დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:48 ოთხ. 20 მაისი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს თქვენ გარშემო რომანტიკული ატმოსფერო დაისადგურებს. თქვენი თანავარსკვლავედის წარმომადგენლებს ახალი და ამაღელვებელი თავგადასავლები ელით, მთავარია, პარტნიორისთვის გრძნობების გამხელა არ მოგერიდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ ყოველგვარ სიახლეს ენთუზიაზმით მოეკიდოთ! გახსოვდეთ, რომ შეძენილი უნარები კარიერულ კიბეზე წინსვლაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა სპორტული აქტივობის, ურთიერთობებისა და გართობისთვის.

კურო

საყვარელი ადამიანი ბევრ საფიქრალს და სადარდებელს გაგიჩენთ, თუმცა მასთან კამათს და უთანხმოებებს სერიოზული მიზეზი არ გააჩნია, ამიტომ კარგი იქნება, თუ მოთმინებას და გაგებას გამოიჩენთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კოლეგებთან კამათში არ ჩაებათ — აგრესიის აფეთქებები თქვენს ენერგიას სწრაფად გამოფიტავს. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან მალე ფინანსური მხარდაჭერა დაგჭირდებათ. თქვენი ნიშნის წარმომადგენლებში ამჟამად ვირუსული დაავადებებისადმი მიდრეკილება საკმაოდ მაღალია. ინფექციებისგან თავის დასაცავად საჭიროა სიმშვიდე და დასვენება.

ტყუპები

მცდელობა, რომ ყველა ოცნება ერთდროულად აისრულოთ, ფუჭი ფაციფუცის გარდა არაფერს მოგიტანთ. თუმცა, გარემოს გამოცვლა ნამდვილად წაგადგებათ! გირჩევთ ახლობელი ადამიანის კრიტიკულ შენიშვნებს მშვიდად შეხვდეთ და აგრესიით არ უპასუხოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სამსახურში დაწყებული ყველა საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და სამომავლოდ არაფერი შეინახოთ. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენისა და ფულის დაბანდებისგან. სუფთა ჰაერზე ხანგრძლივი სეირნობა თქვენს ორგანიზმს დიდ სარგებელს მოუტანს.

კირჩხიბი

სასიყვარულო საქმეებში მოულოდნელი და სასიამოვნო მოვლენა გელით. სავსებით შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენ მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობასა გამოიჩენს. კირჩხიბ ქალბატონებს საოჯახო საქმეების მოგვარებისთვის დრო გამოუჩნდებათ — ნუ გადაიღლებით, თორემ საღამოს შეიძლება წელის ტკივილმა შეგაწუხოთ. ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ტონუსი ჩვეულებრივზე მაღალია, რის გამოც მუშაობაში ჩართვა და ახალი მოვალეობების შესრულება არ გაგიჭირდებათ. შენელებული მეტაბოლიზმის გამო წონის მატება რომ არ დაიწყოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, მსუბუქი დიეტა და ვარჯიში დაიწყოთ.

ლომი

ფრთხილად იყავით — შესაძლოა, ამ დღეს ანგარებიანი ადამიანის ყურადღება მიიქციოთ. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა დაგეხმარებათ, უფრო სწრაფად მიხვდეთ, ეს ადამიანი შეგეფერებათ თუ არა. დღის მეორე ნახევარში ხელმძღვანელობასთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები. შეეცადეთ, ხარჯები შეამციროთ და უსარგებლო შენაძენებისგან თავი შეიკავოთ. ფული მალე სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ. ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს შინაგან მდგომარეობას და სხეულიდან მომავალ სიგნალებს მოუსმინეთ.

ქალწული

თუ გსურთ, ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ, თვითგვემა და წარსულის ანალიზი შეწყვიტეთ! გახსოვდეთ, რომ თქვენი განწყობა ოჯახის წევრებზე და გარშემომყოფებზეც მოქმედებს. გულახდილი საუბარი პარტნიორთან ურთიერთობაში წარმოქმნილი გაუგებრობების აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. გულთან ნუ მიიტანთ მცირე კამათს, რომლებიც შეიძლება ოჯახის წევრებს შორის მოხდეს — ხვალ ეს ამბავი აღარავის ემახსოვრება. სამუშაო ადგილზე სრული წესრიგია და ხელმძღვანელი თქვენი მუშაობით კმაყოფილია. ბიზნესპარტნიორების ან ინვესტორებისგან მოსალოდნელია სარფიანი წინადადებები. ფრთხილად იყავით — ზედმეტი დატვირთვა და ძალების არამიზნობრივი ხარჯვა შეუძლოდ ყოფნის მიზეზი გახდება. ყურადღებით მოეკიდეთ გარშემომყოფთა თხოვნებს და კონფლიქტურ სიტუაციაში ნეიტრალური პოზიცია დაიჭირეთ.

სასწორი

საყვარელ ადამიანთან მნიშვნელოვანი და, სავარაუდოდ, არც ისე სასიამოვნო საუბარი გელით. საოჯახო საქმეების ნაწილი საკუთარ თავზე აიღეთ და შეეცადეთ, მეუღლეს მეტი ყურადღება დაუთმოთ. რთული დღე გელით, რადგან ბევრი დაუსრულებელი საკითხი და მოულოდნელი დაბრკოლება დაგროვდა. სამსახურში შურიანი ადამიანების მზაკვრობა ან პირადი შეცდომები შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. ფინანსური ამოცანები თქვენს ყურადღებას, მოქმედების მკაფიო გეგმას და პარტნიორების დახმარებას მოითხოვს. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს — ზოგი მათგანი წინასწარმეტყველური იქნება.

მორიელი

ახლო მომავალში ღირებულებების გადაფასება გელით – გრძნობა, რომელსაც საყვარელი ადამიანის მიმართ განიცდით, შესაძლოა შეიცვალოს. სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, რომ ახლობელ ადამიანს დაუმსახურებლად გული არ ატკინოთ. ყურადღება მიაქციეთ მოვალეობებს, რომელთა შესრულებასაც დიდი ხანია, სამომავლოდ ინახავთ. მოულოდნელი ბონუსი საშუალებას მოგცემთ, რომ ვალები და ვალდებულებები დაფაროთ. გადაღლილობის გამო შესაძლოა იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნას. გულგრილად ნუ მოეკიდებით თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას — თუ ამის საჭიროებას იგრძნობთ, აუცილებლად დაისვენეთ!

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს რაღაც ისეთი მოხდეს, რაც ამ სამყაროს სხვა თვალით დაგანახვებთ. საშუალება გექნებათ, რომ შეხვდეთ ადამიანებს, ვისთანაც თავს მსუბუქად და სასიამოვნოდ იგრძნობთ. უმჯობესია საპასუხისმგებლო საქმეების შესრულებისგან (გარიგებების დადება, მოლაპარაკებების წარმოება, მსხვილი შენაძენები) ამჯერად თავი შეიკავოთ! უფროსობა თქვენ მიმართ კეთილგანწყობილია, თუმცა ჰოროსკოპი მაინც გირჩევთ, შრომის დისციპლინა არ დაარღვიოთ! მატერიალურ საკითხებში ზომიერების გამოჩენა გმართებთ. საღამოს შეიძლება ზოგმა მშვილდოსანმა თავი სუსტად იგრძნოს, ამიტომ ეცადეთ, შეიძლება ხშირად დაისვენოთ და ყურადღება სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანოთ.

თხის რქა

მარტოხელა თხის რქებო, რომანტიკულ პაემანზე უარს ნუ იტყვით — ეს ბევრ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ. დაოჯახებულებს კი ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რომანტიკული თავგადასავლების ძიებამ შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ. რამდენიმე საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით, რადგან ვერცერთი მათგანის ბოლომდე მიყვანას ვერ შეძლებთ. ძვირად ღირებული ნივთის შეძენის ცდუნებას ნუ აჰყვებით, თორემ შეიძლება მომავალ ხელფასამდე უფულოდ დარჩეთ. მძიმე ემოციური ფონი შეიძლება იმის ნიშანია, რომ უბრალოდ გადაიღალეთ. დასვენებას მეტი დრო უნდა დაუთმოთ.

მერწყული

დღეს ჰოროსკოპი უფლებას გაძლევთ, სრულად დატკბეთ იმ გავლენით, რომელსაც ადამიანებზე ახდენთ. თქვენ გარშემო მაგიის, სიყვარულისა და ცდუნების აურა დატრიალდება, რაც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას შეგმატებთ! მსუბუქ ფლირტში დასაძრახი არაფერია, ქათინაურები თქვენს თვითშეფასებას მხოლოდ წაადგება. ამ დღე-ღამეში უამრავი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. თუ ბოლო დროს სამუშაო სიხარულს არ განიჭებთ, ხოლო დაკავებული თანამდებობა თქვენს უნარებს არ შეეფერება, გირჩევთ, ახალი სამსახურის ძებნა დაიწყოთ. შესაძლოა ფინანსური არასტაბილურობის წინაშე აღმოჩნდეთ, ამიტომ ყურადღებით აკონტროლეთ ხარჯები და ფულს უსარგებლო ნივთებში ნუ გადაყრით. შეუძლოდ ყოფნა, რასაც ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი ბოლო დროს უჩიოდა, წარსულს ჩაჰბარდება! თქვენი ენერგეტიკული ფონი მოწესრიგდება, იმუნიტეტი კი განმტკიცდება.

თევზები

ფხიზლად იყავით — ვიღაცას თქვენი ცდუნება სურს! დააფასეთ ის, რაც გაქვთ და ახალ შთაბეჭდილებებს ნუ გამოეკიდებით. მით უმეტეს, რომ ახალს ვერაფერს აღმოაჩენთ, არსებულ ურთიერთობას კი დააზიანებთ. თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა ყოველთვის მყარი ვერ იქნება, მაგრამ წარმავალ დეპრესიას უფლებას ნუ მისცემთ, თქვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს! შესაძლოა საეჭვო ავანტიურაში მონაწილეობა შემოგთავაზონ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, რისკები კარგად აწონ-დაწონეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ — ამ პერიოდში სტრესისა და ტრავმების ალბათობა მაღალია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge