დღის ჰოროსკოპი

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:08 შაბ. 16 მაისი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, უნდა დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება გააუმჯობესოთ და გაამრავალფეროვნოთ თქვენი ურთიერთობა. კარგი იქნება, თუ სადმე ერთად გაემგზავრებით ან საერთო საქმეს წამოიწყებთ. გამორიცხული არ არის, რომ რომელიმე მეგობარმა ან ნაცნობმა თქვენი სიკეთით ისარგებლოს. მოერიდეთ ფულის გასესხებას, ქველმოქმედებით ნუ დაკავდებით და სხვისი თავდები ნუ გახდებით. ამ დღეს თქვენი მთავარი მტერი არაორგანიზებულობაა. ეცადეთ, საკუთარი ცხოვრება მოაწესრიგოთ და გაცილებით მეტს მიაღწევთ! მალე თქვენი მატერიალური მოთხოვნილებები სრულად დაკმაყოფილდება, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ თქვენი ამბიციებიც გაიზარდოს. არომათერაპიას რომც არ ენდობოდეთ, გირჩევთ, ეთერზეთები იმუნიტეტის ასამაღლებლად, სიმშვიდის აღსადგენად და უძილობის დასაძლევად გამოიყენოთ.

კურო

ნუ მისცემთ რუტინას უფლებას, რომ თქვენი სიყვარული გაანადგუროს. ამ დღეს სამსახურსა და სახლში წამოჭრილი პრობლემების ერთდროულად მოგვარება მოგიწევთ, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა მიღწეული შედეგები სრულად დაგაკმაყოფილებთ. მგზავრობა და მივლინება წარმატებული და მომგებიანი იქნება. ვარსკვლავემი გირჩევენ, რომ ენერგია ახლობლებისკენ და არა კომერციისა და სამსახურისკენ მიმართოთ. მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აწუხებს, ფიზიკური დატვირთვა არასასურველია. თუ ხშირად ცივდებით, მენიუ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტებით უნდა გაამდიდროთ.

ტყუპები

სამართლიანობის გრძნობა უფლებას არ გაძლევთ, რომ საკუთარ გარემოცვაში მიმდინარე უარყოფით პროცესებს გულგრილად უყუროთ, თუმცა გარშემომყოფებისთვის პრეტენზიების წაყენებას უნდა მოერიდოთ. პლანეტები გირჩევენ, რომ ამ დღეს ჩვეულებრივზე მეტად თავშეკავებულად მოიქცეთ. თუ მიგაჩნიათ, რომ მიღწეულით დაკმაყოფილება ჯერ ადრეა, შეგიძლიათ მოქმედება განაგრძოთ — თქვენი შრომა მომავალში აუცილებლად დაფასდება. გარშემომყოფები ეცდებიან, თქვენს აქტიურ საქმიანობას ხელი შეუშალონ, თუმცა, ბევრ წამოწყებაში მაინც წარმატებას მიაღწევთ. ხელსაყრელი დღეა ორგანიზმის გაწმენდის ან ხანმოკლე დიეტის დაწყებისთვის.

კირჩხიბი

ნუ დასცინით იმ ადამიანების გრძნობებს, რომელთა მიმართ გულგრილი ხართ. მოინახულეთ ნათესავები — მათგან ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტყობთ და მთელ საღამოს სასიამოვნო საუბარში გაატარებთ. მიმდინარე საქმეებს სამომავლოდ ნუ გადადებთ, თორემ იმდენი დაგიგროვდებათ, რომ შვებულების გადატანა მოგიწევთ. ჰოროსკოპი შემოსავლის დამატებითი წყაროების მოძიებას გირჩევთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. ვარსკვლავები გირჩევენ, ელექტროტექნიკასთან სიფრთხილე გამოიჩინოთ — არსებობს ტექნიკური გაუმართაობის რისკი.

ლომი

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს სიყვარულის საპოვნელად გარკვეული კომპლექსებისგან გათავისუფლებაა მოუწევთ. დაოჯახებულებს დაგეგმილ შესყიდვებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის კამათი და დაპირისპირება ელით. შეეცადეთ მეუღლესთან მოილაპარაკოთ და გონივრულ კომპრომისამდე მიხვიდეთ. უახლოეს ხანებში საორგანიზაციო საკითხებით ნუ დაკავდებით — ახლა ამისთვის არახელსაყრელი დღეა. თუ დიდი ხანია, ძვირად ღირებული ნივთის შეძენას გეგმავთ, ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, რომ ჩანაფიქრი დღეს განახორციელოთ. კვების მენიუს ყურადღება მიაქციეთ და ეცადეთ, საღამოს შვიდი საათის შემდეგ აღარ ჭამოთ.

ქალწული

ამ დღეს ყველაზე მეტად პარტნიორთან კამათს უნდა ერიდოთ — მცირე შელაპარაკებამაც კი შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტამდე მიგიყვანოთ. საკუთარ სიმართლეში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. სიფრთხილით მოეკიდეთ ორპირი ადამიანების რჩევებს, რომლებიც ყველგან საკუთარ სარგებელს ეძებენ. უფრო გამოცდილი ადამიანების დარიგებას კი ნუ უგულებელყოფთ. დღის დასაწყისი ხელსაყრელი იქნება მომგებიანი ხელშეკრულებებისა და ოფიციალური მოლაპარაკებებისთვის. მჭევრმეტყველების წყალობით შეძლებთ ნებისმიერი ადამიანი თქვენს მხარეს გადმოიბიროთ. დეპრესიას ნუ აჰყვებით. საკუთარი თავისთვის დრო გამონახეთ, რათა დაისვენოთ და განიტვირთოთ.

სასწორი

ამ დღეს საყვარელ ადამიანებს შორის განსხვავებული პოზიციის გამო შეიძლება მწვავე დაპირისპირება დაიწყოს, თუმცა ნამდვილი გრძნობები ამ გამოცდას გაუძლებს. გამორიცხული არ არის ისეთი საყოფაცხოვრებო პრობლემები, როგორიცაა წყლის გაჟონვა ან ტექნიკის გაფუჭება. ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასრულებისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. სავარაუდოდ, ხელმძღვანელობა ან პარტნიორები თქვენს აქტიურობას შეამჩნევენ და დააფასებენ. შეეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ თქვენს ოცნებაზე და მიზანზე, რომელიც მიუღწევლად გეჩვენებათ. უარყოფითი ემოციები შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. იფიქრეთ დასვენებაზე და ემოციური ძალების აღდგენაზე. ფიზიკური დატვირთვა სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს სასიყვარულო თავგადასავალი ელით. გამორიცხული არ არის მეზობლებთან ძალების გაერთიანება და საერთო საქმის დაწყება. სამუშაო ადგილზე ყველაფერი შესანიშნავადაა. ეცადეთ, თქვენი მატერიალური შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მოუწვდომელ მიზნებს არ შეეპოტინოთ. სანამ ახალ პროექტს წამოიწყებთ, მოსალოდნელი შედეგი უნდა შეაფასოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არსებობს ანგინის განვითარების რისკი, რამაც შეიძლება სამუშაო რიტმიდან ამოგაგდოთ. საღამოს საათებში მოდუნდით, რათა დღის განმავლობაში დახარჯული ენერგია აღიდგინოთ.

მშვილდოსანი

ნუ მოახდენთ პარტნიორის იდეალიზებას, ემოციები აკონტროლეთ და ეცადეთ, ცივი გონება შეინარჩუნოთ. ახლობლებთან ურთიერთობა უფრო დაძაბული გახდა? ეს ნიშნავს, რომ წვრილმანებზე კამათი უნდა შეწყვიტოთ და საერთო ენა გამონახოთ. სამსახურში, როგორც კოლეგებთან, ისე ხელმძღვანელობასთან სრული იდილია და ურთიერთგაგებაა. თქვენი ფინანსური მდგომარეობა ისევ არასტაბილურია, თუმცა, ჰოროსკოპი აჩვენებს, რომ მალე სიტუაცია შეიცვლება და დაკარგულის ანაზღაურებას შეძლებთ! თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე ემოციური ფონი დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.

თხის რქა

თუ მხოლოდ საკუთარ თავსა და მოთხოვნილებებზე იფიქრებთ, შესაძლოა საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი მოგივიდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარშემომყოფებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. დრო ძალიან შეზღუდული რესურსია, ამიტომ ახლობლებთან ურთიერთობასა და სამსახურებრივ მოვალეობებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. სავარაუდოდ, მიმდინარე საქმიანობა გაკმაყოფილებთ და პროფესიის შეცვლას არ გეგმავთ, თუმცა შემოსავლის გასაზრდელად მეტი აქტიურობა მოგიწევთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - დროა იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნოთ.

მერწყული

ვარსკვლავები სიმპათიურ ადამიანთან შეხვედრას გპირდებიან, თუმცა ამას სიყვარულს ვერ ვუწოდებთ, უფრო წარმავალი გატაცება იქნება. მარსის გავლენის გაძლიერებას ზოგიერთ ოჯახში კამათი და უთანხმოება მოჰყვება. ეცადეთ, რთული დღეები მშვიდობიანად გაიაროთ და საყვარელი ადამიანი კრიტიკული შენიშვნებით არ გააღიზიანოთ. ამ დღეს ფინანსურ საკითხებში მეტი კონსერვატიზმი უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებსა და დიდ ხარჯებს. შეეცადეთ, სტაბილურობა შეინარჩუნოთ და პოზიციები განიმტკიცოთ. ბოლო დროს გადატანილმა სტრესმა შესაძლოა ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. დროა დასვენებასა და ემოციური ძალების აღდგენაზე იფიქროთ.

თევზები

ჰოროსკოპი გირჩევთ, საკუთარი თავისა და პარტნიორის მიმართ ობიექტური იყოთ. საყვარელ ადამიანს ნურაფერს დაუმალავთ, რადგან ადრე თუ გვიან, თქვენი საიდუმლო გაცხადდება და პრობლემებს შეგიქმნით. სამსახურში ახალი იდეებითა და ენთუზიაზმით იქნებით სავსე. თქვენი აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩება, თუმცა ფინანსურ წახალისებას ჯერჯერობით არ უნდა ელოდოთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემების გამწვავება, უთანხმოება ნათესავთან ან დამსაქმებელთან. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საქმეები პრიორიტეტების მიხედვით დაგეგმოთ — სწორად ორგანიზებული სამუშაო მდგომარეობას გაგიმარტივებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge