23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
20:12 შაბ. 22 აგვისტო
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მოიფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ მხარში დაუდგეთ საყვარელ ადამიანს — თქვენი თანადგომა ახლა მისთვის უმნიშვნელოვანესია. ახლობელ ადამიანთან კამათი თქვენ სასარგებლოდ არ დასრულდება. ხელსაყრელი პერიოდია მნიშვნელოვანი საქმეებისა და პროექტების დასაწყებად. მალე შეძლებთ შემოიკრიბოთ თანამოაზრეთა გუნდი, რომელიც ნებისმიერ ამოცანას თავს ადვილად გაართმევს. სანამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, დარწმუნდით, რომ თქვენთვის გარიგების ყველა პირობა მისაღებია. საღამოს განწყობა იმაზეა დამოკიდებული, სამუშაო სიამოვნებას განიჭებთ თუ არა.
კურო
წინ ახალი სასიყვარულო თავგადასავალი გელით. შესაძლოა სახლში რემონტის დაწყების ან ავეჯის გადაადგილების სურვილი გაგიჩნდეთ, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, ენერგია უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაზოგოთ. სამსახურებრივი სირთულეების მიუხედავად, ბევრი თქვენგანი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებს — საინტერესო შეკვეთები ან დამატებითი შემოსავალი გამოჩნდება. ნუ ჩადებთ ფულს საეჭვო წამოწყებებში, რადგან ფინანსური ზარალის რისკი საკმაოდ მაღალია. შესაძლოა, განწყობა გაგიფუჭდეთ, რაც სამუშაო პროცესზე უარყოფითად აისახება. სინამდვილეში, ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ — უბრალოდ, ბოლო დროს სიტუაციას მეტისმეტად ამძაფრებთ.
ტყუპები
ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონების ცხოვრებაში მოულოდნელად ყოფილი სიყვარული გამოჩნდება, რაც ნამდვილი სიურპრიზი იქნება. ნუ აჰყვებით ემოციებს — გახსოვდეთ, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავთ და უმიზეზო ეჭვების გამო გული არ ატკინოთ. მოერიდეთ პროფესიული საიდუმლოების კოლეგებისთვის გაზიარებას — შესაძლოა, თქვენი ნამუშევარი თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. თუ მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა მოგიწევთ, ყურადღება არ მოადუნოთ. მთლიანობაში, პერსპექტიული დღეა — იმატებს სასიცოცხლო ენერგია, თავდაჯერება და მომხიბვლელობა.
კირჩხიბი
ბუზისგან სპილოს შექმნა თქვენი საყვარელი საქმიანობაა. სინამდვილეში, თქვენი მეორე ნახევრის გულგრილობა მოჩვენებითია, ასე რომ, ყველაფერს ტრაგიკულად ნუ აღიქვამთ! ეს დღე ხელსაყრელია მშვიდი, თანმიმდევრული საქმიანობისთვის. ხელმძღვანელობა თქვენს გადამეტებულ აქტიურობას სათანადოდ ვერ შეაფასებს, ამიტომ გირჩევთ ტემპი შეანელოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვისი საქმიანობაც ეკონომიკასა და ფინანსებს უკავშირდება. ამ პერიოდში მხედველობა შედარებით მგრძნობიარეა — ლოგინში წიგნის კითხვას და თვალების გადაღლას მოერიდეთ.
ლომი
გამოიჩინეთ ზრუნვა პარტნიორის მიმართ — უბრალო ყურადღებასაც კი შეუძლია თქვენი კავშირი მნიშვნელოვნად გაამყაროს. თქვენი ფინანსური მდგომარეობა იმაზე სტაბილურია, ვიდრე გეგმავდით, ასე რომ, შეგიძლიათ ეს დრო დანაზოგის შესაქმნელად გამოიყენოთ. ვიღაც თქვენი საიდუმლოს გაგებას ცდილობს, ამიტომ გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში ურთიერთობები შეზღუდოთ. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობას. სავარაუდოდ, მენიუ უნდა შეცვალოთ.
ქალწული
ამ დღეს მოსალოდნელია ფინანსური მხარდაჭერა ნათესავების ან საქმიანი პარტნიორებისგან — იყავით მადლიერი ნებისმიერი მატერიალური დახმარებისთვის, რასაც ახლა მიიღებთ. შანსი გექნებათ, წარმატებით დაასრულოთ პროექტი, რომელზეც დიდხანს მუშაობდით. იფიქრეთ პოზიტიურად, ეს თქვენს ცხოვრებაში ფინანსურ სტაბილურობას მოიზიდავს. ნუ დაჰპირდებით სხვებს მატერიალურ დახმარებას, რადგან ეს თქვენთვის ზედმეტ ტვირთად იქცევა. სულიერი წონასწორობა შესაძლოა მოულოდნელმა ამბავმა დაგირღვიოთ, თუმცა შეეცადეთ, ყველაფერს ფილოსოფიურად შეხედოთ.
სასწორი
ვარსკვლავების განლაგება ნებისმიერ წამოწყებაში წარმატებას გპირდებათ, თუმცა გადამეტებული მომთხოვნელობა და კაპრიზები პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ახლობლებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ — მალე შეძლებთ იმ საკითხების განხილვას, რაზეც ადრე უთანხმოება გქონდათ. მოერიდეთ ფულის საეჭვო საქმეებში და უცნობ პროექტებში ჩადებას, თორემ შეიძლება დაკარგოთ. ფხიზლად იყავით, ნუ ჩადებთ ფულს საეჭვო ოპერაციებში და აზარტულ თამაშებს მოერიდეთ. ეს დღე შეგიძლიათ თვითგამოხატვასა და უნარების გამოვლენას დაუთმოთ — ბევრი თქვენგანი უმნიშვნელოვანეს საქმეებში წარმატებას მიაღწევს. ამ დღეს თქვენი აურა ენერგეტიკული ვამპირებისა და ტოქსიკური თანამოსაუბრეების გავლენის მიმართ დაუცველია, ამიტომ ეცადეთ ურთიერთობები შეზღუდოთ.
მორიელი
რამდენჯერ შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს წყენა აპატიოთ? გირჩევთ, ამ კითხვაზე სერიოზულად დაფიქრდეთ! სიმშვიდე შეინარჩუნეთ და შეეცადეთ, ვითარება ობიექტურად შეაფასოთ, რადგან თქვენი ნიშნის ერთ-ერთი მთავარი ღირსება თანდაყოლილი გონიერებაა. მშვენიერი დროა სამუშაოს შესაცვლელად, რადგან ძველ ადგილზე კარიერული ზრდა შეუძლებელია. დროა, სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე იზრუნოთ. თუ სამეცნიერო, შემოქმედებით ან მმართველობით სფეროში დასაქმებული ხართ, მთვარის ქვა შეიძინეთ — ის გონების მოქმედებას ააქტიურებს და გეხმარებათ, რომ საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ.
მშვილდოსანი
უცნობ ადამიანებს ბრმად ნუ ენდობით, თორემ შესაძლოა, პირად ცხოვრებაში უსიამოვნო ცვლილებები გამოიწვიოთ. სავსებით შესაძლებელია, ახლობელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ. თუ ოჯახში დაძაბული ურთიერთობებია, ეცადეთ პრობლემები დიპლომატიური გზით მოაგვაროთ. ხელსაყრელი დროა ავეჯისა და ინტერიერის ნივთების შესაძენად, ასევე საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. ეს დღე ფსიქოლოგიურ გარდაქმნას, ენერგიის მიღებასა და სულიერ გაწმენდას უკავშირდება. ფინანსური პრობლემები უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფულის უმიზნოდ ფლანგვა შეგიძლიათ.
თხის რქა
წამიერ ვნებას აყოლას შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს. გამორიცხული არ არის, დღე მცირე უსიამოვნებებითა და შეკამათებით დაიწყოს. შეეცადეთ, საკუთარი თავი და ემოციები აკონტროლოთ და უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ. თუ საკუთარი საქმიანობა კმაყოფილებას აღარ განიჭებთ, დროა, ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ. შორს დაიჭირეთ თავი იმ ადამიანებისგან, რომლებმაც შეიძლება თავიანთი მავნე ჩვევებით თქვენზე გავლენა მოახდინონ. ფინანსური დანაკარგების რისკი მაღალია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რისკიან პროექტში მონაწილეობას გადაწყვეტთ. კოსმეტიკურ პროცედურებს ნუ გადააჭარბებთ და ყურადღება დასუსტებული იმუნიტეტის გაძლიერებაზე გაამახვილეთ.
მერწყული
სიმამაცე და აქტიურობა კიდევ უფრო მიმზიდველს გაგხდით. საღამოს შანსი გექნებათ, რომ დრო სასიამოვნო გარემოცვაში გაატაროთ. უახლოესი 24 საათის განმავლობაში ეცადეთ გუნდურად იმუშაოთ — სამსახურში წარმატებას მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწევთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ გარშემომყოფთა კრიტიკასა და ჭორებს და ყველასთან მშვიდად და მიუკერძოებლად იურთიერთეთ. მალე შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდება, რაც დაგროვილი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობამ შესაძლოა თქვენს ფორმაზე უარყოფითად იმოქმედოს.
თევზები
შესაძლოა, საყვარელ ადამიანს თქვენი როგორც ფინანსური, ისე მორალური დახმარება დასჭირდეს. ოჯახის წევრი თქვენს მოლოდინს ვერ გაამართლებს, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, ეს მცირე შეცდომა აპატიოთ. ბოლოს და ბოლოს, სრულყოფილი არავინაა! ყური დაუგდეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებსა და საკუთარი ნიჭის გამოვლენა ნუ მოგერიდებათ. შესაძლოა, იმ ადამიანის ყურადღება მიიპყროთ, ვისაც თქვენთვის მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შეთავაზება შეუძლია. თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები გაწუხებთ, ამ დღეს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ — არსებობს ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან