დღის ჰოროსკოპი

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:16 ოთხ. 19 აგვისტო

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

პირადი ცხოვრება საიდუმლოდ უნდა დატოვოთ — ჭორებსა და ზედმეტ ლაპარაკს თავიდან მხოლოდ ასე აირიდებთ. ოჯახურ საქმეებში ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ და პასუხისმგებლობა ახლობლებს თანაბრად გაუნაწილოთ. სამსახურში კოლეგების იდეებს ხელს ნუ ჰკრავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარსულთან შეხვედრისას ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. პირად ურთიერთობებში კომპრომისები ეძებეთ და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდეთ. დღეს პროვოკაციებზე ადვილად ეგებით და შესაძლოა, ემოციურ ფონზე მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ახლო მომავალში შესაძლოა სტომატოლოგთან ვიზიტი დაგჭირდეთ — კბილის ნერვმა შეიძლება სერიოზული დისკომფორტი შეგიქმნათ.

კურო

დილიდან მოვლენების თავბრუდამხვევი განვითარება გელით: მოულოდნელი სიურპრიზები, ტექნიკური შეფერხებები ან საყვარელი ადამიანის უცნაური ქცევა გაგაოცებთ. გირჩევთ, თავისუფალი დრო უფროსი თაობის ნათესავებს დაუთმოთ — მათ ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ყურადღება არ მოადუნოთ — შესაძლოა კოლეგებს შორის ფარული მტერია, რომელიც თქვენი ადგილის დაკავებას ცდილობს. თუ მოინდომებთ, შემოსავლის დამატებით წყაროს მიაგნებთ. მოერიდეთ გაციებას, რადგან უბრალო სურდო შეიძლება ჰაიმორიტში ან ოტიტში გადაიზარდოს.

ტყუპები

ამ დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და იოლად მოიგებთ ადამიანის გულს, რომელთან ურთიერთობა ვნებიან რომანში გადაიზრდება. ვარსკვლავები აქტიურ, ახალი იდეებითა და შესაძლებლობებით სავსე დღეს გიწინასწარმეტყველებენ. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, თქვენი ერთგული მოკავშირეები და კარგი მეგობრები გახდებიან, ამიტომ, მიწვევაზე უარს ნუ იტყვით. მზად იყავით სამუშაო პროცესში სწრაფი ცვლილებებისა და ახალ პირობებთან შეგუებისთვის. თუ საკუთარ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა გსურთ, 20 აგვისტო ამისთვის შესანიშნავი დროა. მალე საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. გაითვალისწინეთ, რომ უძილობა თქვენს ორგანიზმზე დამანგრევლად იმოქმედებს, რამაც შეიძლება ყურადღების დაქვეითება გამოიწვიოს.

კირჩხიბი

მალე თქვენი პირადი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. მოვლენების მსვლელობას გვერდს ვერ აუვლით, უკეთესობისკენ წავა ეს თუ უარესობისკენ, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. თქვენმა ხისტმა ნათქვამმა შეიძლება ვინმეს გული ატკინოს და ნდობა საბოლოოდ დაანგრიოს — გახსოვდეთ, რომ სიტყვას უზარმაზარი ძალა აქვს. შესაძლოა, რთული არჩევანის წინაშე დადგეთ და გადაწყვიტოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის — კარიერული წინსვლა თუ პირადი ცხოვრება. მოერიდეთ ნაკლებად ნაცნობ პირებს, რომლებიც საეჭვო ფინანსურ ოპერაციაში თქვენს ჩათრევას შეეცდებიან. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას და სამუშაოზე გადაღლას მოერიდეთ.

ლომი

სიყვარულში იმედგაცრუება ნახეთ და ამიტომ აღარავის ენდობით? შეიძლება დღეს ყველაფერი შეიცვალოს და ვიღაც ისეთი გაიცნოთ, ვინც თქვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ოჯახურ ცხოვრებაში მშვიდი და სტაბილური პერიოდია, ამიტომ ვარსკვლავებისგან სიურპრიზებს ნუ ელოდებით — სახლში მუდმივ კამათს სიმშვიდე სჯობს. თუ სამსახური მოგწონთ, უფროსის ნაკლოვანებებზე ნაკლები ილაპარაკეთ და ყურადღება კარიერულ ზრდასა და მიმდინარე საქმეებზე გადაიტანეთ. კლიენტებთან ანგარიშსწორებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ეს დღე წარმატებულია როგორც სამუშაოდ, ისე დასასვენებლად — დაბრკოლებები გვერდს აგივლით და ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა.

ქალწული

ეცადეთ, რამდენიმე წუთი გამონახოთ და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში გაჩენილი ყველა გაურკვევლობა მშვიდად განიხილოთ. ახლა საუკეთესო დროა ახლობლებთან ურთიერთობისთვის, ერთობლივი გეგმების და საერთო მიზნების განხილვისთვის. წვრილმანებში ერთმანეთის მხარდაჭერა თქვენს კავშირს უფრო განამტკიცებს. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას ყოველი სიტყვა აწონ-დაწონეთ და ღირებული იდეების კოლეგებისთვის გაზიარებას ნუ იჩქარებთ. თუ მგზავრობა გაქვთ დაგეგმილი, ყველაფერი შესანიშნავად ჩაივლის. ეს პერიოდი ხელსაყრელია დავების მოგვარებისთვის, სავაჭრო გარიგებებისა და შეთანხმებებისთვის. გირჩევთ, ზედმეტ ხარჯებზე ჯერჯერობით უარი თქვათ — მცირე ხნით ფინანსური შემოსავლების შეფერხება გელით, მაგრამ პრობლემა მალე დასრულდება.

სასწორი

საპირისპირო სქესთან ურთიერთობა იდეალურად აგეწყობიათ. საუკეთესო დროა სიყვარულის ახსნისთვის. ეს დღე სულიერი გარდაქმნისა და ეჭვების დაძლევის ნიშნით ჩაივლის. ეცადეთ, კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ, რადგან დაპირისპირება იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ფიქრობთ. პარტნიორთან სრული თანხმობა და გაწყვეტილი მეგობრული კავშირების აღდგენა გელით. წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ დაუღალავი შრომისა და დატვირთვისთვის მზად ხართ. ძველი პროექტის დასრულებამდე ახალი საქმე არ დაიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უამრავ უსიამოვნებას მოგიტანთ. დატვირთულ სამუშაო გრაფიკში შეიძლება ვერ შეამჩნიოთ, რომ ძალები გამოგელიათ — ახლა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროა.

მორიელი

ისწავლეთ წვრილმანებით გახარება! ემოციების მართვა გაგიჭირდებათ, თუმცა მაინც ეცადეთ. ვენერას ძლიერი გავლენა ფლირტისკენ გიბიძგებთ, ოჯახური მოვალეობა კი შეჩერებას გაიძულებთ. ვიღაც ძალიან შეეცდება, ხელმძღვანელობის თვალში სახელი გაგიტეხოთ, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ. შესაძლოა, შემთხვევით ნანახი გადაცემის შემდეგ თავში საინტერესო იდეა მოგივიდეთ, რომელიც სწორად განხორციელების შემთხვევაში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. ირგვლივ მხოლოდ დაბრკოლებებს ნუ ეძებთ. საღამოს სტრესისგან გათავისუფლდით, გაერთეთ და გარემო შეიცვალეთ — ეს თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე შესანიშნავად იმოქმედებს.

მშვილდოსანი

ამ დღეს გარშემომყოფთა განსჯასა და კრიტიკას განსაკუთრებით ერიდეთ — თქვენი ავტორიტეტი და პრეტენზიულობა ისედაც ფრთხილად მოქცევას გაიძულებთ. სამსახურში მოგეცემათ შანსი, რომ საკუთარი ნიჭითა და უნარებით ყველა გააოცოთ. ძვირად ღირებული შენაძენებისთვის არახელსაყრელი დროა — გაუთვალისწინებელი ხარჯები ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. დიპლომატიური თვისებების დამსახურებით ნებისმიერ მოლაპარაკებას თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულებთ. საღამოს მოსალოდნელია გაღიზიანება და ნერვული ფონი. ეცადეთ, სტრესის წყაროები მოიშოროთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

თხის რქა

საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზს მიიღებთ, რაც ამაღლებულ განწყობაზე დაგაყენებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საოჯახო საქმეებსა და ყოფით საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. ნუ იჩქარებთ ძვირად ღირებული ნივთების ყიდვას — დიდი შანსია, რომ ფული უსარგებლო რამეში გადაყაროთ. წარმატებით ჩატარებული მოლაპარაკება შესაძლებლობას მოგცემთ, ახალი პროექტი წამოიწყოთ. გირჩევთ, ამ დღეს ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ. უარი თქვით სპორტულ ვარჯიშებზე და სამომავლოდ გადადეთ საქმეები, რომლებიც აქტიურობას მოითხოვს.

მერწყული

ამ დღეს გარშემომყოფები თქვენს ნაკლოვანებებსაც ისევე ამჩნევენ, როგორც ღირსებებს, ამიტომ ნუ ეცდებით, უნაკლო იყოთ — შეცდომებს ხომ ყველანი ვუშვებთ. წარმატებული დღეა ახალი სამუშაოს საძებნელად. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, რაც სწორი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ. თუ დამატებითი შემოსავალი გჭირდებათ, მოძებნეთ ნახევარ განაკვეთზე სამუშაო, თუმცა სესხის აღებას ან მეგობრებისგან ფულის სესხებას კატეგორიულად მოერიდეთ. მენიუდან გამორიცხეთ მძიმე საკვები, განსაკუთრებით ცომეული და ალკოჰოლი — მსუბუქი ბოსტნეულის დიეტა თქვენს ორგანიზმს ნამდვილად წაადგება.

თევზები

ახლო მომავალში უამრავი კომპლიმენტის მოსმენა გელით, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით თქვენზე შეყვარებული ადამიანია. ნუ გაფლანგავთ ფულს უაზროდ და მოერიდეთ ფინანსურ რისკებს. თუ დამატებითი ფულის გამომუშავების შანსი გაჩნდება, აუცილებლად გამოიყენეთ, თუ ეს ძირითად საქმეს არ დააზიანებს. ამ დღეს მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და დიდ შესყიდვებს. ნუ დაუჯერებთ დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით. ცხიმიან და მძიმე საკვებს მოერიდეთ, რათა საჭმლის მონელების პრობლემები თავიდან აირიდოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

რატომ ცეკვავენ ბალერინები თითის წვე...

რატომ ცეკვავენ
ბალერინები თითის
წვერებზე?