31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
59 წუთის წინ
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
გრძნობების გამხელა ნუ მოგერიდებათ — ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ საყვარელი ადამიანი გააოცოთ. ნათესავებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, მით უმეტეს, რომ ზოგი მათგანი დიდი ხანია არ გინახავთ. ეცადეთ ყველა საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ — ვინ იცის, იქნებ თქვენში ანალიტიკოსის ან ლიდერის უნარები იმალება? იზრუნეთ საქმიანი კავშირების დამყარებაზე და უარს ნუ იტყვით თანამოაზრეების დახმარებაზე, თუნდაც კარგი რჩევით. მხარი დაუჭირეთ მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია და სანაცვლოდ უფრო მეტ სიყვარულს მიიღებთ. ჯანმრთელობის მხრივ მოსალოდნელია პრობლემები. ვარსკვლავები გირჩევენ, სამსახურში ნაკლები იაქტიუროთ, თორემ გადაღლამ შეიძლება ნერვულ აშლილობამდე მიგიყვანოთ.
კურო
საყვარელ ადამიანს, ეჭვიანობის ნაცვლად, ჯობია, გულწრფელად ესაუბროთ — ეს სიტუაციის განმუხტვაში დაგეხმარებათ. სამსახურში ვითარება დაიძაბება და კარიერული წარმატების მიღწევა შეფერხდება. მოახლოებული შემოწმებების წინ მოსალოდნელია შფოთვა და ნერვიულობა. იმის ნაცვლად, რომ ნუგეში ახლად გაცნობილ ადამიანებში ეძებოთ, გირჩევთ, დრო ოჯახთან ერთად გაატაროთ. საღამოს სილამაზის სალონში სტუმრობა ან გარდერობის განახლება დამშვიდებასა და დადებითი ემოციებით დამუხტვაში დაგეხმარებათ. თუ დიდი ხანია სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ, ვარსკვლავები გირჩევენ, აღარ გადადოთ.
ტყუპები
საყვარელმა ადამიანმა შეიძლება უსაფუძვლო პრეტენზიებით გული დაგწყვიტოთ, თუმცა წყენა გულში არ ჩაიდოთ. თუ ოჯახში გაუგებრობა წარმოიშვა, ეცადეთ, მშვიდად და აუღელვებლად განიხილოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ძალები გონივრულად გადაანაწილოთ, რათა ადრე დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. პროფესიული გამოცდილება და თავშეკავება სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. უახლოეს მომავალში რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზი გელით. მათგან ნაწილი მატერიალურ საკითხებს შეეხება. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, დრო სასიამოვნოდ გაატაროთ და იმხიარულოთ! შეეცადეთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ, რადგან კარგი განწყობა თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.
კირჩხიბი
პირად ცხოვრებაში მალე სასურველი ცვლილებები მოხდება. ეს შეიძლება მობეზრებული ურთიერთობების დასრულება და ახალი ურთიერთობის დაწყება იყოს. შესაფერისი დროა მშობლების მონახულების, გაწყვეტილი კავშირების აღდგენისა და ოჯახური ტრადიციების განახლებისთვის. სამუშაო დღე სირთულეების გარეშე ჩავლის, თუ დროს უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგავთ. დადებითი ემოციებით სავსე დღეა. გამორიცხული არ არის, რომ ფინანსური შემოსავალიც მიიღოთ. ეცადეთ, თქვენს ცხოვრებაში სევდა აღარ შეუშვათ და ბედნიერებას მოიპოვებთ. ჯანმრთელობა ხომ მხოლოდ სხეულის მდგომარეობა არ არის, ის მენტალურ კეთილდღეობასაც მოიცავს.
ლომი
თუ ცხოვრების მეგზური ჯერ არ გიპოვიათ, ვარსკვლავები გირჩევენ, გარშემომყოფებს დააკვირდეთ – მათ შორის, ბევრი თავისუფალი და მიმზიდველი ადამიანია. მეგობრული მხარდაჭერა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. გამონახეთ დრო მათთვის, ვინც თქვენთვის ძვირფასია. უბრალო, კეთილ საქმეებს შეუძლია ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააძლიეროს. პროფესიული თვალსაზრისით დღის პირველი ნახევარი წარმატებულად დასრულდება. დღეს შესაძლოა მიმზიდველი საქმიანი შეთავაზებები და სასარგებლო სიახლეები მიიღოთ. ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე მსხვილი გარიგებების გაფორმებისას უნდა გამოიჩინოთ. ხელშეკრულების ყველა პუნქტი საგულდაგულოდ გადაამოწმეთ — ეს იურიდიული პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ მოთხოვნილებებს — ნუ შეგეშინდებათ თქვათ „არა“, თუ რაღაც არ გაკმაყოფილებთ.
ქალწული
დროა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ – ზოგჯერ ადამიანებს გრძნობებში გასარკვევად დრო სჭირდებათ. ოჯახურ ცხოვრებაში ნუ ეცდებით ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ — შეიძლება მათი შესრულება გაგიჭირდეთ, ამიტომ ჯობია მოვალეობები თანაბრად გაანაწილოთ. უარი თქვით ყოველგვარ ცვლილებაზე, სანამ ახლობლებს არ შეუთანხმდებით. ნუ დაიწყებთ გუნდურ მუშაობას ადამიანებთან, რომლებსაც ცუდად იცნობთ. ეცადეთ, თქვენი ნამდვილი გრძნობები არავის აჩვენოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, გარშემომყოფთა მიზანსა და ჩანაფიქრს ჩასწვდეთ. თავი დაიცავით ენერგოვამპირებისგან, რომლებიც ეცდებიან, თქვენზე უარყოფითი გავლენა მოახდინონ. ენერგეტიკული ჯავშანი შეინარჩუნეთ და კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდეთ.
სასწორი
პარტნიორის ღალატში დადანაშაულებას ნუ იჩქარებთ — გირჩევთ, თქვენი ეჭვები პარტნიორთან განიხილოთ და უნდობლობა ერთად გადალახოთ. სიმშვიდე და მოთმინება კონფლიქტების აცილებასა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია მეგობრების სტუმრობა, რაც საშუალებას მოგცემთ, პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და ბავშვობის მოგნებებში გადაეშვათ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ყურადღების ცენტრში ყოფნისა და აღიარების სურვილი გაუძლიერდება. თქვენი პროფესიული მიღწევები მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოინდომებთ. ეცადეთ, ყველა საქმიანი თვისება გამოავლინოთ, რაც გაგაჩნიათ! ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს ახლა იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს. მისი სწრაფი აღდგენა თქვენთვის მთავარი ამოცანა უნდა გახდეს.
მორიელი
ბოლო დროს სამსახურით ან პირადი საქმეებით ზედმეტად დაკავებული იყავით და ოჯახს დაშორდით. ახლა შესაფერისი დროა, რომ შეცდომა გამოასწოროთ. უახლოესი დღეების განმავლობაში რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ურთიერთობისას უფრო მეტად მოსმენისკენ იქნებით მიდრეკილი, ვიდრე ლაპარაკისკენ. მით უმეტეს, რომ თქვენს გარემოცვაში უამრავი მრჩეველი გამოჩნდება და თითოეულს თავისი აზრი ექნება. ამ დღეს ზოგიერთ მორიელს ფინანსური მოგების მიღების შანსიც კი აქვს. სურვილის შემთხვევაში შეძლებთ, დიდი ხნის წინ დაგეგმილი შესყიდვები განახორციელოთ. თუ სტრესის მდგომარეობაში დიდხანს იმყოფებოდით, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ადრე თუ გვიან აისახება, ამიტომ ეცადეთ, თავს მოდუნების საშუალება ხშირად მისცეთ.
მშვილდოსანი
შეინარჩუნეთ სიმშვიდე, პირველ რიგში, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. თუ თქვენ შორის უთანხმოებაა, სჯობს, გულახდილი საუბარი სხვა დროისთვის გადადოთ. ხელსაყრელი დღეა პროფესიული განვითარებისთვის. განსაკუთრებული წარმატება ელის მშვილდოსანს, ვისი საქმიანობაც ვაჭრობას უკავშირდება. გადასახადების დროულად გადახდა არ დაგავიწყდეთ, რათა მაკონტროლებელ ორგანოებთან უთანხმოება თავიდან აიცილოთ. ყურადღებით იყავით - ამ დღეს შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა დაკარგოთ.
თხის რქა
ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. ცხელ გულზე შეიძლება ბევრი სისულელე თქვათ, რასაც მოგვიანებით ინანებთ. უმნიშვნელო მიზეზის გამო მოსალოდნელია უთანხმოება მეორე ნახევართან. ვარსკვლავები გირჩევენ, მთელი ყურადღება პროფესიულ საქმიანობაზე გადაიტანოთ. თუ მუშაობის პირობები, ხელმძღვანელობის დამოკიდებულება ან ანაზღაურება არ მოგწონთ, დროა სამუშაო ადგილის შეცვლაზე იფიქროთ. აქტიური სატურნი თქვენს ენერგეტიკულ ფონს საგრძნობლად დააქვეითებს. ჯავრს ახლობელ ადამიანებზე ნუ იყრით, თქვენი პრობლემები მათი ბრალი არ არის.
მერწყული
მარსი სატურნს უპირისპირდება, რაც ნიშნავს, რომ ზოგი მერწყულის ცხოვრებაში კონფლიქტი მოხდება. თუ თქვენი გული თავისუფალია, ახლა უმჯობესია სასიყვარულო ურთიერთობები არ წამოიწყოთ. ახლად გაცნობილ ადამიანებთან საკუთარ თავზე ნაკლები ილაპარაკეთ — ეს ჭორების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს მეგობრული მხარდაჭერა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე გგონიათ. დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ. დარწმუნებული იყავით, რომ უარს არავინ გეტყვით. თქვენ იცით, როგორ მოახდინოთ შთაბეჭდილება კოლეგაზე, ასე რომ, თქვენი ცოდნის გამოყენების ნუ შეგეშინდებათ. ფრთხილად იყავით — იუპიტერის კვინკონსი სატურნთან მცდარი ქმედებებისკენ გიბიძგებთ. საღამოს შეგიძლიათ თავი რაიმე გემრიელით გაანებივროთ — ტკბილეული და წითელი ფერის ხილი იდეალური ვარიანტია!
თევზები
ამ თანავარსკვლავედის ემოციური წარმომადგენლებისთვის ახალი ნაცნობობა ჯერჯერობით არასასურველია. უმჯობესია ცოტა მოითმინოთ და სასიყვარულო თავგადასავლები სხვა დროისთვის გადადოთ. ეცადეთ თქვენი პრობლემები მეორე ნახევარს არ გადააბაროთ — ეს არასწორი მიდგომაა, რომელიც პრობლემას კი არ გადაჭრის, მხოლოდ სიტუაციას გაამწვავებს. მეგობრის დახმარებით ძველი შეცდომების გამოსწორებას და ახალი საქმეების დაწყებას შეძლებთ. შეეცადეთ მათ შესახებ ნაკლები ილაპარაკოთ, თორემ შეიძლება კონკურენტების ყურადღება მიიქციოთ და საქმეს ავნოთ. დღის მეორე ნახევარში ამანათს, საჩუქარს ან მატერიალურ შემოსავალს მიიღებთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს - დღეს ისინი შესაძლოა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდნენ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან