29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 სამ. 28 ივლისი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ემოციებით სავსე დღეა, ამიტომ გრძნობების გამოვლენა ნუ მოგერიდებათ. თბილი სიტყვები თქვენ ირგვლივ სიყვარულის ატმოსფეროს შექმნის. საბუთები მოაწესრიგეთ და ანგარიშები დროულად ჩააბარეთ. თუ საქმეს დათქმულ ვადებში გაუმკლავდით, ფინანსურ ბონუსს დაიმსახურებთ. ძველი მეგობრისგან სასიამოვნო ამბავს შეიტყობთ, რომელიც მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ. ეცადეთ, მომატებულ შფოთვას გაუმკლავდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, მეტი იმოძრაოთ და ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურ ჩვევად აქციოთ.
კურო
ახალი ურთიერთობები ბევრად უფრო იღბლიანი აღმოჩნდება, ვიდრე წინანდელი. თუ შინაგანმა ეჭვებმა შეგიპყროთ და სწორი არჩევანის გაკეთება გიჭირთ, იცოდეთ, რომ საიმედო დასაყრდენს ახლობელი ადამიანის გვერდით იპოვით. შესაძლოა, სამსახურში პრინციპულობის გამოჩენა დაგჭირდეთ, რამაც კოლეგებთან ან უშუალო ხელმძღვანელთან უთანხმოება გამოიწვიოს. ფინანსური სირთულეები მალე მოგვარდება, თანაც იმაზე ადვილად, ვიდრე ფიქრობთ.
ტყუპები
ვარსკვლავები რომანტიკულ თავგადასავალს გიწინასწარმეტყველებენ! მთავარია, ყურადღებით იყოთ, რომ ბედნიერება ხელიდან არ გაუშვათ. დღეს ოჯახის წევრებს თქვენი ყურადღება განსაკუთრებით დასჭირდებათ — გაატარეთ დრო მათთან, გულდასმით მოუსმინეთ და მხარი დაუჭირეთ. თქვენს ინიციატივასა და ოსტატობას ხელმძღვანელი ან ბიზნესპარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ. საღამოს შეგიძლიათ თავს ფულის ხარჯვის უფლებაც მისცეთ — იყიდეთ ნივთი, რომელიც დიდი ხანია, მოგწონთ. ერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კირჩხიბი
ახალი ურთიერთობების გაბმას მოერიდეთ — ეცადეთ, ჯერ არსებულ კავშირებში გაერკვეთ. დღეს, თქვენი დაბნეულობის ან მოუხერხებლობის გამო გარშემომყოფებს გაამხიარულებთ. მარსის გავლენა იზრდება. თქვენი კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა სამსახურში წარმატებას მოგიტანთ. გირჩევთ, მაღაზიებში სიარული სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან დღეს უხარისხო ნივთის შეძენის ალბათობა მაღალია. თუ დამშვიდებას ვერ ახერხებთ, გირჩევთ ცივი გონებით იაზროვნოთ და გაარკვიოთ, სინამდვილეში რა გიფუჭებთ განწყობას და ნერვიულობის ნამდვილ მიზეზს მიაგნოთ.
ლომი
დაკარგულ შესაძლებლობებზე ნუ იდარდებთ. უსმინეთ საკუთარ გულს და შეცდომის დაშვების ნუ შეგეშინდებათ. დღეს საერთო ენას ნებისმიერ ადამიანთან ადვილად იპოვით — მათ შორის, ჯიუტ კოლეგებთან თუ უდისციპლინო ოჯახის წევრებთან. ეცადეთ, მომენტით ისარგებლოთ და სადავო საკითხები მშვიდად განიხილოთ. მოერიდეთ ერთობლივ პროექტებს, გუნდურ მუშაობასა და კომერციული ხელშეკრულებების დადებას. თქვენი მფარველი პლანეტა არასტაბილურ მდგომარეობაშია, რამაც შესაძლოა ფინანსური დანაკარგი გამოიწვიოს. ფულის საკითხებში რისკს მოერიდეთ — დიდი ალბათობით, სარფიანი გარიგებაც კი მხოლოდ ზარალს მოგიტანთ.
ქალწული
ამ დღეს ინტუიცია სწორ გზას გიკარნახებთ. თუ ვინმესთან შეხვედრა ან რაიმეს გაკეთება არ გსურთ, სრული უფლება გაქვთ, არ შეხვდეთ და არ გააკეთოთ! გახსოვდეთ, რომ სიცილი საუკეთესო წამალია. ჩართეთ საყვარელი კომედია და ისიამოვნეთ. ნუ შეეჭიდებით ისეთ საქმეს, რომლის დასრულებაც გაგიჭირდებათ. ფინანსური სირთულეები გაქვთ? ნუ იდარდებთ — მერკურისა და იუპიტერის კვინკონსი სწრაფ მოგებას გიწინასწარმეტყველებთ! დღეს ყურადღება ფიზიკურ აქტივობაზე გადაიტანეთ — ორგანიზმი დატვირთვას ითხოვს, თუმცა გონივრულ ფარგლებში.
სასწორი
საყვარელი ადამიანის შეკითხვები საგონებელში გაგდებთ? გულახდილობას ნუ მოერიდებით — ეს საშუალებას მოგცემთ, მეორე ნახევარი უკეთ შეიცნოთ. ვარსკვლავები ოჯახში სიმშვიდეს და სტაბილურ პერიოდს გპირდებიან. რთული ამოცანების გადაჭრა მოგიწევთ, რაც თქვენი უნარებისა და ცოდნის მაქსიმალურ გამოვლენას მოითხოვს. პლანეტების განლაგება აჩვენებს, რომ იქმნება შესანიშნავი პირობები როგორც შემოსავლების ზრდის, ისე ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ და ყოველი დილა გამამხნევებელი ვარჯიშით დაიწყეთ. დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ.
მორიელი
საყვარელი ადამიანი დღეს თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს — ეცადეთ, თქვენც რაიმეთი გაახაროთ. გამონახეთ დრო საყოფაცხოვრებო საქმეებისთვის. სამსახურში ხელმძღვანელი მნიშვნელოვან დავალებას განდობთ. მას რომ გაუმკლავდეთ, თქვენი ყველა შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარი უნდა გამოავლინოთ. ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ ფულს უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან შემოსავლის დაგვიანებაა მოსალოდნელი. ამ ნიშნის ასაკოვან წარმომადგენლებში მოსალოდნელია სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითება. გირჩევთ მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში, სუნთქვითი ვარჯიშები ჩაატარეთ.
მშვილდოსანი
თუ გეჩვენებათ, რომ სიყვარული განელდა და ერთმანეთი აღარ გიზიდავთ, ცოტა ხნით განმარტოვდით და ყურადღება საყვარელ საქმეზე გადაიტანეთ. თუ მონატრება ვერ იგრძენით, სიტუაცია მართლა გამოსასწორებელია. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი საქმის წამოწყებას ან დამატებითი ვალდებულებების აღებას მოერიდოთ. ის, რაც ერთი შეხედვით მარტივი გგონიათ, სინამდვილეში საკმაოდ რთული აღმოჩნდება. მნიშვნელოვანი საუბარი გელით ადამიანთან, რომელზეც თქვენი კეთილდღეობაა დამოკიდებული. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ვარსკვლავები შვებულების აღებას გირჩევენ — ახალი შთაბეჭდილებები ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
მოერიდეთ ოჯახის წევრების დადანაშაულებას და ეცადეთ, სადავო საკითხებში შეთანხმებას მიაღწიოთ. რაც არ უნდა მოხდეს, ოჯახურ უთანხმოებას სახლის გარეთ ნუ გაიტანთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია გეგმების შედგენისა და ისეთი კავშირების დასამყარებლად, რომლებიც მომავალში კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ცდუნებას გაუმკლავდეთ და მაღაზიის ბრჭყვიალა თაროებს თვალი აარიდოთ — მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ. გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღებით მოეპყროთ. თუ ტკივილგამაყუჩებლის სმა ცხოვრების წესად გექცათ, ეცადეთ ტკივილის გამომწვევი მიზეზი იპოვოთ.
მერწყული
გაჯიუტება და დათმობაზე წასვლის სურვილის არქონა თქვენს რომანტიკულ ურთიერთობებზე პირდაპირ აისახება — შესაძლოა, აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც საყვარელი ადამიანი ზურგს შეგაქცევთ. ტრადიციებისა და ცხოვრების ჩვეული წესის პატივისცემა ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ეცადეთ, სამომავლოდ გადადებული საქმეები დროულად დაასრულოთ. შესაძლოა ფინანსური ან საქმიანი მხარდაჭერა იმ ადამიანს სთხოვოთ, ვინც არასოდეს მოგწონდათ, მაგრამ თქვენდა გასაკვირად, მისგან დახმარებას მიიღებთ. თუ თავისუფალი დრო გაქვთ, სამოგზაუროდ გაემგზავრეთ ან ბუნებაში გაისეირნეთ — ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
თევზები
დროა, კომპლექსების დაძლევაზე იზრუნოთ — ამაში შეგიძლიათ, ფსიქოლოგიური კურსებიც დაიხმაროთ. დროს უაზროდ ნუ დახარჯავთ. ეცადეთ, სტერეოტიპული აზროვნებისგან გათავისუფლდეთ. ფინანსურ და ბიზნესსფეროში ხელსაყრელი პერიოდი იწყება — იმოქმედეთ, რომ ხელსაყრელი მომენტი არ დაკარგოთ. ეცადეთ ცვლილებები მიიღოთ და ცხოვრების დინებას ნუ შეეწინააღმდეგებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან