დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:35 სამ. 26 მაისი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ისწავლეთ ოჯახის წევრების მოსმენა და მათი საჭიროებების გათვალისწინება და ნუ ეცდებით, საკუთარი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დააყენოთ. თუ საქმეს მარტო ვერ უმკლავდებით, ითხოვეთ დახმარება. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომ თქვენი საქმე გააფართოოთ, სასარგებლო კავშირები დაამყაროთ და სამომავლო პერსპექტივები კოლეგებთან ერთად განიხილოთ. მოსალოდნელია მომგებიანი შეთავაზებებიც. მარსის ენერგეტიკული ნაკადები როგორც კონკურენტებთან პაექრობაში, ისე საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში დაგეხმარებათ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, დაავადების ნიშნებს ნუ უგულებელყოფთ. უმჯობესია, სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმს მიმართოთ.

კურო

ახლო ურთიერთობებს საფრთხე ემუქრება, მიზეზი კი მარსისა და სატურნის უარყოფითი განლაგებაა. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, უახლოესი დღეების განმავლობაში ურთიერთობა შეზღუდოთ. შესაძლოა, რჩეულის არჩევანით უკმაყოფილო დარჩეთ და მისი საჩუქარი არ მოგეწონოთ. დროა, შეურიგდეთ იმ კოლეგებს, რომლებთანაც უთანხმოება გაქვთ. თუ სამსახურში ურთიერთობების მოწესრიგებას ვერ შეძლებთ, კარიერულ ზრდაზე ფიქრი დაივიწყეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შემოსავლის მიღების ახალი გზები განიხილოთ. ეცადეთ, საუბრისას მგრძნობიარე თემებს არ შეეხოთ — ამან შეიძლება თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას ზიანი მიაყენოს. ძილის წინ ხანმოკლე გასეირნება დასვენების ხარისხს გააუმჯობესებს.

ტყუპები

ეს დღე შესაძლოა თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში გარდამტეხი აღმოჩნდეს — ან კავშირს გაწყვეტთ, ან პირიქით, ჰარმონიას მიაღწევთ. დღის პირველ ნახევარში ოჯახის წევრების საქმეების გადაბარება მოგიწევთ, დღის მეორე ნახევარი კი ნანატრ სიმშვიდეს მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება არ მოადუნოთ — სავარაუდოდ, საქმიან ქაღალდებში გარკვეულ უზუსტობებს აღმოაჩენთ. ასევე მოსალოდნელია უსიამოვნო საყოფაცხოვრებო სიურპრიზები, მაგალითად, ელექტროენერგიის გათიშვა ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანება. იფიქრეთ მატერიალური მდგომარეობის გამოსწორებაზე. განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ ამბიციებსა და მათ განხორციელებას უნდა დაუთმოთ. ერთ ადგილზე ნუ გაჩერდებით და განვითარება განაგრძეთ! ტყუპების უმეტესობა დღეს კარგ განწყობაზე იქნებით, რაც თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

კირჩხიბი

ამ დღეს მოსალოდნელია სიურპრიზი სასიყვარულო ურთიერთობებში. თუ საყვარელი ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მეტი ყურადღებით დააკვირდებით, თქვენი ურთიერთობა უფრო მშვიდი და მეგობრული გახდება. შესაძლოა სამსახურში თქვენს იდეებს დიდი ინტერესით შეხვდნენ. მზად იყავით საკუთარი ხედვის გაზიარებისა და პროექტების წარდგენისთვის. ნუ ინერვიულებთ ხარჯებზე, რომელთა გაღებაც ბოლო დროს მოგიწიათ. სულ მალე მოულოდნელ ფულად შემოსავალს მიიღებთ და ძველი ოცნების ასრულებას შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი განწყობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. განდევნეთ ცუდი აზრები და იმ კარგ მოვლენებზე იფიქრეთ, რომლებიც თქვენ ცხოვრებაში ხდება.

ლომი

ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. შესაძლოა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაუმართაობამ გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვიოს და ოჯახის ბიუჯეტი შეარყიოს. დღის მეორე ნახევარში ბევრ საქმეს ნუ დაგეგმავთ, დრო დასვენებისთვისაც დაიტოვეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უხეშობასა და მტრობას უახლოეს მომავალში "ბუმერანგის ეფექტი" ექნება, ამიტომ ეცადეთ, დაპირისპირებულ ადამიანებთან მშვიდობა დაამყაროთ. ამინდზე დამოკიდებულ ადამიანებში მოსალოდნელია შაკიკის ხანმოკლე შეტევები. საღამოს ყველაფერი გაივლის და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

ქალწული

ეცადეთ, პირადი და სამსახურებრივი ურთიერთობები ერთმანეთში არ აურიოთ, რათა საკუთარ თავს ზედმეტი პრობლემები არ შეუქმნათ. დროა თქვენი საუკეთესო მეგობარი მოინახულოთ, რომელსაც დიდი ხანია უნდა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ გიამბოთ. მშვიდი დღე და მეგობრული ატმოსფერო სამუშაო საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ამის მიუხედავად, მოერიდეთ ისეთი პროექტების დაწყებას, რომლებიც დიდ დროს და რესურსს მოითხოვს. გამორიცხული არ არის, კოლეგებმა სასიამოვნო სიურპრიზით გაგახარონ, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. ეს დღე ხელსაყრელია თანხის დასაბანდებლად, მთავარია, ინვესტიციის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. აკონტროლეთ არტერიული წნევა, განსაკუთრებით - თუ ჰიპერტონია გაწუხებთ.

სასწორი

თუ ცხოვრების სიყვარულს ეძებთ, სანაცნობო წრის გაფართოებაზე უნდა იზრუნოთ — ნაცნობებს შორის სიყვარულის პოვნის შანსები საკმაოდ მცირეა. დღეს შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემები წამოიჭრას. ეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ ოჯახში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პროფესიული დონის ამაღლებაზე იზრუნოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, შემდგომი კარიერა ააწყოთ, რაც თქვენს შემოსავლებზე დადებითად აისახება. ვარსკვლავების განლაგება ზოგ სასწორს აზარტულობისკენ უბიძგებს. ფრთხილად იყავით - არსებობს ფულის წაგების საფრთხე. თუ საკუთარ თავს პრობლემებს არ შეუქმნით, ეს დღე მშვიდად სტრესისა და უსიამოვნებების გარეშე ჩაივლის. დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მხედველობას — ტელევიზორთან დიდხანს ნუ დარჩებით.

მორიელი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიამოვნებას და თავდაჯერებას მოგიტანთ. ახლა პლანეტების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, ამიტომ ის, რაც ადრე რთულად გეჩვენებოდათ, ადვილად გამოგივათ. თუ კოლეგას დახმარება დასჭირდა, დაეხმარეთ და მისი სახით ერთგულ მეგობარს შეიძენთ. შესაძლოა, ხელმძღვანელობამ ახალი თანამდებობა შემოგთავაზოთ. თუმცა, ამ სამუშაოს დადებითი და უარყოფითი მხარეების გარკვევა მარტივი არ იქნება. შესაძლოა საბითუმო ვაჭრობასთან დაკავშირებული გარიგებები წარმატებული აღმოჩნდეს. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღის მთავარი სირთულეები კანონის ან სამსახურებრივი წესების დარღვევას უკავშირდება. შეურიგდით მას, ვისაც უნებლიეთ აწყენინეთ და მისგან ფასეულ რჩევას მიიღებთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან უფრო მომთმენი და გამგები იყოთ. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულნი, ბევრი ახალი კლიენტი გამოუჩნდებათ და შესაბამისად, შემოსავალიც საგრძნობლად გაეზრდებათ. ამ დღის განმავლობაშიც უამრავი ისეთი საკითხის გადაჭრას შეძლებთ, რომლებიც თითქოს არსაიდან გაჩნდნენ. ეცადეთ, მოდუნება და სასიამოვნოს დანახვა შეძლოთ ყველგან, სადაც შესაძლებელია. დაპატიჟეთ საყვარელი ადამიანი რესტორანში ან სახლში, სანთლების შუქზე ვახშამი მოაწყვეთ. თუ საყვარელი ადამიანი არ გყავთ, საკუთარი თავი გემრიელობებით, შოპინგით და კარგი წიგნით გაანებივრეთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენს უახლოეს გარემოცვას დააკვირდეთ. ვინ იცის, იქნებ თქვენი ცხოვრების სიყვარული სწორედ იქ იმალება? სატურნის ნეგატიური გავლენა წყვილებში კონფლიქტებისა და ორმხრივი პრეტენზიების მიზეზებს შექმნის. მოსალოდნელია სასარგებლო ნაცნობობა, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ ფინანსური სირთულეები დროებითია, ამიტომ სიმშვიდე და თავდაჯერება შეინარჩუნეთ. ამ დღეს თქვენი გეგმები საიდუმლოდ უნდა შეინახოთ, თორემ დღის მეორე ნახევარში შეიძლება ყველაფერი ჩაიშალოს. ხელსაყრელი დროა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა თვითმკურნალობის ნაცვლად, კვალიფიციურ სპეციალისტს მიმართეთ.

მერწყული

ვენერასა და იუპიტერის კვინკონსი მიანიშნებს, რომ უახლოეს დღეებში სასიყვარულო პაემანი გელით. ამ დღეს უდიდესი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ, რათა გარშემო მყოფები თქვენი შეხედულებების მართებულობაში დაარწმუნოთ. კონკურენტებს პრეტენზიებით ნუ აედევნებით — დრო ყველას თავის ადგილს მიუჩენს. ფულთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მხოლოდ შინაგან ხმას ენდეთ! საღამოს საათებში მეუღლესთან ურთიერთობის მოგვარებას შეძლებთ და რომელიღაც პრობლემის გადაჭრის გზას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იპოვით. თქვენი ენერგია მწვერვალზეა, გამოიყენეთ ის თქვენი ჯანმრთელობის სასიკეთოდ. მოერიდეთ ფიზიკურ გადატვირთვას და ემოციურ გამოფიტვას, რაც შესაძლოა ნერვული აშლილობის მიზეზი გახდეს.

თევზები

სასიყვარულო ურთიერთობებში გაუბედაობა იშვიათობა როდია, თუმცა, ამ ზღვრის გადალახვა მაინც მოგიწევთ! ყველა საზრუნავს საკუთარ მხრებზე ნუ აიკიდებთ. ახლობელ ადამიანებსაც მიეცით საშუალება, რომ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა მიიღონ. გეჩვენებათ, რომ სამსახურში თქვენი შრომა ღირსეულად არ ფასდება? მაშინ საქმიანობის სფეროს შეცვლა სცადეთ. არანორმირებულმა სამუშაო განრიგმა შესაძლოა მორალურ გამოფიტვამდე მიგიყვანოთ, ამიტომ ეცადეთ, თქვენი ყოველდღიური განრიგი უფრო მშვიდი და თანაბარი გახადოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge