25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
გეჩვენებათ, რომ მთელი ცხოვრება ამ ადამიანს ელოდით? თუნდაც ასე იყოს, ვნებების მორევში გადაშვებას ნუ იჩქარებთ! სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენი რჩეულის ქმედებებს გრძნობა კი არა, ანგარება მართავს. ეცადეთ ხანდახან სამუშაოს მოწყდეთ და სახლში სიმყუდროვის შექმნაზე იზრუნოთ. თქვენი კომუნიკაბელურობა ახალი საქმიანი კავშირებისა და სასარგებლო კონტაქტების დამყარებაში დაგეხმარებათ, თუმცა დასვენებაც არ დაივიწყოთ — ახლა ძალების აღდგენა ჰაერივით გჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური და სავალუტო ოპერაციებისთვის, რომლებიც ფინანსური დამოუკიდებლობისკენ არის მიმართული. ახლა მთავარია გაერკვეთ სინამდვილეში რა გსურთ და ყველაფერი ზედმეტი უკან მოიტოვოთ.
კურო
ახლახან დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა შესაძლოა მოულოდნელად დასრულდეს. სავარაუდოდ, ამის მიზეზი საყვარელი ადამიანის ხასიათი ან ზოგი ჩვევა იქნება, რომელიც ძალიან გაღიზიანებთ. ეცადეთ მეორე ნახევრის რჩევას ყურადღებით უსმინოთ და აუცილებლად გაითვალისწინოთ, თორემ თქვენმა გულგრილობამ შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს. სრულიად მოულოდნელად საკუთარ თავში ისეთ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი იცოდით. დღის მეორე ნახევარში შანსი გექნებათ, რომ ძველი ჩანაფიქრი განახორციელოთ, თუმცა ამისთვის სრულიად ახლებურად უნდა იმოქმედოთ. თუ ოფთალმოლოგთან ვიზიტს გეგმავდით, აღარ გადადოთ; პროფილაქტიკური შემოწმება საშუალებას მოგცემთ, მცირე პრობლემები ადრეულ ეტაპზე გამოავლინოთ.
ტყუპები
აბეზარი ზარები, ეჭვიანობა და ზედმეტი აქტიურობა თქვენს კავშირს მხოლოდ დააზარალებს. სამაგიეროდ, ხელსაყრელი პერიოდია ურთიერთობებისთვის — შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს ინტერესებს სიამოვნებით გაიზიარებენ და ნამდვილ მეგობრობას გაგიწევენ. შესაძლოა, ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ფარული არაკეთილმოსურნე გაუჩნდეს, ამიტომ პირად ცხოვრებაზე საუბარს ერიდეთ და საკუთარი საიდუმლო არავის გაუმხილოთ. შესაძლოა, საკუთარი რესურსებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ ადრე თუ გვიან ფინანსურ სირთულემდე მიგიყვანოთ. ბოლო დღეების მოვლენებმა ხასიათი გაგიფუჭათ? სულიერი წონასწორობის აღდგენაში ყველაზე უკეთ სუფთა ჰაერზე სეირნობა ან შემოქმედებითი საქმიანობა დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ამ დღეებში თავმოყვარეობა განსაკუთრებით გამძაფრებული გაქვთ, რამაც შესაძლოა საყვარელ ადამიანთან უთანხმოება გამოიწვიოს. ყველაფერი იღონეთ, რომ უბრალო კამათი ხანგრძლივ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. არ არის გამორიცხული, რომ არაკეთილმოსურნეებმა თქვენი პროვოცირება სცადონ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და თავს უხეშობის უფლებას ნუ მისცემთ. ხელსაყრელი პერიოდია საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად, განსაკუთრებით ვაჭრობის სფეროში. ამ დღეს ყველაზე მეტად ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოერიდოთ. თუ ბაზარში ან მაღაზიებში საყიდლებზე წასვლას გეგმავდით, აუცილებლად დამხმარე გაიყოლეთ. ამ დღეს სჯობს სამსახურიდან ადრე გათავისუფლდეთ და დასაძინებლად დროულად დაწვეთ.
ლომი
ნურავის მისცემთ უფლებას, რომ თქვენი გრძნობებითა და ემოციებით ითამაშოს. თუ გრძნობთ, რომ ვიღაც თქვენზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს, ასეთი ურთიერთობა უნდა დაასრულოთ. ემოციები აკონტროლეთ— შესაძლოა სურვილი გაგიჩნდეთ, რომ უარყოფითი განწყობა გარშემომყოფებზე გადაიტანოთ. ამ დღეს ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ. დაივიწყეთ დეპრესია, ცხოვრებით დატკბით და გარშემო მყოფებს სიყვარული აჩუქეთ. თუ წონაში დაკლებაზე ოცნებობთ, დღეს დიეტის და ვარჯიშის დასაწყებად მშვენიერი დღეა — ზედმეტი კილოგრამები სწრაფად დაგტოვებთ. საღამოს შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა სერიოზული არაფერია.
ქალწული
პლანეტები შანსს გაძლევენ, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის რაიმე სასარგებლო გააკეთოთ. მოსალოდნელია მცირე ემოციური რყევა, თუმცა გრძნობების განახლება, თუნდაც ასეთი, ორივეს წაგადგებათ, ვინაიდან ხანგრძლივ ურთიერთობებში მოწყენილობაზე უარესი არაფერია. სამსახურში შესაძლოა ხელმძღვანელობასთან ან კოლეგებთან უთანხმოებამ თავი იჩინოს. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ და პროვოკაციებს არ აჰყვებით, გარშემომყოფთა თვალში თქვენი ავტორიტეტი გაცილებით გაიზრდება. გაჩნდება პარტნიორებთან შეთანხმების შანსი, ხოლო მთვარისა და იუპიტერის შემოქმედებითი ასპექტი უჩვეულო, ორიგინალური გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. სიმშვიდე და დასვენება — აი, რა გჭირდებათ ახლა. ეცადეთ, უარყოფით ინფორმაციას მაქსიმალურად მოერიდოთ.
სასწორი
თქვენ და თქვენი პარტნიორი იმდენად განსხვავებულები ჩანხართ, რომ ხანდახან მისი გადაკეთების სურვილი გიჩნდებათ, თუმცა სინამდვილეში ერთი მთლიანის ორი ნახევარი ბრძანდებით. სამსახურში შექმნილი პრობლემების გამო, მთელი ყურადღება პროფესიულ საქმიანობაზე გაქვთ გადატანილი და ოჯახს ყურადღებას აკლებთ, რამაც შესაძლოა ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ხელმძღვანელობის მიმართ ლოიალობა გამოიჩინოთ — ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ყური დაუგდეთ იმ ადამიანების რჩევებს, ვისი პროფესიონალიზმი და გამოცდილებაც თქვენსას აღემატება. დღეს მეგობრებისა და ნაცნობებისთვის დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. საღამოს ეცადეთ კარგად დაისვენოთ — დაძინებამდე დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღეთ.
მორიელი
ამ დღეს მზად იყავით ნებისმიერი სიურპრიზისთვის. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებსა და მითქმა-მოთქმას, რომლებიც შეიძლება თქვენს ყურამდე მოვიდეს. მოუცლელობის მიუხედავად, დაგროვილი საქმეების მოწესრიგებას გარკვეული დრო უნდა დაუთმოთ. სახლის დალაგების პროცესში შეიძლება დაკარგული ნივთი იპოვოთ. საკუთარი საქმის განვითარებასთან დაკავშირებით უამრავი საინტერესო იდეა დაგებადებათ. დღევანდელი მოვლენები ცოტათი ასცდება იმ სცენარს, რომელსაც გეგმავდით, თუმცა უახლოეს დღეებში ვითარების გამოსწორებას შეძლებთ. ტრავმების მიღების ალბათობა მაღალია, ამიტომ ვარსკვლავები სიფრთხილისა და სიფხიზლისკენ მოგიწოდებენ.
მშვილდოსანი
წინ დიდი დღე გელით, რადგან ნამდვილად გაქვთ ის, რისი შეთავაზებაც სხვებისთვის შეგიძლიათ. დღის დასაწყისში თავი შეიკავეთ საოჯახო საქმეებისგან და ეს დრო თვითგანვითარებასა და ცხოვრებისეული ფასეულობების გადაფასებას დაუთმეთ. ნუ დატვირთავთ თავს ახალი მოვალეობებით, რადგან თქვენი ენთუზიაზმი შესაძლოა ღირსეულად არ დაფასდეს. უმჯობესია დრო საყვარელ გატაცებას დაუთმოთ ან სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით დატკბეთ. ფინანსურ საქმეებში სრული წესრიგია. თუ გარიგების დადებას ან ძვირად ღირებული ნივთის შეძენას გეგმავთ, ეცადეთ ეს მომდევნო კვირის განმავლობაში განახორციელოთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა სადარდებელს არ გაგიჩენთ — პირიქით, იმდენი ენერგია გექნებათ, რომ უამრავი საქმის დასრულებას შეძლებთ.
თხის რქა
უახლოეს ხანებში სასიყვარულო თავგადასავლებს არ უნდა ელოდოთ — ხანმოკლე გატაცება ისევე სწრაფად დასრულდება, როგორც დაიწყო. ოჯახის კეთილდღეობისთვის ბევრს შრომობთ, თუმცა შინაურები თქვენი მოუცლელობის გამო უკმაყოფილოები არიან. ამ დღეს ოჯახის წევრებთან კამათს მოერიდეთ, ემოციები მართეთ და გონივრული კომპრომისი მოძებნეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ დიდი მოცულობის სამუშაომ შეიძლება მთლიანად გამოგფიტოთ, ზოგიერთი კი დეპრესიულ განწყობამდეც კი მიიყვანოს. მშვენიერი დღეა უახლოესი თვეების ფინანსური მიზნების დასაგეგმად. ახლა შვილებთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება — მოსალოდნელი ფინანსური დანახარჯები სწორედ მათ უკავშირდება. თვალი ადევნეთ ჯანმრთელობას — მოსალოდნელია ფიზიკური მდგომარეობის მცირე გაუარესება.
მერწყული
თუ ერთმანეთის მიმართ ინტერესი დაკარგეთ და სასაუბრო თემის პოვნა გიჭირთ, დროა დაფიქრდეთ: აქვს თუ არა აზრი ამ ურთიერთობის გაგრძელებას? გირჩევთ წარსულზე წუწუნი დაასრულოთ და მომავალზე იფიქროთ, მით უმეტეს, რომ უამრავი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდა. თუ მუდმივად საკუთარ პროფესიონალიზმსა და განსაკუთრებულობაზე ილაპარაკებთ, კოლეგების გაღიზიანების გარდა, ვერაფერს მიაღწევთ. ბიზნესმენები ხელსაყრელ შეთავაზებას მიიღებენ. განსაკუთრებული წარმატება მათ ელით, ვისი საქმიანობაც ფარმაცევტულ სფეროს უკავშირდება. დამატებითი ვალდებულებების აღება ნუ მოგერიდებათ, რადგან ეს კარიერული ზრდის გზაზე პირველი ნაბიჯია! გირჩევთ ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინოთ — დიდია ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს გადაეყაროთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებში მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები, რაც შეიძლება მენიუში ახალი პროდუქტის ან ახალი მედიკამენტის გამოჩენამ გამოიწვიოს.
თევზები
ციური სხეულების ჰარმონიული განლაგება საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ. ეს დღე შეხვედრებითა და ურთიერთობებით სავსეა. სავარაუდოდ, თავს შეგახსენებენ ძველი მეგობრები და ახალი ნაცნობებიც გამოჩნდებიან. გამორიცხული არ არის, რომ ზოგმა მოვლენამ თქვენგან განსაკუთრებული საზრიანობა და მოქნილობა მოითხოვოს. კარიერულ ასპარეზზე ახალი პერსპექტივები იკვეთება. დაინახოთ მინიშნებები, რომლებსაც ბედისწერა გიგზავნით და სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. არახელსაყრელი პერიოდია ვალის ასაღებად თუ გასაცემად, ასევე მსხვილი საყიდლებისთვის. სხეული ტონუსში რომ შეინარჩუნოთ, დილა ტანვარჯიშით დაიწყეთ — ამისთვის დღეში ნახევარი საათიც კი საკმარისია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან