დღის ჰოროსკოპი

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ქალბატონებს წინ ხანმოკლე, თუმცა ვნებიანი გატაცება ელოდებათ, რაც პირად ცხოვრებას ახალ ელფერს შესძენს. მამაკაცებს კი საკუთარი პრინციპების დაცვა მოუწევთ. სიყვარულში იღბალი თქვენს მხარესაა. საყოფაცხოვრებო საქმეები და მძიმე ფიზიკური შრომა დროებით დაივიწყეთ, რადგან ვარსკვლავები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებზე მიგანიშნებენ — ახლა სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ. თუ საქმიან პარტნიორთან მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება გიჭირთ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ახალ სამოსზე, ძვირფასეულობასა თუ კოსმეტიკაზე ფულის დახარჯვას ნუ იჩქარებთ. იზრუნეთ თვალებზე — თქვენს მხედველობას ახლა განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

კურო

ამ დღეს უმჯობესია საკუთარ მიზნებსა და ქმედებებს გვერდიდან შეხედოთ. ხშირი კამათი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ერთმანეთის მოსმენა და კომპრომისზე წასვლა დაგავიწყდათ. შესაძლოა, ახალი პოექტების გამო სამსახურში დიდი დროის გატარება მოგიწიოთ, თუმცა ზეგანაკვეთური შრომა თქვენს ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. პლანეტების განლაგება სასარგებლო ნაცნობობას და სოციალური წრის გაფართოებას ხელს უწყობს. გუნდური მუშაობა წარმატების გასაღები გახდება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ იმიჯზე იზრუნოთ და სილამაზის სალონს ან კოსმეტოლოგს ეწვიოთ. კუჭს მძიმე საკვებით ნუ გადატვირთავთ. განსაკუთრებული ყურადღება პროდუქტების ვარგისობის ვადას მიაქციეთ.

ტყუპები

ამ დღეს საყვარელი ადამიანის ან მეგობრების გარემოცვაში გატარებული საოცარი საღამო გელით. შესაძლოა, საღამოს მთავარი ვარსკვლავი გახდეთ და ახალი თაყვანისმცემელი გაიჩინოთ. ამ დღეს ჯანსაღი თვითკრიტიკა სასარგებლოა — შესაძლოა, ახლობლებთან მცირე შეცდომების აღიარება მოგიწიოთ. გამოიჩინეთ სულგრძელობა, დათმობებზე წადით და ხმაურიან დაპირისპირებებს ერიდეთ. სამსახურში ნაყოფიერი დღე გელით — დავალებებს ადვილად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით, თუმცა, საკუთარ წარმატებებზე ყველასთან ნუ ისაუბრებთ, რომ მტრები არ გაიჩინოთ. გირჩევთ ფინანსური ლიტერატურით და წარმატებული ადამიანების ისტორიებით დაინტერესდეთ და განვითარების ახალი სტრატეგია შეიმუშაოთ. მენიუდან ამოიღეთ ცხარე და შემწვარი საკვები — თქვენს ორგანიზმს ახლა მსუბუქი კვება სჭირდება.

კირჩხიბი

ახალგაზრდა, გამოუცდელ ქალბატონებს სიფრთხილე მართებთ! თქვენი მომხიბვლელობა და ქალურობა მამაკაცების ყურადღებას მაგნიტივით იზიდავს. ოჯახური საკითხები ვახშმის დროს, მშვიდ გარემოში განიხილეთ — ეს ნდობის ატმოსფეროს შექმნის და დაგროვილ გაუგებრობებს მარტივად გადაჭრის. ეცადეთ რეალური მიზნები დაისახოთ. გამორიცხული არ არის, რომ თანამოაზრეები იპოვოთ და მომავალ წარმატებებს საფუძველი ჩაუყაროთ. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ფინანსური ვითარება მოგვარდება, მანამდე კი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. უარი თქვით ალკოჰოლზე, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯებისკენ არ გიბიძგოთ.

ლომი

თუ საყვარელ ადამიანთან გაუგებრობა გქონდათ, იცოდეთ, რომ ეს პერიოდი სრულდება და თქვენს ურთიერთობაში სითბო და ჰარმონია დაისადგურებს. ამ დღეს ახლობელი ადამიანი სასიამოვნოდ გაგაოცებთ, მოულოდნელი სიურპრიზები კი შთაგონების წყაროდ იქცევა. სტრესული სიტუაციების მიუხედავად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ— შინაგანი წონასწორობა ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვაში დაგეხმარებათ. ეს დღე ბიზნესში თამამი იდეების განხორციელების შესაძლებლობას გთავაზობთ. უმიზეზო სევდას ნუ აჰყვებით — ცუდმა განწყობამ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ.

ქალწული

პირველი ნაბიჯის გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ახალი გამოცდილება თავდაჯერებას შეგმატებთ, რაც საპირისპირო სქესის თვალში კიდევ უფრო მიმზიდველს გავხდით. თუ ერთფეროვნებამ დაგღალათ, ყოველდღიურ რუტინაში ნუ ჩაიძირებით და ინტელექტუალურ დასვენებას მეტი დრო დაუთმეთ. ერიდეთ კონფლიქტებს, რომლებიც ენერგიას გაცლით. თუ დაღლილობას გრძნობთ, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე უარი თქვით. კარმული ვალების გასტუმრების დღეა, ამიტომ წამოჭრილ სირთულეებს გაგებით შეხვდით, თუმცა გახსოვდეთ, რომ არც თქვენი კეთილი საქმეები დარჩება უსაჩუქროდ. ნუ გაართულებთ ურთიერთობებს პარტნიორებსა და კოლეგებთან. ეცადეთ დატვირთულ სამუშაო განრიგში განტვირთვისთვის დრო გამონახოთ.

სასწორი

შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან დროებით დაშორება მოგიწიოთ, თუმცა ნამდვილი გრძნობისთვის მანძილი და დრო დაბრკოლებას არ წარმოადგენს. თქვენს ცხოვრებას რომანტიკა აკლია. თუ მთელ დროს ფულის შოვნასა და მუშაობას უთმობთ, ძალიან ბევრს დაკარგავთ! ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობლებთან ურთიერთობაში უხეშობას და პრეტენზიებს მოერიდოთ, რათა უსიამოვნო დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ჭორებსა ან ინტრიგებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ძვირად ღირებულ შენაძენებს მოერიდეთ და ფული დაზოგეთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე — თუ გრძნობთ, რომ სპორტის რომელიმე სახეობა თქვენთვის რისკის შემცველია, დროებით მასზე უარი თქვით.

მორიელი

დღეს გექნებათ შანსი, რომ პარტნიორთან ერთად დრო გაატაროთ და საკუთარი განცდები გაუზიაროთ. გრძნობებს ნუ დამალავთ — მიეცით სიყვარულს უფლება, რომ თქვენი ცხოვრება რომანტიკით აავსოს. თუ რთული საქმის დასრულება ან ოჯახის წევრების დახმარება გჭირდებათ, დროს ნუ დაკარგავთ და იმოქმედეთ. სავარაუდოდ, თქვენ გვერდით არის ადამიანი, რომელიც მზადაა, მხარი დაგიჭიროთ. თუ სამუშაო პირობები არ გაკმაყოფილებთ, ეცადეთ თქვენი პრეტენზიები ხელმძღვანელობასთან განიხილოთ. ვიტამინებით მდიდარი ჯანსაღი კვება თქვენს განწყობასა და ენერგიას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

მშვილდოსანი

არჩევანის წინაშე ხართ — პირადი ცხოვრება თუ საქმიანი პროექტები? ენდეთ ახლობელი ადამიანის რჩევას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად მიიღეთ. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, შეიძლება მოულოდნელი შეხვედრა ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ემოციები მართეთ და უხეშ გამოთქმებს მოერიდეთ, თორემ შეიძლება ძველი მეგობარი გაანაწყენოთ. დღეს განსაკუთრებულად გონებამახვილი ხართ, რაც ინტელექტუალური ამოცანების მარტივად გადაჭრაში დაგეხმარებათ. შესანიშნავი პერიოდია ხელმძღვანელობისთვის ახალი იდეებისა და პროექტების წარსადგენად. ჩანაფიქრის განხორციელებისთვის თანამოაზრე დაგჭირდებათ, რომელსაც მოულოდნელ ადგილზე იპოვით. თუ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო დროა აუზზე ან სპორტდარბაზში დარეგისტრირებისთვის.

თხის რქა

ამ დღეს მხიარული ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და ქათინაურების მოსმენა გელით, თუმცა ვიღაცის მომაბეზრებელმა ყურადღებამ შეიძლება გაგაღიზიანოთ. დაოჯახებულ თხის რქებს რთული საუბარი ელით — პლანეტების განლაგება მიუთითებს, რომ დროა მტკივნეულ ურთიერთობას წერტილი დასვათ და საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოთ. იქნება საქმიანი შეხვედრები, საბუთებზე ხელის მოწერა და ოფიციალურ უწყებებთან კავშირი. შემთხვევით ნაცნობებთან სიფრთხილე გამოჩინეთ, რათა ვინმეს ფარულ ზრახვებს არ ემსხვერპლოთ. ბიზნესმენებმა განსაკუთრებული ყურადღება ხელშეკრულებების იურიდიულ მხარეს უნდა მიაქციონ. საღამოს საეჭვო ადგილებში გადაადგილებას ერიდეთ.

მერწყული

ბოლოს და ბოლოს შეძლებთ იმ ადამიანის ყურადღების მიპყრობას, რომელზეც დიდი ხანია, ფიქრობთ. შესაძლოა, ჭორებმა თქვენს ურთიერთობას ზიანი მიაყენოს, ამიტომ ენდეთ საკუთარ გულს უსმინეთ და სხვათა მინიშნებებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ადრე თუ გვიან თქვენი მიზანდასახულობა წარმატებამდე მიგიყვანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაუფიქრებელი ხარჯებისგან თავი შეიკავოთ. თქვენი სასიცოცხლო ენერგია დღეს პიკს მიაღწევს — ეცადეთ ის სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ.

თევზები

თუ ურთიერთობა აღარ ეწყობა, ფუჭ იმედებს ნუ დაეყრდნობით და ერთმანეთს დაემშვიდობეთ. ოჯახურ ურთიერთობებში შესაძლოა მცირე სირთულეები წარმოიშვას, რის გამოც პრიორიტეტების გადანაწილება და სახლსა და სამსახურს შორის დროის თანაბრად განაწილება მოგიწევთ. ნუ კორპორაციულ წვეულებაზე ხელფასის მომატებაზე საუბარს ნუ ეცდებით— გამორიცხული არ არის, რომ უფროსმა ძველი შეცდომები შეგახსენოთ. გამოიყენეთ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად და ნუ იზარმაცებთ. ასტროლოგიური პროგნოზით, მალე თავში გრანდიოზული იდეები მოგივათ, რაც დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge