8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დილა შეიძლება უსიამოვნო კამათით დაიწყოს, თუმცა ეცადეთ, ურთიერთობების გარკვევა საღამომდე გადადოთ და მთელი ყურადღება სამუშაო პროცესზე გადაიტანოთ — დღეს საქმე თავზე საყრელად გექნებათ. ნებისმიერი ნაბიჯი სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ, თუ ის თქვენი კომპანიის მთავარ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება. მშვენიერი დღეა ძველი ჩანაფიქრის განხორციელების, ინვესტიციებისა და შოპინგისთვის. უახლოეს დღეებში ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ, რომ ორგანიზმის გადაღლა თავიდან აიცილოთ.
კურო
ამ დღეს მიხვდებით, რომ ცხოვრებაში მეტი მრავალფეროვნება და ახალი შთაბეჭდილებები გჭირდებათ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენების უფრო საინტერესო და განსხვავებული ვერსიები მოიფიქროთ. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, მსუბუქ, ხანმოკლე ფლირტზე უარს ნუ იტყვით. ეს დღე ნათესავებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან თქვენს ურთიერთობებს გამოცდას მოუწყობს. პარტნიორებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ — გამორიცხული არ არის, რომ ფარულმა მტრებმა თავი შეგახსენონ. გადაჭარბებულ დატვირთვას მოერიდეთ — გადაღლა თქვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედებს.
ტყუპები
მარტოხელა ტყუპებმა შეიძლება სიყვარული იპოვონ, თუმცა, ასტროლოგიური პროგნოზი გაფრთხილებთ, რომ შეიძლება ანგარებიან ადამიანს გადაეყაროთ. დაოჯახებულებმა საყვარელ ადამიანს ყურადღებით უნდა უსმინონ. ეს გაუგებრობების აცილებაში დაგეხმარებათ. დასვენებაზე ფიქრი ჯერ ადრეა, წინ უამრავი საქმე გელით, თუმცა დახარჯული ენერგიის საზღაური ღირსეული იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახის წევრებთან მეტი დრო გაატაროთ — თქვენი მოუცლელობა ხშირად კამათის და დაპირისპირების მიზეზი ხდება.
კირჩხიბი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სრული თანხმობა და ჰარმონია დაისადგურებს. რომანტიკული საღამო მოაწყვეთ, სითბო გამოხატეთ და შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით. რჩეულს დააკვირდით — შესაძლოა, მას თქვენს ყოფილ პარტნიორთან ბევრი საერთო აქვს. ამჟამად ყველაზე მეტად შემოსავლების განაწილება, ხარჯების დაგეგმვა, გადასახადებისა და დავალიანებების დაფარვა გაღელვებთ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც საშუალებას მოგცემთ ძველი ვალები მთლიანად დაფაროთ. ამ დღეს უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ კვებას და მეტი წყალი მიიღეთ. მეგობრებთან სასიამოვნო ურთიერთობა სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ.
ლომი
მარტოხელა ლომები ამ დღეს განსაკუთრებულად მიმზიდველები იქნებიან. რომანტიკულ პაემანზე უარს ნუ იტყვით — შესაძლოა, ეს შეხვედრა მტკიცე და ბედნიერ ურთიერთობაში გადაიზარდოს. არახელსაყრელი დროა ბინაში რემონტის წამოსაწყებად, რადგან შეიძლება რაღაც გეგმის მიხედვით არ განვითარდეს. ზედმეტად ხმაურიან დაპირებებს მოერიდეთ, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ - ნუ იფიქრებთ, რომ იღბალი ყოველთვის და ყველაფერში თქვენს მხარეს იქნება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ძვირად ღირებულ შენაძენებსა და ფინანსურ დაბანდებებს მოერიდოთ. მჭრელ და მჩხვლეტავ ნივთებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ! სატურნის და მარსის სახიფათო კომბინაციის გამო, საყოფაცხოვრებო ტრავმების რისკი მოიმატებს.
ქალწული
ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა, გარკვეულ ვითარებაში საოცრად საინტერესო და მომხიბვლელი გამოჩნდება. შესაძლოა, უამრავი ახალი, საინტერესო იდეა გაგიჩნდეთ, რომლებიც თქვენს თანამოაზრეებს ძალიან მოეწონებათ. ხელმძღვანელობას თქვენი მუშაობა მოსწონს, თუმცა კარიერული დაწინაურება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. ადამიანები თქვენკენ ქვეცნობიერად იწევენ, საინტერესო და უშუალო მოსაუბრედ მიგიჩნევენ. შეგიძლიათ, ეს განწყობა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და საჭირო კავშირები დაამყაროთ.
სასწორი
მეგობრებს ჭკვიან და გამოცდილ ადამიანად მიაჩნიხართ და რჩევისთვის ხშირად მოგმართავენ. ნუ გაუცრუებთ მათ იმედებს და ეცადეთ, პრობლემაში კარგად გაერკვეთ. თუ სამსახურის შეცვლას გეგმავთ, ახალ ადგილზე შესაძლოა ძველი ხელმძღვანელობის დახასიათება დაგჭირდეთ, ამიტომ ამაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ. უახლოესი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ იღბლის იმედად ნუ იქნებით. ეცადეთ, ისეთი საქმეებით დაკავდეთ, რომლებიც რისკსა და ფინანსურ დანახარჯებს არ მოითხოვს. მშვენიერი დროა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. დღე ისე დაგეგმეთ, რომ დროულად დაიძინოთ, თორემ დილას სამსახურში დაგაგვიანდებათ.
მორიელი
ახლა ყურადღება და საზოგადოებრივი აღიარება ჰაერივით გჭირდებათ. ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიული და სიხარულით სავსე იქნება. ხელმძღვანელობამ შესაძლოა უჩვეულო დავალება მოგანდოთ, რომლის გადაჭრაც განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს. ეცადეთ, სასურველი შედეგის მისაღწევად შემოქმედებითი მიდგომა და კოლეგების გამოცდილება გამოიყენოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. დროა სპორტდარბაზში ან ფიტნესკლუბში ჩაეწეროთ — რეგულარული ვარჯიში ენერგიას შეგმატებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მშვილდოსანი
ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობების წამოსაწყებად არახელსაყრელი დროა — პაემანი შეიძლება იმედგაცრუებით დასრულდეს. სანამ დამატებით სამუშაოზე დათანხმდებით საკუთარ ინტერესებს ნუ დაივიწყებთ და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე წინასწარ შეთანხმდით. ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. უმჯობესია, საყიდლებზე წასვლა სხვა დღისთვის გადადოთ ან აუცილებელი ნივთების სია შეადგინოთ და მას მიჰყვეთ. თუ ალერგიული ხართ, კვებას სიფრთხილით მოეკიდეთ და საჭირო მედიკამენტები ყოველთვის თან იქონიეთ.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ, თანაც ამისთვის თბილი კერის მიტოვება და სადმე გამგზავრება აუცილებელი არ არის. მომავალ უქმეებზე სურვილი გაგიჩნდებათ, რომ მოსაწყენ გარემოს გაექცეთ და მარტო დარჩეთ მასთან, ვინც სამყაროში ყველაზე მეტად გიყვართ. უახლოეს მომავალში ფინანსებთან და კარიერულ ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს საკმაოდ ბევრ დროს დაუთმობთ და გუნდურად მუშაობის უნარიც ძალიან გამოგადგებათ. ფიზიკური დატვირთვა ჯობს შეამციროთ — გადამეტებულმა აქტიურობამ შესაძლოა გადაღლამდე მიგიყვანოთ.
მერწყული
დღეს შესაძლოა პირად ურთიერთობებთან დაკავშირებულ რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ, რისი მიზეზიც ბანალური ეჭვიანობა გახდება. მეგობრებთან და ნათესავებთან კამათს მოერიდეთ, მნიშვნელოვანი საუბრები კი მომავალი კვირისთვის გადადეთ. მშვენიერი პერიოდია გამოცდილების გაზიარების, სწავლის, ახალ თანამდებობაზე მუშაობისა და პერსპექტიული პროექტების დასაწყებად. ფინანსური საკითხების მოგვარებაზე დახარჯული ძალისხმევა მალე სასურველ შედეგს გამოიღებს! ასტროლოგიური პროგნოზი სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.
თევზები
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შესაძლოა დაიძაბოს. ეცადეთ წარსული შეცდომები არ გაიმეოროთ, განსაკუთრებით — თუ გამოცდილება უსიამოვნო იყო. მშვენიერი დროა ანალიზისა და დაგეგმვისთვის — გადახედეთ თქვენს ფინანსურ ჩვევებს და განსაზღვრეთ, სად შეგიძლიათ დაზოგვა. ხელსაყრელი დროა ხელფასის მომატებაზე ან თანამშრომლობის ახალ პირობებზე მოსალაპარაკებლად. ენერგიას წვრილმანებზე ნუ გაფლანგავთ — მალე ძალისხმევის გამოჩენა მნიშვნელოვან საკითხზე დაგჭირდებათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან