დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 ხუთ. 17 სექტემბერი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თამამად იმოქმედეთ — საყვარელი ადამიანი თქვენგან გადამჭრელ ნაბიჯებს ელოდება. თავდაჯერება და პარტნიორის პატივისცემა თქვენი წარმატების საწინდარია. გირჩევთ, ნებისმიერ საქმეში სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ. ამ დღეს ხელმძღვანელობაზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ, რაც სავარაუდოდ, თქვენს კარიერულ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ოჯახის წევრებთან შეუთანხმებლად, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას მოერიდოთ. ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სასურველია, ორგანიზმს განტვირთვის დღე მოუწყოთ - მთელი დღის განმავლობაში საკვებზე უარი თქვით ან ინტენსიურად ივარჯიშეთ.

კურო

ამ დღეს შესაძლებელია რომანტიკული პაემანი შედგეს. თუ ურთიერთობა ახლახან დაიწყეთ, ეს ერთმანეთის უკეთ გასაცნობად მშვენიერი შანსია, თუმცა ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას უნდა მოერიდოთ. ოჯახურ ცხოვრებაში ცვლილებების სურვილი გამძაფრდება — სავარაუდოდ, რემონტის დაწყებაზე დაფიქრდებით, თუმცა თქვენს იდეას ოჯახის ყველა წევრი აღფრთოვანებით არ შეხვდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვის ცხოვრებაში ზედმეტად არ ჩაერიოთ — ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ. სამუშაო საკითხების მოგვარებისას ნაკლები სიხისტე გმართებთ — ენერგია მომავალი პროექტებისთვის უნდა დაზოგოთ. გამორიცხული არ არის ფინანსური შემოსავალი, მაგალითად, ძველი ვალის დაბრუნება. გირჩევთ, პროფესიულ საქმიანობასა და საოჯახო საქმეებში ოქროს შუალედი დაიცვათ. ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას მოერიდეთ, რადგან ყველაფრის მოსწრება მაინც გაგიჭირდებათ.

ტყუპები

მშვენიერი განწყობა გაქვთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გულუბრყვილობით შესაძლოა ვინმემ ბოროტად ისარგებლოს. ეს დღე ერთობლივი პროექტების კრეატიული იდეებით სავსეა — შეგიძლიათ ეს პერიოდი ჩანაფიქრის განსახორციელებლად გამოიყენოთ. სამსახურში, კოლეგებს შორის მოსალოდნელია გაუგებრობა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ. ფინანსურ საკითხებში წინდახედულობა გმართებთ: ნუ ისესხებთ ფულს, ახლა ჯობია მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. შეინარჩუნეთ შინაგანი ჰარმონია და ყველაფერში ზომიერება დაიცავით — პირველ რიგში კი ცომეულსა და ხორციან კერძებს ერიდეთ.

კირჩხიბი

მეორე ნახევართან უთანხმოების თავიდან აცილება რთულია, თუმცა სრულიად შესაძლებელი — მთავარია, დიპლომატიური უნარები და ცოტა ძალისხმევა გამოიჩინოთ. პირადი ურთიერთობები თქვენგან მაქსიმალურ სიმტკიცესა და ორგანიზებულობას მოითხოვს. დროებით წარუმატებლობას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება ახლობელ ადამიანებზე გადაიტანოთ. დაღლილობა გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით? ხშირად დაღლილობა ყოველდღიური რუტინის შედეგია, ამიტომ ეცადეთ თქვენი თავისუფალი დრო უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოთ. მოვლენების დაჩქარებას ნუ შეეცდებით. გაითვალისწინეთ, რომ ყველაფრის მართვა და გაკონტროლება შეუძლებელია. რეგულარული კვება და წყლის ბალანსის დაცვა არ დაივიწყოთ, რადგან ეს პირდაპირ თქვენს განწყობაზე აისახება.

ლომი

დიდი ხანია თქვენთვის საინტერესო ადამიანის ყურადღების მიქცევას ცდილობთ? მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს! უმჯობესია, ეს დღე საყოფაცხოვრებო საქმეებს დაუთმოთ. სახლში წესრიგის დამყარება შინაგან ჰარმონიასა და მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ. სამუშაო დღე დიდ ძალისხმევას და წარმოქმნილი პობლემების ახლებურად გადაჭრას მოითხოვს. დაძინებამდე შეეცადეთ, მოდუნდეთ და დღის საზრუნავი გონებიდან ამოიგდოთ. ფინანსურმა უთანხმოებამ შესაძლოა საყვარელ ადამიანთან კამათი გამოიწვიოს, ამიტომ სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ყველა მსხვილი შენაძენი წინასწარ შეათანხმეთ. დილის საათებში მოსალოდნელია მსუბუქი თავის ტკივილი, რომელიც შუადღისთვის გაივლის — შეეცადეთ, მედიკამენტების მიღებისგან თავი შეიკავოთ.

ქალწული

სიყვარულზე ფიქრი საშუალებას არ გაძლევთ, რომ რუტინაში თავით გადაეშვათ — რომანტიკული მომენტების გახსენება ძალასა და ენერგიას შეგმატებთ. ოჯახური წყვილებისთვის ეს დღე მშვიდად ჩაივლის. უახლოეს მომავალში ზეგანაკვეთური მუშაობა მოგიწევთ, რამაც შეიძლება მეუღლის უკმაყოფილება გამოიწვიოს. ეცადეთ სახლსა და სამსახურს შორის დრო თანაბრად გაანაწილოთ, თორემ ოჯახური სკანდალი გარდაუვალია. ფინანსურ საქმეებს დროებით ჩამოშორდით — ახლა საკმაოდ სახიფათო პერიოდია და მკვეთრ ნაბიჯებს უნდა მოერიდოთ. რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს ნუ დაივიწყებთ, თორემ სიზარმაცე თქვენს ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახება!

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, გარშემო მყოფ ადამიანებს უკეთ დააკვირდეთ — იქნებ მათ შორის თქვენი ბედნიერება იმალება? გაუზიარეთ თქვენი განცდები ოჯახის წევრებს. მათი დახმარებით სირთულეებს ადვილად გაუმკლავდებით. თუ უფროსი და კოლეგები თქვენს აქტიურობას სათანადოდ არ აფასებენ, ჯობია ნაკლები იაქტიუროთ და მეტი დაისვენოთ. უახლოეს მომავალში ახალ პროექტზე მუშაობისთვის კოლეგებთან ძალების გაერთიანება მოგიწევთ. ყურადღებით იყავით, რომ ვინმემ თქვენი იდეის მითვისება არ სცადოს. სპორტსმენებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ — გამორიცხული არ არის სერიოზული ტრავმა, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. თუ თავისუფალი დრო გაქვთ, ეცადეთ მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ. გარემოს შეცვლა თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს.

მორიელი

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ვარსკვლავები ისეთ შეხვედრას ჰპირდებიან, რომელიც ახალი რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისი გახდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდა? სანამ რუტინა სიყვარულის ნავს ჩაძირავს, რაღაც უნდა შეცვალოთ! თუ გსურთ, რომ მიზანს მიაღწიოთ უმჯობესია, ყველაფერი საიდუმლოდ შეინახოთ — წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურენტები იდეას წაგართმევენ. სამსახურში კოლეგების დახმარება კარგია, მაგრამ ჯერ საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე უნდა იზრუნოთ. მოერიდეთ საზოგადოებრივ ადგილებში წახემსებას, რადგან არსებობს საკვებით მოწამვლის რისკი, რამაც შესაძლოა ჯანმრთელობას საგრძნობი ზიანი მიაყენოს.

მშვილდოსანი

მარტოხელა ქალბატონებს ახალი რომანტიკული გატაცება ელით — ეს ხანმოკლე, თუმცა ვნებებით და ინტრიგებით სავსე რომანი იქნება. მალე სიმპათიურ მამაკაცს გაიცნობთ, რომელიც თქვენს ყურადღებას თავისი ინტელექტით მიიპყრობს. დროა მთელი ყურადღება საოჯახო საკითხებზე გადაიტანოთ — მშვენიერი დროა პერიოდია ბინის კეთილმოწყობისა და რემონტისთვის. შესაძლოა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძინოთ, რომელიც ძალიან გამოგადგებათ. ზეგანაკვეთური შრომა აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს — საჭიროების შემთხვევაში, ეს საკითხი ხელმძღვანელობას უნდა შეახსენოთ. იუპიტერისა და სატურნის კვინკონსი გვიჩვენებს, რომ დღეს საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ — დაგეგმეთ ფიზიკური აქტივობა და გამოყავით დრო მოდუნებისა და მედიტაციისთვის.

თხის რქა

თხის რქა ქალბატონებს ვარსკვლავები იმიჯის შეცვლას და გარდერობის განახლებას ურჩევენ. ამ დღეს შეიძლება თქვენი სასიყვარულო საქმეები საზოგადოებრივი განხილვის თემად იქცეს. დაოჯახებულ ქალწულებს ვურჩევთ ახლობლებს მეტი დრო დაუთმონ — ნათესავებს ესტუმრეთ და ახლობლებთან ურთიერთობაში მეტი მზრუნველობა გამოიჩინეთ. შესაძლოა, გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ და დროთა განმავლობაში შესანიშნავი სამსახურიც იშოვოთ. ფინანსურ საკითხებში სჯობს თავი დააზღვიოთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ. ვარსკვლავების კეთილგანწყობა ენერგიას, მხნეობასა და პოზიტიურ განწყობას მოგიტანთ, რაც გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ამინდის ცვლილების მიმართ მგრძნობიარე თხის რქებს ვურჩევთ საჭირო მედიკამენტები მოიმარაგონ.

მერწყული

დღევანდელი პაემანი დაგანახვებთ, რამდენად ახლოს ხართ ერთმანეთთან, თუმცა ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ! ოჯახის წევრებთან საუბრისას ემოციები შეიკავეთ და უხეშობას ერიდეთ. ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან შეიძლება ზარალი განიცადოთ. უახლოესი 24 საათის განმავლობაში უცნობი და მით უმეტეს, ეგზოტიკური კერძები აკრძალულია — უპირატესობა ნაცნობ საკვებს მიანიჭეთ.

თევზები

თუ საყვარელი ადამიანი ცოტათი გაუხეშდა და გაუცხოვდა, ეს იმის ნიშანია, რომ ცოტა ხნით ერთმანეთისგან უნდა დაისვენოთ და გრძნობებს განახლების საშუალება მისცეთ. მოულოდნელმა სიახლემ შეიძლება ოჯახში უთანხმოება გააჩინოს. გამორიცხული არ არის, რომ დაძაბულობის მიზეზი თავად გახდეთ, ამიტომ წინდახედულობა და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ. სამსახურში დღე ნაყოფიერად ჩაივლის — თქვენს შრომას ხელმძღვანელობა ღირსეულად შეაფასებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის საუკეთესო ჯილდო იმ გეგმების განხორციელება იქნება, რომლებიც მატერიალურ წარმატებას გპირდებათ; თუ ხელსაყრელ შესაძლებლობას დაინახავთ, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ! სატურნის გავლენით, ზოგმა შეიძლება სახსრების ტკივილი იგრძნოს — უსიამოვნო სიმპტომების შემთხვევაში, შეეცადეთ, ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge