20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:06 შაბ. 19 სექტემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ ცალმხრივი გრძნობით დიდხანს იტანჯებოდით ან მეორე ნახევარს უშედეგოდ ეძებდით, იცოდეთ, რომ თქვენთვის იღბლიანი დრო დადგა! მალე საშუალება გექნებათ, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც გამოცდილებას გაგიზიარებენ. თუ ლიდერობას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ოჯახის თავკაცს უფლებებზე მეტი მოვალეობები ეკისრება. შეურიგდით ადამიანს, რომელსაც უნებლიედ აწყენინეთ — მისგან ძალიან ღირებულ რჩევას მიიღებთ. ფინანსურ ოპერაციებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ ემოციური შესყიდვებისა და დაუგეგმავი ხარჯებისგან. ერიდეთ ინფექციებს, განსაკუთრებით — ხალხმრავალ ადგილებსა და მაღაზიებში.
კურო
ამ დღეს ურთიერთობები თქვენი სცენარით არ განვითარდება — რას იზამთ, ცხოვრება ყოველთვის ჩვენი გეგმების მიხედვით არ მიდის. თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის რთული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცდუნებებს ერიდოთ, რადგან მათმა აყოლამ შეიძლება საყვარელ ადამიანთან და ახლობლებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. პროფესიულ საიდუმლოს ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს ნუ გაანდობთ. ნებისმიერ საქმეში საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკულ ცოდნას დაეყრდენით. ფინანსურმა ოპერაციებმა, რომლებიც თითქოს წარმატებით ვითარდებოდა და კარგი მოგებაც მოჰქონდა, შესაძლოა ბიუროკრატიული ბარიერების გამო შეფერხება განიცადოს. ეს დღე არც ჯანმრთელობის მხრივ არის სახარბიელო. სატურნის და მარსის დაპირისპირება ენერგიას გამოგაცლით, ამიტომ ამ დღეს საპასუხისმგებლო საქმეებსა და პროექტებს ნუ შეეჭიდებით.
ტყუპები
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სამსახურებრივი რომანი, რომელიც შეიძლება მალე დაიწყოს, ბევრ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ, თუმცა თქვენს კარიერას წერტილს დაუსვამს. ამ დღეს ყველაზე მეტად სიხისტისა და აგრესიის გამოვლენას უნდა მოერიდოთ. ეცადეთ, გამონახეთ გზა იმ ადამიანთან შესარიგებლად, რომელსაც ახლახან ეჩხუბეთ. ვარსკვლავები დასახული მიზნებისა და იდეების განხორციელებაში ხელს გიწყობენ. ძალასა და რესურსებს ნუ დაზოგავთ — ახლა საქმეში რაც უფრო მეტს ჩადებთ, უახლოეს მომავალში მით უფრო დიდ უკუგებას მიიღებთ. სპორტს მეტი ყურადღება დაუთმეთ. გახსოვდეთ, მოძრაობა სიცოცხლეა და მსუბუქ ვარჯიშსაც კი შეუძლია უამრავი დაავადება აგარიდოთ. სასიამოვნო დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.
კირჩხიბი
შესაძლოა, ადამიანისგან, რომელსაც მოსწონხართ, სასიამოვნო ამბავი გაიგოთ. ეცადეთ, ამ დღეს პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. საყვარელ ადამიანებთან მეტი მოთმინება და გაგება გამოიჩინეთ — ოჯახური სიმშვიდე სწორედ თქვენს თავშეკავებაზეა დამოკიდებული. თქვენი ინტელექტუალური პოტენციალი საგრძნობლად იმატებს. გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას ენდეთ, ის არ მოგატყუებთ. ამასთან, გამოცდილი მეგობრების რჩევებს ნუ უგულებელყოფთ. შემოსავლის წყარო იქ გაჩნდება, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდით, თუმცა სწრაფი მოგების გამო ძირითად სამუშაოს ნუ მიატოვებთ. ჯანმრთელობა სტაბილურია, თუმცა წელის პერიოდულმა ტკივილმა შესაძლოა განწყობა ცოტათი გაგიფუჭოთ.
ლომი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა. დროა, დაფიქრდეთ, მზად ხართ თუ არა, რომ მას თქვენი მომავალი სამუდამოდ დაუკავშიროთ. ადამიანს, ვისი დახმარების იმედიც გქონდათ, საქმე გამოუჩნდა და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს. მშვენიერი დროა მოგზაურობისთვის, მსხვილი შენაძენებისა და მეგობრებთან შეხვედრისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, გავლილ გზას თვალი გადაავლოთ, მიღწევები შეაფასოთ და საკუთარი შეცდომების შედეგებზე დაფიქრდეთ. სამსახურში იაქტიურეთ — დიდი შანსია, რომ ხელმძღვანელობამ თქვენი მონდომება ღირსეულად დააფასოს. წინ გელით ამოცანები, რომლებიც სისტემურ და თანმიმდევრულ მიდგომას მოითხოვს. შეიძლება ყველაზე მეტად იმ საქმესთან გამკლავება გაგიჭირდეთ, რომელიც სხვა ადამიანების დახმარებას მოითხოვს. არარეგულარულმა კვებამ შესაძლოა გასტრიტის მწვავე შეტევა გამოიწვიოს, ამიტომ გზადაგზა წახემსებას თავი დაანებეთ.
ქალწული
რთული დღეა. მოსალოდნელია შეფერხებები სამსახურში და უსიამოვნო ინციდენტები პირად ცხოვრებაში. სასიყვარულო ფრონტზე შეიძლება მეტოქე გამოგიჩნდეთ, თუმცა ეს უიმედობისა და დეპრესიაში ჩავარდნის მიზეზი არ არის. ეცადეთ, გარშემო მყოფებს თქვენი ემოციები არ დაანახვოთ და გაჩუმდეთ, რომ საკუთარ თავს არ ავნოთ. დაწყებული საქმის დასრულებაში ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ აჩქარდეთ და ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად აწონ-დაწონეთ. მოერიდეთ კამათსა და სკანდალებს — ამ დღეს გაწყვეტილი კავშირების აღდგენას დიდი დრო და ენერგია დასჭირდება. ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ოპერაცია თუ სამედიცინო პროცედურა წარმატებით ჩაივლის.
სასწორი
საყვარელი ადამიანი იმ გადაწყვეტილებისკენ გიბიძგებთ, რისთვისაც ჯერ მზად არ ხართ. დაპირისპირების ასაცილებლად ეცადეთ, თემა ფრთხილად შეცვალოთ და თქვენით მანიპულირების უფლება არავის მისცეთ. სასურველია, რომ უახლოესი დღეები გარდერობის განახლებას დაუთმოთ, განსაკუთრებით — თუ პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არ არის. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ ყველა პროექტის დროულად დასრულება არ ხერხდება — ხარისხს რაოდენობით ვერ ჩაანაცვლებთ. გამოცდილი ადამიანის რჩევა რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. მოახლოებული ზამთრის წინ იმუნიტეტის გამაგრებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. დილა სირბილით თუ დაიწყებთ, ეს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მორიელი
ვარსკვლავების განლაგებით თუ ვიმსჯელებთ, მალე თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი მოვლენა მოხდება. თუ ბოლო დროს საკუთარ სურვილებზე მეტისმეტად ბევრ ფულს ხარჯავთ, ამას ოჯახის წევრების გაღიზიანება და კონფლიქტი მოჰყვება. სამსახურში კოლეგის შეცდომის გამო ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, თუმცა თქვენი გონიერებისა და კომუნიკაბელურობის წყალობით პრობლემას იოლად მოაგვარებთ. დღის მეორე ნახევარში მსუბუქ დაღლილობას იგრძნობთ, თუმცა მთლიანობაში დღე საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. ფინანსური პერსპექტივები ხელსაყრელია - საშუალება გაქვთ, რომ წარმატებული შესყიდვები განახორციელოთ. საკუთარ იღბალს ზედმეტად ნუ ენდობით, თორემ ოდესმე აუცილებლად წააგებთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში კვებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ — კალორიული კერძები მენიუდან ამოიღეთ, ხილი და ბოსტნეული კი გულდასმით გარეცხეთ.
მშვილდოსანი
შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს გაიზიარებთ. ენდეთ პარტნიორს და უსაფუძვლოდ ნუ დაადანაშაულებთ. ოჯახში შესაძლოა გაუგებრობამ და აზრთა სხვადასხვაობამ თავი იჩინოს — ახლა ყველაფერი თქვენს გონიერებასა და კომპრომისის პოვნის უნარზეა დამოკიდებული. კოლეგებს ეჩვენებათ, რომ ხელმძღვანელობა თქვენ მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია, რამაც შეიძლება ინტრიგები და პროვოკაციები გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ნაცნობმა ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა შემოგთავაზოთ. ძილის პრობლემები რომ თავიდან აიცილოთ, ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.
თხის რქა
ნუ დანებდებით, თუნდაც გარემოებები თქვენთვის არახელსაყრელად განვითარდეს. მალე თავს მცირე საყოფაცხოვრებო პრობლემები იჩენს, თუმცა ურთიერთგაგებითა და შეთანხმებული მოქმედებით მათ იოლად მოაგვარებთ. გირჩევთ, შვილების აღზრდას მეტი ყურადღება დაუთმოთ. აქტიური მარსისა და მერკურის ტრინი თქვენს ყურადღებას კარიერისკენ მიმართავს — გამოიყენეთ ეს პერიოდი იმისთვის, რომ განვითარების შემდგომ მიმართულებაზე დაფიქრდეთ. ფინანსური მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება, თუმცა ჯერჯერობით ასტროლოგები გირჩევენ, მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი გქონდეთ. დღეს აღმოჩნდებით ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც უყვარხართ და გაფასებენ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ.
მერწყული
სიყვარულში წარმატება გელით, რომელიც მთლიანად თქვენს სურვილებსა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ შეგრძნებებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ. თუნდაც საყვარელმა ადამიანმა დაუფიქრებელი ნაბიჯით გაგაღიზიანოთ, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. ურთიერთობების გარკვევას ჯობია საოჯახო საქმეებს მიხედოთ და სახლი დაალაგოთ. სამსახურში დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, ამიტომ მაღაზიებში სიარულს უნდა მოერიდოთ. კონტაქტები მაქსიმალურად შეზღუდეთ — ახალ საქმეს ნუ წამოიწყებთ და ახალ საქმიან კავშირს ნუ დაამყარებთ. ერიდეთ ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა თავისი მავნე ჩვევებით თქვენზე უარყოფითი გავლენა იქონიონ.
თევზები
დღეს შეგიძლიათ, იმ პროექტებსა და ამოცანებს შეეჭიდოთ, რომელთა გადადებას დიდხანს ცდილობდით. პლანეტები თქვენს მხარეს არიან — ყველაფერი გამოგივათ! გაჩნდება უამრავი შანსი იმის მისაღებად, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. ნუ დაიბნევით, ეჭვები უკუაგდეთ და იმოქმედეთ. ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას ხალხური მეთოდებით — თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან