დღის ჰოროსკოპი

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 სამ. 1 სექტემბერი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სხვების რჩევებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ, რადგან ზოგმა რჩევამ შეიძლება სარგებლის ნაცვლად, დაგაზიანოთ. მაგალითად, „კეთილისმსურველის“უადგილო ჩარევამ შეიძლება თქვენსა და მეორე ნახევარს შორის ურთიერთობა გაართულოს. ამ დღეს ნათესავებზე ზრუნვა მთელ დროსა და ენერგიას წაგართმევთ, რის გამოც საკუთარი ამბიციებისა და საყვარელი საქმეებისთვის ძალა აღარ დაგრჩებათ.

დღევანდელი დღე არჩევანის გაკეთებასა და მიზნის მიღწევას განასახიერებს. პროფესიული საქმიანობა მაქსიმალურ დისციპლინასა და ორგანიზებულობას მოითხოვს. ბიზნესის წარმომადგენლებმა შესაძლოა აღმოაჩინონ, რომ დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად ფული არ ყოფნით.

რაც შეეხება სასიცოცხლო პოტენციალს, ის შესამჩნევად იმატებს. გაძლიერდება შემოქმედებითი უნარები, ინტუიცია და მგრძნობელობა, თუმცა, გამორიცხული არ არის, ვინმემ თქვენი მოჩვენებითი რბილი ხასიათი სისუსტედ აღიქვას და მცდარი დასკვნები გამოიტანოს.

კურო

ამ დღეს მთავარია, სახლში არ ჩაიკეტოთ. თუ საყვარელმა ადამიანმა უქმეების ერთად გატარება შემოგთავაზათ, უარს ნუ ეტყვით — ეს ურთიერთობის გაღრმავებაში ძალიან დაგეხმარებათ. დააკვირდით გარშემომყოფებსაც — მათში ბევრ ახალ, დადებით თვისებას აღმოაჩენთ.

სამსახურებრივი პრობლემები დროთა განმავლობაში თავისთავად მოგვარდება, თქვენ კი სულიერ წონასწორობას დაიბრუნებთ.

ჯობია მაღაზიებში სიარულისგან თავი შეიკავოთ, რადგან ახლა ისეთ განწყობაზე ხართ, რომ შეიძლება ფული უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგეტიკული ფონი საგრძნობლად მოიმატებს, თქვენი ოპტიმიზმი კი გარშემო მყოფთათვისაც გადამდები გახდება! ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ისეთ ამოცანას არ შეეჭიდოთ, რომლის შესრულებაც გაგიჭირდებათ.

ტყუპები

მარტოხელა ტყუპებს შესაძლოა პოტენციურმა პარტნიორმა იმედი გაუცრუოს, თუმცა ამას აუცილებლად ტრიუმფი მოჰყვება! გახსოვდეთ რომ იდეალური ურთიერთობები მხოლოდ კინოში ან ბულვარულ რომანებშია, ამიტომ მცირე უთანხმოებას დიდ ტრაგედიად ნუ აქცევთ.

ხელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებებისთვის, თუმცა შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის. ისინი შესაძლოა ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისა და მეტისმეტი თვითდაჯერების გამო წარმოიშვას. მოსალოდნელია მსხვილი შენაძენი, რომელიც დიდ სიხარულს მოგიტანთ.

ამ დღეს თქვენს მენიუში ხილი და ბოსტნეული აუცილებლად უნდა იყოს. ცოტაოდენი ტკბილეულიც არ გაწყენთ — ამჟამად ორგანიზმი ნახშირწყლების საჭიროებას განიცდის.

კირჩხიბი

დილიდან მოსალოდნელია კამათი და მცირე გაუგებრობა. ისეთი განცდა გაქვთ, რომ ბედისწერა თქვენს გამძლეობას გამოცდას უწყობს. ეცადეთ ურთიერთობებში წინდახედულობა და თავშეკავება გამოიჩინოთ. სიმშვიდე და ყურადღების სხვა თემაზე გადატანის უნარი დაეხმარებათ მათ, ვისი ოჯახური ურთიერთობებიც უკვე დუღილის ტემპერატურას აღწევს.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროა! ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ძველი მეგობრების დახმარებით მიზნის მიღწევას ადვილად შეძლებთ. ფინანსური უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, კრედიტს ნუ აიღებთ. სესხის აღება თუ აუცილებელია, ეცადეთ ბანკში ვიზიტი თუნდაც ერთი დღით გადადოთ.

დღის მეორე ნახევარი და საღამო ოჯახურ გარემოში აქტიურ დასვენებასა და ფიზიკურ დატვირთვას დაუთმეთ. ხანგრძლივი სეირნობა თქვენს ჯანმრთელობას ძალიან წაადგება.

ლომი

დღევანდელი დღე შეყვარებული წყვილებისთვის გარკვეულ საფრთხეს შეიცავს. სანამ ემოციებს აჰყვებით და შეტევაზე გადახვალთ, დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს ურთიერთობა, რადგან არსებობს მისი გაწყვეტის რისკი. საღამოს საათები ოჯახის წევრებთან ან ძველ მეგობართან ერთად გაატარეთ — უახლოეს დღეებში თქვენთვის მარტოობა კატეგორიულად აკრძალულია.

მზად იყავით სამსახურში დიდი დატვირთვისთვის. თუ ასეთი შესაძლებლობა არსებობს ეცადეთ მოვალეობების ნაწილი სხვას გადააბაროთ. ასევე, სასარგებლო იქნება, თუ ბედნიერი ოჯახური წყვილების გამოცდილებას გაიზიარებთ.

შესაძლოა, ქრონიკულმა დაავადებებმა ან ძველი დაავადების სიმპტომებმა თავი შეგახსენოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე — მაგალითად, კარგი იქნება, თუ დილაობით ვარჯიშს დაიწყებთ.

ქალწული

გაითვალისწინეთ, რომ ხანგრძლივი, მდგრადი ურთიერთობის დასაწყებად და არა უბრალოდ ხანმოკლე რომანისთვის, დიდი ძალისხმევის გაღება დაგჭირდებათ. ეცადეთ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანს მეორე „თაფლობის თვე“ მოუწყოთ. თუ უცებ ძველი წყენა ამოტივტივდა, მასზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ.

ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ ამაოდ ცდილობთ და თქვენს შრომას შედეგი არ მოაქვს. ასეთ დროს მთავარია, წონასწორობა შეინარჩუნოთ და მიზნისკენ სვლა განაგრძოთ! თუ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, ინტუიცია მიგანიშნებთ, ფული როგორ დააგროვოთ.

სასწორი

თუ მარტოხელა ხართ და პარტნიორს ეძებთ, იმიჯი უნდა შეიცვალოთ, საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ და ყურადღების ცენტრში ყოფნა სცადოთ. ეცადეთ, ზედმეტი რჩევების გაცემისგან თავი შეიკავოთ და სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ.

დღეს თქვენი საქმიანი ცხოვრება საკმაოდ დატვირთული იქნება. გამორიცხული არ არის, იპოვოთ მოკავშირეები, ვისგანაც ბევრი რამის სწავლას შეძლებთ.

ეცადეთ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ. შესაძლოა გაგიჩნდეთ ცდუნება, რომ ბრჭყვიალა და უსარგებლო ნივთებში მნიშვნელოვანი თანხა დახარჯოთ. ფინანსური კრიზისის ასაცილებლად ეცადეთ მაღაზიებში შესვლისგან თავი შეიკავოთ. არსებობს ინფექციის შეყრის რისკიც. თუ ექიმს დროულად მიმართავთ და მის რჩევებს ზუსტად შეასრულებთ მკურნალობა მარტივი და ხანმოკლე იქნება,.

მორიელი

ამ დღის უსიამოვნო ტენდენციებმა შეიძლება ემოციური ჩაკეტილობა და უგუნებობა გამოიწვიოს. ზოგი მშობელი შვილების მხრიდან მკვეთრ წინააღმდეგობას წააწყდება. საკმაოდ ნერვიული და ფაციფუცით სავსე დღეა — ბევრი მუშაობა და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მოგიწევთ.

შეგიძლიათ მსხვილი შესყიდვები და ფინანსური ოპერაციები განახორციელოთ. თქვენი მფარველი მერკური იქნება, რისი წყალობითაც მნიშვნელოვანი თანხის გამომუშავებას შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ ყველა პრობლემის სათავე ნერვიულობა და დაღლილობაა. ასეთ დროს საუკეთესო წამალი სიყვარულია.

მშვილდოსანი

ეს დღე საინტერესო შეხვედრებსა და ნაცნობობას გპირდებათ. მიზნისკენ ნელა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევთ. შესაძლოა, ვიღაცამ სხვა ადამიანების დაპირისპირებაში ჩაგითრიოთ, მაგრამ ვარსკვლავების დახმარებით გამოსავალს იპოვით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს უადგილო ხუმრობას შეიძლება მოულოდნელი შედეგები მოჰყვეს, ამიტომ ჯობს ამ დღეს მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ.

ახლა ფორტუნა თქვენს მხარესაა! თქვენი მერყეობა და ფარული შიშები სრულიად უსაფუძვლოა — შეგიძლიათ, არჩეული მიმართულებით გაბედულად იაროთ. ეს დღე კოსმოსიდან წამოსული ენერგიის მიღებას უკავშირდება, ასე რომ, ძალებისა და კარგი განწყობის მოზღვავებას ნამდვილად იგრძნობთ.

თხის რქა

პარტნიორს თავშეკავების გამო ნუ საყვედურობთ — თუ ადამიანი გრძნობებს საჯაროდ არ აფრქვევს, სულაც არ ნიშნავს, რომ ცივი და უგრძნობია.

დაოჯახებულ თხის რქებს მოუწევთ მეორე ნახევრის აზრს ანგარიში გაუწიონ. სავარაუდოდ, დაგროვილ პრობლემებს მარტო ვერ გაუმკლავდებით და დახმარების თხოვნა უფრო გავლენიანი ადამიანებისთვის მოგიწევთ.

თქვენ დიდხანს და თავდაუზოგავად შრომობდით, ახლა კი სამყარო თქვენ მიმართ კეთილგანწყობილია! მალე თქვენი მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გამყარდება. სამუშაო და ოჯახური საქმეები ცოტა ხნით მოიცდის — პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ. ზოგჯერ უბრალოდ აუცილებელია, რუტინას ჩამოშორდეთ და სიტუაციას სხვა თვალით შეხედოთ.

მერწყული

დღეს ვარსკვლავები სიყვარულში წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ და გირჩევენ, დრო უქმად არ დაკარგოთ. შესანიშნავი დროა ინიციატივის ხელში ასაღებად, თუმცა სხვების შეთავაზებებზე უარის თქმაც არ ღირს.

სამსახურში საკუთარი უნარების საჯაროდ წარმოჩენას ნუ მოერიდებით და ხელმძღვანელობას თქვენი მიღწევების შესახებ თამამად უამბეთ — ზოგჯერ ზედმეტი თავმდაბლობა საქმეს ვნებს.

თუ არ გსურთ, რომ მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესების შესახებ თქვენი ოცნებები ოცნებებად დარჩეს, დროა საქმეზე გადახვიდეთ! ვარსკვლავები გირჩევენ, საეჭვო ფინანსურ ოპერაციებში არ ჩაერიოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ნაკლებად ნაცნობი ადამიანი გთავაზობთ. ვენერასა და მარსის შეერთება გირჩევთ, რომ ამ დღეს მხოლოდ მოხარშული ან გამომცხვარი საკვები მიიღოთ, ცხარე სანელებლების გარეშე.

თევზები

ძალიან წარმატებული პერიოდია ახალი რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად. შეგიძლიათ იმ ადამიანის გულის მოგებაც კი სცადოთ, ვისთანაც ადრე ურთიერთობა არ აგეწყოთ. თუ ურთიერთობაში მოწყენილობა იგრძნობა იფიქრეთ იმაზე, მრავალფეროვნება როგორ შემატოთ!

უფროსი საინტერესო, თუმცა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეს შემოგთავაზებთ — შეგიძლიათ ეს შანსი წარმატებული კარიერული ზრდისთვის გამოიყენოთ. თუ ბოლო დროს ფულის ნაკლებობას განიცდით, გამორიცხული არ არის, რომ ვითარების გამოსასწორებლად ახალი იდეის განხორციელება სცადოთ.

ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს და დღის განმავლობაში ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მიღებას მოერიდეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge