12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 სამ. 11 აგვისტო
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მშვენიერი პერიოდია იმ ადამიანებთან შეხვედრისთვის, ვინც გულწრფელად გიყვართ. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია პერსპექტიული ნაცნობობა და ძველი კავშირების აღდგენა. შესაძლოა, გარემოებებმა გაიძულოთ, რომ ოჯახურ ურთიერთობებს სხვა თვალით შეხედოთ და ახლობელ ადამიანებზე აზრი შეიცვალოთ. კოლეგებს თქვენს გეგმებსა და იდეებს ნუ გაუზიარებთ. ახლა გულახდილობისთვის შესაფერისი დრო არ არის, რადგან შესაძლოა, ვინმემ თქვენი ნდობით ბოროტად ისარგებლოს! თანხა, რომელსაც დიდხანს აგროვებდით, მალე დაგჭირდებათ — გაჩნდება მისი სარფიანად დაბანდების ან მსხვილი შენაძენის გაკეთების შესაძლებლობა. სიფრთხილე გამოიჩინეთ უცნობ და ეგზოტიკურ საკვებთან, რადგან არსებობს მოწამვლის რისკი.
კურო
ხშირად გულში წყენის ჩადებას პატიება სჯობს. თუ პარტნიორმა შეცდომა დაუშვა, შეეცადეთ მისი მოტივი გაიგოთ და მეორე შანსი მისცეთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ — სამყაროს მარტო ვერ შეცვლით, თუმცა საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვა ნამდვილად შეგიძლიათ. ინიციატივის გამოჩენას ნუ მოერიდებით — მას აუცილებლად შეამჩნევენ. ბედნიერებას მხოლოდ ფულში ნუ ეძებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ იოლად არ გეძლევათ — სამყაროში მატერიალურზე ბევრად საინტერესო რამეებიც გელით. საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან სიფრთხილე გამოიჩინეთ. ვარსკვლავები მიუთითებენ, რომ ამ დღეს მცირე ტრავმების ალბათობა არსებობს. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით — ცვალებადი მთვარე პოზიციებს ენერგიულ მარსს უთმობს, რაც ენერგიის მოზღვავებას მოგიტანთ.
ტყუპები
ეს დღე ეჭვებსა და ყოყმანში გაივლის. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავოთ, განსაკუთრებით - პირად ცხოვრებაში. სრულიად შესაძლებელია, იმ ადამიანს შეხვდეთ, ვინც ოდესღაც გიყვარდათ. შესაძლოა, თქვენმა იდეებმა ჯერჯერობით გარშემომყოფთა მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს, თუმცა ვითარება მალე შეიცვლება და ოპონენტები თქვენს თანამოაზრეებად იქცევიან. ახლა ფულის დაზოგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან დაგეგმილი საქმე გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს. საქმიან სფეროში ყველაფერი შესანიშნავად აწყობა. ერთადერთი, რასაც უნდა ერიდოთ, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანაა.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ თაყვანისმცემელთა ყურადღება არ მოგაკლდებათ, მარტოხელა ქალბატონებს კი რამდენიმე კანდიდატს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან ურთიერთობისას სიხისტეს ნუ გამოავლენთ — თუ ატყობთ, რომ დათმობაზე არ მოდიან, ჯობს თავად დათმოთ. ვარსკვლავები ამ დღეს ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევენ, რადგან შედეგი სავარაუდოდ, უარყოფითი იქნება. ბიზნესსა და კარიერაში მოსალოდნელია მცირე შეფერხება ან გაუგებრობები, ამიტომ ხელმძღვანელობასა და კოლეგებთან უთანხმოებას ერიდეთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას — მოსალოდნელია კვებითი ინტოქსიკაცია. ასევე, ფრთხილად იყავით მედიკამენტების დოზირებასთან.
ლომი
ვარსკვლავები მოსალოდნელი რომანტიკული გატაცების შესახებ გაფრთხილებენ, თუმცა ეს ხანმოკლე თავგადასავალი, შესაძლოა, იმედგაცრუებით დასრულდეს. ოჯახში კონფლიქტები და უნდობლობა წარსულში დარჩება და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება. თუ ცვლილებებისკენ ისწრაფვით, გარკვეულ შედეგებს დღესვე მიაღწევთ, თუმცა მთავარ წარმატებას ოდნავ მოგვიანებით უნდა ელოდოთ. განსაკუთრებით წარმატებული დღის მეორე ნახევარი იქნება. ნუ აჰყვებით იმპულსურ სურვილებს და ფულს უსარგებლო ნივთებში ნუ დახარჯავთ — გონივრული ეკონომია თქვენი ფინანსური სტაბილურობის გარანტია. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს, რათა კუჭის პრობლემებმა არ შეგაწუხოთ. ჯობს მენიუში ახალი ბოსტნეული, ხილი, ცილები და ფაფები ჩართოთ.
ქალწული
ადამიანები, რომლებსაც უახლოესი 24 საათის განმავლობაში გაიცნობთ, თქვენს ცხოვრებაში დიდხანს დარჩებიან. დღეს ნანახი სიზმარი შესაძლოა წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს. სიფრთხილე გამოიჩინეთ მოზარდებთან ურთიერთობისას, რათა მათი თავმოყვარეობა არ შელახოთ და გაღიზიანება არ გამოიწვიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დროდადრო კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ და ძალები ახალ სფეროებში მოსინჯოთ. თქვენი ფინანსური მიზნები წინასწარ განსაზღვრეთ — ეს დაგეხმარებათ, რომ ყურადღება მთავარზე გადაიტანოთ და ზედმეტი ხარჯი აირიდოთ. ძილის წინ კალორიული კერძების მიღებისგან თავი შეიკავეთ. საღამოს, სუფთა ჰაერზე სეირნობა თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
სასწორი
პირად ურთიერთობებში შესაძლოა თავი მცირე უსიამოვნებამ იჩინოს. ჯობია, ღიად იმოქმედოთ და საყვარელ ადამიანს არაფერი დაუმალოთ. თუ პარტნიორმა იმედი გაგიცრუათ, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ — სიტუაციას ობიექტურად შეხედეთ და გამოსავალს აუცილებლად იპოვით. პრობლემების მიუხედავად, საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით — ხშირად წადით სტუმრად და სტუმრებიც მოიწვიეთ, გაერთეთ და იმხიარულეთ. იმედს ნუ დაკარგავთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ ხელმძღვანელობა სათანადოდ ვერ გაფასებთ. თუ მატერიალურ მხარეზე ნაკლებს იდარდებთ, ამით საკუთარ თავს დიდ სამსახურს გაუწევთ. ნერვიულობასა და ფიზიკურ გადაღლას მოერიდეთ.
მორიელი
ამ დღეს გაგიჩნდებათ სურვილი, რომ საკუთარი მიღწევები საყვარელ ადამიანს გაუზიაროთ და ისიც, რა თქმა უნდა, გვერდით დაგიდგებათ. დაოჯახებულებისთვის მშვიდი პერიოდი იწყება — ეს საუკეთესო დროა შერიგებისთვის, ურთიერთობების გაღრმავებისა და ოჯახის დაგეგმვისთვის. ხელიდან ნუ გაუშვებთ ძველ ოპონენტთან შერიგების შანსს ან ბოდიში მოუხადეთ მას, ვის წინაშეც დააშავეთ. უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ოჯახი და შემოსავლები თქვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს. იმუნიტეტის გასაძლიერებლად სასურველია მეტი ბოსტნეულისა და ხილის მიღება — არასწორი კვება არა მხოლოდ წონაში მატებას, არამედ ენერგიის დაქვეითებასაც იწვევს.
მშვილდოსანი
მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა, რომელიც შესაძლოა სერიოზული ურთიერთობის დასაწყისად იქცეს. დაოჯახებული მშვილდოსნის და მისი რჩეულის ურთიერთობაში შესაძლოა თავი მცირე დაძაბულობამ იჩინოს, ამიტომ ახლა მოთმინების გამოჩენა და დროის მოგება გმართებთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახური საკითხების მოგვარებისთვის — დღეს მნიშვნელოვანი საქმეების დალაგებას ან ძველი შეცდომების გამოსწორებას შეძლებთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული თავგადასავალი. მოვლენების სწრაფმა ცვლამ შესაძლოა ოდნავი ფორიაქი გამოიწვიოს. გონებრივი გადაღლა საერთო განწყობაზე უარყოფითად აისახება, ხოლო მდიდარი ფანტაზია აქტიური მოქმედებებისკენ გიბიძგებთ. ფრთხილად იყავით — გამორიცხული არ არის, ახალი ნაცნობი თქვენს სიკეთეს და ხელგაშლილობას პირადი სარგებლისთვის იყენებს. საკუთარ იმიჯზე ზრუნვა და ინვესტიცია მომავლისთვის მოგებიანი იქნება, განსაკუთრებით - თუ გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა გელით.
თხის რქა
დღეს ვარსკვლავებისგან განსაკუთრებულ წყალობას ნუ ელოდებით, თქვენი დრო ჯერ არ დამდგარა. მარსი აქტიურობის პიკზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტი შეიძლება „ცარიელ ადგილზე“ წარმოიშვას — ეცადეთ, მეორე ნახევართან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. თქვენმა ემოციურმა გადაწყვეტილებამ შეიძლება კოლექტივში უთანხმოება გამოიწვიოს. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და ყველა საქმის ერთბაშად დასრულებას ნუ ეცდებით. მოერიდეთ გადაღლას, რამაც შეიძლება შეუძლოდ ყოფნა გამოიწვიოს. თუ შესაძლებლობა გაქვთ, დასვენების დღე აიღეთ და ბუნებაში გადით.
მერწყული
ძალით თავს ვერავის შეაყვარებთ, ამიტომ დინებას მიჰყევით და მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ინანებთ. ამ ნიშნის ბევრ დაოჯახებულ წარმომადგენელს რომანტიკული თავგადასავალი, ძველ მეგობართან შეხვედრა და ძველი გაუგებრობების მოგვარება ელის. ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ. გაჩნდება იმ საქმის წარმატებით დასრულების შანსი, რომელსაც დიდი ენერგია შეალიეთ — გაღებული ძალისხმევისთვის მალე უხვ ჯილდოს მიიღებთ. დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი დაბალია, ამიტომ გადაღლას უნდა მოერიდოთ. დროა, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ვარჯიში დაიწყოთ.
თევზები
ვენერას გავლენა ძლიერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რომანტიკისთვის საუკეთესო დროა! დღეს დაგეგმილი შეხვედრები ძალიან წარმატებულად ჩაივლის. თუ თქვენი გული თავისუფალია, გამორიცხული არ არის, სიყვარულის ახსნაც კი მოისმინოთ. მოთმინება გამოიჩინეთ — საყვარელი ადამიანი მალე სამსახურის პრობლემებზე წუწუნს შეწყვეტს და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. მალე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოგეცემათ, დაწინაურებაც არ არის გამორიცხული. გირჩევთ, ფინანსურ ვალდებულებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და, სანამ სიტუაცია გართულდება, მათი დაფარვის გეგმა შეიმუშაოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან