დღის ჰოროსკოპი

რატომ ცეკვავენ ბალერინები თითის წვერებზე?

fun time

13:35 სამ. 11 აგვისტო

რატომ ცეკვავენ
ბალერინები თითის
წვერებზე?

14
დაკოპირებულია

XVIII და XIX საუკუნეების მიჯნაზე ევროპული კულტურა რომანტიზმის ტალღამ მოიცვა. ქალღმერთებმა, ნიმფებმა და სხვა მისტიკურმა პერსონაჟებმა პოეზიასა თუ ფერწერაში მყარად დაიდეს ადგილი. ეს უსხეულო არსებები  სცენაზე რომ გაეცოცხლებინათ, ქორეოგრაფებმა გადაწყვიტეს, მაყურებლისთვის  ილუზია შეექმნათ, თითქოს ბალერინები „დაფრინავდნენ. უწონადობის, ჰაეროვნებისა და ფრენის ეფექტის მისაღწევად მოცეკვავეებს თითის წვერებზე დადგომა მოუწიათ. ცეკვის ასეთი მანერა პირუეტების შესასრულებლადაც ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა.

ბალერინები თითის წვერებზე პირველად 1796 წელს, ლონდონში, სპექტაკლ „ზეფირსა და ფლორაში“ დადგნენ. იმხანად მათ სპეციალური თოკებისა და მავთულების სისტემა ეხმარებოდა, რომელიც მოცეკვავეებს ჰაერში აკავებდა.

1832 წელს კი იტალიელმა ფილიპო ტალიონიმ პარიზის ოპერაში ბალეტი „სილფიდა“ დადგა, სადაც ყოველგვარ დამხმარე მოწყობილობაზე უარი თქვა. ბალერინებს მხოლოდ მაგარლანჩიანი პუანტები ეცვათ.

მას შემდეგ პუანტებით ცეკვა კლასიკური ბალეტის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ბალეტისა და ბალერინების სამყარო სავსეა საინტერესო, ხშირად კი საკმაოდ მოულოდნელი ამბებით. აი, რამდენიმე მათგანი:

პუანტების ხანმოკლე სიცოცხლე: პროფესიონალი ბალერინა ერთ სპექტაკლში (მაგალითად, „გედების ტბაში“) 2-დან 3 წყვილამდე პუანტს იცვლის, ხოლო ერთ აქტიურ სეზონში 100-დან 150 წყვილამდე ფეხსაცმელი სჭირდება.

პუანტების მომზადების რიტუალი: ბალერინები ახალ პუანტებს პირდაპირ ვერ იცვამენ. ფეხზე მოსარგებად პუანტებს ჩაქუჩს ურტყამენ ხის ნაწილზე, ძირებს ქლიბით ხეხავენ და ხშირად მოცურების საწინააღმდეგოდ სპეციალურ ფხვნილს იყენებენ.

ფიზიკური დატვირთვა: თითის წვერებზე დადგომისას ბალერინას ფეხის თითებზე მისი სხეულის წონაზე სამჯერ მეტი დატვირთვა მოდის.

ჟიზელიდა სიგიჟე: XIX საუკუნის ბალეტ „ჟიზელში“ მთავარი როლის შემსრულებელს სცენაზე სიგიჟის სცენა უნდა განესახიერებინა. იმ პერიოდში მსახიობები ამ როლს იმდენად სერიოზულად ეკიდებოდნენ, რომ ზოგი ბალერინა როლის უკეთ გააზრებისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსაც კი სტუმრობდა.

წონის კონტროლი: კლასიკურ ბალეტში პარტნიორ მამაკაცს ხშირად ბალერინას ჰაერში აწევა უწევს, რის გამოც საბალეტო დასებში წონა მკაცრად კონტროლდება. საშუალოდ, პროფესიონალი ბალერინა 45-დან 52 კილოგრამამდე იწონის.

ტუტუს (საბალეტო ქვედაბოლო) დამზადება: კლასიკური, ჰორიზონტალური საბალეტო ქვედაბოლოს დამზადებას 60-დან 90 მეტრამდე ბადე-ქსოვილი და, დაახლოებით, 120 საათი ხელით შრომა სჭირდება.

***

teatrino di vetriano - მსოფლიოში ყველაზე პატარა ისტორიული თეატრი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge