დღის ჰოროსკოპი

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

უმიზეზო გაცხარებამ შესაძლოა ახლობელ ადამიანთან უთანხმოებამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და წამიერ შთაბეჭდილებებს ნუ აჰყვებით. სამსახურში შეიძლება ერთ-ერთმა კოლეგამ თქვენი იდეის მისაკუთრება სცადოს. მოერიდეთ ერთობლივ მუშაობას, საერთო პროექტებსა და კომერციულ გარიგებებს - თქვენი მფარველი პლანეტა არასტაბილურ მდგომარეობაშია, რაც ეკონომიკური დანაკარგის რისკს ზრდის. ხელსაყრელი დღეა ბიზნესმენებისთვის სასარგებლო კავშირების დასამყარებლად. დიეტისთვის არახელსაყრელი დროა – თქვენი ორგანიზმი კალორიებს ითხოვს და მისი დაყოლიება წონაში კლებაზე ადვილი არ იქნება.

კურო

ყოველთვის გულწრფელად თქვით ის, რაც გაწუხებთ და ნუ მოუთმენთ პარტნიორს საქციელს, რომელიც არ მოგწონთ. დაღლილობასა და ცუდ განწყობას ნუ მისცემთ უფლებას, რომ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. შესაძლოა, ოჯახში უთანხმოებას წააწყდეთ – სიმშვიდე შეინარჩუნეთ და კომპრომისული გადაწყვეტილებები ეძებეთ. მარტოხელა კუროებს უახლოეს დღეებში რომანტიკული პაემანი გელით. ამ დღეს იღბალს ნუ ენდობით და აზარტულ თამაშებში (ბანქო, დოღი, ლატარია) ნუ გარისკავთ. წინ აქტიური პერიოდი გელით, რომელიც დიდ ფიზიკურ და სულიერ ძალას მოითხოვს. ნუ გადაიღლებით და ნერვული სისტემის გადატვირთვას მოერიდეთ.

ტყუპები

მოულოდნელად განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება თქვენს ურთიერთობებს მეტი ვნება და ცეცხლი შესძინოს. მზად იყავით სიურპრიზებისა და ახალი გამოცდილებისთვის. დროა, ძველი მეგობრები გაიხსენოთ – ისინი, ვისთანაც თავს ყოველთვის კარგად გრძნობთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ დიდი წვეულება მოაწყოთ და ყველა ძვირფასი ადამიანი დაპატიჟოთ. თუ არ გსურთ ცხოვრება გაირთულოთ, დაპირებებს ნუ გასცემთ, განსაკუთრებით – გავლენიან პირებთან. შესაძლოა, ვიღაცამ „იოლი ფულის“ შოვნის იდეა შემოგთავაზოთ – სავარაუდოდ, ეს თაღლითობაა, ამიტომ ნუ მოტყუვდებით. აკონტროლეთ რას და რამდენს მიირთმევთ, რომ ზაფხულს ზედმეტი კილოგრამებით არ შეხვდეთ.

კირჩხიბი

სასიყვარულო თავგადასავლებისთვის საუკეთესო დროა! თუ დიდი ხანია ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება გსურთ, ეს ახლა უნდა გააკეთოთ. შესანიშნავი დროა ურთიერთობებისთვის – გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გატაცებებს სიამოვნებით გაიზიარებენ და ნამდვილი მეგობრები გახდებიან. მოერიდეთ მათ, ვისაც მბრძანებლობა უყვარს და არც საკუთარ თავს მისცეთ სხვების კონტროლის უფლება. ამ დღეს ნებისმიერ საქმეს თავს წარმატებით გაართმევთ. ენერგიულ ადამიანებს, რომლებიც ბედნიერ შემთხვევას არ ელოდებიან და მოქმედებენ, ფინანსურად გაუმართლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჭარბი ენერგია სპორტდარბაზში დახარჯოთ – დღეს ეს თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.

ლომი

უკეთესობისკენ ცვლილებები მალე და სავარაუდოდ, მოულოდნელად მოხდება! ნუ დააფრთხობთ იღბალს იმ მოგებაზე საუბრით, რომელიც ჯერ არ მიგიღიათ. საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს, ამიტომ დროა, ფულის დაგროვება დაიწყოთ. შეუძლებლის გაკეთებას ნუ ეცდებით და მხოლოდ ისეთ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, რომელიც კარგად გეხერხებათ. ნაცნობმა შეიძლება დახმარება გთხოვოთ – შეგიძლიათ მხარში დაუდგეთ, თუ ეს თქვენს გეგმებს არ ეწინააღმდეგება. ვიტანიმებისა ნაკლებობამ შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ მენიუ გაამრავალფეროვნოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა პარტნიორთან გულწრფელი და ნდობით აღსავსე საუბრისთვის. გრძნობების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ – გახსნილობა ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველია. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ახლობლების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ხართ. ეცადეთ, უფრო შემწყნარებელი გახდეთ რადგან იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ამ დღეს გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ცხოვრების ტემპი შეანელოთ და დაისვენოთ, თუმცა ასტროლოგები ამბობენ, რომ თქვენი მოდუნებით შეიძლება კონკურენტებმა ისარგებლონ. პლანეტების განლაგება შოპინგისთვის ხელსაყრელია – სავარაუდოდ, სასურველი ნივთების მისაღებ ფასად შეძენას შეძლებთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გარისკოთ და სრულიად ახალი საქმე დაიწყოთ. არსებობს ტრავმის მიღების ალბათობა, ამიტომ უმჯობესია სპორტი და მძიმე ფიზიკური შრომა სხვა დროისთვის გადადოთ.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება მსუბუქი ფლირტი დიდ გრძნობაში გადაიზარდოს. ეცადეთ, პარტნიორის თხოვნას მეტი ყურადღება მიაქციოთ, რათა თქვენმა გულგრილობამ გული არ ატკინოს. დღის პირველ ნახევარში რუტინა და ფაციფუცი მთლიანად ჩაგითრევთ. გაუთვალისწინებელმა მგზავრობამ ან ხელმძღვანელობის მოულოდნელმა დავალებამ შესაძლოა საღამოს გეგმები ჩაგიშალოთ. სატურნისა და იუპიტერის ასპექტები ფინანსურ დანაკარგებზე მიანიშნებს – ეს შეიძლება ტექნიკის შეძენას, სასწრაფო რემონტს ან ვალების დაბრუნებას უკავშირდება. თუ ქრონიკული დაავადება გაგიმწვავდათ, თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ და ექიმს დროულად მიმართეთ.

მორიელი

თქვენს გარემოცვაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდება – მთავარია, ამ განსაკუთრებული ადამიანის გაცნობის შანსი ხელიდან არ გაუშვათ. პლანეტები მიგანიშნებენ, რომ ურთიერთობებში სტაბილურობას არ უნდა ელოდოთ. პირიქით, მოვლენები მოულოდნელად განვითარდება და თქვენს სწრაფ რეაქციას მოითხოვს. თანამოაზრეებთან ერთად მიზნის მიღწევა გაგიადვილდებათ, რადგან კოლექტიურ მოქმედებებზე შეთანხმება ადვილი იქნება. მოსალოდნელია ფინანსური ხასიათის სირთულეები, თუმცა თქვენი შეუპოვრობა უარყოფითი ტენდენციების დაძლევაში დაგეხმარებათ. თუ კუჭის პრობლემები გაწუხებთ, კვების მენიუს გადახედეთ და ცხარე კერძები ამოიღეთ.

მშვილდოსანი

აჯობებს, რომ რომანტიკა დროებით დაივიწყოთ და საოჯახო საქმეებს მიხედოთ – ახლახან დაწყებულ სასიყვარულო ურთიერთობას პერსპექტივა არ ექნება. გირჩევთ, ახლობლებს მეტი დრო დაუთმოთ და სიმბოლური საჩუქრებით გაახაროთ. უახლოესი 24 საათი განტვირთვასა და ახალ შთაბეჭდილებებს დაუთმეთ. მოერიდეთ ერთობლივ მუშაობას, საერთო პროექტებსა და კომერციულ გარიგებებს - თქვენი მფარველი პლანეტა არასტაბილურ მდგომარეობაშია, რაც ეკონომიკურ დანაკარგებს გამოიწვევს. ფინანსურ საკითხებში წარმატებას ადვილად მიაღწევთ, თუ კანონის ფარგლებში იმოქმედებთ. შესაძლოა, საღამოს გაღიზიანება და ნერვული დაძაბულობა იგრძნოთ – ბრაზს ნუ აჰყვებით და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

თხის რქა

დაოჯახებულ თხის რქებს მალე საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება მოუწევთ, რამაც შეიძლება კრედიტის ან ვალის აღება მოითხოვოს. მალე გავლენიან ადამიანს გაიცნობთ, რომელიც სასურველი თანამდებობის მიღებაში დაგეხმარებათ. დაინახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, როცა სხვებზე დამოკიდებული აღარ იქნებით და ისე მოიქცევით, როგორც თავად გსურთ. საღამოს ფრთხილად იყავით, რათა უსიამოვნო ამბავში არ გაეხვიოთ — ნუ ეძებთ თავგადასავლებს, სხვა ადამიანების კამათში ნუ ჩაერევით და საეჭვო კომპანიებს მოერიდეთ.

მერწყული

პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, რაც საშუალებას გაძლევთ, იმიჯი განაახლოთ ან დაწყებული საქმე დაასრულოთ. ეს დღე შეიძლება მოსაწყენ რუტინაში გაილიოს, თუმცა საღამო მოულოდნელი სიურპრიზით გაგახარებთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია პირად საკითხებში გადაწყვეტილებების მისაღებად. თუ კარიერასა და ოჯახს შორის ბალანსს დაიცავთ, ყველა დაგეგმილი საქმე უმოკლეს ვადებში დასრულდება. ფინანსური თვალსაზრისით სიფრთხილე გმართებთ - სარისკო გარიგებებს თავი აარიდეთ და მხოლოდ კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღეთ. საღამოს საათები სხეულისა და სულის გაჯანსაღებას დაუთმეთ. შინ, მშვიდ გარემოში დასვენება ძვირად ღირებულ სპა-პროცედურებსაც კი შეცვლის.

თევზები

თაყვანისმცემლები ბუზებივით გეხვევიან, თუმცა არჩევანის გაკეთება მაინც მოგიწევთ. ეცადეთ, ოჯახს მეტი დრო დაუთმოთ — ხშირად მოინახულეთ მშობლები და სხვა ნათესავები და დახმარება შესთავაზეთ. ამ დღეს გაქვთ შანსი, რომ სასურველი თანხა გამოიმუშაოთ — შესაძლოა გამოჩნდეს პერსპექტივა სამეწარმეო საქმიანობის გასააქტიურებლად. გაითვალისწინეთ, რომ სტრესი ჯანმრთელობაზე აისახება, ამიტომ ეცადეთ, უმნიშვნელო პრობლემებზე არ ინერვიულოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge