დღის ჰოროსკოპი

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:20 პარ. 28 აგვისტო

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ ყოველდღე კამათობთ და საერთო ენის პოვნა გიჭირთ, პროფესიონალ ფსიქოლოგს მიმართეთ. ის დაგეხმარებათ, რომ სიტუაციაში უკეთ გაერკვეთ და ურთიერთობა მოაწესრიგოთ. შესანიშნავი დროა რემონტის დასაწყებად, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. მარტოხელა ვერძებს წინ რომანტიკული შეხვედრა ელით. სამსახურში დაგროვილი საქმეების დასრულება მოგიწევთ, თუმცა ყველაფრის დროულად დასრულებას შეძლებთ. ამ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარებას მოერიდეთ. ეცადეთ, შემოსავლებისა და გასავლების მკაცრი აღრიცხვა წესად აქციოთ. მოერიდეთ ქუჩაში წახემსებას — არსებობს საკვებით მოწამვლის ალბათობა, რამაც შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა დააზიანოს.

კურო

ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ მალე შეიძლება მეგობრობა უფრო დიდ გრძნობაში გადაიზარდოს. ყურადღებით მოუსმინეთ იმ ადამიანების რჩევებს, ვის აზრსაც უპირობოდ ენდობით. ამ დღეს პროფესიული საქმიანობა მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს — ხელმძღვანელობა რთულ დავალებას დაგაკისრებთ, რომელიც მოკლე ვადებში უნდა დაასრულოთ. გამორიცხული არ არის, ბანქოში, ლატარიაში ან სხვა აზარტულ თამაშში გაგიმართლოთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ იოლად მოსული ფული ასევე სწრაფად გაქრება. ყურადღება მიაქციეთ სტრესულ ფაქტორებს და შეეცადეთ, მათი გავლენა მინიმუმამდე დაიყვანოთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა და სუნთქვითი ვარჯიშები თქვენს დღეს ბევრად შეამსუბუქებს.

ტყუპები

ახალი სასიყვარულო ურთიერთობის გარდა, საუკეთესო დროა უკვე არსებული კავშირის გასაღრმავებლად — მეტი ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ადამიანს და ასმაგად დაგიბრუნდებათ! მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლეები, რამაც შესაძლოა წონასწორობა დაგაკარგვინოთ და სტრესის მიზეზიც კი გახდეს. გირჩევთ, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება კოლეგებს გაუზიაროთ — ეს გუნდურ კავშირს განამტკიცებს და თქვენს ავტორიტეტსაც გაზრდის. აქტიური მერკურის წყალობით, ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და სტაბილური გახდება. მკაცრი შეზღუდვების დრო წარსულს ჩაბარდა, ახლა შეგიძლიათ, საკუთარი თავი და ახლობლები საჩუქრებით გაანებივროთ. ჯანმრთელობის პრობლემები არ გემუქრებათ, თუმცა იმატებს ვირუსის შეყრის რისკი. გულდასმით დაიცავით ჰიგიენა, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისას.

კირჩხიბი

საყვარელი ადამიანი იმისკენ გიბიძგებთ, რისთვისაც მზად არ ხართ, ამიტომ ეცადეთ, მანიპულირების უფლება არ მისცეთ და საუბრის თემა თავაზიანად შეცვალოთ. გამორიცხული არ არის, რომ პოლიტიკურ საკითხზე მეგობართან ან ახლობელ ადამიანთან უთანხმოება მოგივიდეთ. ეცადეთ, მეტი სულგრძელობა და მოთმინება გამოიჩინოთ. თუ თქვენი საქმიანობა ფინანსებს ან ინვესტიციებს უკავშირდება, ხელსაყრელ წინადადებას მიიღებთ. გამორიცხული არ არის ხელფასის ან სხვა ფინანსური ანაზღაურების დაგვიანება. არ დაგავიწყდეთ საგადასახადო ვალდებულებების შემოწმება და ბიუჯეტის დაგეგმვისას მათი გათვალისწინება. საკუთარი გამარჯვების გჯერათ და ეს რწმენა სირთულეების გადალახვასა და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ლომი

მალე იმ ადამიანის ყურადღებას მიიპყრობთ, ვინც დიდი ხანია მოგწონთ, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების შანსი ნაკლებია. მშვენიერი დღეა მეორე ნახევრის მიმართ გრძნობების გამოსახატავად. მოერიდეთ ადამიანს, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის თქვენს გამოყენებას ცდილობს. ბოლოდროინდელი ყველა წამოწყება მეტ-ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება, მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება ან, სულ მცირე, სტაბილურობას შეინარჩუნებს. იფიქრეთ, როგორ აქციოთ თქვენი გატაცება დამატებითი შემოსავლის წყაროდ. თუ ალერგიული ხართ, ამ დღეს უცხო და ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას უნდა მოერიდოთ.

ქალწული

სიყვარული არის უნარი, დაინახო ადამიანში ის, რასაც სხვა ვერავინ ამჩნევს. მალე განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდებით, რომელიც პირველივე დანახვით შეგიყვარდებათ. სამსახურში კარიერულ კიბეზე დაწინაურების შანსი გაჩნდება. იფიქრეთ მცირე ინვესტიციებსა თუ შენაძენებზე, რომლებიც სიამოვნებასა და სიხარულს მოგიტანთ. ამ დღეს ვარსკვლავები მეტ ფიზიკურ აქტივობასა და ენერგიის მაქსიმალურად დახარჯვას გირჩევენ. გამორიცხული არ არის, რომ უძილობის გამო თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ ძილის რეჟიმი მოაწესრიგეთ და დასვენებას მეტი დრო დაუთმეთ.

სასწორი

ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად კულტურული დასვენება დაგეგმოთ — წადით კონცერტზე, კინოში ან რესტორანს ეწვიეთ. სამსახურში ლიდერული თვისებების გამოვლენას და ხელმძღვანელობის მოხიბვლას შეძლებთ, თუმცა საკუთარი პრინციპების აქტიურად დაცვაც მოგიწევთ. პირად ურთიერთობებში ჯობია კომპრომისული პოზიცია დაიკავოთ. უარი თქვით ძვირად ღირებული საგნების შეძენაზე, რადგან უახლოეს მომავალში მატერიალური სიძნელეები გელით. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული შვილებთან კამათი. გამოიჩინეთ სულგრძელობა და ეცადეთ, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება იპოვოთ. ალერგიისკენ მიდრეკილ სასწორებს ვურჩევთ, დღეს გარეთ ხშირად გასვლას მოერიდონ, რადგან მოსალოდნელია დაავადების გამწვავება.

მორიელი

პლანეტები გირჩევენ, მაქსიმალური მოთმინება გამოიჩინოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ — ყველაფერი თავის დროზე მოხდება. ამ ეტაპზე ახლობლების მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათ, ყველას თავისი საზრუნავი აქვს. გირჩევთ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ — სხვისმა რჩევამ შესაძლოა გზას აგაცდინოთ და ზიანიც კი მოგიტანოთ. ამ დღეს მოგეცემათ შანსი, რომ ხელმძღვანელობას რამდენიმე საინტერესო იდეა შესთავაზოთ, რაც კომპანიას მოგებას გაუზრდის. უძილობის გამო გამორიცხული არ არის, თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ ეცადეთ, ძილის რეჟიმი მოაწესრიგოთ.

მშვილდოსანი

პატივი ეცით სხვის შეხედულებებს, თუმცა ნურც საკუთარ ინტერესებს უღალატებთ. შეეცადეთ ცოტა ხნით განმარტოვდეთ — გადაჭარბებულმა ურთიერთობამ შეიძლება საყვარელი ადამიანების მიმართაც კი გაღიზიანება გამოიწვიოს. თუ სამსახურის რიტმთან ფეხის აწყობა გიჭირთ და ხელმძღვანელი დავალებებს გიმატებთ, იქნებ საქმიანობის სფეროს შეცვლაზე დაფიქრდეთ? შესაძლოა, პრობლემების მოგვარებაში ხელი იმ საკითხებმა შეგიშალოთ, რომლებიც წარსულში ბოლომდე ვერ მოაგვარეთ. ფინანსურ თუ საბირჟო ოპერაციებში მოსალოდნელია კარგი შემოსავალი. ჯანმრთელობის მხრივ შესაძლოა თავი კუჭის პრობლემებმა იჩინოს, რაც ნერვული სტრესით და არაჯანსაღი პროდუქტებით იქნება გამოწვეული.

თხის რქა

მყუდრო და კომფორტული გარემო გულახდილი საუბრისთვის განგაწყობთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ საკუთარი საიდუმლო არ გაამხილოთ. ოჯახის წევრებს შორის საოჯახო საქმეების განაწილება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შექმნის. სავარაუდოდ, სამსახურში იმაზე დაბალი პოზიცია გიკავიათ, ვიდრე იმსახურებთ — დროა, ამის გამოსწორებაზე იფიქროთ. ფინანსური ოპერაცია სამომავლოდ გადადეთ, ასევე მოერიდეთ ბანკებში ვიზიტს. ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემა, რომელიც ბოლო დროს გაწუხებდათ, უკან დაიხევს, თქვენ კი მონდომებისა და ენერგიის სრულად გამოვლენას შეძლებთ.

მერწყული

დღევანდელმა შეხვედრამ შესაძლოა მტკიცე მეგობრობას ჩაუყაროს საფუძველი, რომელიც დროთა განმავლობაში დიდ გრძნობაში გადაიზრდება. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, უბრალოდ ურთიერთობით დატკბით. თქვენთვის ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული შეხვედრების პერიოდი დგება. სამსახურში ხელმძღვანელობა ახალ პროექტს ჩაგაბარებთ და მის შესასრულებლად უჩვეულო უფლებამოსილებას მოგანიჭებთ. ზოგიერთს დამატებითი შემოსავლის სურვილი გაუჩნდება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ძირითადი მოვალეობების უგულებელყოფა კარგს არაფერს მოგიტანთ! შესანიშნავი დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის — შეგიძლიათ დაიწყოთ დიეტა ან სპორტით დაკავდეთ.

თევზები

ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე და თუ საჭიროა, ნურც დახმარების თხოვნა მოგერიდებათ. ეცადეთ, შემოსული ინფორმაცია კარგად დაამუშაოთ, რათა შეცდომა თავიდან აიცილოთ. ფორტუნა ფინანსურ მდგომარეობაში დადებით ცვლილებებს გპირდებათ. ნუ დაივიწყებთ, რომ მეგობრებს შორის ფინანსურმა ანგარიშსწორებამ და ფულის სესხებამ შესაძლოა ისეთი წყენა და გაუგებრობა გამოიწვიოს, რომლის მოგვარება ძალიან გაგირთულდებათ. სპორტული დატვირთვა ახლა არასასურველია — თუ აქტიურ ცხოვრებას ხართ ჩვეული, შედარებით მსუბუქი ფიზიკური აქტივობა — მაგალითად, ფიტნესი ან აერობიკა აირჩიეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge