31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 კვი. 30 აგვისტო
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დროა, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. მთავარია მონდომება და სასურველი შედეგის მიღწევა საერთოდ არ გაგიჭირდებათ. დროებით ყველა საქმე გვერდზე გადადეთ და ოჯახური სიმყუდროვითა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით დატკბით. სულ მალე თქვენი მოვალეობების წრე გაფართოვდება, ამიტომ შეგიძლიათ, ხელმძღვანელობას ხელფასის მომატებაზე დაელაპარაკოთ. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაზე ოცნებობთ, დაუფიქრებლად ნუ გარისკავთ და არ დაკარგოთ რაც უკვე გაქვთ. ძალების აღდგენაში პასიური დასვენება ან საყვარელი საქმიანობა დაგეხმარებათ. შეეცადეთ, უარყოფითი ფიქრები თავიდან მოიცილოთ.
კურო
თქვენს გარემოცვაში ფარული თაყვანისმცემელი გამოჩნდა. ჯერჯერობით ის გრძნობების გამხელას ვერ ბედავს, თუმცა მისი ამოცნობა მაინც არ გაგიჭირდებათ. შესაძლოა, ნათესავებთან ძველი კავშირები აღადგინოთ და ერთმანეთის შესახებ ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ. ახლო მომავალში საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმის დაწყება გელით, ამიტომ, სანამ შანსი გაქვთ, დაისვენეთ და ცხოვრებით დატკბით. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი და წარმატებული შენაძენი, რომელიც დიდხანს მოგემსახურებათ. ფრთხილად იყავით — არსებობს ტრავმის ან ისეთი დაავადების რისკი, რომელსაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.
ტყუპები
ეცადეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. ხელსაყრელი დღეა, რომ თქვენი კავშირი უფრო მყარი და საიმედო გახადოთ. მალე თქვენში ექსპერიმენტებს მოწყურებული მკვლევარი გაიღვიძებს, რაც ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება — პირველ რიგში კი, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას. სამსახურში მცირე შენიშვნაც კი გულთან ახლოს მიგაქვთ და მთელ დღეს ამაზე ფიქრობთ. ასე თუ გააგრძელებთ, შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ. უსმინეთ შინაგან ხმას — ის ზუსტად მიგანიშნებთ, რა გჭირდებათ ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის.
კირჩხიბი
შესაძლოა, თქვენი ბუნებრივი მიმზიდველობა იმ ადამიანის მოსახიბლად, რომელიც დიდი ხანია, მოგწონთ საკმარისი არ აღმოჩნდეს. თუ ახლობელ ადამიანისგან კრიტიკულ შენიშვნას მოისმენთ, თავი შეიკავეთ და უხეშად ნუ უპასუხებთ, რათა ხანგრძლივ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. მშვიდი ატმოსფერო როგორც სამსახურში, ისე სახლში, მიმდინარე საკითხების მოგვარებას ხელს შეუწყობს. შეგიძლიათ ისეთი პროექტებიც დაიწყოთ, რომლებიც დიდ ენერგიას მოითხოვს. მოერიდეთ ახალ ნაცნობობასა და უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან სხვისმა გავლენამ შესაძლოა არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს იმიჯსა და მანერებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ, რადგან საერთო შთაბეჭდილება სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
ლომი
პლანეტების განლაგება მოულოდნელ სიყვარულს გპირდებათ. გამორიცხული არ არის, ვნებამ გონიერება დაგაკარგვინოთ, ამით კი არცთუ ისე ღირსეულმა ადამიანებმა ისარგებლონ. ნუ მისცემთ ხალხს საბაბს, რომ თქვენზე ცუდად იფიქრონ. საოჯახო საქმეები მოიცდის. გირჩევთ, ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ — ბევრი იშრომეთ და დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ. გირჩევთ, ფინანსური პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და საკუთარ თავს მოდუნების საშუალება მისცეთ. თქვენი შინაგანი რესურსები პიკზეა, იმატებს სამეწარმეო ნიჭი, მგრძნობელობა და მოვლენების წინასწარჭვრეტის უნარი.
ქალწული
შესანიშნავი დროა თქვენი საუკეთესო თვისებების გამოსავლენად! დააკვირდით პარტნიორს — შესაძლოა, მას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა არ სურს, ტვირთად დაგაწვეთ. გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანთან ერთად, რათა თქვენი კავშირი უფრო მყარი და საიმედო გახადოთ. უახლოეს დღეებში ახალი იდეების მოძალება გელით, მაგრამ მათ განხორციელებას ნუ იჩქარებთ — ვენერასა და მარსის შეერთება გვიჩვენებს, რომ ძალები ყველაფრისთვის არ გეყოფათ. თუ რამეს დიდი ხანია გეგმავთ, დროა გადამწყვეტ მოქმედებებზე გადახვიდეთ — ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებასა და იმუნიტეტის გამაგრებას ხელს შეუწყობს.
სასწორი
ეს დღე რომანტიკული ნაცნობობისთვის იდეალურია. რჩეულთან ურთიერთობაში შეიძლება თავი მცირედმა დაძაბულობამ იჩინოს, თუმცა სკანდალის აცილებას იოლად შეძლებთ. სამსახურში სიტუაციის მკვეთრად შეცვლას ნუ შეეცდებით — უბრალოდ, დინებას მიჰყევით. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებსა და სიზმრებს. ფინანსურ საკითხებში სჯობს საკუთარ რესურსებს დაეყრდნოთ და ვალის აღებას მოერიდოთ, მით უმეტეს, რომ უახლოეს თვეებში თქვენი შემოსავალი ხარჯებს გადააჭარბებს. დილის პოზიტიური განწყობა მთელი დღის ენერგიით დაგმუხტავთ — შეეცადეთ, ეს განწყობა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ.
მორიელი
გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. თუ საყვარელ ადამიანთან იჩხუბეთ, ახლა კარგი დროა შერიგებისთვის - პლანეტების განლაგება კონფლიქტების მოგვარებას ხელს უწყობს. ბიზნესმენებისთვის ეს დღე მოგებიან ხელშეკრულებებსა და გარიგებებს უკავშირდება. თუ გრძნობთ, რომ ძველი კავშირები აღარაფერს გაძლევთ და პირიქით, ხელს გიშლით, შეგიძლიათ უყოყმანოდ დაასრულოთ. უარი თქვით ყველაფერზე, რამაც შეიძლება ორგანიზმს ავნოს, განსაკუთრებით კი ალკოჰოლზე. ასევე მოერიდეთ ნერვულ დაძაბულობასა და კამათს. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან - მოსალოდნელია ტრავმა ან დენის დარტყმის რისკი.
მშვილდოსანი
პირად ცხოვრებაში მცირე უსიამოვნებაა მოსალოდნელი, სამაგიეროდ, ფინანსურ სფეროში ყველაფერი სტაბილურადაა — რყევები და მოულოდნელი ხარჯები არ გემუქრებათ. სამყაროს ნეგატიური ძალების გავლენისგან ვერ იხსნით, თუმცა ნამდვილად შეგწევთ ძალა, ამისგან საკუთარი თავი და ახლობლები დაიცვათ. საქმიან სფეროში სასურველი შედეგის მისაღწევად მოთმინება და შრომისმოყვარეობა უნდა გამოიჩინოთ. შემოქმედებითი საქმიანობაც კარგად გამოგივათ და სიამოვნებას მოგიტანთ. სულ მალე როგორც საქმიანი, ისე საყიდლებთან დაკავშირებული მგზავრობა გელით. გამორიცხული არ არის, რომ ხანდაზმულ მშვილდოსნებს ჯანმრთელობის აღდგენისთვის მნიშვნელოვანი თანხის დახარჯვა მოუწიოთ. ჯანმრთელობის ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება კვების მენიუს მიაქციოთ.
თხის რქა
გადაწყვეტილების დაუფიქრებლად მიღებამ შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ. სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ, დარწმუნდით, რომ შერჩეული ადამიანი ნამდვილად შეგეფერებათ. თუ მეტ ზრუნვასა და გაგებას გამოიჩენთ, პარტნიორთან ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდება. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ შვილების ჯანმრთელობისა და დღის რეჟიმის მიმართ. გარშემომყოფებთან მოსალოდნელია უთანხმოებები, ამიტომ ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ, რომ სიტუაცია არ გაამწვავოთ. ფინანსური მდგომარეობა ეტაპობრივად გაუმჯობესდება, რაც ძველი პრობლემების მოგვარების საშუალებას მოგცემთ. დიეტისთვის არახელსაყრელი დროა — ორგანიზმი კალორიებს ითხოვს. მერკურის ზეგავლენის გამო, ამ დღეს ახალი ინფორმაციის ათვისება გაგიჭირდებათ.
მერწყული
ადამიანთან, რომელიც მოგწონთ, შინაგან ჰარმონიასა და ემოციურ სიახლოვეს იგრძნობთ. ოჯახურ წყვილებს შორის შესაძლოა საყოფაცხოვრებო საკითხების ან ფულის ხარჯვის გამო ურთიერთობა დაიძაბოს. ამ დღეს საკუთარი კოლეგების დახმარება მოგიწევთ, შესაძლოა, სხვისი ვალდებულებებიც კი საკუთარ თავზე აიღოთ. ასტროლოგიური პროგნოზი აჩვენებს, რომ ახლობელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ, თუმცა ადრე თუ გვიან სიმართლეს გაიგებთ. ეცადეთ, მოვალეობები სწორად გადაანაწილოთ და კოლეგებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. მოსალოდნელია პირის ღრუს პრობლემები, მაგალითად, ღრძილების ანთება, ასე რომ, უახლოეს ორ კვირაში სტომატოლოგთან ვიზიტი მოგიწევთ.
თევზები
არ არის გამორიცხული სამსახურებრივი რომანი, თუმცა, ამან შეიძლება თქვენს კარიერას ზიანი მიაყენოს! პლანეტები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეებში შეიძლება კიდევ ერთი შეცდომა დაუშვათ, ამიტომ ყოველი ნაბიჯი გათვალეთ. დაოჯახებულ ადამიანებს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე დიდი დროს დახარჯვა მოუწევთ, თუმცა გაწეული ძალისხმევა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ცხიმიანი და მძიმე საკვები არ მიირთვათ, რამაც შეიძლება საჭმლის მონელების პრობლემები გამოიწვიოს. მიჰყევით ექიმების რეკომენდაციებს და საჭირო პროცედურებს ნუ უგულებელყოფთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან