18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
20:35 ორშ. 17 აგვისტო
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, პარტნიორის აზრს ანგარიში გაუწიოთ და გაითვალისწინოთ. გაითვალისწინეთ, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებამ შეიძლება საყვარელი ადამიანის პროტესტი გამოიწვიოს. სამსახურში წარმატებას მხოლოდ დისციპლინით და აქტიურობით მიაღწევთ. მალე საშუალება გექნებათ, საკუთარი თავი და ახლობლები ძვირად ღირებული საჩუქრებით გაახაროთ. ეს დღე მძიმე შრომისა და ფიზიკური დატვირთვისთვის არ გამოდგება, ამიტომ ეცადეთ, დასვენების დრო გამონახოთ.
კურო
ეცადეთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე სიმტკიცე გამოიჩინოთ. ამ ნიშნის ქალბატონებს საშუალება ექნებათ, წარსული გამოცდილება შეაფასონ და დასკვნები გამოიტანონ. საყვარელი ადამიანი ყველა საკითხზე გეკამათებათ და ცდილობს თავისი გაიტანოს? ვითარების განმუხტვა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება სწორედ თქვენ მოგიწევთ. მიზანდასახულობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგალახვინებთ. უკან არ დაიხიოთ — იღბალს ისინი უყვარს, ვინც ფარ-ხმალს არასდროს ყრის! ბოლო დროს უძილობა და დაღლილობა ხომ არ გტანჯავთ? საღამოობით სუფთა ჰაერზე სეირნობა ამ უსიამოვნებას სწრაფად დაგავიწყებთ.
ტყუპები
სატურნის გააქტიურებამ შესაძლოა გულახდილობისკენ გიბიძგოთ. გირჩევთ, ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს მოერიდოთ და თქვენი საიდუმლო არ გაუმხილოთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები თუ ემოციები აკონტროლოთ და საყვარელ ადამიანს დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვებით გული არ ატკინოთ. მოსალოდნელია უთანხმოება ფინანსური ხარჯების გამო, ამიტომ ერთობლივი შოპინგი სამომავლოდ გადადეთ. წარმატებით დასრულებული პროექტი კარიერული დაწინაურების შანსებს გაგიზრდით. შესაძლოა, სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს და ბევრ რამეზე უარის თქმა მოგიწიოთ, მაგრამ ნუ იდარდებთ — ფინანსური კრიზისის პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება!
კირჩხიბი
შესაძლოა, საყვარელი ადამიანის წინაშე თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენა მოგიწიოთ. მშვიდად და აუჩქარებლად მუშაობას ხართ მიჩვეული, მაგრამ ბოლო დროს გარემოებები მუდმივად სწრაფად მოქმედებისკენ გიბიძგებენ. ეს დღე იდეალურია დაძაბულობის მოსახსნელად — იპოვეთ განტვირთვის საშუალება, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე ან სარფიანი კომერციული წინადადება, რაც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. გირჩევთ, საღამო სახლში, მშვიდ გარემოში გაატაროთ. თუ ბოლო დროს თავის ტკივილები ხშირად გაწუხებთ, დროა, ექიმს მიმართოთ.
ლომი
თუ თქვენი გული თავისუფალია, მალე თავბრუდამხვევი სასიყვარულო რომანი გელით. თქვენი ნიშნისთვის ოჯახური სიმყუდროვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — იქნებ დროა, ავეჯი განაახლოთ ან მცირე რემონტი წამოიწყოთ? ვარსკვლავები გირჩევენ, მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ, რადგან პლანეტების განლაგება ყველა წამოწყებაში სწრაფ და მასშტაბურ შედეგებს გპირდებათ. მოერიდეთ გავლენიან პირებთან დაპირისპირებას და ფულს უაზროდ ნუ გადაყრით — ორივე შემთხვევამ შეიძლება არასასურველი შედეგები მოგიტანოთ. ამ დღეს შეიძლება საკუთარი თავით უკმაყოფილო იყოთ, თუმცა ეს განწყობა მალე გაივლის. ჰოროსკოპი გირჩევთ, მეტი ხილისა და ბოსტნეულის წვენი მიიღოთ და კვების მენიუში ჯანსაღი კვების პროდუქტები ჩართოთ.
ქალწული
თუ მოჭარბებული ემოციები სიმშვიდის შენარჩუნებაში ხელს გიშლით, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პაუზა აიღეთ და დასასვენებლად გაემგზავრეთ. ამ დღეს ციური სხეულები თქვენს ნიშანს ისე მფარველობენ, რომ ნებისმიერი საქმე პირველივე ცდაზე გამოგივათ. საინტერესო მგზავრობა და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა გელით. სამსახურში მშვიდი და კეთილგანწყობილი ატმოსფეროა, რაც დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალიც, თუმცა ვარსკვლავები მაინც გაფრთხილებენ, რომ გაუმართლებელ რისკებს მოერიდოთ. ფრთხილად იყავით მედიკამენტებთან და ალკოჰოლურ სასმელთან - არ არის გამორიცხული ინტოქსიკაცია.
სასწორი
შესაძლოა, საყვარელი ადამიანის რომელიმე თვისებამ ძალიან გაგაღიზიანოთ, მაგრამ სულგრძელობა გამოიჩინეთ და უარყოფით ემოციებს გასაქანს ნუ მისცემთ. მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობა დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ, რომელიც მთელ კვირას გაგყვებათ. ოჯახისთვის გაწეული ხარჯი და შენაძენი მთელ სახლს კმაყოფილებას მოუტანს. ემოციური ფონი დაიკლებს, ამიტომ ჯობია, შესვენება აიღოთ და მნიშვნელოვან საქმეებს დროებით ჩამოშორდეთ. პრობლემებს თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ, თორემ ვეღარ გაუმკლავდებით. მოერიდეთ სესხის აღებასა და საეჭვო ფინანსურ გარიგებებს. ისწავლეთ იმის დაფასება, რაც სამყარომ უკვე გიბოძათ და ნახავთ, რომ მადლიერებისთვის მიზეზი მართლაც ბევრი გაქვთ.
მორიელი
ნუ შეიქმნით პრობლემებს ცარიელ ადგილზე. ყველაფერი, რაც ახლა თქვენს ცხოვრებაში ხდება, საბოლოოდ თქვენს სასიკეთოდ შემობრუნდება. ოჯახური ცხოვრება ორმხრივი კომპრომისია, ამიტომ ქორწინებაში უხეშობა და უსაფუძვლო პრეტენზიები დაუშვებელია. ვიღაც ეცდება, რომ თქვენსა და თქვენს რჩეულს შორის უთანხმოება ჩამოაგდოს, მაგრამ არ გამოუვა. გირჩევთ, დღევანდელი დღე მომდევნო კვირის გეგმების შედგენას დაუთმოთ. მალე ბიუჯეტის შევსების ან წარმატებული შენაძენის შანსი მოგეცემათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია დაღლილობა და აპათია, ამიტომ ჯანმრთელობასა და სხეულის მოვლას მეტი ყურადღება დაუთმეთ.
მშვილდოსანი
საყვარელ ადამიანზე ეჭვიანობთ? ეცადეთ, სიტუაცია არ გაამწვავოთ — თქვენს წარმოსახვაში იმაზე მეტი სცენარი იწერება, ვიდრე ჰოლივუდში და მათი უმეტესობა სინამდვილესთან ახლოს არ არის. თქვენი ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს მეორე ნახევრის აზრის მოსმენა და გათვალისწინება მოუწევთ — სხვა შემთხვევაში, კონფლიქტს უნდა ელოდოთ. დღეს თქვენი მომხიბვლელობა და კომუნიკაბელურობა მწვერვალზეა — ეს უპირატესობა როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში გამოიყენეთ და ყველაზე ჯიუტ თანამოსაუბრესაც კი იოლად დაიყოლიებთ! ეს დღე ხელსაყრელია გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის, თუმცა ნუ გადაიღლებით, რათა სარგებლის ნაცვლად ორგანიზმი არ დაიზიანოთ.
თხის რქა
კამათის შემდეგ განმარტოება დაგეხმარებათ, რომ შექმნილი ვითარება მშვიდად გააანალიზოთ და მიხვდეთ, დაპირისპირება რამ გამოიწვია. გირჩევთ, მეორე ნახევარს მეტი ყურადღება დაუთმოთ — ეს გაუგებრობებს თავიდან აგაცილებთ და კავშირს გაამყარებს. ზუსტად იცით, ხელმძღვანელობაზე, ინვესტორსა თუ ბიზნესპარტნიორზე შთაბეჭდილება როგორ მოახდინოთ და ამ ცოდნას კარგად იყენებთ. მოერიდეთ ემოციურ გადატვირთვას, რამაც შესაძლოა ძლიერი თავის ტკივილი გამოიწვიოს. თანმიმდევრულად იმოქმედეთ და იმპულსურ ნაბიჯებს მოერიდეთ — თქვენმა ფეთქებადმა ხასიათმა შესაძლოა კოლეგები და პარტნიორები დააფრთხოს. კვების მენიუს გადახედეთ, მავნე პროდუქტებს დაემშვიდობეთ და შედეგი გაგაოცებთ.
მერწყული
ვენერას გავლენის წყალობით, დღეს განსაკუთრებით მიმზიდველი ხართ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რომელიც დიდ გრძნობაში გადაიზრდება და თავს სრულიად სხვა ადამიანად გაგრძნობინებთ. გარემოს შეცვლისა და სიახლეების სურვილმა შეიძლება სახლში რემონტის დაწყებისკენ გიბიძგოთ. ეს დღე საქმიანი მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის ნაკლებად ხელსაყრელია. ეცადეთ ბიზნესწინადადებები გონივრულად განიხილოთ და საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული ნივთის შეძენისგან — მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი ან მოტყუება. ასტროლოგიური პროგნოზით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, ხოლო ენერგიის მოზღვავებას ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობთ.
თევზები
ენერგია იმ ადამიანთან ურთიერთობისკენ მიმართეთ, ვინც ასე გიზიდავთ და მასთან მეტი დრო გაატარეთ. გაცნობის საიტზე საბედოს ძებნას მოერიდეთ - შესაძლებელია თაღლითს წააწყდეთ. შესაძლოა, საყოფაცხოვრებო საქმეებმა დიდი დრო წაგართვათ, მაგრამ სჯობს ახლა მოილიოთ, ვიდრე დააგროვოთ. თუ პროფესიული საქმიანობა კმაყოფილებას აღარ განიჭებთ, დროა, ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ. თუ თქვენი საქმიანობა ინვესტიციებს, საფონდო ბირჟას ან სავალუტო ოპერაციებს უკავშირდება, დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ. დილის თავის ტკივილმა შესაძლოა განწყობა გაგიფუჭოთ, თუმცა შუადღემდე უსიამოვნო შეგრძნების კვალიც კი აღარ დარჩება! გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს თქვენი აურა ენერგეტიკული ვამპირებისა და ტოქსიკური თანამოსაუბრეების გავლენის მიმართ დაუცველია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან