დღის ჰოროსკოპი

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:14 შაბ. 5 სექტემბერი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ აბეზარი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდათ, ეცადეთ დროულად მოიცილოთ — ეს ადამიანი, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ფრთხილად იყავით — თქვენს ოჯახურ ბედნიერებას საფრთხე ემუქრება. მიზეზი ისაა, რომ გარშემომყოფებისგან მეტისმეტად ბევრს ითხოვთ და ყველა წვრილმანს უკირკიტებთ. მოერიდეთ კოლეგებთან პირადი ცხოვრების შესახებ საუბარს, თორემ ჭორების სამიზნედ იქცევით. ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, თუმცა ფინანსებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ და ზედმეტ ხარჯებს მოერიდოთ. ფრთხილად იყავით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებთან – შესაძლოა უსიამოვნო კონფლიქტში აღმოჩნდეთ.

კურო

სასიამოვნო და მოულოდნელი შეხვედრა გელით, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. გრძნობების გამოხატვა ნუ მოგერიდებათ. სასიყვარულო ურთიერთობით არა მარტო შინაგან სამყაროს, არამედ პარტნიორულ ურთიერთობებსაც ამდიდრებთ. ეცადეთ, რომ ოჯახში ჯანსაღი გარემოს შექმნას მეტი ყურადღება დაუთმოთ. სავარაუდოდ, ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ. თუ უფროსი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს შემოგთავაზებთ, უარი არ თქვათ — ეს თქვენს კარიერას მხოლოდ წაადგება. გამორიცხული არ არის, რომ მნიშვნელოვანი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის გარკვეული თანხის მოძიება დაგჭირდეთ. ჯანმრთელობის მხრივ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ — უსიამოვნო სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის.

ტყუპები

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ურთიერთობებში არსებული გაუგებრობა დაასრულოთ და ვნებას ახალი ნაპერწკალი შემატოთ. შესანიშნავი პერიოდია ერთობლივი საქმიანობისთვის — იქნება ეს სახლის დალაგება თუ შემოქმედებითი პროექტი. გუნდური მუშაობით არა მარტო ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებთ, არამედ კოლეგებსაც დაუახლოვდებით. საბუთებთან ან არასწორად შევსებულ ბლანკებთან დაკავშირებით მოსალოდნელია მცირე შეფერხებები. ამ დღეს თქვენი შემოსავალი თქვენს ძალისხმევასა და მატერიალური რესურსების გონივრულ მართვაზეა დამოკიდებული. დროა ყოველდღიურ მენიუს გადახედოთ და სწრაფი კვების პროდუქტები ახალი ხილითა და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ.

კირჩხიბი

სიყვარულში მოულოდნელი, თუმცა ძალიან სასიამოვნო ცვლილებები გელით. სიზმარი, რომელიც გასულ ღამეს ნახეთ, შესაძლოა წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს, ამიტომ საიდუმლოდ შეინახეთ. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია მცირე დაძაბულობა, ასე რომ მოთმინება გამოიჩინეთ და კონფლიქტებს მოერიდეთ —დაუმსახურებელი საყვედურების ფრქვევას სჯობს, საერთოდ გაჩუმდეთ. ამ დღეს მეუღლის მიმართ სიყვარულის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. ემოციებს ნუ დაიშურებთ და აჩვენეთ, რომ მისი მოსმენა და გაგება შეგიძლიათ. კარიერული და სოციალური წინსვლა ცოტათი შეფერხდება. ჯანმრთელობა წესრიგშია — მოზღვავებული ენერგია დაწყებული საქმის სწრაფად დასრულებაში დაგეხმარებათ.

ლომი

არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეს ვიღაცამ თქვენ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს. ფრთხილად იყავით, შეიძლება ეს ყურადღება მეტისმეტად მომაბეზრებელი გახდეს. პარტნიორს უკეთ დააკვირდით — შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ მცირე ნაკლოვანებები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. სამსახურში ხელმძღვანელობა თქვენს შრომას აუცილებლად დააფასებს, თუმცა დაწინაურებისთვის მეტი მუშაობა მოგიწევთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გაუთვალისწინებელ ხარჯებს მაინც მოერიდეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას — რთულ სიტუაციაში ის სწორ გზას გიკარნახებთ. ნუ მისცემთ მოწყენილობასა და აპათიას თქვენზე გამარჯვების უფლებას — აქტიური სატურნი დეპრესიაში მხოლოდ მათ აგდებს, ვინც ადვილად ნებდება.

ქალწული

გახსოვდეთ, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა ჯანსაღი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ასე რომ დრო არა მარტო მეორე ნახევარს, არამედ საკუთარ თავსაც უნდა დაუთმოთ. ოჯახის წევრებთან წარმოქმნილი უთანხმოება პლანეტების უარყოფით განლაგებას უკავშირდება, თუმცა შეთანხმების მიღწევა თქვენს ხელთაა. გირჩევთ სამსახურში უფროსის აზრი გაითვალისწინოთ და დავალება ზუსტად ისე შეასრულოთ, როგორც გთხოვათ. თუ დამატებითი შემოსავალი გჭირდებათ, დამატებითი სამსახური უნდა მოძებნოთ, ბანკიდან სესხის აღებას ახლა ნამდვილად არ გირჩევთ. საქმიანობის ახალ სფეროებში ძალის მოსინჯვა ნუ შეგაშინებთ — ეს არამხოლოდ სარგებელს, არამედ სიამოვნებასაც მოგიტანთ.

სასწორი

ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი პერიოდია, თუმცა ადამიანების გრძნობებზე თამაშს უნდა მოერიდოთ. უმჯობესია ეს დღე საოჯახო საქმეებს დაუთმოთ — ეს აკვიატებულ ფიქრებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მეტი სიმამაცე გამოიჩინოთ! კოლეგებისთვის სამუშაო საკითხების განხილვა სრულიად მისაღებია, თუმცა საკუთარი საიდუმლოს შემთხვევითი ადამიანებისთვის განდობას უნდა მოერიდოთ. გამორიცხული არ არის, რომ შვილებთან დაკავშირებით, მცირე სირთულეები შეგექმნათ. კონფლიქტი რომ არ გაჭიანურდეს, სიბრძნის გამოჩენა მოგიწევთ. მოერიდეთ მაღაზიებში სიარულს და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, თორემ შეიძლება მნიშვნელოვან მოვლენას ჯიბეცარიელი შეხვდეთ. აქტიური საქმიანობისთვის არახელსაყრელი დღეა — ძალიან გადაიღალეთ და საკუთარი უნარების სრულად გამოვლენას ჯერ ვერ შეძლებთ.

მორიელი

ამ დღეს ურთიერთობაში ზედმეტად ფრთხილი, მორცხვი ან პასიური ნუ იქნებით. უმოქმედობასა და ლოდინს სჯობს ინიციატივა თავად გამოიჩინოთ — წამოაყენეთ იდეა ან შეხვედრა დაგეგმეთ. თქვენი პარტნიორი ამ ინიციატივას ძალიან დააფასებს და სიამოვნებით აჰყვება. იდეალური დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისა და ოჯახური შეკრებებისთვის. მეგობრების მოულოდნელი სტუმრობა დიდ სიხარულს მოგიტანთ, ზოგიერთს კი ძველი მეგობრული კავშირების აღდგენის შანსიც მოგეცემათ. სამსახურში ზედმეტი გულახდილობისგან თავის შეკავება ჯობს — ერთ-ერთი კოლეგა თქვენი სიტყვების თქვენს წინააღმდეგ გამოყენებას ეცდება. გარშემო მყოფები თქვენს სამეწარმეო ნიჭს ჯეროვნად დააფასებენ, თუმცა რადიკალურ ნაბიჯებს მაინც მოერიდეთ. გადახედეთ კვების მენიუს და მავნე პროდუქტები ამოიღეთ — ნაკლები ცხიმიანი და შებოლილი პროდუქტი და მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვით.

მშვილდოსანი

ერთობლივი საქმიანობისთვის არახელსაყრელი პერიოდია — შესაძლოა, ერთმანეთის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები გაქვთ და იმედი გაგიცრუვდეთ. ოჯახში მზად იყავით ცვლილებებისთვის და ემოციების გამოხატვას ნუ მოერიდებით. თავი შეიკავეთ საერთო პროექტებისა და კომერციული გარიგებებისგან - თქვენი მფარველი პლანეტა არასტაბილურ მდგომარეობაშია, რაც ეკონომიკური დანაკარგის რისკს ზრდის. დღევანდელი დღე დიდ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ ეცადეთ დატვირთვა სწორად გაანაწილოთ. ვარსკვლავები ფინანსურ სიურპრიზებს გპირდებიან — ეს შესაძლოა მოულოდნელი პრემია ან საჩუქარი იყოს. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს მთვარის ქვის სამკაულები დიდ დახმარებას გაუწევს — ეს მინერალი სტრესის დონეს ამცირებს და უძილობისა თუ აკვიატებული აზრებისგან ათავისუფლებს.

თხის რქა

ეცადეთ, პარტნიორთან ნდობით აღსავსე გარემო შექმნათ — სახლში სიმშვიდე და ჰარმონია სრულფასოვნად დასვენებასა და ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. თუ ყურადღებას კონკრეტულ ამოცანებზე გაამახვილებთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. ეს დღე კარგია ფინანსური ცოდნის გასაღრმავებლად — თვითგანათლება ბიზნესისა და პირადი ბიუჯეტის უკეთ მართვაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასაც, რადგან მოსალოდნელია ენერგიის ნაკლებობა და სისუსტე. მიიღეთ ვიტამინები, მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და მიირთვით ცილით, კალციუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.

მერწყული

ამ დღეს თქვენს ფიქრებსა და გრძნობებს ვენერა მართავს, ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ რომანტიკული განწყობა შეგიპყრობთ. სატურნი მეხუთე სახლშია, რაც ოჯახურ უთანხმოებებზე მიანიშნებს, თუმცა თქვენ ის ადამიანი არ ხართ, ვინც პრობლემებს ჭურჭლის მსხვრევითა და ყვირილით აგვარებს. პროფესიული კუთხით, ცოდნასა და გამოცდილებას სწრაფად გაიღრმავებთ, კოლეგებს სიამოვნებით დაეხმარებით და მათთან თანამშრომლობას გააძლიერებთ. მოსალოდნელია ხარჯების მატება, თუმცა ამას მოულოდნელი პრემია გააწონასწორებს, ასე რომ, ფინანსურ სტაბილურობას შეინარჩუნებთ. მოერიდეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც თქვენზე უარყოფითად მოქმედებენ.

თევზები

ბოლო დროს გამუდმებით აქეთ-იქით აწყდებით და ცხოვრებისეული გზის არჩევა გიჭირთ. წყვილებს შორის მოსალოდნელია მცირე უთანხმოება ფულის ფლანგვვის გამო. ყველა საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით — შეადგინეთ გეგმა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით. ფინანსური თვალსაზრისით სიფრთხილე გმართებთ - თავი აარიდეთ სარისკო გარიგებებს, იყავით მომჭირნე და მხოლოდ კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღეთ. დიდია შანსი, რომ თქვენი სოციალური სტატუსი უკეთესობისკენ შეიცვალოს. წყლის პროცედურები — იქნება ეს აუზზე ვიზიტი თუ მინერალურ წყლებზე დასვენება — თქვენს ორგანიზმზე დადებითად იმოქმედებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge