16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
23:49 შაბ. 15 აგვისტო
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სასიყვარულო ურთიერთობებში სჯობს, მცირე შესვენება აიღოთ. თუ საკუთარ ინსტინქტებს ენდობით, ნებისმიერ სიტუაციას ადვილად გაუმკლავდებით. საქმეებს თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ, თორემ პრობლემები ისე დაგიგროვდებათ, რომ მორიგი შვებულების გადადება მოგიწევთ. დღეს ბევრი ვერძი მომავლის მიმართ უსიამოვნო შფოთვას იგრძნობს, თუმცა, თქვენს ფინანსურ და სოციალურ სტაბილურობაში დაეჭვების საფუძველი არ არსებობს. საღამოს მოსალოდნელია თავის მსუბუქი ტკივილი, რაც გადაღლასა და ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნებს.
კურო
ყურადღებით იყავით — ვიღაც თქვენს ცდუნებას ცდილობს! გახსოვდეთ, რომ მშვიდი ოჯახური ცხოვრება საეჭვო და სარისკო თავგადასავლებს ბევრად სჯობს. შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავება დაგროვილი ამოცანების გადაჭრაში დაგეხმარებათ. სანამ მნიშვნელოვან ხელშეკრულებაზე ან საქმიან შეთანხმებაზე ხელს მოაწერთ, ყველაფერი გულდასმით გადაიკითხეთ. ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიურ მენიუსაც: კვების ხარისხზე არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა, არამედ თქვენი განწყობაც არის დამოკიდებული. მოერიდეთ მუდმივად სამედიცინო თემატიკის სტატიების კითხვას — შეიძლება, იპოქონდრია დაიმართოთ.
ტყუპები
ლოგიკით იხელმძღვანელეთ, საკუთარ გამოცდილებას დაეყრდენით, ინიციატივა გამოიჩინეთ და ეძიეთ გზები პოზიციების განსამტკიცებლად. სამსახურებრივ გეგმებზე ნურავისთან ისაუბრებთ — თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, ვისაც თქვენი წარმატების შურს. მოიფიქრეთ, როგორ დაიცვათ თავი ავი თვალისგან. ფინანსურ საკითხებში მხოლოდ ინტუიციას ნუ ენდობით. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ინფორმაციის გადაუმოწმებლად. დღეს სჯობს, საღამოს ვარჯიში გამოტოვოთ და დასაძინებლად დროულად დაწვეთ.
კირჩხიბი
გირჩევთ, სასიყვარულო ფრონტზე აქტიურობა შეამციროთ, რათა გაუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ. მოერიდეთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც გარშემომყოფებს უსიამოვნოდ გააოცებს. ამ დღეს ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ. ოჯახში წარმოშობილი უთანხმოებები მშვიდად მოაგვარეთ და ნუ ეცდებით, რომ ყველას ჭკუა ასწავლოთ, თორემ ყვირილი და დაპირისპირება უფრო მეტ პრობლემას შეგიქმნით. იზრუნეთ იმუნიტეტზე — გამოიყენეთ ვიტამინები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და მსუბუქი აქტივობით დაკავდით.
ლომი
მოერიდეთ ახალ ნაცნობობას და განსაკუთრებით იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც გულზე არ გეხატებათ. სავარაუდოდ, ძველი მეგობარი თავს შეგახსენებთ და სასიამოვნო სიახლით გაგახარებთ. არაკეთილმოსურნეები შეეცდებიან საყვარელ ადამიანთან წაგაჩხუბონ, ამიტომ ჭორებს ბრმად ნუ ენდობით, ჯერ ფაქტები გადაამოწმეთ და დასკვნები ამის შემდეგ გამოიტანეთ. ვარსკვლავური განლაგება კარიერულ წინსვლაში ბრწყინვალე პერსპექტივებს გიხსნით — იუპიტერი იღბალს გპირდებათ, მარსი კი საჭირო ენერგიით მოგამარაგებთ. ფინანსური რისკებისთვის არახელსაყრელი დღეა. ინვესტიციები უკეთესი დროისთვის გადადეთ, რაც კაპიტალის შენარჩუნებასა და მომავალი უსიამოვნებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია, მალე თქვენს ოჯახში შინაური ცხოველი გაჩნდეს და ის თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.
ქალწული
საერთო მიზნები საყვარელ ადამიანთან უფრო დაგაახლოებთ და ურთიერთობას მეტ დამაჯერებლობას შესძენს. დროა, სახლის ინტერიერი განაახლოთ და მცირე კოსმეტიკური რემონტი გააკეთოთ, რაც ფინანსური ნაკადების გააქტიურებას ხელს შეუწყობს. ზოგიერთ ქალწულს მატერიალურ სარგებელსა და მეგობრულ ურთიერთობებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. შეგიძლიათ გაბედულად შეეჭიდოთ პროექტებს, რომლებზეც ადრე ფიქრსაც ვერ ბედავდით — იღბალი თქვენს მხარესაა. ვარსკვლავები გირჩევენ, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გარკვეული თანხის გადადება დაიწყოთ. დღეს შეგიძლიათ თავს გემრიელი ნუგბარით გამასპინძლების უფლება მისცეთ — მთავარია, ზომიერება დაიცვათ.
სასწორი
ეს პერიოდი ძალზე ხელსაყრელია ყველაფრისთვის, რაც სიყვარულს უკავშირდება, თუმცა, ახლის დაწყებისთვის უკვე გამოცდილი, სტაბილური ურთიერთობის გაფუჭება ნამდვილად არ ღირს. გაეცანით სიახლეებს თქვენს პროფესიულ სფეროში და დამატებითი ვალდებულებების აღება ნუ მოგერიდებათ, რადგან ეს კარიერული ზრდის გზაზე პირველი ნაბიჯია! გირჩევთ, ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ - დიდია ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს გადაეყაროთ.
მორიელი
საყვარელ ადამიანს თქვენთვის რაღაც მნიშვნელოვანის თქმა სურს, მაგრამ ვერ ბედავს. ნუ დააჩქარებთ — ადრე თუ გვიან, გულახდილობის ხასიათზე დადგება. საქმეებს სამომავლოდ ნუ გადადებთ — მცირედით დაიწყეთ და პრობლემების გროვა თანდათან გაქრება. კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გმართებთ — განსაკუთრებით კრიტიკულ შენიშვნებს უნდა მოერიდოთ, რადგან მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები. სამსახურში წარმატების მისაღწევად ეცადეთ, საჭირო დრო შეარჩიოთ და კოლეგები თქვენს სიმართლეში დაარწმუნოთ. მოსალოდნელია უძრავ ქონებასთან ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ოჯახური უთანხმოება. ვარსკვლავები ენერგიის მოზღვავებას გიწინასწარმეტყველებენ, თუმცა არც დასვენება უნდა დაივიწყოთ.
მშვილდოსანი
რომანტიკული თავგადასავლებისთვის ახლა საუკეთესო დრო არ არის, ამიტომ უმჯობესია, თავისუფალი დრო საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის გამოიყენოთ. ეცადეთ, ახალ, საპასუხისმგებლო პროექტებს არ შეეჭიდოთ და ყურადღება დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე გადაიტანოთ. ხელფასი ან პრემია დაგიგვიანდათ? შესაძლოა, ეს ობიექტური მიზეზებით იყოს გამოწვეული და უბრალოდ, ცოტა მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. თუ ემოციების მოთოკვა გიჭირთ, გირჩევთ ურთიერთობები შეზღუდოთ და ცოტა ხანი საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას — დღეს თქვენს ორგანიზმს დასვენება სჭირდება.
თხის რქა
ამ ნიშნის ქალბატონებს საყოფაცხოვრებო საზრუნავი ან ურთიერთობაში სირთულეები ელით. ეცადეთ, იმას დასჯერდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და ზედმეტი პრეტენზიები არ წამოაყენოთ. დროა, კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის პრიორიტეტები სწორად დაალაგოთ. არ არის გამორიცხული, რომ ახლობელი ადამიანისგან დაუმსახურებელი საყვედურები მოისმინოთ. გირჩევთ, საკუთარი სიმართლე მშვიდად და აუღელვებლად დაამტკიცოთ — ამისთვის უამრავი არგუმენტი გაქვთ. გირჩევთ იმუნიტეტის ასამაღლებლად სხეულის გაკაჟებით დაკავდეთ.
მერწყული
ამ დღეს გელით შეხვედრა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დიდ რომანტიკას შემოიტანს! ფრთხილად იყავით — საყოველთაო აღიარებამ შესაძლოა გარშემომყოფებში შური აღძრას. ოჯახში ფინანსური ხარჯების განხილვა მოგიწევთ, რასაც შესაძლოა ცხარე დისკუსია მოჰყვეს, რადგან თითოეულ წევრს საკუთარი ხედვა აქვს. ოჯახურ ცხოვრებაში არსებულმა სირთულეებმა შეიძლება თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედოს და უფროსისგან საყვედური დაიმსახუროთ. ვარსკვლავები მალე მოგებიანი გარიგებების დადებას გიწინასწარმეტყველებენ. ამ დღეს ვირუსის თავიდან ასაცილებლად ხალხმრავლობას უნდა მოერიდოთ.
თევზები
ემოციურად მძიმე დღეა — ყველაფრის მიმართ კრიტიკულად იქნებით განწყობილი. სამუშაო მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს - უფროსი რთულ დავალებას მოგცემთ, რომელიც მოკლე დროში უნდა დაასრულოთ. ფინანსურმა რისკმა შეიძლება გაამართლოს და კარგი მოგება მოგიტანოთ. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე ხშირად იყოთ და მეტი იმოძრაოთ, განსაკუთრებით — თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ. შეგიძლიათ, ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგებით ისარგებლოთ და სურვილი ჩაიფიქროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან