15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 ხუთ. 14 მაისი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ბოლო დროს ილუზიების ტყვეობაში იმყოფებით, რაც პრობლემებს გიქმნით. გახსოვდეთ, რომ ხშირად პირველი შთაბეჭდილება მცდარია, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ ახლად გაცნობილ ადამიანს საკუთარ საიდუმლოს გაუზიარებთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რათა ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე არ გადმოაფრქვიოთ. სამსახურში ვითარება თანდათან მოწესრიგდება და კოლეგებთან ერთად რთული ამოცანების გადაჭრას შეძლებთ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მოგებიანი გარიგების დასადებად. თუ საცურაო აუზზე დიდი ხანია არ ყოფილხართ, დროა ვარჯიში დაიწყოთ. ცურვა განწყობის გაუმჯობესებასა და წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.
კურო
რომანტიკული თავგადასავალი თქვენს ურთიერთობას ახალ ვნებას შესძენს და ახალ მოგონებებს შექმნის. სატურნი მეხუთე სახლშია, რაც ოჯახურ კონფლიქტებს მოასწავებს, თუმცა, თქვენ კარგად აღზრდილი ადამიანი ხართ და უმიზეზოდ ყვირილს და ჭურჭლის მსხვრევას არ დაიწყებთ. უახლოეს მომავალში სამსახურში დატვირთვა საგრძნობლად მოიმატებს, თუმცა სირთულეები არ გაშინებთ და დავალებებს თავს გაართმევთ. გირჩევთ ხელმძღვანელობას ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება წინასწარ შეუთანხმოთ. ამ დღეს მაღალია ტრავმების მიღების რისკი. მოერიდეთ მკვეთრ ნაბიჯებს და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ბოროტად ნუ გამოიყენებთ ალკოჰოლს, თორემ შეიძლება ძალიან ინანოთ.
ტყუპები
ამ დღეს შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას სიყვარულით აავსებს — სასიამოვნო სიურპრიზებს ელოდეთ და ახალი შთაბეჭდილებებით დატკბით. საოჯახო საქმეები გამუდმებით ყურადღებას გიფანტავთ. ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და თქვენი ნაბიჯები მინიმუმ ერთი სვლით წინ გათვალოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, სამსახურში პროფესიულ უთანხმოებებს ადვილად დაძლევთ და ყოფილი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება. მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, თუმცა, სწრაფ მოგებაზე იმედს ნუ დაამყარებთ — ახლა მომავალი ფინანსური კეთილდღეობისთვის საფუძვლის ჩაყრის დროა. თუ გულთან დაკავშირებული პრობლემები არ გაწუხებთ, თქვენს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.
კირჩხიბი
საყვარელი ადამიანი მთელ დღეს თქვენ გვერდით გაატარებს, რაც თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. თქვენმა უნდობლობამ შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გელით. მაცდურ შეთავაზებას მიიღებთ, თუმცა დათანხმებას ნუ იჩქარებთ — ჯერ ინფორმაცია საგულდაგულოდ უნდა გადაამოწმოთ. დაუღალავად შრომობთ და მატერიალურ წახალისებას იმსახურებთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ცხოვრებაში მთავარი კარიერა არ არის. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მოერიდეთ კარდიოდატვირთვებს და ემოციურ სტრესს.
ლომი
ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. ეს დაგეხმარებათ, რომ სასიყვარულო ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანოთ. ნუ დახარჯავთ დროს და ენერგიას ადამიანებზე, რომლებიც ამას არ იმსახურებენ. ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედეთ და დაინახავთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა. გამორიცხული არ არის, რომ პროფესიულ საქმიანობაში გარკვეულ სირთულეებს შეეჩეხოთ. მათი დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ თქვენს უნარებზეა დამოკიდებული. ეცადეთ დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ. მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვით. მძიმე და ცხიმიან საკვებზე კი დროებით უარის თქმა ჯობს.
ქალწული
თუკი ბოლო დროს მეორე ნახევართან ურთიერთობა უფრო რთული და დაძაბული გახდა, სიტუაციის გამოსასწორებლად მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ! ამ დღეს ასაკით უფროსი ადამიანების სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. მშვენიერი დღეა ახალი საქმიანი კავშირების დამყარების და ძველის გაძლიერებისთვის. შესაძლოა, სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტებს დააფინანსებს. არსებობს გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და მატერიალური სირთულეების რისკი, თუმცა, მეგობრების დახმარებით პრობლემებთან გამკლავებას შეძლებთ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა მეტაბოლიზმის დაჩქარებაში დაგეხმარებათ.
სასწორი
ამ დღეს ურთიერთობებში გარკვეული უთანხმოება და დაძაბულობა გელით. იყავით მომთმენი და ეცადეთ, კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ. ზოგადად, პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან დატვირთული დღეა, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ. ტემპი, რომელიც საკუთარი თავისთვის აირჩიეთ, ცოტათი უნდა შეანელოთ. სწრაფი და გაუაზრებელი მოქმედებით შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვათ. საქმიან შეთავაზებებს სიფრთხილით მოეკიდეთ და გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა სპეციალისტებს ჰკითხეთ. რეგულარულად ფიზიკური აქტივობა კუნთების გამაგრებაში, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებასა და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მორიელი
შესაძლოა, ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ, თუმცა ეს ადამიანი მალე იმედებს გაგიცრუებთ. ამ დღეს მიღებული ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავია, ამიტომ ვითარებაში გარკვევისთვის დრო გჭირდებათ. ხელსაყრელი პერიოდია ავტორიტეტულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ბევრი რამ გასწავლონ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, მომდევნო 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევარში უფროსი ნათესავების ან ძველი მეგობრისგან შეიძლება ფინანსური დახმარება მიიღოთ. სტრესის ფონზე მოსალოდნელია უძილობა, მაგრამ სედატიური პრეპარატებისა და ალკოჰოლის მიღებას უნდა მოერიდოთ.
მშვილდოსანი
წარმატებული დღეა სამსახურებრივი მოლაპარაკებებისთვის. არ არის გამორიცხული მოვლენა, რომელიც პირადი ცხოვრების სირთულეებზე დაგაფიქრებთ. მორიგი ნაცნობობა შესაძლოა სამსახურში დაწინაურების ან კომერციული წარმატების საფუძველი გახდეს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები თავად აკონტროლოთ და არავის მისცეთ უფლება, თქვენით მანიპულირება მოახდინოს. შეწყვიტეთ საკუთარი ჯანმრთელობის იგნორირება! დღის მეორე ნახევარში ფიზიკურ შრომას და გადაღლას უნდა მოერიდოთ - მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
თხის რქა
გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. ეს დღე ბევრ ხელსაყრელ შესაძლებლობასა და პერსპექტივას გიმზადებთ, მაგრამ დასახული მიზნების მისაღწევად ბევრი შრომა მოგიწევთ. ეცადეთ, საქმეს პასუხისმგებლობით მიუდგეთ, მომავალში ეს სარგებელს მოგიტანთ. პერსპექტიული დღეა შენაძენებისთვის, გარდა უძრავი ქონებისა და ავეჯისა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ დღე-ღამის განმავლობაში თქვენი ემოციური ფონი შესამჩნევად გაიზარდოს. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში უხეშობას მოერიდეთ და ეცადეთ, საკუთარი გაღიზიანება არავის დაანახვოთ.
მერწყული
ამ დღეს მზად უნდა იყოთ ნებისმიერი სიურპრიზისთვის, რომელმაც შეიძლება გაგაოცოთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებსა და ხმებს, რომლებიც თქვენს ყურამდე მოაღწევს. შესაძლოა, გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდეთ, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ სამსახურში თქვენი ლიდერული თვისებები გამოავლინოთ. პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ — ეს კოლეგების პატივისცემას მოგიტანთ. ნაკლებად ნაცნობი ადამიანისგან საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ. დათანხმდეთ თუ არა, ეს საკუთარ ინტუიციას უნდა ჰკითხოთ. იყავით კეთილი გარშემომყოფების მიმართ — ეს თქვენს განწყობას გააუმჯობესებს.
თევზები
ეცადეთ, რომ თქვენი სიტყვები თქვენსავე ქმედებებს შეესაბამებოდეს. დღის მეორე ნახევარში გაჩნდება შანსი, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მოაგვაროთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ქება და აღიარება არ დაიშუროთ. გახსოვდეთ, რომ საქმიან ქაღალდებთან დაუდევარმა ქცევამ შეიძლება შეცდომამდე მიგიყვანოთ. ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, რომ გარკვეული თანხა საკუთარ თავზე დახარჯოთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვის სპორტის მსუბუქი სახეობებით — აერობიკით, სირბილით ან ცურვით დაკავდეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან