით, რა გაწუხებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, უფროს ადამიანთან ურთიერთობაში თავაზიანობა გამოიჩინოთ, თუმცა საკუთარი პოზიცია მტკიცედ დაიცვათ. გამორიცხული არ არის, ჭორების მსხვერპლი გახდეთ — ასეთი დარტყმები შესაძლოა თქვენი თავმოყვარეობისთვის მტკივნეული იყოს, თუმცა შეეცადეთ, გულთან არ მიიტანოთ. თუ ბაზარზე არასტაბილურობა შეინიშნება, სარისკო ფინანსურმა ოპერაციებმა შეიძლება პერსპექტიულ პროექტებს საფრთხე შეუქმნას. მოერიდეთ არა მხოლოდ რუტინულ სამუშაოს, არამედ წვრილმან უსიამოვნებებსაც, რომლებმაც შეიძლება ნერვული სისტემა დაგიზიანოთ. დღის ბოლოს ბევრმა თქვენგანმა შეიძლება გამოფიტვა, დაღლილობა და სუსტად ყოფნა იგრძნოს.

მერწყული

გრძნობების გამოხატვისას სიფრთხილე და წინდახედულობა გმართებთ — ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი ინტერესის ობიექტი უკეთ დაინახოთ. მერწყულები, რომლებიც მნიშვნელოვან პროექტებში ყოველთვის სიფრთხილესა და გონიერებას იჩენდნენ, დღეს შეიძლება უმნიშვნელო წვრილმანის გამო შეცდნენ. წარუმატებლობის მიზეზი სულსწრაფობა და აჩქარება გახდება. ფინანსური, პროფესიული და საყოფაცხოვრებო საკითხები მარტივად მოგვარდება, თუ საკუთარ გამოცდილებას და ძველ შეცდომებს გაითვალისწინებთ.

თევზები

ამ დღეს სიყვარულში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობა წარმატებამდე მიგიყვანთ. შექმენით ოჯახური ალბომი ან კოლაჟი სამახსოვრო ფოტოებით და ინტუიციას მოუსმინეთ — მას შეუძლია სწორი მიმართულება დაგანახვოთ. შეეცადეთ, საკუთარი თავი რამეთი გაახაროთ — თუ შოპინგი გიყვართ, აუცილებლად ეწვიეთ მაღაზიებს და შეიძინეთ ის, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. მათ, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, ჯანმრთელობის მხრივ უსიამოვნებები არ ემუქრებათ, ხოლო თუ მავნე ჩვევები გაქვთ, სჯობს, მათ მოშორებაზე იზრუნოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge