დღის ჰოროსკოპი

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

00:24 შაბ. 3 ოქტომბერი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ჰკითხეთ საკუთარ თავს — პარტნიორობაში ყველაზე დიდ სიხარულს რა განიჭებთ? გულწრფელი პასუხი ბევრ რამეს დაგანახვებთ და თან შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ. სამსახურში შექმნილმა დაძაბულობამ შეიძლება ოჯახურ ატმოსფეროზეც იმოქმედოს, ამიტომ ეცადეთ, სამსახურის პრობლემები სახლის ზღურბლს მიღმა დატოვოთ. ყველაფრის მარტო გაკეთებას ნუ ეცდებით და პასუხისმგებლობები გაანაწილეთ — ეს დროს გაგითავისუფლებთ და მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირების საშუალებას მოგცემთ. მეწარმეებს შანსი ექნებათ, რომ სარფიანი გარიგება დადონ. სატურნის აქტიურობის გამო, დღის პირველ ნახევარში შესაძლოა ენერგიის ნაკლებობა და აპათია იგრძნოთ.

კურო

გწამდეთ სიყვარულის და ის აუცილებლად გიპოვით. გრძნობა თქვენს ცხოვრებაში სწორედ მაშინ შემოვა, როცა ყველაზე მეტად იქნება საჭირო. დიდი ალბათობით, დღის უმეტეს ნაწილს სულიერად ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაატარებთ. სამსახურში პროფესიონალიზმის სრულად გამოვლენა და არასტანდარტული ამოცანების გადაჭრა მოგიწევთ. პარტნიორთან დაკავშირებით თქვენმა მცდარმა წარმოდგენებმა ან სიტუაციის არასწორად შეფასებამ შესაძლოა ფინანსური ზარალი მოგიტანოთ. გამორიცხული არ არის, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პერსპექტიული შეკვეთა დაკარგოთ. ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ —კვების მენიუს გადახედეთ და მავნე პროდუქტებს მოერიდეთ. სუფთა ჰაერზე ვარჯიში განწყობას საგრძნობლად გამოგიკეთებთ.

ტყუპები

ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ახალი რომანტიკული ურთიერთობა ელის. უცნაურია, მაგრამ შეიძლება სიმპათია დიდი ხნის ნაცნობის მიმართ გაგიჩნდეთ, რომელსაც ამდენ ხანს ვერ ამჩნევდით. მოსალოდნელია ემოციების მოზღვავებაც, რაც ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება — პარტნიორთან გაუგებრობის აღმოსაფხვრელად საუკეთესო გზა გულწრფელი საუბარია. საქმე და საზრუნავი ბევრი გაქვთ, თუმცა ეცადეთ მიმდინარე მოვლენებზე ფიქრისა და მათი შეფასებისთვის დრო გამონახოთ. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ თუ გარშემომყოფებს თქვენს სიმართლეში დაარწმუნებთ, თუმცა ნუ გადააჭარბებთ, რომ საქმე არ გააფუჭოთ. აპატიეთ მათ, ვინც გული გატკინათ — ენერგეტიკული ნაგვისგან (წყენა, მტრობა, ნეგატივი) გათავისუფლებით ახალ, ნათელ მომავალს კარს გაუღებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მოულოდნელი და ამაღელვებელი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს სამყაროს სრულიად შეცვლის. ბედისწერა იზრუნებს მათზე, ვინც ნამდვილ სიყვარულს ეძებს და სწორედ იმ გზაზე დააყენებს, სადაც საინტერესო ურთიერთობა ელის. შუადღისას სიფრთხილე გმართებთ, რადგან ახლობელთან კამათის რისკი მაღალია. დღის უმეტესი ნაწილი ოჯახურ საქმეებს, შვილებსა და საყვარელ ადამიანებს უნდა დაუთმოთ. ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, ახალ წამოწყებებს მოერიდოთ და ძველი პროექტების დასრულებაზე იზრუნოთ. ამ დღეს თქვენი იდეები განსაკუთრებული სიღრმითა და ორიგინალურობით გამოირჩევა. ყურადღება არ მოადუნოთ, რადგან ფინანსური დანაკარგების საფრთხე მაღალია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ფსიქოლოგიურ წონასწორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს — საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და გრძნობების გაზიარება სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ.

ლომი

სასიყვარულო ურთიერთობაში დადებითი ცვლილებები გელით. გარდა ამისა, ფინანსური საკითხებიც წარმატებით მოგვარდება, რაც თქვენს კავშირზე დადებითად აისახება. ოჯახურ ცხოვრებაში უთანხმოება თითქმის არ გელით, თუ არ ჩავთვლით ახალი სამოსის შეძენასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას. პროფესიულ ასპარეზზე ახალი პერსპექტივები გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ყველაფერი გარკვეული არ არის, ცვლილებებისთვის მაინც უნდა მოემზადოთ. შესაძლოა, მცირე ფინანსურმა შეფერხებებმა თავი იჩინოს. გამორიცხული არ არის, რომ გეგმების მკვეთრად შეცვლა ან დამატებითი მოვალეობების აღება მოგიწიოთ. მოსალოდნელია ძველი ქრონიკული დაავადებების შეხსენებაც — თავს გაუფრთხილდით, ნუ გადაიღლებით და ყავისა და ალკოჰოლის მოხმარება შეამცირეთ.

ქალწული

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები — ძველი წყენის გამო შესაძლოა პარტნიორთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. როგორც წესი, უსიამოვნებები, თქვენს სიჯიუტეს უკავშირდება. უკეთესი იქნება, რომ ოჯახის წევრების გარემოცვაში მეტი დრო გაატაროთ და ურთიერთობები გაამყაროთ. სამსახურში მოსალოდნელია მცირე სირთულეები. გახსოვდეთ, რომ პროფესიული რეპუტაცია წლების განმავლობაში ყალიბდება და მას უდიდესი ფასი აქვს, ამიტომ მაქინაციებს თქვენს სახელს ნუ შესწირავთ. ხარჯების შემცირება დაგეხმარებათ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თუ გრძნობთ, რომ დრო არასოდეს გყოფნით და ხშირად ჭამასაც ვერ ასწრებთ, აუცილებლად ტემპი შეანელეთ — ეს როგორც თქვენს გონებას, ისე სხეულს ვნებს.

სასწორი

ახალი ურთიერთობის წამოწყების გარდა, შესანიშნავი დროა ოდესღაც გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენისა და შერიგებისთვის. მთავარია, რომ სწორი სიტყვები მოძებნოთ! გამორიცხული არ არის, რომ ოჯახს წევრის მიერ დაწესებულ შეზღუდვებთან შეგუება მოგიწიოთ. მზად იყავით სამუშაო განრიგის ცვლილებისთვის და ეცადეთ ახალ პირობებს მოერგოთ. პლანეტები გირჩევენ, აქტიურად იმოქმედოთ და ახალ პროექტების დაწყებაზე დათანხმდეთ, თუნდაც თავიდან უიმედოდ მოგეჩვენოთ. ფული წინასწარ დაგეგმილ შესყიდვებზე დახარჯეთ, კრედიტების აღებას კი მოერიდეთ. სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტისას საკუთარ ინტუიციას ენდეთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. გირჩევთ მენიუში ცხელი კერძები ჩართოთ. ბედისწერა სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ და სრული მზადყოფნით შეხვდით.

მორიელი

აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის გვერდით. კამათიდან რამდენიმე წუთში საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოგინდებათ, თუმცა ვერ შეძლებთ. ამ დღეს წარმატების გასაღები ურთიერთგაგებაა — წინააღმდეგობის გადასალახად გონივრული კომპრომისის პოვნა უნდა ისწავლოთ. სამსახურში ზედმეტ ინიციატივას მოერიდეთ, თორემ შეიძლება ახალი საქმე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაგიმატონ. რაღაცის დაკარგვის გამო ნუ იდარდებთ! დაკარგული ნივთი მალე გამოჩნდება, ხოლო თუ არ გამოჩნდა, მასზე უკეთესს იშოვით. თუ საკუთარი ფსიქიკა ხანდახან პრობლემებს გიქმნით, იცოდეთ, რომ შინაგანი წონასწორობის დარღვევა ხშირად საკუთარ თავში დაეჭვებისგან მოდის.

მშვილდოსანი

მოულოდნელი ნაცნობობა შესაძლოა, შთამბეჭდავი რომანტიკული ისტორიის დასაწყისად იქცეს. შესაძლოა, კოლეგის ავადმყოფობის გამო დამატებითი მოვალეობების შესრულება მოგიწიოთ. საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებები იმედისმომცემი შედეგით დასრულდება, რაც მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში როგორც დადებითი, ისე უარყოფითი სიახლეები გელით. თუ დღეს შოპინგს გეგმავთ, შესაძლოა, პლუტონის ცვალებადი გავლენით, უამრავი უსარგებლო ნივთი შეიძინოთ. მძიმე ფიქრებს ნუ მიეცემით, ეცადეთ მიმდინარე მოვლენებში პოზიტივი დაინახოთ.

თხის რქა

თქვენი თანაგრძნობა და ემპათია იმაზე დიდ გამოძახილს პოვებს, ვიდრე ძვირადღირებული საჩუქრები. დღეს შესაძლოა მცირე საყოფაცხოვრებო პრობლემებს წააწყდეთ, თუმცა ყველაფერს მარტივად მოაგვარებთ. ეცადეთ შვილების აღზრდასა და ახლობლების მხარდაჭერას მეტი ყურადღება დაუთმოთ. შექმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო — ასეთ ატმოსფეროში ცხოვრებაც და მუშაობაც სასიამოვნო გახდება. თქვენმა გადამჭრელმა მოქმედებებმა შესაძლოა მატერიალური კეთილდღეობა მოგიტანოთ; ერთადერთი, რაც გევალებათ — გარშემომყოფების თანამშრომლობაზე დაყოლიებაა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ენერგიის დაქვეითება და ქრონიკული პრობლემების გამწვავება. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ — დღეს არც სტუმრების მიღებაა სასურველი და არც ნათესავების სტუმრობა.

მერწყული

შესაძლოა დღის დასაწყისმა პირად ცხოვრებაში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვოს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები — როგორც სასიკეთო, ისე უსიამოვნო. უფროსი ნათესავებისგან შესაძლოა შენიშვნები მიიღოთ; ეცადეთ მათი პრეტენზიები გაითვალისწინოთ, რომ სკანდალი თავიდან აიცილოთ — ასე ნერვებსაც დაზოგავთ. ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება და მომავალშიც არაერთხელ გამოგადგებათ, თუმცა სანაცვლოდ თქვენც გარკვეული მომსახურების გაწევა მოგიწევთ. ბიზნესმენები მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებენ — ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო სუბსიდია, სარფიანი კონტრაქტი, მოგებული ტენდერი ან ინვესტორის წინადადება იყოს. საღამოს საათებში ეცადეთ, კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატაროთ, ზედმეტი საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ და ახალი, უცნობი კერძები არ დააგემოვნოთ.

თევზები

პარტნიორს გულგრილობაში ნუ დაადანაშაულებთ. თუ ადამიანი ყოველ წუთს გრძნობებს არ აფრქვევს, იმას არ ნიშნავს, რომ გრძნობები არ გააჩნია. ვარსკვლავები მოგიწოდებენ, უფროს თაობაზე იზრუნოთ — ამ დღეს თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება განსაკუთრებით სჭირდებათ. თუ ახალ კოლეგას გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემთ, ღირებულ ინფორმაციას მიიღებთ. უახლოეს პერიოდში ფინანსური პრობლემები არ გემუქრებათ. გარდა ამისა, შესანიშნავი პერიოდია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. დღის მეორე ნახევარში იუპიტერის მფარველობა გელით, რაც ძალასა და ენერგიას შემატებთ. ეცადეთ, ეს შანსი გონივრულად გამოიყენოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge