დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:37 ორშ. 18 მაისი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ ოჯახში დაძაბულობა იგრძნობა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდა, ეცადეთ გულახდილი საუბრისთვის დრო გამონახოთ. საკუთარი გრძნობები თამამად გამოხატეთ, მაგრამ ახლობლების აზრს პატივი ეცით! თუ ერთხელ არჩეულ გზას არ გადაუხვევთ, ყველა დაბრკოლების გადალახვას შეძლებთ. დროა, მომავალი თვის ბიუჯეტი დაგეგმოთ. ამ დღეს ხელსაყრელი შესაძლებლობა მოგეცემათ, თუმცა ბედნიერი შანსით რომ ისარგებლოთ, მისი დანახვა უნდა შეძლოთ! დღის განმავლობაში დაძაბულმა და გულმოდგინე შრომამ შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობა საგრძნობლად დაასუსტოს. საერთო სურათს არახელსაყრელი ენერგეტიკული ფონი უფრო დაამძიმებს.

კურო

თქვენ და თქვენი პარტნიორი იმდენად განსხვავებულები ჩანხართ, რომ ხანდახან მისი გადაკეთება გსურთ, თუმცა, სინამდვილეში ერთი მთლიანის ორი ნახევარი ხართ. დაოჯახებულ კუროებს ხელსაყრელი პერიოდი აქვთ — ოჯახში სრული იდილიაა და საყვარელ ადამიანებს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით, რაც კონფლიქტების შესაძლებლობას მთლიანად გამორიცხავს. კომფორტის ზონიდან გასვლის ნუ შეგეშინდებათ. ამის გარეშე კარიერული და პროფესიული ზრდა შეუძლებელია! თქვენი ზოდიაქოს ნიშანს გარკვეული აჩქარება და გაცხარება ახასიათებს, მაგრამ ამ დღეს ფულისა და ახალი წამოწყებების მიმართ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ძილის წინ თბილი შხაპი დაგროვილი დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

მალე ფარული თაყვანისმცემელი გაგიჩნდებათ, თუმცა ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ეს ადამიანი თქვენს ბედზე მნიშვნელოვან კვალს ვერ დატოვებს. თქვენი ემოციური მდგომარეობა უსაფუძვლო ოპტიმიზმსა და დეპრესიას შორის მერყეობს. შესანიშნავი დღეა მათთვის, ვისი ბიზნესი ან სამუშაოც მომსახურების სფეროს უკავშირდება. ხელსაყრელი დღეა მეგობრული ურთიერთობების დამყარებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. გირჩევთ ფინანსურ საკითხებში ზომიერება გამოიჩინოთ და უარი თქვით შენაძენებზე, რომელთა აუცილებლობაც არ არსებობს. დაგროვილი დაღლილობის დაძლევაში საყვარელი საქმე დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ დღის განმავლობაში თუნდაც ხანმოკლე ძილი არა მხოლოდ ძალებს აღადგენს, არამედ ნერვულ სისტემასაც განამტკიცებს.

კირჩხიბი

დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით, ღრუბლებში იფრენთ და შესაძლოა საინტერესო ადამიანის ყურადღება მიიქციოთ. ძველ ნაცნობებთან შეხვედრის დროს უამრავ საინტერესო ამბავს გაიგებთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ. შესაფერისი დროა პროფესიული ზრდისთვის. ეცადეთ პროფესიული უნარები დახვეწოთ და კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალ კომერციულ წინადადებებს ყურადღება მიაქციოთ და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. პლანეტები ბიზნესის სფეროში შეთანხმებულ ურთიერთობებს ხელს უწყობენ. თუ ქარვის სამკაული გაქვთ, დღის განმავლობაში ატარეთ — ეს სასიცოცხლო ძალებსა და ენერგიას შეგმატებთ.

ლომი

თუ მიმდინარე ურთიერთობის გაგრძელება გსურთ, სხვებთან ფლირტი შეწყვიტეთ. ბოლო დროს საყვარელ ადამიანს ძალიან ცოტა ყურადღებას უთმობდით, რაც შეიძლება ჩხუბის და ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდეს. შესაძლებელია მცირე გაუგებრობა კოლეგებთან, მაგრამ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თუ კეთილგანწყობას გამოიჩენთ, შესაძლოა, ოპონენტების გადმობირება შეძლოთ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ნურავის გაუმხელთ — ვიღაცამ შეიძლება ეს ინფორმაცია თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს. ჰოროსკოპი გირჩევთ დასვენებასა და ძილს მეტი დრო დაუთმოთ. დღეში 7-8 საათი მაინც უნდა იძინოთ, რომ ორგანიზმმა ძალების აღდგენა და იმუნური სისტემის გაძლიერება შეძლოს.

ქალწული

გირჩევთ დრომოჭმული ურთიერთობები, რომლებსაც ტკივილის გარდა არაფერი მოაქვთ, რაც შეიძლება მალე დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა მეგობრული და ნათესაური კავშირების განსამტკიცებლად. ჰოროსკოპი აჩვენებს, რომ ძველი წყენები წარსულს ჩაჰბარდება. პროფესიული წარმატების მიღწევა იმაზეა დამოკიდებული არსებული კავშირების გამოყენებას და პრიორიტეტების სწორად განაწილებას რამდენად შეძლებთ. მეწარმე ქალწულებს რამდენიმე მომგებიანი ხელშეკრულების გაფორმება ელით. ვარსკვლავები დაგეხმარებიან სიტუაცია სწორად შეაფასოთ და შესაძლო რისკები განსაზღვროთ. საქმეებში დაბრკოლება მოსალოდნელი არ არის და ყველაფერი, რასაც დაგეგმავთ, წარმატებით გამოგივათ.

სასწორი

ვარსკვლავები ემოციებითა და ვნებებით სავსე, მაგრამ ხანმოკლე რომანის დაწყებას გპირდებიან. გულახდილი საუბარი დაგეხმარებათ, რომ ოპონენტის პოზიცია უკეთ გაიგოთ. ბოლო დროს, ხელმძღვანელობა თქვენს დამსახურებებს ხშირად აღნიშნავს, ამიტომ გამორიცხული არ არის პერსპექტიულ პროექტზე მუშაობა შემოგთავაზონ, რომელიც თქვენი კარიერული ზრდის საწყისად იქცევა! ამ დღეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ — მეგობრების რჩევა ან დახმარება შეცდომებამდე მიგიყვანთ.

მორიელი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა თავი უთანხმოებამ იჩინოს. ამ დღეს სადავო საკითხების განხილვას ერიდეთ და ახლობელი ადამიანის მიმართ მადლიერება გამოხატეთ. ამ დღეს თქვენი ყველა ფიქრი სამსახურს უკავშირდება. გამორიცხული არ არის, რომ დაბნეულობის ან აჩქარების გამო ფული არაგონივრულად განკარგოთ და უსარგებლო შენაძენი გააკეთოთ. ამ დღეს იზრდება ტრავმის მიღების რისკი, ამიტომ ექსტრემალური სპორტის სახეობებს ერიდეთ, ზომიერი ფიზიკური აქტივობა კი თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მშვილდოსანი

სავსებით შესაძლებელია, რომ უახლოესი 24 საათის განმავლობაში პარტნიორის მხრიდან ეჭვიანობას შეეჩეხოთ, თუმცა, ეცადეთ, ეს წამიერი სისუსტე აპატიოთ. ნათესავებთან ურთიერთობაში სჯობს მოვლენები არ დააჩქაროთ და მომლოდინე პოზიცია დაიკავოთ. მოერიდეთ ხალხმრავალ თავყრილობებს და ეცადეთ, საკუთარ ფიქრებთან განმარტოვდეთ. შემოქმედებითი შთაგონება და ენთუზიაზმი დასახული ამოცანების მიღწევაში დაგეხმარებათ, ვენერას ენერგეტიკა კი რამდენიმე დღის განმავლობაში მოტივაციას მოგცემთ. თქვენი შრომისუნარიანობა შესაძლოა გაორმაგდეს, რაც ფინანსურ კეთილდღეობაზე აისახება.

თხის რქა

შესაძლებელია კამათი ახლობელ ადამიანთან, თუმცა ის სწრაფად და თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. ამ დღეს საკუთარი სახლი განმარტოებისთვის საუკეთესო ადგილად იქცევა. ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის. ის, რასაც დღეს ისწავლით, მალე ძალიან გამოგადგებათ. ფინანსურ საკითხებში მეტი თავშეკავება გმართებთ — შეეცადეთ ფული ისეთ პროექტებში არ ჩადოთ, რომლებიც თუნდაც მცირე ეჭვს იწვევს. საღამოს შესაძლებელი იქნება, რომ პროფესიული საკითხები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ.

მერწყული

გარემოებები საშუალებას მოგცემთ რომანტიკულ ურთიერთობებში სიახლე შეიტანოთ და ვნების ცეცხლი გააღვივოთ. ნუ ენდობით ქალის სიტყვებს — საეჭვოა, რომ ის გულწრფელი იყოს და თქვენთვის სიკეთე სურდეს. საქმე, რომელიც ადრე შეუძლებლად მიგაჩნდათ, დღეს წარმატებით და თქვენს სასარგებლოდ გადაიჭრება. დაუგეგმავი ხარჯებისგან თავი შეიკავეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უფულოდ დარჩეთ. ამ პერიოდში კრედიტების აღება და ფულის სესხება არ ღირს. უარი თქვით თვითმკურნალობაზე! თქვენს შემთხვევაში, ხალხური მედიცინა უსარგებლო აღმოჩნდება და შესაძლოა, ზიანიც კი მოგიტანოთ.

თევზები

შეეცადეთ, თქვენი აზრები შემოქმედებითი ფორმით გამოხატოთ. ეს პარტნიორთან ემოციურ კავშირს განამტკიცებს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ რადიკალურ ნაბიჯებს მოერიდოთ და ზომიერება ისწავლოთ, რათა ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან ურთიერთობა არ დაგეძაბოთ. თქვენი ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების წყალობით ამ დღეს ყველაზე რთულ საქმესაც კი ადვილად გაუმკლავდებით. ფინანსურ გარიგებებში უფრო ფრთხილად უნდა იყოთ — მათ შეიძლება მომავალში პრობლემები მოგიტანონ. მოერიდეთ თვითგვემას და თვითკრიტიკას - თუ სხვას ადვილად აპატიებთ, საკუთარ თავსაც უნდა მიუტევოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge