დღის ჰოროსკოპი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 შაბ. 1 აგვისტო

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გამუდმებით წარსულის შეცდომებსა თუ მარცხზე ნუ იფიქრებთ — ახლა მხოლოდ წინ ყურების და მოქმედების დროა. თუ რამე გაგიჭირდათ, ნუ მოგერიდებათ და დახმარება მეგობრებსა და კოლეგებს სთხოვეთ.
ფული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ საქმემ სიამოვნება არ მოგიტანათ, საბოლოო შედეგიც ვერ გაგახარებთ. იღბალმა შეიძლება ზურგი გაქციოთ, ამიტომ სარისკო საქმეებს და აზარტულ თამაშებს ერიდეთ.
ფრთხილად იყავით — მოსალოდნელია მცირე ტრავმები. განსაკუთრებული სიფრთხილე ელექტროტექნიკასთან და ინსტრუმენტებთან მუშაობისას უნდა გამოიჩინოთ!

კურო

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა გელით. ეცადეთ, ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს მაღაზიაში სიარულს მოერიდოთ, თორემ უსარგებლო ნივთების შეძენით ფულს წყალში გადაყრით. საკუთარ გეგმებზე უცხოებთან ნუ ისაუბრებთ — ამან შეიძლება მათ განხორციელებას ხელი შეუშალოს. ეს ოქროს წესი კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაშიც დაიცავით. ეს დღე ფინანსური კეთილდღეობისკენ მიმართული ნაბიჯებისთვის განსაკუთრებით შედეგიანია.

ტყუპები

შესანიშნავი დღეა ახალი ადამიანების გაცნობისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის, თუმცა გახსოვდეთ, რომ ემოციები ყოველთვის კარგი მრჩეველი არ არის — ზედმეტმა გულწრფელობამ შეიძლება ისეთ ცვლილებებამდე მიგიყვანოთ, საერთოდ რომ არ გეგმავდით. ნებისმიერ საქმეს ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდება, თუმცა ამ კვირაში თქვენთვის შეუძლებელი არაფერია! ბიზნესსა და სამსახურში ნურავის ენდობით და საკუთარი ემოციები მუდმივად აკონტროლეთ. პარტნიორების იმედად ყოფნამ შეიძლება ფინანსური ზარალი ან სხვა უსიამოვნებები მოგიტანოთ.

კირჩხიბი

პარტნიორთან საკუთარი სისუსტეების გამოჩენა ნუ შეგაშინებთ. გაუზიარეთ მას თქვენი შიშები და ოცნებები და ეს თქვენს ურთიერთობას უფრო ღრმასა და სანდოს გახდის. თქვენი დღევანდელი გამჭრიახობა და სიმამაცე შესაშურია. თავში ორიგინალური იდეები მოგდით, რომელთა განხორციელებასაც სწრაფად შეძლებთ. ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ ამ კვირაში საბუთებთან დაკავშირებული ყველა საქმე წარმატებით დაგვირგვინდება. მოერიდეთ მსხვილ დანახარჯებს, სესხების აღებასა და ფულის გასესხებას, თორემ შესაძლოა ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდეთ. დღეს ამაღლებული განწყობა გექნებათ და იგრძნობთ, რომ ყველა პრობლემა თანდათან უკან იხევს.

ლომი

შეიძლება მოულოდნელად გაიცნოთ ადამიანი, რომელიც საოცარი სიყვარულის ისტორიას გაჩუქებთ. ახლობლებთან გულახდილი საუბარი შინაგანი შფოთვის დაძლევაში დაგეხმარებათ, თუმცა გახსოვდეთ - თქვენ რომ მოგისმინონ, ჯერ თავად უნდა ისწავლოთ მოსმენა! ნებისმიერ საქმეს შემოქმედებითად მიუდექით და საკუთარი ნიჭის გამოვლენას ნუ მოერიდებით. იღბალი თქვენს მხარესაა! ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომელიც თქვენი მატერიალური კეთილდღეობის საძირკველი გახდება. გადამწყვეტი ცვლილებები დაახლოებით 10-15 დღეში დაიწყება. მანამდე კი უმჯობესია, სარისკო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოთ და მოვლენების განვითარებას მშვიდად დააკვირდეთ.

ქალწული

მშვენიერი დროა მაღაზიებში სიარულისა და მეგობრებთან ერთად გართობისთვის. გამორიცხული არ არის, მხიარულ წვეულებაზე თქვენი ცხოვრების სიყვარული გაიცნოთ. დაოჯახებულ ქალწულებს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარების საშუალება მიეცემათ. შესაძლოა, საყვარელი ადამიანის სიტყვებში უჩვეულო სიცივე იგრძნოთ. დაფიქრდით, იქნებ ეს ძველი წყენისთვის გადახდილი სამაგიეროა? სამსახურში დღის გეგმების განხორციელებას შეძლებთ, თუმცა მოსალოდნელია უთანხმოება პარტნიორებთან ან ხელმძღვანელობასთან, რამაც შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის რთული დღეა — ეცადეთ, არ გადაიღალოთ და რაც მთავარია, არ ინერვიულოთ.

სასწორი

ზოგი სასწორი შეიძლება სასიყვარულო სამკუთხედის მონაწილე აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, ასეთი ურთიერთობა სასიამოვნო შთაბეჭდილებებს არ დაგიტოვებთ. ეცადეთ სიბრძნე გამოიჩინოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. ამ დღეს გადაუდებელ და საპასუხისმგებლო საქმეებს ნუ დაგეგმავთ, განსაკუთრებით თუ ეს ფინანსებსა და ყიდვა-გაყიდვას ეხება. გამუდმებით წარსულის უსიამოვნო შემთხვევებს ნუ იხსენებთ, ეცადეთ, ფიქრები რაიმე სასიამოვნო მოვლენისკენ მიმართოთ. გახსოვდეთ, ჯანმრთელობა მხოლოდ სხეულის მდგომარეობა არ არის, ის მენტალურ კეთილდღეობასაც მოიცავს.

მორიელი

ამ დღეს რომანტიკული განწყობა სხვა ყველა საქმეს გადაფარავს. ახლახან დაწყებული ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანას ნუ იჩქარებთ. მალე ახლობლების გვერდით გატარებული თითოეული წუთი სიხარულს მოგიტანთ და ოჯახში ჰარმონია და სითბო დაისადგურებს. საოცარი მოტივაცია და შრომისუნარიანობის უზარმაზარი მუხტი ყველა სფეროში წარმატებას მოგიტანთ. გათავისუფლდით მოძველებული შეხედულებებისგან, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას უნდა ენდოთ.

მშვილდოსანი

უახლოეს დღეებში შეხვდებით ადამიანს, რომელიც ბედისწერამ გამოგიგზავნათ და მას პირველივე დანახვაზე იცნობთ. თქვენი დაახლოება ბუნებრივად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოხდება. შეადგინეთ დღის გეგმა და ყურადღება პრიორიტეტულ ამოცანებზე გაამახვილეთ. ეცადეთ, ოჯახის წევრებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროთ — ეს ოჯახურ კავშირებს გაამყარებს. ეცადეთ, პროფესიულ სფეროში ახალი კავშირები იპოვოთ, რამაც შეიძლება მოულოდნელ პერსპექტივებამდე მიგიყვანოთ. მოსალოდნელია მოგებიანი სამუშაო შეთავაზება ან არაფორმალური თანამშრომლობა. თუ ავტომობილს მართავთ, გაითვალისწინეთ, რომ ყურადღების მოდუნების გამო ამ დღეს ავარიების რისკი მატულობს, ასევე ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

თუ მარტოხელა ხართ და პარტნიორს ეძებთ, იცოდეთ, რომ ბედისწერა დიდი ხნის ნანატრი შეხვედრისთვის გამზადებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შესაძლო დაბრკოლებების მიუხედავად, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. დაფიქრდით, რა გიფანტავთ ყურადღებას სწავლისა და მუშაობის პროცესში და მიხვდებით, რომ წარმატების მისაღწევად დროის სწორი მენეჯმენტი გჭირდებათ. დასახეთ კონკრეტული მიზნები — დაბრკოლებები, რომლებიც გზაზე შეგხვდებათ, იმდენად უმნიშვნელოა, რომ ყურადღებადაც არ ღირს. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე — თუ რაიმე გაწუხებთ, რჩევისთვის ექიმს მიმართეთ.

მერწყული

ახალი ურთიერთობების დასაწყებად საუკეთესო დრო არ არის. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. უმჯობესია, ახლობლებთან ურთიერთობაში გონივრულ კომპრომისს მიაღწიოთ, ვიდრე საკუთარი სიმართლე ჯიუტად ამტკიცოთ. ხელსაყრელი დღეა პერსპექტიული პროექტის დაწყების ან ახალი ცოდნის გაღრმავებისთვის — თქვენი მონდომება ღირსეულად დაფასდება. უახლოეს დღეებში იგრძნობთ, რომ იღბალი თქვენს მხარესაა, რადგან გარემოებები იდეალურად დალაგდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ცხარე საჭმელებს მოერიდოთ, განსაკუთრებით თუ გასტრიტისკენ მიდრეკილი ხართ.

თევზები

ამ დღეს ახლობელი ადამიანის გაგება გაგიჭირდებათ და ურთიერთობის მთავარი ფორმა კამათი გახდება. ეცადეთ, ყურადღება კინკლაობიდან სასარგებლო საქმიანობისკენ გადაიტანოთ — ენერგიის მაღალი მუხტი საშუალებას მოგცემთ, რომ ერთობლივი ოცნებები რეალობად აქციოთ. მალე შანსი მოგეცემათ, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. დასახულ გეგმებზე უარს ნუ იტყვით — ვინც არ რისკავს, ის ვერც იმარჯვებს! თუ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი დააგროვეთ, ამის მიზეზი სავარაუდოდ, ცხიმიანი საკვები და ნაკლები ფიზიკური აქტივობაა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ელი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge