დღის ჰოროსკოპი

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:30 სამ. 29 სექტემბერი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მალე შეძლებთ, რომ ყოველდღიურ ორომტრიალს მოწყდეთ და ამოისუნთქოთ. ვენერასა და იუპიტერის კვინკონსი მიგვანიშნებს, რომ წინ დასვენებისა და ძალების აღდგენის მშვენიერი პერიოდი გელით. ეცადეთ, მკაფიო ამოცანები დაისახოთ და რამდენიმე საქმეს ერთდროულად კეთებას არ შეუდგეთ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. თუ ფიქრისთვის დამატებითი დრო გჭირდებათ, ამის თქმა ნუ მოგერიდებათ. მოსალოდნელია ხელფასის დაგვიანება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ფულს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეპყროთ. ახლა მთავარია დახარჯული ენერგიისა და ძალების აღდგენაზე იზრუნოთ. ეცადეთ საღამო მშვიდ გარემოში, საყვარელი წიგნითა და ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სასურველია, კვების მენიუს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

კურო

ამ დღეს უმჯობესია ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავოთ. მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც თქვენში სიმპათიას არ იწვევენ. შესაძლებელია, რომ ძველმა მეგობარმა თავი შეგახსენოთ. გამუდმებით სახლსა და სამსახურში ტრიალებთ და ერთფეროვნებამ დაგღალათ? მოთმინება გამოიჩინეთ — მალე ყველაფერი თავისთავად შეიცვლება. მზად იყავით იმისთვის, რომ დღევანდელმა დღემ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ და საფრთხის შეგრძნება გაგიმძაფროთ. ძირითადი სირთულეები ფინანსურ მხარეს უკავშირდება — გამორიცხული არ არის დანაკარგი ან ქურდობაც კი. ამ დღეს ძალიან სასარგებლოა ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებასა და განტვირთვაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ვარსკვლავები მარტოხელა ტყუპებს გირჩევენ, რომ გარდერობი განაახლოთ, ფიტნეს-კლუბში დარეგისტრირდეთ და ისეთ ადგილებში გამოჩენას არ მოერიდოთ, სადაც საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსი მეტია. დაელაპარაკეთ საყვარელ ადამიანს იმაზე, რაც დიდი ხანია გაწუხებთ, მაგრამ ვერავის უმხელთ. თქვენი ამბიციური მიზნების მიღწევა სრულიად შესაძლებელია, თუმცა ენერგიას წვრილმანებზე ნუ დახარჯავთ, თორემ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის ძალა აღარ დაგრჩებათ. მოსალოდნელია მოგებიანი შეთავაზებები. მოერიდეთ სტრესსა და გადაღლას, თორემ შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებმა თავი იჩინოს.

კირჩხიბი

სატურნის გააქტიურებამ შესაძლოა ზედმეტი გულახდილობისკენ ან აგრესიისკენ გიბიძგოთ. ეცადეთ, სიტყვები აკონტროლოთ და საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ. ყოველდღიურ ორომტრიალში მშობლებს ნუ დაივიწყებთ და თბილი ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ. დროა, საზღვრები დააწესოთ და თხოვნაზე, რომელიც პრობლემებს გიქმნით, „არა“-ს თქმა ისწავლოთ. გირჩევთ მხარდაჭერა გუნდი შეკრიბოთ და მეტი დრო გაატარეთ მათთან, ვის გვერდითაც თავს კომფორტულად გრძნობთ. ამ დღეს სესხის დდა კრედიტის აღება არასასურველია — შეეცადეთ სახსრები სხვა წყაროებიდან მოიძიოთ. მარსისა და პლუტონის უარყოფითი ასპექტის გამო, მნიშვნელოვანია ზედმეტ გადაღლას მოერიდოთ.

ლომი

ეს დღე შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაბამი გახდეს. ბედისწერით მოვლენილი შეხვედრა, სავარაუდოდ, სახლისა და სამუშაო გარემოს მიღმა შედგება. დაოჯახებულ ლომებს სიბრძნე და ცოტაოდენი ეშმაკობაც ახლა ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს. პანიკაში ნუ ჩავარდებით და ნუ შეგაშინებთ რაღაცის თავიდან დაწყება ან სრულიად გარდაქმნა. სიახლეებს რაც უფრო მშვიდად შეხვდებით, საქმე მით უფრო კარგად წავა. ოფიციალურ საბუთებთან ან ფულთან მუშაობისას ყურადღება გამოიჩინეთ — შეცდომის დაშვების რისკი არსებობს. ნურავის დაჰპირდებით იმას, რასაც ვერასოდეს შეასრულებთ, თორემ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. იდეალური დღეა სპორტისთვის — შეგიძლიათ ფიგურის კორექცია მსუბუქი ვარჯიშებით დაიწყოთ.

ქალწული

კიდევ ცოტაც და ადამიანურ ურთიერთობათა ნამდვილ ექსპერტად ჩამოყალიბდებით, თუმცა თუ არ გთხოვენ, რჩევების ჩამორიგებას უნდა მოერიდოთ. ნათესავებთან ურთიერთობაში წარმოქმნილმა სირთულეებმა შესაძლოა სევდიან განწყობაზე დაგაყენოთ. სამსახურში გექნებათ შანსი, რომ საკუთარი პროფესიონალიზმი წარმოაჩინოთ, რაც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებში შინაგან ხმას ენდეთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მთავარია ცხიმიან და ტკბილ საკვებს ერიდოთ — ასეთმა საკვებმა შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის წონასწორობა დაგირღვიოთ.

სასწორი

ახლობელმა ადამიანმა შესაძლოა თავისი ქცევით ან უსაფუძვლო პრეტენზიებით გული გატკინოთ, თუმცა წყენის გულში ჩატოვებას ჯობია, გულწრფელად ისაუბროთ და ვითარება გაარკვიოთ. სავარაუდოდ, ნათესავების ვიზიტი სრულიად მოულოდნელი იქნება და საღამოს გეგმებს აგირევთ. უცოლშვილო სასწორს შანსი ექნება, რომ სიმპათიურ კოლეგასთან სამსახურებრივი რომანი წამოიწყოს, თუმცა შეიძლება ეს თქვენს კარიერაზე უარყოფითად აისახოს. გირჩევთ, ახლო მომავალში მსხვილ შენაძენებს მოერიდოთ, რადგან მალე გადაუდებელი საქმეები გამოჩნდება, რომლებიც თქვენს ჩართულობასა და ფინანსებს მოითხოვს. ამ დღეს წვიმიან ამინდშიც კი ეცადეთ, თუნდაც ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე ისეირნოთ.

მორიელი

დღეს შესაძლოა რომანტიკული განცდების მორევში აღმოჩნდეთ. ახალი შეხვედრები და დიდი მოლოდინები უამრავ სიხარულს მოგიტანთ, ასე რომ, უბრალოდ მომენტით დატკბით. ასტროლოგები გირჩევენ, ურთიერთობების გარკვევისგან თავი შეიკავოთ — მარსისა და იუპიტერის კვინკონსის გამო, უბრალო კამათიც კი შეიძლება ხანგრძლივ სკანდალში გადაიზარდოს. კარიერული ზრდისთვის ახლა საუკეთესო პერიოდი არ არის, თუმცა, დაწყებული საქმე შუა გზაზე არ უნდა მიატოვოთ. ბიზნესსა და ფინანსებში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ — გამორიცხული არ არის, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას, რადგან მძიმე საკვები საჭმლის მონელებაზე უარყოფითად აისახება.

მშვილდოსანი

ნუ გააფუჭებთ ურთიერთობებს მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ; ხვალ იმავე სიტუაციას სულ სხვა თვალით შეხედავთ. რაც არ უნდა ძლიერი იყოს გრძნობა, საყვარელი ადამიანის მოხიბვლაზე ყოველთვის უნდა იზრუნოთ. მშვენიერი დღეა ნაყოფიერი შრომისა და სამუშაო ადგილის მოწესრიგებისთვის — შესაძლოა რაღაც ისეთი იპოვოთ, რაც თქვენს გეგმებს უკეთესობისკენ შეცვლის. თქვენი შრომისუნარიანობა ორმაგდება, რაც ფინანსურ კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. ერიდეთ გაუაზრებელ რისკებს —სხვის ჩხუბში ნუ ჩაერევით და საეჭვო კომპანიებთან ურთიერთობას მოერიდეთ.

თხის რქა

დღეს გექნებათ შანსი, რომ ძველი სასიყვარულო ურთიერთობა აღადგინოთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, თქვენთვის ძვირფას ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ და მისი აზრი გაიგოთ. სიფრთხილე გმართებთ — დაუფიქრებელმა სიტყვამ ან მოქმედებამ შეიძლება რჩეულთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. გარშემო უამრავი „კეთილის მსურველი“ გახვევიათ, მაგრამ სანამ ვინმეს რჩევას ენდობით, ჯობს საკუთარ ინტუიციასა და პროფესიულ გამოცდილებას მოუსმინოთ — ის თქვენი საუკეთესო მრჩეველია. ამ დღეს გარე სამყაროსთან სრულ ჰარმონიას იგრძნობთ და მკაფიოდ დაინახავთ, მიზნების მისაღწევად საით უნდა იმოძრაოთ. გაუფრთხილდით ღვიძლს — უარი თქვით ცხიმიან, შემწვარ და ცხარე საკვებზე და რა თქმა უნდა, ალკოჰოლის მიღებას მოერიდეთ.

მერწყული

გულს ნუ გაიტეხთ — წარმავალი გატაცებები თქვენს ცხოვრებაში ბევრს არაფერს ნიშნავს, ნამდვილი სიყვარული კი ჯერ კიდევ წინ გაქვთ! ასტროლოგები კარმული პროგრამების დამუშავებას გირჩევენ — გააკეთეთ მეტი კეთილი საქმე და შეეცადეთ წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ. თქვენი ენერგიულობა და ინიციატივა კოლეგების პატივისცემას დაიმსახურებს და სრულიად შესაძლებელია, ახალი თანამდებობაც კი შემოგთავაზონ. გამორიცხული არ არის მოულოდნელი ფინანსური შემოსავალიც. სატურნის მძლავრმა ენერგეტიკამ შესაძლოა თქვენი ენერგია დროებით დაბლოკოს, ამიტომ ჯობს საპასუხისმგებლო საქმეების დაწყება ცოტა ხნით გადადოთ.

თევზები

მერკურისა და ვენერას კვინკონსი მიანიშნებს, რომ ეს დღე იდეალურია ახალი ურთიერთობის დასაწყებად. თუ ვინმე მოგეწონათ, მასთან საუბარს თავს ნუ აარიდებთ. მზად იყავით შესაძლო უთანხმოებისა და გაუგებრობისთვის — სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ურთიერთობების ემოციურ გარჩევებს მოერიდეთ. სავსებით შესაძლებელია, დღეს დასვენება ვერ შეძლოთ, რადგან სამსახურის პრობლემები თქვენს პირად ჩართულობას მოითხოვს. ახლა რომანტიკის დრო ნაკლებად გექნებათ — მთელი ყურადღება ფინანსურ საკითხებს უნდა დაუთმოთ. მოერიდეთ გადაჭარბებულ კვებასა და ცხარე კერძებს, რათა კუჭის პრობლემები თავიდან აიცილოთ!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge