24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თქვენი ბუნებრივი ქარიზმა და მომხიბვლელობა ცეცხლოვანი მარსის გავლენით კიდევ უფრო გაძლიერდება. თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, დროა ინტერიერი განაახლოთ! შესანიშნავი დღეა სამსახურში აქტიურობის, კომერციული ოპერაციებისა და შემოქმედებითი ძიებისთვის. ხანმოკლე მგზავრობა, საქმიანი შეხვედრები და ახალი პროექტები სასურველ შედეგს მოგიტანთ. თქვენ უკვე ბევრს მიაღწიეთ, ასე რომ, შეგიძლიათ თავს ცოტაოდენი დასვენების საშუალება მისცეთ! მოწყენილობა იმ ადამიანების ხვედრია, ვინც არ იცის რით დაკავდეს, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის აქტიურ და მოაზროვნე წარმომადგენლებს მსგავსი განწყობა ნამდვილად არ ემუქრება.
კურო
თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებში სიყვარულისა და ზრუნვის მოთხოვნილება იმატებს. ამ დღეს ვარსკვლავები სტუმრების მიღებას ან საინტერესო მგზავრობას გპირდებიან. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა თქვენზე დადებითად იმოქმედებს. ამ დღეს ნაჩქარევად და დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდეს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და რისკზე წასვლის ნუ შეგეშინდებათ. ვარსკვლავები შემოსავლის დამატებითი წყაროების ძიებაში ან საქმიანობის ახალ სფეროებზე გადასვლაში წარმატებას გპირდებიან. ხელსაყრელი დროა ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად! ყურადღება მიაქციეთ სწორ კვებას. მოერიდეთ ზედმეტად ცხიმიან, ცხარე ან ტკბილ საკვებს. გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი კვება იმუნიტეტის ამაღლებისა და ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილების საფუძველია.
ტყუპები
საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ. თუ ამ დღეს გეგმებს სწრაფად და რადიკალურად შეცვლით, შესაძლოა მოულოდნელ პრობლემებს შეეჯახოთ. ეს სულ მცირე, თქვენს მეორე ნახევართან უთანხმოებას გამოიწვევს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეძლებთ ნებისმიერ წამოწყებაში შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ — მთლიანად საოჯახო-საყოფაცხოვრებო საკითხებზე ნუ გადაერთვებით და შეეცადეთ, ხშირად დაისვენოთ. შესაძლოა მეგობრებისა და ნათესავების ხელშეწყობით მოგება მიიღოთ. ხელსაყრელი დროა შენაძენებისა და პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვის. გ
კირჩხიბი
გახსენით გული ორმხრივი ემოციებისთვის. ამ დღეს მეორე ნახევრის კრიტიკულ შენიშვნებს მეტი ყურადღებით უნდა მოუსმინოთ. იდეალური ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ სურვილის შემთხვევაში უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლიათ. სამსახურის ხელმძღვანელობასთან ან სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება, მაგრამ საკუთარი გეგმები საიდუმლოდ უნდა შეინახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა წამოწყება შეიძლება წყალში ჩაგეყაროთ. უახლოეს მომავალში ფინანსური პრობლემა გელით, რაც ხარჯების ზრდასა და ხელფასის დაგვიანებას უკავშირდება. რთული დღეა, ემოციური მდგომარეობაც შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს, თუმცა, სიტუაციის დრამატიზებას უნდა მოერიდოთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ — რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, დაავადება მით უფრო მალე გაგივლით.
ლომი
ამ დღეს ოჯახური ურთიერთობები სიხარულით სავსეა, თუმცა ეცადეთ შვილების საჭიროებებს და სახლში მყუდრო ატმოსფეროს შექმნას მეტი ყურადღება დაუთმოთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებებს, რადგან ამან შეიძლება ფინანსურ პრობლემებამდე მიგიყვანოთ. შეიძლება ბიზნესში ერთობლივი საქმიანობისთვის ღირსეული პარტნიორი იპოვოთ. სანამ ახლობელ ადამიანს დაადანაშაულებთ, ეცადეთ შექმნილ სიტუაციაში გაერკვეთ. ნაჩქარევი წახემსების მავნე ჩვევა და არასწორი კვებისკენ მიდრეკილება დაივიწყეთ და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
ქალწული
ამ დღეს საყვარელი ადამიანის გაგება და პატიება გაგიჭირდებათ, თუმცა ეცადეთ სკანდალების მოწყობისგან თავი შეიკავოთ. გამორიცხული არ არის, რომ დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდეთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერი ინფორმაცია კარგად უნდა შეამოწმოთ. ნათესავის დახმარების გამო შესაძლოა, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ. დროა უფროსს მიანიშნოთ, რომ ხელფასის მომატებას იმსახურებთ — სრულიად შესაძლებელია, რომ იღბალმა გაგიღიმოთ. გაიძლიერეთ იმუნიტეტი და ხალხმრავალ ადგილებს მოერიდეთ, რადგან დიდია ვირუსით დაავადების რისკი.
სასწორი
თქვენი ნიშნის ბევრ დაოჯახებულ ადამიანს დღეს რომანტიკული თავგადასავალი ან სასიყვარულო პრობლემების გადაჭრა ელის. აქტიური მარსი კონფლიქტებს მოასწავებს, ამიტომ ნებისმიერი არასწორი სიტყვა შეიძლება დაპირისპირების მიზეზი გახდეს. ახლა სიჯიუტის, თავნებობისა და საკუთარი სიმართლის მტკიცების დრო არ არის. უმჯობესია გვერდზე გადგეთ და მოიცადოთ, სანამ უფრო ხელსაყრელი დრო არ დადგება. მეწარმეებს, რომელთაც საკუთარი საქმე აქვთ, წარმატება და დიდი შემოსავალი ელით. ამჟამად თქვენი ზოდიაქოს ნიშანს მერკური მფარველობას, ამიტომ ფული თავად ეძებს გზას თქვენი ჯიბისკენ! დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე და ეცადეთ დილაობით სირბილი ან სიარული დაიწყოთ.
მორიელი
დროა იმიჯის განახლებაზე დაფიქრდეთ! სტილის შეცვლა დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. თქვენი ცხოვრების მოსალოდნელი ცვლილებები როგორც სამუშაო სფეროს, ისე ოჯახს შეეხება. ნებისმიერი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ, თუმცა საკუთარი გავლენით არ უნდა ისარგებლოთ და გარშემომყოფებზე ზეწოლა არ უნდა მოახდინოთ. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს და საეჭვო გარიგებებში ნუ ჩაებმებით. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთმა ჩვევამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს. საქმე მხოლოდ ალკოჰოლს თუ თამბაქოს არ ეხება — უარყოფითი აზრები არანაკლებ საზიანოა, ვიდრე მავნე ჩვევები. შესანიშნავი დროა მათთვის, ვინც წონაში დაკლებას გეგმავს.
მშვილდოსანი
ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ — საკმარისია წონასწორობა ერთხელ დაკარგოთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას სამუდამოდ გაიფუჭებთ. ხელსაყრელი დროა ახალი ნაცნობობისთვის, თუმცა ახალ ნაცნობებს პირადი ცხოვრების დეტალებს ნუ გაანდობთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ფინანსურ საქმეებში წარმატებას გპირდებათ. ამის მიუხედავად, უარი თქვით მსხვილ შენაძენებზე და კრედიტებს ნუ აიღებთ — მალე ფული უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ. მალე ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და პოზიტიური ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
საყვარელი ადამიანი გენდობათ და თქვენთან გულწრფელ საუბარს ელოდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრეტენზიებით უნდა აავსოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელი ადამიანის მცირე შეცდომებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ და ყურადღება საკუთარ შეცდომებზე გაამახვილოთ. იმისათვის, რომ გეგმები წარმატებით განახორციელოთ, უმჯობესია ყველაფერი საიდუმლოდ შეინახოთ — წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურენტები იდეას წაგართმევენ. დაიცავით ნერვული სისტემა სტრესისგან — დაძაბულ მდგომარეობაში თქვენი შრომისუნარიანობა და პროგნოზირების უნარი მნიშვნელოვნად იკლებს. უარი თქვით თვითმკურნალობაზე! ხალხური მეთოდები უშედეგო აღმოჩნდება და ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, კიდეც დაგაზიანოთ.
მერწყული
ამ დღეს ინიციატივის გამოჩენა და საკუთარი ემოციების გაზიარება ნუ მოგერიდებათ. შესაძლოა, ნათესავმა ან მეგობარმა დახმარება გთხოვოთ და ეცადეთ უარით არ უპასუხოთ. ეს დღე დაგანახვებთ, მეგობრებიდან ვის შეგიძლიათ ენდოთ და ვის არა. შესაძლოა ხელმძღვანელობა თქვენი მუშაობით დაინტერესდეს, ამიტომ საქმეს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. მერწყულებმა, რომელთა საქმიანობა ეკონომიკასა და ფინანსებთან არის დაკავშირებული, გამოთვლებში მეტი სიზუსტე უნდა გამოიჩინონ. თუ თავისუფალი დრო გაქვთ, გირჩევთ მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ. გარემოს შეცვლა თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
თევზები
ნუ მოიწყენთ — ხანმოკლე გატაცება თქვენს ცხოვრებაში არაფერს ნიშნავს, ნამდვილი სიყვარული ჯერ კიდევ წინ გაქვთ! ახლობლებს თქვენი ჩივილით ნუ შეაწუხებთ. ეცადეთ პრობლემების მიზეზი თავად იპოვოთ. ამ დღეს მკვეთრად ძლიერდება მარსის გავლენა, რამაც შეიძლება სამსახურში უსიამოვნო სიტუაციები და კოლეგებთან კონფლიქტები გამოიწვიოს. შეეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და გაღიზიანებას გასაქანი არ მისცეთ. წარმატების მისაღწევად სიმტკიცე და შრომისმოყვარეობა უნდა გამოიჩინოთ. ამ პერიოდში რაც უფრო იაქტიურებთ შემოსავლის გაზრდის მეტი შანსი გექნებათ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ სასურველია, რომ ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან