დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სანამ საყვარელ ადამიანზე გაბრაზდებით, მისი სიტყვებისა თუ ქმედებების მიზეზი უნდა გაარკვიოთ. საოჯახო საქმეები ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ, სამაგიეროდ, სახლი გაცილებით მყუდრო და კომფორტული გახდება. გამორიცხული არ არის, საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენა თითქმის უცნობ სფეროში შეძლოთ. ამ დღეს განსაკუთრებულ წარმატებას გუნდური მუშაობა მოგიტანთ. გირჩევთ, ხარჯები წინასწარ დაგეგმოთ — ეს ოჯახურ ბიუჯეტს გაკოტრებისგან დაიცავს. ახლა სუფთა ჰაერზე ყოფნა განსაკუთრებით გჭირდებათ. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ჟანგბადის ნაკლებობა თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

კურო

ამ დღეს ახალი ნაცნობობა მხოლოდ დადებით ემოციებს მოგიტანთ! პროფესიული საქმიანობა და კარიერა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ პირადი ცხოვრება და საყვარელი ადამიანებიც არ უნდა დაივიწყოთ. დაოჯახებულ კუროებს საშუალება ექნებათ, რომ ოჯახური სიმყუდროვით დატკბნენ. დაივიწყეთ წარსულის უსიამოვნებები და მეორე ნახევართან საერთო საქმე დაიწყეთ — ეს ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგაახლოებთ. გამოიჩინეთ ინიციატივა და საკუთარი იდეები გაახმოვანეთ. შესაძლოა, თქვენს წინადადებებს იმაზე დიდი ინტერესით შეხვდნენ, ვიდრე ელოდით. ფინანსური საკითხების მოგვარებისას შინაგან ინტუიციას ენდეთ. ამ დღეს მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია კარგად შეისწავლეთ — ფული სადღაც ახლოსაა. თქვენი ჯანმრთელობა და ენერგეტიკული ფონი სტაბილურია, ერთადერთი, რამაც შეიძლება გავნოთ, ზედმეტი ეჭვიანობა და ნერვიულობაა. ამ დღეს მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა ძალიან წაგადგებათ.

ტყუპები

ამ დღეს, შესაძლოა, საყვარელ ადამიანზე უმიზეზოდ გაბრაზდეთ და აგრესიამ თქვენ შორის გარკვეული დროით გაუცხოება გამოიწვიოს. საკუთარი სიმართლის რწმენა და დამაჯერებელი არგუმენტები წარმატებამდე მიგიყვანთ. ეცადეთ მიღწეულ პოზიციებზე გამაგრდეთ და მეტს ნუღარ მოითხოვთ — ლიდერობის სურვილმა შეიძლება ახლობლებისა და კოლეგების უკმაყოფილება გამოიწვიოს. გამორიცხული არ არის, რომ გამოცდილი კოლეგის მხარდაჭერა დაგჭირდეთ. ფინანსური თვალსაზრისით არასტაბილური სიტუაცია იქმნება. ხარჯებს თვალი ყურადღებით ადევნეთ და უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდეთ. მშვენიერი დროა მომავალი მიზნების დასაგეგმად. ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სწორ კვებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. ეცადეთ, ცდუნება დაძლიოთ და ალკოჰოლურ სასმელებზე უარი თქვათ.

კირჩხიბი

ამ დღეს გარშემომყოფთათვის ისე მიმზიდველი ხართ, როგორც არასდროს! მზად იყავით, რომ ზედმეტად აბეზარ თაყვანისმცემლებს საკადრისი პასუხი გასცეთ. გირჩევთ, ხმაურიან წვეულებებსა და ხალხმრავალ ღონისძიებებს მოერიდოთ — დღეს ამისთვის შესაფერის განწყობაზე არ იქნებით. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს საინტერესო და მოულოდნელი იდეები ეწვევათ. თუ თქვენი საქმიანობა ბუღალტერიას ან ანგარიშებს უკავშირდება, შემოწმებებს ელოდეთ. გონივრულად განსაზღვრეთ, სად არის აუცილებელი თანხის დახარჯვა და სად თავის შეკავება ჯობს. თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, ამ დღეს მცირე შეუძლოდ ყოფნამაც კი შეიძლება დიდი პრობლემები შექმნას.

ლომი

თუ ნამდვილ სიყვარულს ეძებთ, გაითვალისწინეთ, რომ მას მხოლოდ სახლისგან მოშორებით იპოვით. დროა წარსულზე ფიქრი დაასრულოთ! წინსვლისთვის მხოლოდ მომავალს უნდა უყუროთ. სამუშაო დღის ბოლოს სიფრთხილით მოეკიდეთ იმ ადამიანების რჩევებს, რომლებსაც თქვენი წარმატება აშინებთ. ნუ ენდობით უცნობებს, რომლებიც ფინანსური პირამიდის ან სხვა საეჭვო სქემების საშუალებით იოლი ფულის შოვნას გპირდებიან. ენერგოვამპირი ადამიანი თქვენზე უარყოფითი გავლენის მოხდენას ცდილობენ. შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნეთ და კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდეთ.

ქალწული

პირადი ცხოვრებისთვის იმედის მომცემი პერიოდია. მარტოხელა ქალწულებს შანსი აქვთ, ცხოვრების სიყვარული იპოვონ. დისციპლინა და აქტიურობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მენეჯმენტი თქვენს საქმიან თვისებებს შენიშნავს და ღირსეულად დააფასებს. შესაძლებლობა გექნებათ, რთულ და საპასუხისმგებლო პროექტში ჩაერთოთ. ეს საუკეთესო შანსია საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და კარიერული ზრდისთვის! მოსალოდნელია მცირე მატერიალური შემოსავალიც. შოპინგისთვის დღის შუა და ბოლო მონაკვეთი გამოდგება. ახლა ხელსაყრელი პერიოდია საყოფაცხოვრებო საქმეებისა და ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემების განხილვისთვის. თავისუფალი დრო დასვენებას დაუთმეთ, თორემ დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება დეპრესია დაგმართოთ.

სასწორი

შესაძლოა, ეს დღე-ღამე სასწორის სიყვარულისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. არ არის გამორიცხული, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტოთ ან პირიქით, სრული ჰარმონია დაამყაროთ. პლანეტების არახელსაყრელი განლაგება გულმავიწყობას გამოიწვევს, რაც ყოველდღიური ამოცანების შესრულებაში ხელს შეგიშლით. დროა ხელმძღვანელს მიანიშნოთ, რომ ხელფასის მომატება გჭირდებათ — სრულიად შესაძლებელია, იღბალმა გაგიღიმოთ! გირჩევთ, საღამო სახლში, მშვიდ ატმოსფეროში გაატაროთ და უახლოეს გეგმებზე იფიქროთ. ხანდახან მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს მაშინ პოულობთ, როცა არ ელით, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ.

მორიელი

თქვენ და თქვენი პარტნიორი თითქოს ერთ ტალღაზე ხართ, რაც შანსს მოგცემთ, საინტერესო საუბრებით ნამდვილი სიამოვნება მიიღოთ. ბოლო დროს სამსახურის საქმეებით ზედმეტად დაკავებული იყავით და ოჯახს ცოტათი დაშორდით — დროა, შეცდომა გამოასწოროთ. არასტანდარტული მიდგომა ნებისმიერი ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებათ. მეწარმეებმა შესაძლოა, ინვესტორი იპოვოთ, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას გაგიწევთ, დაქირავებულ თანამშრომლებს კი მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ არ გადადოთ — ახლა კითხვებზე პასუხების მისაღებად ხელსაყრელი დროა.

მშვილდოსანი

მალე თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანი გამოჩნდება, რომელიც შეძლებს თქვენი გრძნობები გაიგოს და დააფასოს. თავს უფლება მიეცით, რომ სიყვარულის მშვიდი ატმოსფეროთი დატკბეთ. სახლში მოსალოდნელია არასასურველი მოვლენები — ეს შეიძლება საყვარელ ადამიანებთან დაპირისპირება ან საყოფაცხოვრებო პრობლემა იყოს. ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთდროულად დამთავრებას. ასტროლოგიური გათვლებით, ახლა აქტიური მოქმედებებისთვის არახელსაყრელი დროა. სამაგიეროდ, ფინანსური ოპერაციები (განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში) წარმატებული იქნება. გექნებათ შანსი, მნიშვნელოვანი თანხა გამოიმუშაოთ, თუმცა ამისთვის გარკვეული დროით პირადი ცხოვრების დავიწყება მოგიწევთ. მედიტაცია ან იოგა გონების დამშვიდებასა და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

თუ პარტნიორის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი იქნებით, ეს თქვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. დაოჯახებულ ადამიანებს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე დიდი დროის დახარჯვა მოუწევთ, თუმცა გაღებული ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. კარგი დღეა საქმიანი კავშირების გაფართოებისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. მალე მიხვდებით, ვის შეუძლია კარიერულ წინსვლაში გვერდით დაგიდგეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძველი მეგობრისთვის დრო გამონახოთ. შესაძლოა, საქმეებში ჩაფლულმა ვერ შენიშნეთ, რომ თქვენი დახმარება სჭირდება. ზომიერი დიეტა თქვენს ორგანიზმს ზედმეტი წონისგან დაიცავს. გარდა ამისა, ასტროლოგები მჯდომარე სამუშაოს მქონე ადამიანებს მეტ ფიზიკურ აქტივობას ურჩევენ.

მერწყული

ამ დღეს ბევრ დაოჯახებულ მერწყულს ოჯახური კონფლიქტი ელის, რომლის მიზეზი ფინანსური უთანხმოება გახდება. შეეცადეთ, სხვის პოზიციას მშვიდად მოუსმინოთ, თუნდაც არ იზიარებდეთ. კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საქმეები წარმატებით ვითარდება. ასევე, ხელსაყრელი დროა სამსახურის დასაწყებად. მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებები სამომავლოდ გადადეთ, რადგან ამ დღეს შეიძლება თაღლითებს გადაეყაროთ. თუ ბედი ფინანსურ ბონუსს ან დამატებით შემოსავალს გიბოძებთ, შეეცადეთ, თანხის ნაწილი „შავი დღისთვის“ გადაინახოთ. თქვენი იმუნური სისტემა ისეთი აუცილებელი მიკროელემენტის ნაკლებობას განიცდის, როგორიცაა რკინა. მისი მარაგის აღსადგენად მენიუში ბროწეული, ღვიძლი და ვაშლი უნდა ჩართოთ.

თევზები

ამ დღეს ქათინაურებითა და ყურადღებით გაგანებივრებენ. მსუბუქი ფლირტი თვითშეფასებისა და თავდაჯერების ამაღლებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით მახვილია — გამოიყენეთ ის ძველი პრობლემების გადასაჭრელად. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისა და სამუშაო საკითხების მოსაგვარებლად. ამ პერიოდში ნებისმიერ ადამიანთან შეთანხმებას შეძლებთ. სასარგებლოა წყალთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცედურა. თუ შვებულებაში წასვლას შეძლებთ, იცოდეთ — ზღვაზე დასვენება სასწაულებს ახდენს, ხოლო ცურვა ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge