17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
21:20 კვი. 16 აგვისტო
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მალე შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას სიყვარულით აავსებს. დაქორწინებულ ვერძებს კი ურთიერთობაში სტაბილურობა და სიმშვიდე ელით. რასაც უნდა აკეთებდეთ, ერთად ყოფნა ყოველთვის უზომო სიხარულს და სიამოვნებას მოგიტანთ! დღეს სამუშაო ადგილზე კამათისა და დაპირისპირების ალბათობა არსებობს. გირჩევთ პრობლემებზე გულწრფელად და პირდაპირ ილაპარაკოთ და არავითარ შემთხვევაში ზურგს უკან ჭორაობაში არ ჩაერთოთ! ფრთხილად იყავით —თაღლითები ეცდებიან, ფინანსურად დაგაზარალოთ. საეჭვო გარიგებებში ნუ ჩაერთვებით, როგორი მაცდურიც არ უნდა ჩანდეს. პროფილაქტიკური სამკურნალო პროცედურები და ჯანსაღი ცხოვრების წესი ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობას დიდხანს შეგინარჩუნებთ.
კურო
ფრთხილად იყავით — ვარსკვლავები მიგვანიშნებენ, რომ თქვენს გზაზე საინტერესო, თუმცა სახიფათო უცნობი გამოჩნდება. ეს ურთიერთობა ვნებიანი იქნება, მაგრამ რისკებსაც შეიცავს. კარგი იქნება, თუ ემოციებს არ აჰყვებით და ნებისმიერ სიტუაციაში ცივ გონებას შეინარჩუნებთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს უმცირეს დაპირისპირებასაც კი შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს. გაუთვალისწინებელი შემთხვევისას კოლეგების დახმარების იმედი ნუ გექნებათ — ჰოროსკოპი ამბობს, რომ ახლა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. საღამოს შეიძლება ფინანსური სურათი თქვენ სასარგებლოდ შეიცვალოს და მიიღოთ თანხა, რომელსაც არ ელოდით. თუ დაღლილობის მოხსნა გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ საუნა და მასაჟი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა.
ტყუპები
უახლოეს დღეებში შეიძლება მოხდეს ის, რისიც ძალიან გეშინოდათ, თუმცა სიტუაცია მშვიდობიანად და თქვენთვის სასიკეთოდ გადაწყდება. ნაკლებად ნაცნობი ადამიანი საინტერესო წინადადებით მოგმართავს, მაგრამ სანამ დათანხმდებით, რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელმა პირისპირ საუბრისას უსიამოვნო სიმართლე გითხრათ — სცენების მოწყობის ნაცვლად, იფიქრეთ იმაზე, მდგომარეობა როგორ გამოასწოროთ. კარგი იქნება, თუ მიმდინარე საქმეების დასაგეგმად დღიურის წარმოებას დაიწყებთ. მოერიდეთ ფუფუნების საგნების ან ძვირად ღირებული ნივთების შეძენას — გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში ფული გადაუდებელი საჭიროებისთვის დაგჭირდეთ. სატურნის გავლენა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მცირე პრობლემებზე ან ემოციურ არასტაბილურობაზე მიგვანიშნებს. თავს გაუფრთხილდით.
კირჩხიბი
ვენერა მე-5 სახლში (ინტუიციისა და წინათგრძნობის სფერო) გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ყველაზე მეტად შინაგან ხმას უნდა ენდოთ. ინტუიციით იმოქმედეთ და არ წააგებთ. ძალიან კარგი იქნება, თუ დღეს ნათესავებს ან მეგობრებს ეწვევით — დიდია შანსი, რომ იქ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყოთ. ერთფეროვანი და მოსაწყენი სამუშაოსგან დაიღალეთ? მაშინ დროა, საქმიანობის სფეროს შეცვლაზე იფიქროთ. თუ საჭირო ადამიანთან მოლაპარაკება ვერ შეძელით, სჯობს საკითხის გადაწყვეტა გარკვეული დროით გადადოთ. თუ ზედმეტი კილოგრამები გაწუხებთ, ფიზიკური აქტივობა უნდა გაზარდოთ. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ კუნთის დაჭიმვა ან ტრავმა არ მიიღოთ.
ლომი
სასიყვარულო ურთიერთობებში სიბრძნე და წინდახედულობა გმართებთ. არსებობს საფრთხე, რომ სრულიად შეუფერებელი და საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანს დაუახლოვდეთ. დრო შეზღუდული რესურსია — ახლობლებთან ურთიერთობასა და სამუშაო მოვალეობებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ყველა კავშირი, რომელიც დღეს დამყარდება, ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება. მალე გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენს კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს — ბედის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ! თუ წნევის ცვალებადობა გაწუხებთ, ეცადეთ, წინასწარ მიიღოთ პრევენციული ზომები.
ქალწული
პირად ცხოვრებას მეგობრებთან და ნაცნობებთან ნუ განიხილავთ. ნუ მისცემთ ჭორიკანებს უფლებას, რომ თქვენს პირად სივრცეში შემოიჭრნენ. მაღალი ემოციური ფონის გამო, ეცადეთ, ამ დღეს ახლობლებთან ურთიერთობა შეამციროთ და თითოეულ სიტყვას ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, შეიქმნას სიტუაცია, რომელიც დიდ ნებისყოფას და შინაგან ძალას მოითხოვს. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ახალი პროექტის დაწყებამდე ყველა ინფორმაცია საფუძვლიანად გადაამოწმეთ. ამ დღეს ფინანსური საკითხები უმჯობესია, რომ პარტნიორთან ერთად გადაჭრათ. მით უმეტეს, რომ ფულის ერთპიროვნულად განკარგვის მცდელობა ცხარე კამათს გამოიწვევს. დღის მეორე ნახევარში ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ — ახლა განმარტოება და დასვენება ჰაერივით გჭირდებათ.
სასწორი
ამ დღეს თქვენი მთავარი მიზანი საყვარელი ადამიანის გაბედნიერება უნდა იყოს. გირჩევთ, ამ მიზნის მისაღწევად, დრო და ფული არ დაიშუროთ. დაოჯახებულ წყვილებს შეგიძლიათ ოჯახის ახალ წევრზეც იფიქროთ. მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებისთვის საუკეთესო დღე არ არის. ყურადღების მოკრება გიჭირთ, რის გამოც შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვათ, თუმცა უზუსტობის დროულად შემჩნევა და შეცდომების გამოსწორება სრულიად შესაძლებელია. ფინანსურ საკითხებში საკუთარ ინტუიციას ენდეთ. თუ წონაში დაკლება გსურთ, ხელსაყრელი დღეა დიეტის დაწყებისთვის. მთავარია, მენიუდან მაღალკალორიული პროდუქტები ამოიღოთ.
მორიელი
თქვენი პიროვნული თვისებები და ახალი იმიჯი უამრავ საინტერესო ადამიანს მიიზიდავს! მათ, ვინც ოჯახი ახლახან შექმნა, მეორე ნახევრის სიტყვებსა და გრძნობებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. ახლა მოდუნების დრო არ არის — შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამოგეპაროთ, რასაც დიდხანს ინანებთ. იდეალური დღეა ფულის დაბანდებისთვის — ინვესტიცია მომავალში მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. სატურნის გავლენით თქვენი ენერგეტიკული ფონი იკლებს, რაც შეიძლება მოწყენილობით ან თავის ტკივილით გამოვლინდეს.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დროა სასიყვარულო ურთიერთობების განვითარებისთვის. სირთულეების გადალახვა გაგაძლიერებთ და უფრო ბრძენს გაგხდით. რთული თემების განხილვის ნუ შეგეშინდებათ — გულწრფელობა ის გასაღებია, რომელიც თქვენს კავშირს გაამყარებს. ფინანსური საკითხები თქვენს ყურადღებას მოითხოვს — მსხვილი გარიგებების დადებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და გადაწყვეტილება გამოცდილ პარტნიორთან შეთანხმებით მიიღეთ. შესაძლოა, საღამოს ხალხმრავალ წვეულებაზე მიგიწვიონ, მაგრამ დიდხანს ნუ დარჩებით - ახლა ძალების აღდგენისთვის მშვიდი დასვენება და სრულყოფილი ძილი გჭირდებათ.
თხის რქა
სიყვარულში მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი გელით. უახლოესი 24 საათის განმავლობაში უკეთ გაიგებთ, რას განიცდიან თქვენი ოჯახის წევრები, რა აწუხებთ და რა სურთ. სამსახურში ინიციატივა გამოიჩინეთ — ხელმძღვანელობა თქვენს მონდომებას აუცილებლად შეამჩნევს. თუ არჩევანის წინაშე დადგებით, სჯობს უპირატესობა კარიერულ ზრდას მიანიჭოთ და არა ერთჯერად მატერიალურ წახალისებას. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ფინანსურ ვალდებულებებს, რადგან მათი შესრულება გაგიჭირდებათ. შესანიშნავი ჯანმრთელობა და ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ, რომ უამრავი დაგეგმილი საქმე დაასრულოთ, თქვენი ენთუზიაზმი კი გარშემომყოფთათვისაც გადამდები აღმოჩნდება. თუ საღამოს წვეულებაზე მოხვდით, ალკოჰოლსა და ცხოველურ საკვებს მოერიდეთ.
მერწყული
ლურჯი ყვავილი შეიძლება თქვენთვის ბედისწერის ნიშნად იქცეს! თუ ამ დღეს ლურჯ ყვავილს ნახავთ, იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება ძალიან მალე შეიცვლება. პარტნიორსა და ახლო ნათესავებს ნუ დაივიწყებთ — თქვენი ყურადღება და ზრუნვა ოჯახურ ურთიერთობებს საგრძნობლად განამტკიცებს. იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გგონიათ; უბრალოდ, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ, შიშები გადალახოთ და მიზანს მიაღწევთ. მნიშვნელოვანია სტრესთან გამკლავების გზები იპოვოთ, საჭიროების შემთხვევაში კი ექიმს მიმართოთ— თქვენი ფსიქოლოგიური განწყობა პირდაპირ ჯანმრთელობაზე აისახება.
თევზები
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება. დღეს რაღაც მნიშვნელოვანი გაქვთ გასაკეთებელი, ამიტომ ახლობლების აზრს მოუსმინეთ და გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეთ. საკუთარ თავზე ზრუნვა არ დაივიწყოთ — წარმატება მათთან მოდის, ვინც საკუთარ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას უფრთხილდება. იღბლიანი დღეა. ვარსკვლავები ფინანსური აღმავლობის შანსს გპირდებიან. ინიციატივას ხელიდან ნუ გაუშვებთ და დახმარებაზე უარს ნუ იტყვით — სანდო ადამიანების რჩევა და მხარდაჭერა ახლა ძალიან წაგადგებათ. წვრილმანების გამო ნუ ინერვიულებთ. მშვიდი დასვენება, ჯანსაღი კვება და ზომიერი ფიზიკური აქტივობა აქტიურ პერიოდზე გადასასვლელად მოგამზადებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან