დღის ჰოროსკოპი

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:30 ხუთ. 20 აგვისტო

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მარტოხელა ვერძის ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თავისი ინტელექტითა და პიროვნული ხიბლით მაშინვე ყურადღებას მიიქცევს. დაოჯახებულებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ზოგი საკითხის საბოლოოდ გარკვევა მოუწევთ. ეცადეთ, რეალისტი იყოთ და ახლობლებს ზედმეტი მოთხოვნები არ წაუყენოთ. თუ ნათესავებთან ან მეზობლებთან ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდა, ეცადეთ, კეთილგანწყობა გამოიჩინოთ და სადავო ურთიერთობები შეთანხმებით გადაჭრათ. სურვილის შემთხვევაში უდიდესი მწვერვალების დაპყრობა შეგიძლიათ, თუმცა მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და ისეთ საქმეს ნუ შეეჭიდებით, რისი ბოლომდე მიყვანაც გაგიჭირდებათ. მოერიდეთ გადაღლას, რადგან მან შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ და ცხოვრებას ოპტიმიზმით შეხედეთ.

კურო

შესანიშნავი დღეა სეირნობისთვის ან პატარა მოგზაურობის დასაგეგმად. ცხოვრებაზე ფიქრი და რომანტიკული განწყობა მნიშვნელოვან საქმეებზე მუშაობის საშუალებას არ მოგცემთ. დიდი ხანია ახლობლებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში დრო არ გაგიტარებიათ? ეს დღე იდეალურია დანაკლისის შესავსებად! დაუღალავმა შრომამ შეიძლება კოლექტივში თქვენი ავტორიტეტი საგრძნობლად აამაღლოს, თუმცა ნუ დაუშვებთ, რომ ღირებული თანამშრომლიდან ჩვეულებრივ, „მუშა ძალად“ იქცეთ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯებიც, რაც თქვენს ბიუჯეტს შეარყევს. მშვენიერი დღეა სპორტული ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობისთვის — ეს თქვენს განწყობას საგრძნობლად აამაღლებს.

ტყუპები

არ არის გამორიცხული, რომ ძველი სიყვარული გაიხსენოთ და მიძინებულმა გრძნობამ თავიდან იფეთქოს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და პარტნიორისგან ზედმეტი არ მოითხოვოთ. მთლიანობაში, დღე ნაყოფიერად ჩაივლის, თუმცა სხვისი თხოვნის შესასრულებლად დახარჯული ენერგია შედეგს არ მოგიტანთ, ამიტომ სჯობს, მთელი ყურადღება საკუთარ სახლსა და ოჯახს დაუთმოთ. სამსახურში შესაძლოა მცდარი ინფორმაცია მოგაწოდონ, რის გამოც პროექტს ჩაშლის საფრთხე დაემუქრება. საბედნიეროდ, ვარსკვლავები ჩანაფიქრის განხორციელებას დაგეხმარებიან. ახლა საკუთარი უნარების გამოვლენისთვის საუკეთესო პერიოდი გაქვთ. ასევე, მშვენიერი დროა ექსპრეს-დიეტის დასაწყებად, თუმცა საკვებზე სრულად უარის თქმა ნამდვილად არ ღირს.

კირჩხიბი

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებმა ცხოვრების წესი უნდა შეცვალონ და წვეულებებზე სიარულს მოუხშირონ. ახალგაზრდა წყვილებს ხასიათების შეგუებისა და კონფლიქტების პერიოდის გადალახვა მოუწევთ — თუ პარტნიორის აზრს მეტ ყურადღებას დაუთმობთ, უამრავ უთანხმოებას თავიდან აირიდებთ. დღეს სამსახურში შექმნილი რთული სიტუაციიდან წარმატებულ გამოსავალს იპოვით — ინოვაციური აზროვნება და ლოგიკა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ნათესავებთან ან მეგობრებთან ძველი უთანხმოებები დაასრულოთ. შორსმჭვრეტელობა და გაბედული გადაწყვეტილებები თქვენი გამარჯვების შანსებს გაზრდის. თუ დღეს ავტომობილის მართვა გიწევთ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ და სიჩქარეს ნუ გადააჭარბებთ — მთვარის არასტაბილური გავლენის გამო საგზაო შემთხვევების რისკი იმატებს.

ლომი

მშვენიერი დროა ახალი ნაცნობობისთვის, თუმცა მზად იყავით, რომ ურთიერთობები ისე სწრაფად არ განვითარდება, როგორც თქვენ გსურთ. ოჯახის წევრების ყველა კაპრიზის შესრულებას ნუ იჩქარებთ — ხანდახან სიმტკიცისა და პრინციპულობის გამოჩენა აუცილებელია! ამ დღეს მარსის ენერგეტიკა ძლიერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში კონფლიქტის ალბათობა იმატებს. ეცადეთ, მაქსიმალურად შეამციროთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც გაღიზიანებთ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯებიც, თუმცა ახლობლები ყოველთვის მზად არიან, დაგეხმარონ. სავარაუდოდ, თქვენი შეუძლოდ ყოფნის მიზეზი უძილობაა — ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და დაისვენოთ.

ქალწული

თუ მეორე ნახევრის პოვნა გსურთ, განაახლეთ გარდერობი და ვარცხნილობა შეიცვალეთ — ერთი სიტყვით, იზრუნეთ იმაზე, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყროთ. ამ დღეს ახლობლებთან გულახდილი საუბრებისთვის განწყობილი არ ხართ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე სიმშვიდეში, მარტომ გაატაროთ. დიდი ალბათობით, ძველი გეგმები განხორციელდება, რაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული, საღამოს საათებში შინაგანი შფოთვა იგრძნოთ — თქვენი დარდი საყვარელ ადამიანს გაუზიარეთ და საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით.

სასწორი

დღე მშვიდად და წყნარად ჩაივლის. დრო გექნებათ, რომ საყვარელი საქმით დაკავდეთ. სრულყოფილებას ზღვარი არ აქვს, ამიტომ ნამდვილი შედევრის შესაქმნელად დიდი ძალისხმევაა საჭირო. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, ცოტა მეტი უნდა მოინდომოთ. მოამზადეთ სტრატეგია მოსალოდნელი საქმიანი მოლაპარაკებისთვის — საკუთარ ძალებში დარწმუნება სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. მალე იმ პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, რომლებიც დიდი ხანია, მოსვენებას არ გაძლევთ, თუმცა, ფინანსურ საკითხებთან შეხება (სესხები, კრედიტები, დაგეგმვა) არასასურველია. შესაძლოა ტონუსის დაქვეითება იგრძნოთ. თუ თქვენს გარემოცვაში მტრულად განწყობილი ადამიანი არსებობს, მალე მის ამოცნობას შეძლებთ.

მორიელი

თუ მარტოხელა ხართ და სიყვარულს ეძებთ, დღეს ვარსკვლავები ახალ ნაცნობობას გპირდებიან. მზად იყავით ახალი შესაძლებლობებისთვის და პირველი ნაბიჯის გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ეცადეთ, დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ და საყვარელ ადამიანს გვერდით დაუდგეთ — მას თქვენი ყურადღება ძალიან გაახარებს. დილით მთავარი გეგმის განხორციელებას შეძლებთ, პარტნიორებთან თანამშრომლობაც ნაყოფიერი იქნება, თუმცა საღამოს ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. თქვენი მფარველი პლანეტა მერკურის წყალობით ფინანსურ სფეროში ხელსაყრელი პერიოდი დაიწყება. გარდა ამისა, გუნდში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება და თქვენს აზრს მეტად გაითვალისწინებენ. მშვენიერი დღეა სასეირნოდ და ფიზიკური დატვირთვისთვის, რაც ემოციურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.

მშვილდოსანი

ამ დღის მთავარი სირთულე გაუთვალისწინებელი შემთხვევა იქნება, რომლის გამოც საკუთარ გეგმებზე უარის თქმა მოგიწევთ. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელ ადამიანს თქვენგან არამატერიალური დახმარება დასჭირდეს. თუ სამსახურებრივად მნიშვნელოვან კლიენტთან დაკავშირება გჭირდებათ, საქმიან საუბარს საღამომდე ნუ გადადებთ. დაალაგეთ სახლი და გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. ამ დღეს გარიგებების გაფორმებას და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერას მოერიდეთ. ასევე, სიფრთხილე გმართებთ ალერგიულ რეაქციებთან, რომლებიც შესაძლოა უჩვეულო საკვებმა გამოიწვიოს — თუ ალერგიისკენ მიდრეკილი ხართ, ანტიჰისტამინური პრეპარატები მოიმარაგეთ.

თხის რქა

ენდეთ საკუთარ ინტუიციას და საეჭვო რომანტიკულ თავგადასავლებს მოერიდეთ. დროა საკუთარი საქმის წამოწყებაზე დაფიქრდეთ — დაქირავებულ თანამშრომლად მუშაობა უფრო მარტივია, თუმცა ეს მატერიალური წარმატებისკენ მიმავალი საუკეთესო გზა არ არის. შესანიშნავი დროა, რომ მადლიერება გამოხატოთ და აჩვენოთ, როგორ აფასებთ თქვენს ცხოვრებაში ახლობელი ადამიანების არსებობას. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. საღამოს გასეირნება სუფთა ჰაერზე დაგროვილი სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ და უძილობისგან გაგათავისუფლებთ.

მერწყული

ის, ვინც ახლახან დაოჯახდა, ურთიერთობების გარკვევას უნდა მოერიდოს, თორემ დაშორება გარდაუვალი იქნება! ოჯახური კავშირების განსამტკიცებლად რესტორანში ვახშამი დაგეგმეთ — ეს მშვენიერი შესაძლებლობაა საუბრისა და სიახლეების გაზიარებისთვის. უახლოეს 24 საათში თქვენი ინტელექტუალური და პიროვნული პოტენციალი იმატებს — წარმატებული იქნება პროფესიული გადამზადება და სარეკლამო ღონისძიებები. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია დიდი ინვესტიციებისა და შოპინგისთვის. დღის მეორე ნახევარში კი კომერციული ტრანზაქციები გამორიცხეთ — ციური სხეულების უარყოფითი განლაგება მატერიალურ დანაკარგებს გამოიწვევს. ცოტაოდენი ნოსტალგია წარსულზე ერთადერთი ფაქტორია, რომელმაც შეიძლება დღევანდელი დღე დაგიჩრდილოთ.

თევზები

მშვენივრად გამოიყურებით, აქტიური და სიცოცხლით სავსე ხართ. გამოიყენეთ ეს შანსი ახალი ადამიანების გაცნობისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. თუ ენერგიას სწორად მიმართავთ, ინტერიერის განახლება ნაყოფიერად ჩაივლის. კარიერული წინსვლის კარგი შანსი გაქვთ, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. მოულოდნელი ფინანსური შემოსავლის წყალობით ბოლო დროს დაგროვილი მატერიალური პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. დააკვირდით სიზმრებს — ქვეცნობიერმა შესაძლოა მიმდინარე სიტუაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მინიშნებები მოგცეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge