21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:24 კვი. 20 სექტემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
საყვარელი ადამიანის გულგრილობა, როგორც ჩანს, მხოლოდ ნიღაბია. მიმდინარე მოვლენებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ! თუ განწყობა უმიზეზოდ გეცვლებათ ან გარშემომყოფების შენიშვნები გაღიზიანებთ, ეს არა მხოლოდ დაღლილობას, არამედ დღის ენერგიას უკავშირდება. საკმაოდ დიდხანს არაფერს აკეთებდით და უმოქმედობის გამო თავს იდანაშაულებდით, თუმცა ამაოდ — ჯერ შესაფერისი დრო არ დამდგარა. ასტროლოგიური პროგნოზი სამსახურში საკმაოდ მწვავე და უსიამოვნო ვითარებას გიწინასწარმეტყველებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეებში თავი შეიკავოთ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერისა და კოლეგებთან ურთიერთობების გარკვევისგან. მთლიანობაში, როგორც სამუშაოდ, ისე დასასვენებლად პერსპექტიული დღეა — დაბრკოლებები არ შეგექმნებათ და ყველაფერი, რასაც დაგეგმავთ, წარმატებით განხორციელდება.
კურო
ამ დღეს შესაძლოა არაკეთილგანწყობილ ადამიანთან დაპირისპირება მოგიწიოთ. გადადგით ნაბიჯი საყვარელი ადამიანისკენ და თქვენს საქციელს ძალიან დააფასებს! „კეთილის მსურველთა“ რჩევას ნაკლები ყურადღება მიაქციეთ — ამ დღეს მას თქვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. გადაღლილობისა და შინაგანი დაძაბულობის გამო მივლინება სასურველ შედეგს და კმაყოფილებას ვერ მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, გზადაგზა უამრავმა წვრილმანმა უსიამოვნებამ იჩინოს თავი, რამაც შეიძლება სასოწარკვეთილებამდეც კი მიგიყვანოთ. ამასთან, დღე ხელსაყრელია პერსპექტიული საქმის წამოსაწყებად ან ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად. მარსისა და სატურნის ტრინის გამო იმატებს დამწვრობის მიღების რისკი, ამიტომ ერიდეთ გაზქურას, ცეცხლს, ადუღებულ წყალსა და ცხელ საგნებს.
ტყუპები
დაუმსახურებელი კრიტიკის გამო შეიძლება თავი უსუსურად და გულნატკენად იგრძნოთ, თუმცა დაფიქრდით, იქნებ მის სიტყვებში სიმართლის მარცვალიც ურევია? ცხოვრება მხოლოდ შავ-თეთრი ფერებისგან არ შედგება, ამიტომ ზედმეტად კატეგორიული ნუ იქნებით. სანამ საყვარელ ადამიანს ბრალდებებს წაუყენებთ, გაიხსენეთ, რომ შეცდომებისგან დაზღვეული არც თქვენ ხართ. დროა საკუთარ კარიერულ მიზნებზე დაფიქრდეთ — სამოქმედო გეგმის შემუშავება მწვერვალების დაპყრობაში დაგეხმარებათ. დღევანდელი დღე მარსისა და მერკურის შერეული ენერგეტიკით ხასიათდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობასა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაცია წარმატებული იქნება, თუმცა მოსალოდნელი კონფლიქტების გამო გართულებების რისკიც არსებობს. გირჩევთ დრო და ფინანსები საკუთარ სილამაზესა და ჯანმრთელობაში დააბანდოთ. სასურველია იმ პროფილის ექიმებს ეწვიოთ, რომელსაც ყოველთვის ერიდებოდით.
კირჩხიბი
ამ დღეს საყვარელი ადამიანის შენიშვნების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ. მოთოკეთ ემოციები და დაუფიქრებელ ნაბიჯებს ნუ გადადგამთ, რათა მოგვიანებით არ ინანოთ. ახლობლის ავადმყოფობამ შესაძლოა გეგმების შეცვლა გაიძულოთ, თუმცა ახლა თქვენი მთავარი პრიორიტეტი ნათესავზე ზრუნვა უნდა იყოს. ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების წყალობით, ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი თავს ადვილად გაართმევთ. ფინანსურ და კომერციულ სფეროში საბოლოო გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, თუ ნიადაგი წინასწარ არ გაგიმზადებიათ. განსაკუთრებული სიფრთხილე საქმიან ქაღალდებთან მუშაობისას გმართებთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის შეფერხება, ამიტომ ნახევარფაბრიკატებსა და ქუჩაში წახემსებას მოერიდეთ.
ლომი
მარტოხელა ლომებს დღეს სასიამოვნო ნაცნობობა ელით, რაც შესაძლოა, სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. მარსისა და იუპიტერის კვინკონსი მოვლენების აუჩქარებელ განვითარებას მოასწავებს. სამსახურში უსარგებლო საუბრებში მონაწილეობას მოერიდეთ და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ. ფინანსურ საქმეებში სიჩქარე ცუდი მრჩეველია. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ემოციების გავლენით და ზედმეტ დანახარჯებს მოერიდეთ. არ ინერვიულოთ, თუ შედეგის სწრაფად მიღწევას ვერ ახერხებთ. ზოგჯერ რთულმა პერიოდმა უნდა ჩაიაროს, რომ წინ წახვიდეთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე ელექტრომოწყობილობებთან, რადგან არსებობს მოკლე ჩართვის ან ჯანმრთელობისთვის სახიფათო სხვა ინციდენტის რისკი.
ქალწული
ამ დღეს თქვენი მიმზიდველობა და ემოციური პოტენციალი საგრძნობლად მოიმატებს. ინტუიცია, მომხიბვლელობა და მოვლენებისადმი არაორდინარული მიდგომა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. დაგროვილი პრობლემების მოგვარება ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, ამიტომ შეიძლება სესხის აღება მოგიწიოთ. საქმე, რომელსაც დაგავალებენ, ძალისა და უნარების დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ეს შესანიშნავი შანსია თავის წარმოსაჩენად! ვარსკვლავების პროგნოზით, მეწარმეები ხელსაყრელ გარიგებას დადებენ, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. მოსალოდნელია კუჭის პრობლემები, ამიტომ ბაზარში პროდუქტები ყურადღებით შეარჩიეთ.
სასწორი
თუ საყვარელ ადამიანზე ნაკლებს იეჭვიანებთ და ნაკლებ „ჩამჭრელ კითხვას“ დაუსვამთ, თქვენი ურთიერთობისთვის უკეთესი იქნება. გახსოვდეთ, რომ მუდმივი ეჭვები სტაბილური ურთიერთობისთვის ცუდი საძირკველია. შესაძლოა, ოჯახის წევრის გადაჭარბებულმა ზრუნვამ დაგღალოთ ან გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს, თუმცა, რა გაეწყობა — სიყვარული ხანდახან უცნაურად ვლინდება. მშვიდი დღეა — არც სადმე გაქცევა გიწევთ და არც არავის გადარჩენა. უბრალოდ იჯექით და თქვენი საქმე მშვიდად აკეთეთ — ეს უჩვეულოა, თუმცა ხანდახან ძალიან სასარგებლო. შანსი გაქვთ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მზად იყავით ახალი პერსპექტივებისა და იდეებისთვის, რომლებსაც დამატებითი შემოსავლის მოტანა შეუძლიათ. ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ზურგის ვარჯიშებს დაუთმეთ, რადგან ახლა ეს თქვენი ორგანიზმის ყველაზე სუსტი წერტილია.
მორიელი
ნუ მოგერიდებათ იმის თქმა, რომ გიყვართ — ამ სიტყვებს ყინულის გადნობა და ურთიერთობების გაღრმავება შეუძლია. შვილების აღზრდა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ შეეცადეთ მათთან ურთიერთობისა და მათი ნიჭის განვითარებისთვის დრო გამონახოთ. სახლისთვის ნაყიდი ნივთები ოჯახურ ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს შეიტანს. ახალმა ნაცნობობამ შესაძლოა საქმიან კავშირებს საფუძველი ჩაუყაროს — სასარგებლო კავშირების დამყარება ხომ თქვენი ძლიერი მხარეა! საქმემ, რომელსაც უიმედოდ თვლიდით და დაგავიწყდათ კიდეც, შეიძლება მალე მოგება მოგიტანოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ზედმეტ ემოციურობას მოერიდოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს შეიძლება ძველმა გრძნობებმა მოულოდნელად თავი შეგახსენოთ ან სულაც ახალი რომანი დაიწყოთ. დაოჯახებულ მშვილდოსანს ნათესავებთან ან მეზობლებთან დაპირისპირება ელით. ამის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და მტკივნეულ თემებზე საუბარს მოერიდოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენმა უშუალო ხელმძღვანელმა მალე შეცდომა დაუშვას და განყოფილების გაძღოლა თქვენ დაგავალონ. მოულოდნელმა სიახლეებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს როგორც თქვენს გეგმებში, ისე ზოგადად ცხოვრებაში. ეს დღე ურთიერთობებს, შეხვედრებსა და შემოქმედებით ძიებებს დაუთმეთ.
თხის რქა
ამ დღეს მოსალოდნელია სიყვარულის აღიარება ადამიანისგან, ვისაც ძალიან კარგად იცნობთ. თუ კონფლიქტურ სიტუაციას არ შექმნით, ურთიერთობების გარკვევას თავს ღირსეულად აარიდებთ. დღის დასაწყისი სასურველია შემოქმედებით საქმიანობას დაუთმოთ. მოერიდეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც მუდმივად ყურადღებას ითხოვენ. შეეცადეთ ხარჯები ისე გაანაწილოთ, რომ შემოსავალმა გასავალს არ გადააჭარბოს. თუ ქრონიკული დაავადების სიმპტომები პერიოდულად თავს იჩენს, აუცილებლად ექიმს მიმართეთ — თვითმკურნალობამ შეიძლება უფრო დიდი პრობლემები გამოიწვიოს.
მერწყული
ეცადეთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. ნუ დაიშურებთ სიყვარულისა და სითბოს გამოვლენას და პარტნიორისგანაც იმავეს მიიღებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დახმარებაზე უარი არ თქვათ, მით უმეტეს, რომ ის სუფთა გულით შემოგთავაზეს. გაითვალისწინეთ, რომ ფინანსური უსიამოვნებების მოგვარება საკუთარი ძალებით მოგიწევთ — ახლობლების, მეგობრების ან ბანკის დახმარების იმედი ნუ გექნებათ. ნუ მისცემთ ენერგეტიკულ ვამპირებს საშუალებას, რომ თქვენი ენერგიით იკვებონ. მთელი ყურადღება მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართეთ, საღამო კი სასურველია, მარტოობაში, მშვიდად გაატაროთ.
თევზები
მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს, რათა ურთიერთობებში თბილი ატმოსფერო შეინარჩუნოთ. ამ დღეს მოგეცემათ შანსი, რომ ხელმძღვანელს გარკვეული სამსახური გაუწიოთ; ამ შესაძლებლობას ხელიდან ნუ გაუშვებთ, რადგან შესაძლოა, მან კარიერული პერსპექტივები გაგიხსნათ. საკუთარი ბიზნესის მფლობელებმა თანამშრომლებს შორის კომუნიკაციას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ — პერსონალს შორის კონფლიქტმა შესაძლოა ზედმეტი ხარჯები და სხვა პრობლემები გამოიწვიოს. ჯანმრთელობის მხრივ, მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები ან ინტოქსიკაცია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან